Jump to content

შევარდნისნაირნი

შევარდნისნაირნი მტაცებელი ფრინველები შევარდენი (Falconiformes

ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

შევარდნისნაირნი

wallpapers-falconiformes-993630.jpgwip_falconiformes001005.jpg

 

 

 

შავარდნისნაირნი (Falconiformes), ფრინველთა რიგი. მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ (გარდა ანტარქტიკისა) 81 გვარის 274 სახეობის დღის მტაცებელ ფრინველს. მათი სხეულის მასა 60 გ-იდან 12 კგ აღწევს. მონოგამები არიან, ქმნიან მტკიცე წყვილებს. ბუდობენ ხეებზე, ნიადაგზე, კლდეებზე, ხანდახან სხვის ბუდეებსაც იყენებენ. უმრავლესობა ცხოველური საკვებით იკვებება. ახასიათებს ვიწრო კვებითი სპეციალიზაცია. სქესმწიფობას წვრილი ფორმები აღწევენ 1 წლის, მსხვილები 3-4 წლის ასაკში. რიგი მოიცავს 7 ოჯახს: ნეოკათარტისებრნი, ამერიკული სვავისებრნი, ტერატორნითიდისებრნი, ფრინველ-მდივნისებრნი, ქორისებრნი, შაკისებრნი, შავარდნისებრნი. 


შავარდენი ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს - კვერცხებს (3-4 ცალი) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები:Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო შენის ნებართვით სურათები ჩავამატე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

შვარდნისნარი  - ანუ თლათ შევარდენი არაა მარა არც ბეღურაა ხო? :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

შევარდენით ნადირობა გაასწორებს :) კაი სანახაობა იქნება 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bazieri

bazieri

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 9 პოსტი
  • მისამართი:ქ.გორი
  • წარმოშობა:ქართველი : )

ამ თემის ფოტოებიდან მარჯვენა ქორია და ადმინს ვთხოვ ჩაასწოროს ინფორმაცია ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ ზედა? მე მარჯვენა -მარცხენას არ მიჩვენებს დავით და ... რომელია ქორი? დიდი ?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?