Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

SKB

 

 

M7000SL-full.png

 

მოდელი 590. იწარმოება 12 და 20 კალიბრის. მისი ფასი უცხოურ ბაზარზე 1300 ა.შ.შ დოლარს შეადგენს.

SKB იაპონიაში იარაღის მწარმოებელი უძველესი საწარმოა. საწარმოს სახელად დაერქვა გვარის, Sakaba-ს შემოკლებული ვარიანტი. ამ მეიარაღე დინასტიის წარმომადგენელმა იარაღის საწარმო 1855 წელს დაფუძნდა იბარაკის პროვინციაში. ქარხანა პატარაა ,მაგრამ აქ შესრულებული სამუშაო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. SKB მხოლოდ გლუვლულიან თოფებს აწარმოებს. ისინი ცნობილი გერმანული ბრენდის “მერკელის” კლონებს წარმოადგენენ.M200-full.png
საბაზო მოდელად გერმანული “მოდელი 201″ შეირჩა. იაპონურ კლონებს “ბლიც” სისტემის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და კერსტენის საკეტი აქვთ. თოფები 12 და 20 ყალიბის კეთდება. დანიშნულების და ყალიბის მიხედვით ლულათა სიგრძე 660-დან 760 მილიმეტრამდე მერყეობს. კალაპოტი სპეციალური ფოლადისაგან მზადდება, შემდეგ კი თერმოდამუშავებას გადის სიმყარის გაზრდის მიზნით. საბრძოლო ზამბარები ორფრთიანი-ფირფიტოვანია. ყველა მოდელს სელექტორული ერთსასხლეტიანი კავი აქვთ. ლულები სხვადასხვა ზომის ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზეა. გააჩნიათ ეჟექტორები და ავტომატური მცველი. კონდახის დასამზადებლად გამოიყენება მაღალიხარისხიანი კაკალი.

მოდელი IS300. იწარმოება 12 კალიბრის სხვადასხვა სახის ლულითა და კონდახით. მათი ფასი უცხოურ ბაზარზე 625-დან 870 ა.შ.შ. დოლარამდე მერყეობს.

თოფები გამოირჩევა კარგი ბალანსით, მანევრირების უნარით და მორგებულობით. წონა დანიშნულებისა და ყალიბის მიხედვით შეადგენს 3,1-3,5 კილოგრამს. სერია შედგება მოდელებისაგან: 500, 600, 505, 605, 585, 785, 885.
SKB აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ძველი სამყაროს ოსტატობასთან და საბოლოო ჯამში ვღებულობთ მაღალი ხარისხის სანადირო იარაღებს.IS300-full.png
SKB დისტრიბუტორების მეშვეობით ნაწილდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი წარმატებით იყიდება ა.შ.შ-ში. ა.შ.შ. ეროვნული ოფისი მდებარეობს ომაჰაში (ნებრასკა).
SKB ინარჩუნებს კონსერვატიულ სტილს, ფოკუსირება ხდება გამოყენებული მასალების მაღალ ხარისხზე და შესრულებაზე.590-full.png

ვრცლად იარაღის ქარხნის შესახებ ინფორმაციის სანახახავად ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს. აქ თქვენ ნახავთ SKB-ს წარმოებულ მოდელებს, მათ მახასიათებლებს, ფასებს და სხვა საინტერესო მასალებს.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჩვენს ბაზარზე ამდენხანს რატომ არ გამოჩნდა?

არამგონია ცუდი იყოს

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 306 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

დღეს თურქეთი აწყობს



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს თურქეთი აწყობს

დღეს თურქეთში უკვე ბევრი ბრენდი იწყობა. ეს ნიშნავს რომ თურქული საწარმოო სიმძლევრეებიც და ტექნოლოგიური კულტურა ამ ბრენდებისათვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია...

კიდევ ერთი მაგალით , ჩემი სიტყვების დასტურად
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi
n964eb3.jpgI346277.jpgm022684.jpgca426d9.jpgyd72766.jpg899a06a.jpgoab3761.jpgL3a03e6.jpg
ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო skb თოფებთან დაკავშირებით, აღნიშნული ფოტოზე არსებული იარაღი ჩემ საკუთრებაშია, და მართლაც არ შემიძლია რომ აღფრთოვანება არ გამოვხატო იაპონელი მეიარაღეების მიმართ, თოფი არის skb მოდელი 605. რაც კი შეიძლება რომ ჰქონდეს თოფს ყველაფერი აქვს, საცვლელი ჩოკები, 76მმ სავაზნე, გილზების ავტომატური ამომგდები- ეჟექტორი, ერთი სასხლეტი სელექტორით, ავტომატური მცველი და კონდახის რეგულირება, მეტი ვეღარაფერი დაამატეს, ასევე ჩაკეტვის სისტემა ერთ ერთი საუკეთესო, მოკლედ მართლა შეყვარებული ვარ ამ თოფზე, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტულად ეს ვერსია სანადირო ვერსიაა მაინც თოფის წონა შეადგენს 3.5 კგ. მაგრამ იარაღი იმდენად დაბალანსებულია რომ ხელში აღებისას არანაირ დისკომფირტს, პირიქით მეტ საიმედოობას და სანდოობას განიცდი, მოკლედ ჩემი შეფასებით თავის კლასში შეიძლება ითქვას რომ საუკეთესოა ❤❤❤

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბზობას გილოცავ მეგობარო!  

ვაახ ვაახ აშკარად იგრძნობა რომ დონეა. რაც ფოტოებიდან ჩანს, უზადოდაა დამუშავებული და ეტყობა "პადგონკა" რომ მაღალ დონეზეა. მშვიდობაში მოგახმაროს მეგობარო. 3 კითხვა მაქვს შენთან. სასხლეტზე რა აქვს? და თუ შეგიძლია რეგულირებადი კონდახის უკეთ დასურაყება. მადლობა წინასწარ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi
ასევე ბაბუ, მრავალ ბზობას დაგასწროს უფალმა, სასზლეტზე გულისხმობ ალბათ პატარა ღილაკს? სელექტორია, პირბელი გასროლის ასარჩევად, კონდახის დასურათებას რაც შეეხება საღამოს ავტვირთავ ფოტოებს, ეხლა სახლში არ ვარ :))

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi
l06e02c.jpgIf03fd3.jpgi817402.jpgDc67614.jpgJ1473f6.jpg

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi
ასევე დავამატებ, ლულის სიგრძე 710 მმ. გაბურღულობა 18.5მმ. საცვლელი ჩოკები მოკლე 38 მმ. სამიზნე თამასა 7 მმ ვენტილირებადი, სისტემა ინერციული.

ჩამსწორებელი levankerashvili, 09 April 2023 - 09:25 PM.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი რამეა . ფაქტია რომ დახვეწილი იარაღია. რმერთმა მსვიდობაში და წარმატებულ ნადირობაში მოგახმაროს. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi
მადლობა, გაიხარე





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?