Jump to content


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნადირობა საქართველოში

 

hunting-georgia.jpg

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.
სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.
სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.
სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1000 მონადირებული ობიექტის მერე თოფს მიწაში მარხავდა....სოფელი და ბნელი შუასაუკუნეები ეძახეთ და ჩვენზე შეგნებული და გაგებული და ბუნების ქომაგი ხალხი კი იყო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კახი

კახი

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 44 პოსტი
  • მისამართი:გურჯაანი
  • წარმოშობა:კახი მეთქი :))

https://tagiweb.com/nadirtha-patroni/

 

"... აზარს შეადგენს ასი წმინდა ჩლიქიანი ნადირი. კურდღელი, მელა, მგელი, დათვი აზარში არ შედის. აზარის შეთავების შემდეგ მონადირემ თოფი უნდა დაფლას მიწაში სამ დღეს...."
ვაჟა ფშაველა.

 

ყოფილა ფშავში ერთი მონადირე, სახელად ბერო, რომელსაც აზარი სამჯერ ჰქონია ათავებული და შესაბამისად თოფიც სამჯერ დაუფლია მიწაში.
 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კახი ლინკს არ ხსნის და ეგება თავიდან დადო?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კახი

კახი

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 44 პოსტი
  • მისამართი:გურჯაანი
  • წარმოშობა:კახი მეთქი :))

https://khirimi.ge/?p=1715

 

აბა ეს სცადე, იგივე მოთხრობაა



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე. თბილისში ხო არ ხარ? გაგიცნობდი


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კახი

კახი

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 44 პოსტი
  • მისამართი:გურჯაანი
  • წარმოშობა:კახი მეთქი :))

თბილისში არა,  კახეთში ვარ.  

გაცნობას კიდე რა უნდა?  - მთა მთას ვერ შეხვდება თორეე. . .       : )

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო და თუ "თორეე" მაშინ ხვალ დილის 7სთვის ჟინვალის გადასახვევთან შევიკრიბოოთ...დაპატიჟებული ხარ ძმობილო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კახი

კახი

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 44 პოსტი
  • მისამართი:გურჯაანი
  • წარმოშობა:კახი მეთქი :))

დიდი  მადლობა მიწვევისთვის, სამწუხაროდ ხვალ ვერ მოვახერხებ

იღბლიან დღეს გისურვებთ და კარგი დრო გეტარებინოთ.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ფხოველას მოუწყოთ სურპრიზი


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ფხოველას მოუწყოთ სურპრიზი


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნუ რა კომენტარი უნდა გაკეთდეს? 21 საუკუნეში ასეთი მეთოდები? ადამიანებო ამ დროს ფრინველი ბუდეზე ზის. მონადირეებს გვიკიჟინებთ არა და, აგვისტოს ბოლომდე არ გავდივართ მინდორში რათა ფრინველს ბუდობის და გაზრდის საშუალება რომ მივცეთ. ასეთი ხანძრების პირობებში лш კვერცხიც , ბარტყიც და დედაც იღუპება, რომელიც ბუდეს არ ტოვებს. არაფერს ვამბობთ მიწის ზედა ფენის დაზიანების და დამწვარ ქარსაცავ ზოლებზე.... ეს ვანდალიზმია

 

legion.ge_85f02f10774a04.jpg

 

 

legion.ge_85f02f11b20481.jpg

 

 

legion.ge_85f02f1268551c.jpg

 

 

legion.ge_85f02f134cfce7.jpg

 

 

legion.ge_85f02f14e70b29.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

არადა როგორ გინდა რომ აკონტროლო , კანონით კი ისჯება მაგრამ მივა წაუკიდებს ცეცხლს წამოვა და მიდი გაიგე ვინ იყო , მე ვფიქრობ ერთად ერთი გამოსავალია მიწის მეპატრონის დაჯარიმება ხანძრისთვის მიუხედავად იმისა მან წაუკიდა თუ არა , სხვის ყანას კაცი არ წაუკიდებს ხანძარს და რომ იცის 100% რომ დაჯარიმდება მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის დაწვისთვის , თვითონაც აღარ შეიწუხებს თავს.....



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
საშინელება ხდება კახეთში წელს სეზონიიარა გაანადგურეს ყველაფერი პრინველიც და ოთხფეხაც

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ აკმარეს ის რომ ხანძრით გაანადგურეს ყველაფერი. ეხლა ახალი უბეურება მოიფიქრეს. ღამე პროჟექტორების სინათლით ანათებენ პროსტინებს, ამ დროს ტრაქტორებით და მანქანებით აფორიაქებენ ბუდეზე მჯფომ მწყერს.ბუდეს ბუდეთ ანადგურებენ და სპობენ. დამფრთხალი და შეშინებული მწყერი , ავტომატურად მიდის სინათლისკენ , ეჯახება განათებულ პროსტინებს და ცვივა იქვე. დარეტიანებულ მწყერს კი იქვე ესევა ხალხი "საჩოკებით" და იალააა.

გუშინ ერთმა დამირეკა და მომიყვა. გაგიჟებული იყო. 4 მეშოკი მწყერი შეაგროვესო. ნუ სრული კატასტროფაა ესეთი არაადამიანური დამოკიდებულება გარემოს მიმართ

 

 

თემო ჩაინიკა :D 13, on 06 ივლ 2020 - 7:06 PM, said:

საშინელება ხდება კახეთში წელს სეზონიიარა გაანადგურეს ყველაფერი პრინველიც და ოთხფეხაც


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?