Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნადირობა

 

hunting-blind-with-decoys-300x240.jpgნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს).სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.

ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.

 


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე პირველი მონადირე ქვით ნადირობდაო და .....რავარი იარაღია? დამაგალითად  ქვით კურდღლის მონადირება როგორ წარმოგიდგენიათ??? საღოლ  , მაგრები იქნებოდნენ....ალბათ....


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბაბუ თანდათან უფრო განვითარდა ნადირობა  :ki:  :0025:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე 7 წამზე რამხელა გუნდი იწყებს შემოსვლას? ნერწყვი მომადგა და სუნთქვა შემრკრა


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნადირობის ეთიკა
huntingethic.jpg

 

მონადირეს, იარაღით ხელში ბუნებასთან ანუ სიცოცხლესთან აქვს საქმე. მას თავისი ქცევით უდიდესი ზიანის მიყენებაც შეუძლია და სიკეთის ქმნაც.

ზოგიერთნი მონადირეებს მკვლელებსაც უქოდებენ, მაშინ როცა კაცობრიობა იცნობს გენიოსებს, რომლებიც მონადირეები იყვნენ და ვერავინ უარყოფს ამ ფაქტს, რომ ნადირობამ მათ ცხოვრებაში და შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა;

ბუნების მესაიდუმლე, მისი დიდი ქომაგი, უბადლო პოეტი და მონადირე ვაჟა-ფშაველა.

ჰემინგუეი, უდიდესი მწერალი, რომელმაც მართალია თვითმკვლეობით დაასრულა, მაგრამ როგორ შეიძლება იგი ბუნების მკვლელი და მტერი ყოფილიყო.

რეზო ლაღიძე, ჩვენი დიდი კომპოზიტორი, რომელიც მხოლოდ სილამაზესა და სიყვარულს უმღეროდა.

ნადირობის ეთიკაა სწორედ ის, რომ:

  • მონადირე არასოდეს ესვრის სხვა მონადირის წინ აფრენილ ფრინველს და ნადირობის წინა არასოდეს გადაუსწრებს სხვას.;
  • მონადირე არასოდეს ესვრის ბუნდოვან მიზანს. არ ესვრის ისეთ მანძილზე, სადაც ფრინველის დაჭრისა და დაკარგვის ალბათობა დიდია. იგი არც ახლო მყოფ ფრინველს ესვრის ისეთ ადგილზე, საიდანაც მისი აღება შეუძლებელი იქნება.
  • მონადირე არასოდეს არც თვითონ ივლის ქანც-გაწყვეტამდე და ზედმეტად არც ძაღლს გადაღლის.;
  • მონადირე არასოდეს ინადირებს ღამით, მანქანის ან პროჟექტორის შუქზე;
  • მონადირე არასოდეს გამოიჩენს სიხარბეს და დიდი რაოდენობით ნადირ-ფრინველის დახოცვას თვითმიზნად არ გაიხდის. აქ ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო. ერთხელ საპატიო სტუმრებთან და ცნობილ სპორტსმენებთან ერთად ივრის ხეობაში ვიყავი კაკაბზე სანადიროდ. ჩვენთან ერთად იყო, მრავალი წლის განმავლობაში გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის დირექტორი - ტარიელ კაპანაძე. ბატონმა ტარიელმა ნადირობის დაწყებისას სავაზნე მოხსნა, ჯიბეში რამოდენიმე ვაზნა დაიტოვა და განაცხადა - „დღეს მხოლოდ ამას დავცლიო“. პირობა შეასრულა, სადილობამდე 3-4 კაკაბი მოინადირა, ხოლო სადილობის შემდეგ დაგვყვებოდა და ჩვენ ნადირობას ადევნებდა თვალს. მის შემხედვარეს როგორღაც ყველას ჩაგვიქრა ნადირობის ჟინი და აზარტი.
  • მონადირე ბუნებაში სანადიროდ მხოლოდ იმისთჳის არ გავა, რომ რაღაც მოინადიროს. მას სილამაზის დანახვის უნარიც უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს ხანდახან დაივიწყოს თავი, ძაღლიც და დატკბეს ბუნების სილამაზის ხილვით, რის გარეშეც ნადირობა დაკარგავდა ყველაზე მთავარს - ხიბლს. ამიტომ მონადირეს თოფთან ერთად სასურველია ფოტოაპარატიც ჰქონდეს თან. ტელევიზიით ხშირად ვუყურებთ აფრიკის სავანეებში ბინადარ ნადირ-ფრიველს, მათ ქცევას, და ვინ იტყვის, რომ ამ კადრების გადაღება და ასახვა უფროა დვილია, ვიდრე თოფით ნადირის მოკვლა, ერთი ტყვიის გასროლით.

განა ბევრი ჩვენგანი აკეთებს ამას? განა ყველა ვისაც მხარზე თოფი ჰკიდია და გვერდზე ძაღლი მიჰყვება ყველა მონადირეა?

