Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოტერჰაუნდი

 
1371743530_%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E

ოტერჰაუნდი ძველი ბრიტანული მდევარი ძაღლის ჯიშია. ის ძალიან ძველი ჯიშია და მისი წარმოშობის ისტორია  არ არის ცნობილი. გამოყვანილია ინგლისში ძველი კელტური მდევრების, ველშჰაუნდების, ბლოგდჰაუნდებისა და ფრანგული უხეშბეწვიანი მდევრების მიზანმიმართული შეჯვარებით. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ აღნიშნული ჯიშის წყლის სპანიელებისა და ფოქსჰაუნდების ბაზაზეა მიღებული.

პირველი ცნობები, ჩანაწერების სახით, ამ ძაღლზე, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ჩანაწერიდან ვგებულობთ, რომ იმ დროისათვის ოტერჰაუნდი ცნობილი იყო ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით.

ოტერჰაუნდი საკმაოდ დიდი ტანის ძაღლია. ხვადების სიმაღლე 61-68 სმ-ია, ძუების 56-66 სმ. დასაშვებია თითქმის ნებისმიერი კომბინაციის ფერი, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება რუხი ან ქვიშისფერი, შავი და ყავისფერი მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქებით. დაფარულია უხეში ბეწვითა და ხშირი წყალგაუმტარი თივთიკით. კიდურები მძლავრი აქვს, ძვლოვანი, სწორი. თითებს შორის შესამჩნევი საცურაო აპკებითაა აღჭურვილი. ოტერჰაუნდი ძალიან ძლიერია, აქვს გრძელი სხეული და მთლიანობაში მძლავრი სხეულის პატრონია, რაც ხელს უწყობს მისი ხანგრძლივ მოქმედებას. სანადიროდ წარმატებით გამოიყენებენ ხმელეთზეც და წყალშიც. ძაღლის ცხვირი ძალიან მგძნობიარეა და უბადლო ყნოსვის უნარი ძალიან ეხმარება ნადირობაში. ოტერჰაუნდი ასევე გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით რის გამოც მას განსაკუთრებული ზედამხედველობა ჭირდება.

otterhound-puppies-for-sale.jpg?w=652&h=

ოტერჰაუნდი ძალიან იშვიათი ძაღლია. არსებობს ვარაუდი რომ მსოფლიო მასშტაბით მათი რაოდენობა 1000-ს არ აღემატება. იგი ითვლება, ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ მშობლიური ჯიშის ძაღლად, ბრიტანეთში. 2011 წლის ოფიციალური მონაცემებით ამ წელს დარეგისტრირდა მხოლოდ 15 ახალი ეგზემპლიარი (მსოფლიო მასშტაბით) ოტერჰაუნდი არასოდეს ყოფილა მრავალრიცხოვანი. იგი მეოცე საუკუნეში პოპულარული იყო წავზე სანადიროდ. წავზე ნადირობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა იმ პერიოდისათვის და მასზე უბადლო მონადირე ძაღლის გადარჩენაზე აქტიური ზრუნვაც ამან გამოიწვია.

ეს ჯიში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  დღეს ძალიან იშვიათია, ხანდახან გამოჰყავთ მხოლოდ დიდ გამოფენებზე. გამონაკლის შემთხვევაში ამ ძაღლებს ენოტზე სანადიროდაც იყენებენ ისეთ ჭაობიან ადგილებში, სადაც სხვა ჯიშის მდევრები მუშაობაზე უარს ამბობენ.

 


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1534 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

პირველად მესმის ამ ჯიშის შესახებ.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც სურათებიდან სჩანს , მგონი შოტლანდიურების გარე ბიძაშვილები არიან, ან დეიდაშვილები


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

რა მაგარი ტიპია, პირველად გავიგე მეც ამ ჯიშის შესახებ.

საჩემო ძაღლია, ჩარლისაც გავს ცოტა  ;)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არაა რას ამბობ.... ეს რაღაცნაირი ლახმატია და ფონ ჩარლი უფრო ელეგანტურად გამოიყურება....888922_125.jpg


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ბანჯგვლიანი ძაღლები არ მიყვარს...

ნუ ჩარლი მიყვარს მარტო იმიტომ რომ რაფინირებული ბანჯგვლი აქვს :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენ ირლანდიურობის ბანჯგვლინობა ნახე

IMG_7679.jpg


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი