Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

CZ Ceska Zbrojovka

 



33acdaf90a8a.jpg

კომპანია მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში. ქალაქ უგერსკი-ბროდში.
იარაღის წარმოებამ ამ ქვეყანაში განვითარება პირველი მსოფლიო იმის შემდეგ დაიწყო. ფირმა Ceska Zbrojovka (როგორც ჩვენში მოიხსენიებდნენ_ ,,ჩეზე") დაფუძნებულია 1936 წელს. ის 1919 წელს დაფუძნებული დიდი საწარმოს ფილიალი გახლდათ.

 

 

557.png

 


მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ჩეხების ოკუპაციის პერიოდში, კომპანიას Bohmische Waffenwerke ერქვა. ომის დასრულების შემდეგ ეს რეგიონი საბჭოების კონტროლს დაექვემდებარა. 1947 წელს მოხდა საწარმოს ნაციონალიზაცია და ძირითადად სამხედრო იარაღის ინტენსიურ  წარმოებას შეუდგა.ამის მაგალითად,შეგვიძლია  ავტომატ კალაშნიკოვის წარმოება მოვიყვანოთ. ხოლო  1956 წლიდან , კი კომპანიამ მოტოციკლეტების გამოშვება დაიწყო.

რაც შეეხება  ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საწარმომ რამდენიმე სტრუქტურული რეორგანიზაცია განიცადა -გადადიოდა ერთი სახელმწიფო გაერთიანებიდან მეორეში.

მეოცე საუკუნის მიწურულს ,1992 წლიდან მან ახალი სავაჭრო ნიშანი მიიღო.
ბოლო 60 წლიან პერიოდში კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი საგრძნობლად გაფართოვდა და მოიცავს პისტოლეტების ბევრ მოდელს, აგრეთვე საბრძოლო კარაბინებს, სანადირო  თოფებსა და სხვა ცეცხლსასროლ იარაღს.

 


დღეისათვის CZ პისტოლეტების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია ცეცხლსასროლი იარაღის ბაზარზე , რომლებსაც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.
პროდუქციის ასორტიმენტში წარმოდგენილია: ხრახნილლულიანი თოფები, ნახევარავტომატური პისტოლეტები, ასევე გლუვლულიანი და პნევმატური თოფები.
ჩეხეთში კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ კომპანიის პროდუქციამ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. მისი იარაღი მახასიათებლით ,,ფასი-ხარისხი" მისაღები გახდა მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების მომხმარებლისათვის.
კომპანიას აგრეთვე იცნობენ სავაჭრო ნიშნით ,,ბრნო" და ,,ბრიუნერი".





CZ Model 581
8fc315130194.jpg


ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ფოლადის კალაპოტი; კერსტენის საკეტზე; ერთ ან ორ სასხლეტზე; წონა 3,9 კგ; სიგრძე 115 სმ; ლულის სიგრძე 71 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; ავტომატურ მცველს შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველი(განლაგებულია კონდახის ყელზე); დაცვის დამატებითი მექანიზმი გამორიცხავს სასხლეტის დაშვებას იარაღის დაცემის შემთხვევაში; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ფორმის)


CZ Model 584


fe552c0a9150.jpg
 

 

CZ_550_MEDIUM_LUX.png

 

 

CZ_550_AMERICAN.png



ყალიბი 12(გლუვლულიანი), .222 Rem, .223 Rem, 5,6x52 Savage, .243 Win., 7x57R, 7x65R, .308 Win., .30-06 Spr(ხრახნილები); სავაზნის სიგრძე 70მმ; ფოლადის კალაპოტი; კერსტენის საკეტზე; ორ სასხლეტზე; წონა 3,5 კგ; სიგრძე 105,5სმ; ლულის სიგრძე 62 სმ; ექსტრაქტორზე; ლულათა შევიწროება მყიდველის სურვილისამებრ; ავტომატურ მცველს შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველივინაიდანგანლაგებულია კონდახის ყელზე. დაცვის დამატებითი მექანიზმი გამორიცხავს სასხლეტის დაშვებას იარაღის დაცემის შემთხვევაში; კონდახი კაკლის პისტოლეტური ფორმისაა

კომპანიამ ასევე აითვისა და  დაიწყო პნევმატიური იარაღის გამოშვებაც

cz-200-s-fs_1.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი იარაღებია. FAშIშA DA XAღIშXIშ სEFAღDEBAშ VGULIშXMOB.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო აქებენ ამ იარაღს...

აგერ დევი დაგვემოწმება..


  • 0

#4 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

კი ძმებო ძალიან კმაყოფილი ვარ ჩზ -მალარდით .ჯერ მწყერზე ვნადირობ და ძალიან შორ მანძილძე უპრობლემოდ ვიღებ ნანადირევს..გუშინ 28გრ..ტყვიით 40 მეტრში უსულოდ დაეცა მწყერუკა//  :ki:


  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი მიტანა აქვს..


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
monadire95

monadire95

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 358 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

557 მომწონს ძალიან ))


  • 0





საკვანძო სიტყვები: ჩეხური იარაღი, Ceska Zbrojovka, Bohmische Waffenwerke, CZ Model 581, CZ Model 584, კონდახი, კალიბრი, საქართველო, ნადირობა, ლეგიონი, ნანადირები, ტრადიციები, თოფი, იარაღი, ლულები, საკეტი, მეურნეობები, კულტურა, ისტორია, ტურიზმი, საიმედო, სიზუსტე, ვაზნები, კარაბინები, ბრნო, მექანიზმი, ავტომატური

IPB skins by Skinbox