Jump to content

სურათი

კამუფლაჟის გასაოცარი შემთხვევები ცხოველთა სამყაროში

ეს საინტერესოა ბუნება საოცრება ლეგიონი კამუფლირება შენიღბვა ნადირი ფრინველი გარემო სივრცე ნადირობა მსხვერპლი

ამ თემას აქვს 75 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კამუფლაჟის გასაოცარი შემთხვევები ცხოველთა სამყაროში და მონადირეებში

.

.

.

.

კამუფლაჟის გასაოცარი შემთხვევები ცხოველთა სამყაროში

 Posted by Charlius on 28/05/2013

baron-caterpillar.jpg?w=630
● ბარონის მუხლუხი
ჩვეულებრივი ბარონი, ან უბრალოდ ბარონი, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. გამოჩეკვისას მათი ზომა 4 მმ-ია და პატარა გამონაზარდები აქვთ, თუმცა ზრდის მეოთხე-მეხუთე სტადიაზე 45 მმ-ს აღწევენ. მათი ფორმა და შეფერილობა არაჩვეულებრივად ეხამება ფოთლებს, რისი მეშვეობითაც მომწიფების ასაკამდე მტაცებლებს თავიდან იცილებენ.

 

merlet_s-scorpionfish.jpg?w=630
● მერლეტის სკორპენი
მერლეტის სკორპენი ბევრი სხვა სახელითაც მოიხსენიება, რომლებშიც „მაქმანი” ურევია. ამის მიზეზი ისაა, რომ მას უამრავი საცეცი და ფარფლი აქვს, ასევე ზოგადად უჩვეულო ფორმა, რაც მაქმანის მსგავს შესახედაობას აძლევს. ამ ფაქტორების გამოყენებით სკორპენი მცენარეს ემსგავსება და ერევა მარჯნის რიფებს, სადაც შეიძლება საათობით ელოდოს მსხვერპლს, გამოჩენისას კი ისკუპოს და უზარმაზარი პირი წაატანოს.

 

pygmy_seahorse.jpg?w=630
● ჯუჯა ზღვის ცხენი
2 სმ სიგრძის სხეულისა და შეხამების გამორჩეული უნარის ქონის გამო ეს არსება მხოლოდ 1969 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ კიდევ 6 სახეობას წააწყდნენ (ექვსივეს 2000 წლის შემდეგ). მათი პოვნა შესაძლებელია 10-40 მეტრ სიღრმეში, ძირითადად ავსტრალიის, ინდონეზიის, იაპონიის, ახალი კალედონიისა და პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან.

 

tawny-frogmouth.jpg?w=630
● ავსტრალიური უფეხურა
ავსტრალიური უფეხურა ბუა, რომელიც დღისით მშვიდად, თვალებდახუჭული ზის, ხანდახან კისერს ჭიმავს ან ბუმბულებს ისწორებს, კამუფლაჟის თვისების წყალობით კი შორიდან ხის ტოტს ჰგავს. თუმცა ბედის ირონიით, ეს მათი ყველაზე დიდი მტერიცაა: ისინი ღამით ნადირობენ მწერებზე, რომელთა შემჩნევაც ყველაზე ადვილია მოძრავი მანქანისგან განათებულ ადგილას. მაგრამ რადგანაც ძნელია მათი ტოტისგან გარჩევა, ნადირობა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

 

leafy-sea-dragon.jpg?w=630
● ფოთლოვანი ზღვის დრაკონი
ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ავსტრალიის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ოკეანის წყლებში ბინადრობს. მისი გრძელი და წვრილი სხეულის ზომა 35 სმ-მდეა, ფორმით კი ფოთლებს მიაგავს და წყალმცენარეებთან ყოფნისას მისი გარჩევა ძალიან ძნელია. ბიოლოგიურად ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ყველაზე ახლოს დგას ზღვის ცხენებთან და ნემსთევზასთან.

 

underwing-moth.jpg?w=630
● ლენტისებრი ჩრჩილი
ლენტისებრი ჩრჩილის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათი უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეს არსებები სპეციალურად ირჩევენ ხეებს ქერქის ისეთი ფერით, რომელიც მათი სხეულის შეფერილობას შეესაბამება, რათა უკეთ დაიცვან თავი.

 

reef-stonefish.jpg?w=630
● რიფის მეჭეჭიანა
რიფის მეჭეჭიანა ავსტრალიის სანაპიროსთან, ქვის მარჯნებთანაა გავრცელებული და მისმა ზომამ შეიძლება 50 სმ-ს მიაღწიოს. მეჭეჭიანა ყველაზე საშიში შხამიანი თევზია მსოფლიოში, მას შხამის გამოსაშვებად 13 ღარი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიკვდილის შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ნესტართან შეხება უკიდურესად საშიში და მტკივნეულია. მის არსენალში ასევე შედის კამუფლაჟი, თუმცა მისგან დაცული არც ხმელეთზე ხართ – მეჭეჭიანა წყლის გარეშე 24 საათს ძლებს.

 

dead_leaf_butterfly.jpg?w=630
● ფოთლის პეპელა
ცხოველთა სამყაროში კამუფლაჟის ერთ-ერთი სრულყოფილი მაგალითია ფოთლის პეპელა, რომელიც ტროპიკულ აზიაშია გავრცელებული, უფრო მეტად კი ინდოეთსა და იაპონიაში. ის წელიწადში ორ თაობას ტოვებს, რომელთა გარეგნობა ამინდზეა დამოკიდებული – წვიმიან პერიოდში უნდა გაჩდნენ თუ მშრალში. ფრთები ძალიან ემსგავსება ფოთლებს, ზოგჯერ ისეთი ნახვრეტებიც კი აქვს, როგორიც გამხმარ ფოთოლს.

 

walking-leaf-insect.jpg?w=630
● ფოთლის მწერი
ეს არსება გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ავსტრალიამდე. კამუფლაჟის უნარის მეშვეობით ისინი ისე სრულყოფილად ემსგავსებიან ფოთლებს, რომ მტაცებლები მათ აღმოჩენას უმეტესწილად ვერ ახერხებენ. ზოგჯერ კიდეებზე ისეთი ფორმა აქვთ, თითქოს ფოთოლი მოკბეჩილია ან გახეული. უფრო მეტად რომ დააბნიოს მტაცებლები, ფოთლის მწერი მოძრაობაშიც ნიავისგან ატაცებულ ფოთოლს ბაძავს.

 

leaf-tailed-gecko.jpg?w=630
● ფოთლისკუდიანი გეკონი
მადაგასკარზე მობინადრე ფოთლისკუდიანი გეკონი, ფოთლის პეპლის მსგავსად, ემსგავსება გამომშრალ, გამხმარ, დამპალ ფოთლებს, ასევე შეიძლება, შეეხამოს ხის ქერქს ან ხავსს. მისი სიგრძე კუდის ჩათვლით 6-15 სმ-ია, სხეულის შეფერილობა შეიძლება იყოს მოყვითალო, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, მეწამული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ყავისფერია.

 

mimic-octopus.jpg?w=630
● მიმიკრიის რვაფეხა
ბიოლოგ როჯერ ჰენლონის გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს მიმიკრიის რვაფეხის უნარი, შეიცვალოს ფერი, ფორმა და გარეგნობა, რათა სრულყოფილად შეერწყას გარემოს. მათ შეუძლიათ დაემგვანონ როგორც წყალმცენარეებსა და მარჯნებს, ისე ზღვის სხვა ბინადრებსაც. იმის მიხედვით, რომელი მტაცებლისგან ცდილობს თავის დაღწევას, მიმიკრიის რვაფეხა ირჩევს შესაბამისი ცხოველის სახეობას და ბაძავს, რაც მას წყლის ბინადრებში უნიკალურად აქცევს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

მართლა რა საოცრებაა მეგონა რეიტინგსჰი პიველი ქამელეონი იქნებოდა მაგრამ აქ ისეთები ვნახე ; :good:  :good:  :good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფოტოკრებულია .
b8589ddd50d2.jpg
821cab61300a.jpg
411a8ada8cc0.jpg
4e9e45869fd6.jpg
a6fb2f9ad8b1.jpg


d4f5f8c27c3f.jpg

23769bb8e56f.jpg

a1cfa7214b18.jpg

83d34a46a489.jpg

e151c0c03cdb.jpg

8f22e364dbcc.jpg

3d13f83b3eba.jpg

0130eb468c15.jpg

3c450b615a2d.jpg

029e94202392.jpg

7a3f031299c1.jpg

74977db86fc9.jpg

9051cc69cec7.jpg

773bd2a8579d.jpg

2f234dd04ed9.jpg

b9929c2e4bab.jpg

770ecddcf3c7.jpg

a120dcfebf3f.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო ადმინებო ,! ესეთი მეორე თემაც არის და დააკორექტირეთ ბარემ.....და იქნებ გააერატიანოდ.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

owl-camouflage-disguise-30.jpg

 

ღამის პერიოდში ბუ ერთ–ერთ სერიოზულ მტაცებელს წარმოადგენეს ტყის პატარა ბინადართათვის. თუმცა დღისით შესაძლოა ის თავადვე იქცეს რომელიმე მასზე უფრო მსხვილი მტაცებლის ნადავლად. იმისათვის, რათა ბუები გადარჩნენ ასეთ დაუნდობელ პირობებშიც კი, ამ ფრინველებს ბუნებაში შენიღბვა უწევთ. დაუჯერებელია თუმცა ფაქტია, რომ საკუთარი შეფერილობის წყალობით, თითქმის შეუძლებელია ბუნებრივ პირობებში მათი აღმოჩენა. ამის დასასაბუთებლად წარმოგიდგენთ საუკეთესო სურათებს, რომლის ხილვის შემდეგაც თავად დარწმუნდებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულში.

 

 

 

 

 

 

 

owl-camouflage-disguise-1.jpg

 

owl-camouflage-disguise-7.jpg

 

owl-camouflage-disguise-9.jpg

 

owl-camouflage-disguise-13.jpg

 

owl-camouflage-disguise-14.jpg

 

owl-camouflage-disguise-15.jpg

 

owl-camouflage-disguise-25.jpg

 

owl-camouflage-disguise-26.jpg

 

owl-camouflage-disguise-30.jpg

 

owl-camouflage-disguise-27.jpg

 

owl-camouflage-disguise-29.jpg

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1436017_125.jpgაი კამუფლირება ამას ქვია


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტომი და ჯერი ქართულად (ამერიკული ვერსია ისვენებს)

 

Tom & Jerry

რეალური ტომი და ჯერი :-) ეს ვიდეო გადაიღო ფრედ კუიმბიმ, ჯოსეფ ბარბერას აჩვენა და ის, რაც მერე მოხდა, ყველამ ვიცით... :-)დილა მშვიდობისა :-)

Posted by Auto Bild Georgia on 2015 წლის 8 ნოემბერი, კვირა

legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმენნა მაგარი შეუსრულა :0034:.

დაადებილა ეს საციოდავი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
ვაა ეს ვიდეო არ მინახავს, მაგარი შეუსრულა :) :)

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა რა გასუსული ზის. თვალებსაც რომ არ აფახურებს. კატა იმენნა დაშტერდა...... :0034:


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

:0024:  :0024:  :0024:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მართლა რა საოცარი ეს ბუნება 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa
https://m.youtube.co...h?v=zpHt1ZYWVko

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

legion.ge-886-1530868227.jpg



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ვინც არ იცოდით....

 

აი რატომ ქვია სვანს ხავსიანი  :DDD  :DDD  :DDD

 

შენიღბვის მამაა  :0024:  :0024:  :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?