მაგრამ საქმე არც ისეა როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. მათთვის ყველა მონადირე მკვლელი თუ არა ბრაკონიერი მანცაა. მართალია ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა დღესაც აქტუალური საკითხია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ნამდვილი მონადირე არშეიძლება ბრაკონიერი იყოს. ყველამ კარგად იცის რომ თანამედროვე ნადირობა ძირითადად სპორტის სახეობაა დაა რა რეწვა. ნანადირევს როგორც კვების პროდუქტს, ხორცეულის საერთო პროდუქციაში რაღაც უმნიშვნელო 1-1.5 პროცენტი უკავია. ამიტომ ერთ შემთხვევაში ბრაკონიერობა კვებითი პროდუქციის მოპოვების მიზნით კი არ წარმოებს. არამედ საკუთარი მდგომარეობის, უპირატესობის ყველასგან გამორჩეულად გამოჩენის მიზნით. მაგალითად ვერტმფრენიდან ნადირობა, რომელზეც ცხადია ყველას ხელი არ მიუწვდება. მეორე შემთხვევაში კი ბრაკონ იერს მოკვლის ცხოველური ჟინი ამოძრავებს, გაუმაძღარია დამოიპოვებს მაშჲნ, თან იმდენს საერთოდ რომა რ სჭირდება. ბუნებაში ასეთი მტაცებელი ერთადერთი მგელია... ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე საგაზაფხულო ნადირობა მწყერზე, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება...

ბრაკონიერობასთან ნამდვილად დაუნდობელი ბრძოლა, ზოგჯერ კანონის გამკაცრებაცაა საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მომავალი თაობის ბუნების ისყვარულით აღზრდაა. მასში პატარაობიდან უნდა ჩავნერგოთ მშვენიერების გათავისებისა და სისხლის სიძულვილი. ჩვენ თუ ბავშვს ვაჩვენებთ და ავუხსნიტ, თუ რა დიდ შრომას ეწევა მერცხალი თუ სხვა, ჩვენთან ახლოს მობუდარი ფრინველი - როგორ აშენებს ბუდეს როგორ ჩეკავს, ზრდის ბარტყებსა და ხუნდებს - ბავშვი არასოდეს დაიჭერს ხელში რაგატკას, არასოდეს დაანგრევს ბავშვი ბუდეებს და არ ამოსხამს ბარტყებს საწვალებლად.

ბავშვი ბუნებასთან ახლო ურთიერთობს და მის სიყვარულს უნდა შევაჩვიოთ. პატარა - ქრისტიანული რწმენით და მორალით, ათი მცნების გაცნობიერება - გათავისებით უნდა აღვზარდოთ. თუ ჩვენ მას ჩავაგონებთ რომ ღმერთმა ყველაფერი - სულიერი თუ უსულო, მთა თუ მდელო, მდინარე და კიდევ ბევრი რამ ურთიერთ ჰარმონიისა და სიკეთისათვის შექმნა, მასში მტაცებლის ჟინის ნაცვლად, სიცოცხლისა და სილამაზისადმი სიყვარული დაისადგურებს. ბავშვმა უნდა იცოდეს ბიოველი ადამიანის გარდა ყოველ სულიერსა და მათ შორის მცენარეებსაც რომ აქვთ, რომ მარტო ტყის ჰაერი კი არ აირს ადამიანებისთვის მკურნალი, არამედ მათი ბიოველიც. რომ მის მიერ შერჩეული საკუთარი ხე, და მისი მოფერება დადებითი ემოციებით ავსებს და კურნავს მის ორგანიზმს. მიიყვანეთ ბავშვი ფიჭვთან, სთხოვეტ მას ხელით შეეხოს, მიუალერსოს მას და სულ რაღაც ორ სამ წუთში მის ორგანიზმში საოცარი სითბო ჩაიღვრება და სრულ ნეტარებას იგრძნობს. ჩვენ თუ ბავშვს ისე აღვზრდით როგორც ამას ჩვენგან ღმერთი მოითხოვს, შეუძლებელია ამ ბავშვისაგან ბრაკონიერი და მკვლელი ჩამოყალიბდეს. ჩვენ უფროსებიუნდა ვიყოთ ბავშვისათვის უპირველესი მაგალითის მიმცემი და ისიც, სწორი აღზრდის შედეგად მშვენიერების აღსაბეჭდად თავიდან ალბათ ფოტოაპარატს აიღებს ხელში, ხოლო როცა წამოიზრდება თუ სანადიროდაც გაუწევს გული , ნადირობა მისთვის მხოლოდ სპორტული აზარტის დაკმაყოფილების საშუალება და ბუნებასთან ჯანსაღი ურთიერთობის წყარო იქნება.

ტრისტან ჩერქეზიშვილი ჟურნალი "ნადირობა"

 


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4307 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

579438_390494074382794_1654180390_n.jpg?საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია და საერთაშორისო საფარი კლუბის (SCI) კავკასიის წარმომადგენლობა გთავაზობთ უპრეცედენტო შემოთავაზებას, დაგეგმოთ თქვენი ნადირობა სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ KALAHARI–ის სამონადირეო მეურნეობაში.

SCI – ში საქართველოს გაწევრიანების აღსანიშნავად, კალაჰარის სამონადირეო მეურნეობა ქართველ მონადირეებს გვთავაზობს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს. შემოთავაზებული ფასებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ  ივნის–ივლისში, რაც სამხრეთ აფრიკაში ნადირობისთვის საუკეთესო დროდ მიიჩნევა.


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ინგლისში და ესპანეთშიც არის საშუალება . ასე რომ .....


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 605 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

მოკლედ ინგლისში და ესპანეთშიც არის საშუალება . ასე რომ .....

ინგლისსა დაესპანეთში ნადირობა ცოტა ძვირი სიამოვნება იქნება ჩემის აზრით 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ძმობილო აქ საუბარია , მხოლოდ მგზავრობის ხარჯებზე

 


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:) კარგია თუ ვინმე მოახერხევთ და წახვალთ :)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ცნობისთვის ქუთაისიდან მაგ ბუდაპეშტში გადაფრენა , ტუდააბრატნა 57 ევრო ჯდება. ეხლახან იყო გორდა მეუღლესან ერთად და მაგისგან ვიცი დანამდვილებით რომ ეგ ფასია.


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი