Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 130 გამოხმაურება

#1 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

.საიარაღე კაკალი


თავისი საყვარელი თოფის კონდახით ტკბობისას მონადირე იშვიათად ფიქრობს იმაზე, თუ რა გზა განვლო კაკლის ხემ ვიდრე თოფს დაამშვენებდა.
მაღალი ხარისხის თოფების საკონდახედ მსოფლიოს ყველა მეიარაღე კაკალს იყენებს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ ზოლში. კაკალი იზრდება როგორც მთაში ასევე ბარშიც.
ბარის კაკალი კარგ პირობებში(ფაქტიურად სუბტროპიკებში) ძალიან სწრაფად იზრდება. ასეთი ხის მასალა არაა მკვრივი, აქვს დიდი ზომის ფორები. ნიშანდობლივია, რომ ბარის კაკლის ხე სიცოცხლის მეხუთე წელს უკვე მსხმოიარეა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბარის კაკლის სწოდერ ეს თვისებაა(ნაყოფი) მისი ღირებულების მთავარი ნიშა.
საკონდახედ ბარის კაკალი გამოუსადეგარია. მიზეზები მარტივია: ხის ტექსტურა სწორფენოვანი და ნაკლებგამომსახველია, შეფერილობაში ნაცრისფერი დომინირებს, ფიზიკომექანიკური თვისებები არც თუ ისე მაღალი აქვს. ავეჯის წარმოებაში ასეთ კაკალს იყენებენ, მაგრამ მაღალი ხარისხის კონდახისათვის გამოუსადეგარია.
სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ტულისა და იჟევსკის ნაწარმი არც თუ იშვიათად ბარის კაკლით მზადდება, რომელსაც დემპინგური ფასებით დაღესტანში ყიდულობენ. იქ მთები კარგა ხნის წინ ,,გაწმინდეს" კაკლისაგან. რუსული სერიული თოფების კონდახზე, რომელიც ბარის კაკლითაა გაკეთებული, ცერა თითის ფრჩხილით ნაკაწრის გაკეთებაა შესაძლებელი!!! არ გჯერათ? შეამოწმეთ!
მთის კაკალი რთულ პირობებში იზრდება(მკვეთრი კონტინენტური ჰავა). წლიური ნაზარდი მთაში მინიმალურია. შედარებისათვის: მთის კაკალი მსხმოიარობს 20 წლის ასაკის შემდეგ. არის ხომ სხვაობა? ამის შედეგად ხის სტრუქტურა მკვრივია და ფოროვნობა მინიმალურია. მთის მიწის დაბალნაყოფიერების გამო ხის ფესვები ღრმად მიდიან მიწაში, უფრო სწორად კლდოვან ნაპრალებში. ამ დროს მეტად ითვისებენ მთის ნიადაგში არსებულ მინერალურ მარილებს, რომლებიც თავის მხრივ ალამაზებენ ხის სტრუქტურას. მუქი და შავი ჯავარი მეტყველებს მერქანში მარგანეცის არსებობაზე. ეფექტურად გამოიყურება ნარინჯისფერი შეფერილობა, რომელიც გახერხვის შემდეგ გამოჩნდება(მეტყველებს ტყვიის არსებობაზე). ტექსტურა ძალიან გამომსახველი და მკვრივია(განსაკუთრებით ფესვის ყელისა და მერქნის ნაწილში). სწორედ ამ თვისებების გამოა მთის კაკალი იდეალური მასალა.
კაკალი 300-350 წელს ცოცხლობს. ამ ასაკის ხის ფესვის ყელის დიამეტრი 3-4 მეტრს აღწევს. სწორედ ასეთი ბებერი კალებისაგან მზადდება ყველაზე ძვირფასი და ელიტური კონდახის ნამზადები. ასეთი ასაკოვანი ხეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხვაზეა აყვანილი და ფესვებიანად გაყიდულია. ამ ხეთა დაჭრა-დამუშავება ნამდვილი მოვლენაა საიარაღო ელიტაში. საცალო მწარმოებლები სპეციალურად მიემგზავრებიან დამუშავების ადგილზე, იქვე არჩევენ და ყიდულობენ ნამზადებს თავისი მომავალი შედევრებისათვის. როგორც წესი მთელი მორის ნაჭერს ყიდულობენ, რომელსაც კონდახის ნამზადის სიმაღლე აქვთ. ასეთი საქონელის ყიდვა უფრო მომგებიანია, თუმცა სარისკო.

d68849220a1c.jpg


ტერიტორიულ-გეოგრაფიული ადგილები, სადაც მეტნაკლებად ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საკონდახე კაკლის მასივები არის კავკასიის ნაწილი_ რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; ტიანშანი_ ყირგიზეთი; ირანი, თურქეთი.
კაკალი არის დასავლეთ ევროპაშიც(საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია), მაგრამ იქ თითქმის ათვისებულია მთელი რესურსი. დავაზუსტებ: არ უნდა გავიგოთ ისე, რომ სრულად მოჭრილია მთელი კაკალი, მაგრამ ეს ხეები ჯერ კიდევ ახალგაზრდებია. ისინი საუკუნეები უნდა იზარდონ კიდევ.
განსჯისათვის: თურქეთში დღეისათვის საკონდახე კაკალი თითქმის აღრაა!!! არადა თურქეთი საკონდახე მასალის გაყიდვის მსოფლიო მონოპოლისტია. ისინი იტყუებიან, როცა მასალას თურქულს ეძახიან. სინამდვილეში კი ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჭრიან კაკალს(საქართველოდან თუ გააქვთ ქე მოგეხსენებათ!).

თუ კონდახი დამზადებულია სწორი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის მასალისაგან, მაშინ მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობა უთანაბრდება თოფის ლითონის ნაწილების ექსპლოატაციის დროს.
პირველ რიგში, კონდახის წარმოებისათვის მხოლოდ ,,ცოცხალი" და დაუავადებელი ხის მასალა გამოდგება. გამხმარი ხის(მცენარის მიწაზე დგომისას ხმობა იგულისხმება) მასალას გარეგნული შესახედაობა აქვს, თუმცა მასში დაკარგულია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. საკონდახე ნამზადის გამყიდველები ზოგჯერ ცდილობენ დამალონ ეს ნაკლი.
გამხმარი ხიდან დამზადებული მასალით გამოდის კარგი ავეჯი, მაგრამ კონდახი არ ვარგა!
მეორე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს ბზარები. სწორფოროვან მასალაში ბზარები არც თუ იშვიათია. მწარმოებლები ბზარებს ებრძვიან მასალის გაჟღენთვით პარაფინისა და კუპრის ნაზავით(პროპორცია 4:1), ამის შემდეგ თითოეული ნაჭერი იწყობა ხის ბურბუშელაში ერთმანეთთან მიწებებისაგან დასაცავად.
ნახვევი ჯავარის მქონე ნამზადები დამატებით ჰიდროთერმოდამუშავებას გადიან. ამ ტექნოლოგიას თითოეული ფირმა საიდუმლოდ ინახავს. ფიზიკური ტექნოლოგია კი ნამზადისათვის შიდა დაჭიმულობის მოხსნას გულისხმობს, რის გარეშეც ბზარები გარდაუვალია.
მესამე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს კორძები.
მეოთხე რიგში, ნამზადს არ უნდა ჰქონდეს ბოჭკოვანშორისი ლპობა(გარეგანი დათვალიერებისას თვალით არ ჩანს), რაც ხის ქსოვილში მონაცრისფრო, შავი ან მწვანე ფხნილოვანი მასის არსებობას გულისხმობს. ეს ნივთიერება ზრდის პროცესში ხეზე მექანიკური დარტყმების შედეგად წარმოიშოება.
მეხუთე რიგში, ნამზადი მორის გულიდან უნდა იყოს გამოჭრილი(ლებანოზი). გული მუქი ფერისაა და ძალიან მკვრივია. რუსული ფირმები ხშირად ცოდავენ და მორის პერიფერიული ნაწილებიდანაც ამზადებენ კონდახებს.
მეექვსე რიგში, ნამზადი არ უნდა იყოს დაზიანებული პარაზიტების მიერ. მათ ათწლეულობით შეუძლიათ ხეში ცხოვრება(ამიტომაა ხის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი).
მეშვიდე რიგში, ნამზადი აუცილებლად უნდა იყოს დიდი ხნის დაყოვნების, რომელიც სპეციალურ პირობებში შენახვას გულისხმობს. ეს პირობებია: მზის სხივების და ნესტის არარსებობა, კარგი ვენტილაცია. ნამზადები ეწყობა ვერტიკალურ მდგომარეობაში. შენახვის მთელი პერიოდის მანძილზე ნამზადები პერიოდულად უნდა გადალაგდეს 180 გრადუსით, რათა არ მოხდეს დეფორმაცია.
დაყოვნების პერიოდში ნამზადი გაბარიტებში იკლებს. ეს პროცესი კონდახად გაკეთების მერეც კი გრძელდება. რაც უფრო დიდი ხნის დაყოვნებისაა კონდახის ნამზადი, მით უფრო მკვრივი და ძვირი ხდება ის. რამდენიმე ათწლეულის დაყოვნების შემდეგ კაკალი იმდენად მყარი ხდება, რომ ძვალის სიმკვრივეს ღებულობს. სწორედ ასეთ მასალას იყენებენ საუკეთესო თოფებში.
მერვე რიგში, ნამზადში არ უნდა იყოს უცხო სხეული. განმარტებისათვის_ რუსებმა დაღესტანში შემცირებული რესურსის პირობებში ჩეჩნეთიდან დაიწყეს კაკლის შემოტანა, მაგრამ მალევე შეაჩერეს. ჩეჩნური კაკალის ტყეებში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ხეებში იმდენად ბევრი ლითონისა და ტყვიის ნამსხვრევი მოხვდა, რომ მასალა გამოუსადეგარი გახდა.
მეცხრე რიგში, ნამზადს უშუალოდ კონდახად დამზადების წინ უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტენიანობა. რუსეთში ნამზადის ტენიანობის სტანდარტი 6 - 10%-ია. მოწინავე მწარმოებელ ქვეყნებში კი 4 - 6%.
ძვირფასი მოდელებისათვის განკუთვნილი კონდახებისათვის ტენიანობის ნორმა ბუნებრივი შრობით მიიღწევა, ხოლო სერიულებისათვის კი იყენებენ ორთქლით საშრობ კამერებს. კამერებში ნამზადი შრება ერთი თვიდან თვენახევრამდე. ბოლო ორი კვირა კამერაში ორთქლი აღარ მიეწოდება და ტემტერატურას კი ნელ-ნელა ქვემოთ წევენ. ეს ხელს უწყობს ნამზადის შიდა დაჭიმულობის მოხსნას.

034866d019b3.jpg


რამდენიმე სიტყვით კაკლის ჯავარის შესახებ. ჯავარი კაკლის ნამზადის ბოჭკოვანი ნახატია, რომელიც ულამაზეს ნაქარგს წარმოადგენს. ძვირფასი ჯავარის მქონე საკონდახე მასალას აუქციონებზე ყიდიან. ჯავარიანი ნამზადი მსოფლიოში გაცილებით ნაკლებია ვიდრე ასაკოვანი კაკლი ხეები. კარგი ჯავარის მქონე მასალა ბევრ ნაკლს შეიცავს(კორძები და სხვა), ამიტომ მისგან გამოსავალი ძალიან ცოტაა. შეიძლება მოიჭრას ბევრი საკონდახე კაკალი, მაგრამ საუკეთესო ჯავარი ერთი-ორს გააჩნდეს მხოლოდ. ჯავარს აუცილებლად უნდა გააჩნდეს გრძივი ფაქტურა, რადგან კონდახის სიმყარე სხვადგავად ვერ მიიღწევა. რაც ცოტაა ის ძალიან ძვირს ფასობს.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში საიარაღე კაკლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მიზეზები ნათელია:
პლასტიკატის კონდახების არაპოპულარობა; იარაღის წარმოების ზრდა; კაკლის ხის ზრდისა და მასალაზე მოთხოვნილების არაპროპორციულობა; კაკლის მასალით მოვაჭრეთა მიდრეკილება მარაგების შექმნისაკენ.

503611b852a9.jpg

ქართველებო მოვუფრთხილდეთ კაკლის ტყეებს!!! ცოტა რამ შვილებსაც შევუნახოთ!!!

სტატიის ავტორი:გურულო.. კლუბი-მონადირე


  • 0

#2 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth
ჩემი კონდახები
 
 
1,2 - Simson (1)
3,4 - Verney Carron - Sagittaire
5,6 - ИЖ-27
7,8 - "Урал"
9,10 - КО-44 (1)
11,12 - СКС
13,14 - Merkel 200 Е
15,16 - ТОЗ-БМ
17,18,19 - КО-44 (2)
20,21,22 - "Сайга"
23,24 - "Тигр"
25,26 - Бюхаг (Buhag)
27,28 - Liege (Belgique)
29,30- Simson (2)
31,32,33 - Simson (3)
 
 
ვისაც აინტერესებს, როგორი უნდა იყოს კონდახი და სურს მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში ამ საკიტხზე, ეწვიეთ ფორუმს -
 
 
ჩემი საკონტაკტო ტელეფონები - 2956618 (სახლი) ან 577714261 (მ)
 
აქვე უნდა ითქვას მასალის მნიშვნელობაზე. კაკალი არის საუკეთესო მასალა კონდახისთვის, თავისი თვისებებით და ვიზუალით. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორი არსებობს საკონდახე მასალა - 
http://www.basskachi.ru/art_2.html
 
 
ჩემი ნამუშევრები
 
მიმაგრებული ფაილები  DSC07163+-1.jpg   49.72კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  DSC07165+-1.jpg   40.68კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_2750-1.jpg   109.97კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_2751-1.jpg   105.33კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_2747+-1.jpg   112.33კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_2749+-1.jpg   124.98კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  CIMG3420-1.jpg   45.4კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  CIMG3422-1.jpg   43.7კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_0680-1.jpg   54.19კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_0692-1.jpg   57.58კილობაიტი   0 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  P1020587-1.jpg   62.33კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  P1020589-1.jpg   59.95კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  CIMG3793+-1.jpg   69.88კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  CIMG3796+-1.jpg   69.1კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  DSC07139-1.jpg   59.76კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  DSC07138-1.jpg   51.43კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_0207-1.jpg   36.4კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_0209-1.jpg   111.75კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_0208-1.jpg   72.61კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  _MG_5312-1.jpg   85.95კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  _MG_5317-1.jpg   87.77კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  _MG_5318-1.jpg   59.07კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  3 (PH)-1.jpg   57.93კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  4 (PH)-1.jpg   56.73კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  Picture 001-1.jpg   82.08კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  Picture 002-1.jpg   81.14კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  CIMG1827-1.jpg   86.44კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  CIMG1828-1.jpg   102.86კილობაიტი   0 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  DSC03047-1.jpg   75.71კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  DSC03043-1.jpg   65.52კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_1177+-1.jpg   57.17კილობაიტი   0 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_1181-1.jpg   66.35კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  IMG_1183-1.jpg   58.19კილობაიტი   1 გადმოწერები
 
 
რამოდენიმა სურათი კაკლის მასალაზე
(აღებულია აქედან - http://forum.guns.ru...120/851907.html)
 
მიმაგრებული ფაილები  7327610.jpg   139.28კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  7327574.jpg   105.63კილობაიტი   1 გადმოწერები
მიმაგრებული ფაილები  7327482.jpg   238.72კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327668.jpg   203.71კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327736.jpg   142.79კილობაიტი   0 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327708.jpg   89.34კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327709.jpg   108.5კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327735.jpg   193.4კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327737.jpg   179.79კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327775.jpg   51.69კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327776.jpg   204.06კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327778.jpg   175.56კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327800.jpg   66.71კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327852.jpg   189.03კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327854.jpg   182.98კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327883.jpg   216.66კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327885.jpg   83.88კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327921.jpg   155.67კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327923.jpg   194.19კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327925.jpg   99.44კილობაიტი   1 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  7327927.jpg   243.78კილობაიტი   1 გადმოწერები


  • 1

#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სერგო ბატონო, ბაბუის ნაჩუქარი თოფი მაქვს იჟ 27. თვალის ჩინივით უფრთხილდები. ბაბუამ მასწავლა და შემაყვარა ნადირობა. ეხლა მე თვითონ ბაბუა ვარ და მე თვითონ მეზრდება შვილიშვილი. ხო და იმას მინდა რომ სახსოვრად გადავცე რომ წამოიზრდება. ასე რომ როცა მოიცლით და დრო გექნებათ 1-ლი მე ვიქნები ვინც ერთ კოხტა თქვენ ნახელავ კონდახს და ტიბჟირს ვისურვებდი !!! :0016:

პატივისცემით ბაბუ


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#4 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი
იჟ .- 18 ზე ჩემით გავაკეთე კონდახი და ტიბჟირი..საინტერესო ერთობ დამაწყნარებელი პროცესია...
  • 0

#5 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

სერგო ბატონო, ბაბუის ნაჩუქარი თოფი მაქვს იჟ 27. თვალის ჩინივით უფრთხილდები. ბაბუამ მასწავლა და შემაყვარა ნადირობა. ეხლა მე თვითონ ბაბუა ვარ და მე თვითონ მეზრდება შვილიშვილი. ხო და იმას მინდა რომ სახსოვრად გადავცე რომ წამოიზრდება. ასე რომ როცა მოიცლით და დრო გექნებათ 1-ლი მე ვიქნები ვინც ერთ კოხტა თქვენ ნახელავ კონდახს და ტიბჟირს ვისურვებდი !!! :0016:

პატივისცემით ბაბუ

 

მოვილაპარაკეთ! როცა გაგიხარდებად ... სხვათა შორის, ნაჩვენები ИЖ-27 (სურათები 5,6) არის კობა ნარჩემაშვილის. ბატონ კობას ბევრი კარგი თოფი აქვს, მაგრამ ამ თოფს იმიტომ სცემს პატივს, რომ არის ბაბუა მისის ნაჩუქარი და ამ თოფით დაიწყო ნადირობა ...

 


  • 0

#6 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მოკლედ უკვე მზად ვარ კონდახის შეკვეთვისთვის. სად მოგმართოთ და როდის?


  • 0

#7 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

მოკლედ უკვე მზად ვარ კონდახის შეკვეთვისთვის. სად მოგმართოთ და როდის?

დამირეკეთ ნომრებზე - 2956618 (სახლი) ან 577714261 (მ)


  • 0

#8 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა აბა!! ეგეთები არ იყოს!!!! რიგის დაცვა  ვერა ბაბუ??? :0009:


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#9 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

:)))

რიგი ისედაც დაცულია.

უბრალოდ მე ვარ მზადთქო.... :)

მოკლედ მე კონდახი მინდა და რიგი როცა მომიწევს მაშინ მექნება...

ხვალ რას შობი კახაჯან?


  • 0

#10 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთი ვერ გავიგე აბა უნდა გავყიდოო ჩემი ბრედაო და ეხლა მე 3 ე კონდახს უკეთებ????

ხვალ თუ ქარი არიქნა კარგი იქნება. შოთა გაბრთხილებული გყავთ? მე წამოვიდოდი , ოღონდ 11 -ის მერე ამოვიდოდო, მანამდე ვერ ვიცლი ;)


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#11 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სერგო დაგირეკეთ და ქალბატონმა მიპასუხა 1სთ-ში დარეკეთო. არ მინდა შეგაწუხოთ და თუ მოიცლით 555 29 26 39 ერთი ზარი გამოუშვით და გადმოგირეკავთ


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#12 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხან ისე ვფიქრობ ხან ესე...

რა ვქნა არამდრადი ხასიათი მაქვს :)))

მაგრამ რიგ საკითხებში იქ სადაც ურყევობაა საჭირო მკიცე პოზიციას ვინარჩუნებ...

ვიტ ტაკ...


  • 0

#13 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

 

ბაბუ მოგესალმებით! სახლში რომ მიხვალთ, კიდევ ერთხელ აიღეთ ზომები, მგონი შეცდომა დავუშვით. ნახატში კარგათ ჩანს, რა ზომებზეა ლაპარაკი. 

წინასწარ მადლობა. სერგო

 

 


  • 0

#14 Share
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*
  • სტუმარი

გამარჯობა სერგო, როგორც მივხვდი კონდახებს ამზადებთ ხო? იჟ 58 მა . მაქვს სტუჩნი, კონდახი აქვს გატეხილი, მინდა შევცვალო ოღონდ ინგლისური კონდახი მინდა რომ დავუყენო და როგორ დაგეკონტაქტოთ, რომ გაჩვენოთ თოფი.


  • 0

#15 Share
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*
  • სტუმარი

უი ვნახე თქვენი ნომერი, დაგირეკავთ ამ დღეებში და დავილაპარაკოთ.


  • 0

#16 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

გამარჯობა სერგო, როგორც მივხვდი კონდახებს ამზადებთ ხო? იჟ 58 მა . მაქვს სტუჩნი, კონდახი აქვს გატეხილი, მინდა შევცვალო ოღონდ ინგლისური კონდახი მინდა რომ დავუყენო და როგორ დაგეკონტაქტოთ, რომ გაჩვენოთ თოფი.

 

"ინგლისურ" კონდახს გრძელი "სკობა" უნდა ჰქონდეს, სასურველია. თუ მოკლე უყენია თქვენ თოფს, დაგრძელება მოგვიწევს. სხვა პრობლემა არ არის ... დამირეკეთ


  • 0

#17 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სერგო ,თუ სწორად ავიღე ზომები, ასეთი შედეგია.

l....36,5სმ,    

b...37სმ......

h...16,5სმ


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#18 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

სერგო ,თუ სწორად ავიღე ზომები, ასეთი შედეგია.

l....36,5სმ,    

b...37სმ......

h...16,5სმ

ძალიან კარგია ...  :0016:


  • 0

#19 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხვალ შეიძლება რომ გამოვიარო? გეცლებათ?


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#20 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

თქვენთვის, ბაბუ, ყოველთვის მოვიცლი ... :0042:  მობრძანდით, ოღონდ დამირეკეთ წინასწარ ...


  • 0

#21 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 973 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ჩემ თოფსაც ჭირდება ცოტა ქირურგიული ჩარევა და თქვენი იმედი მაქვს ბატონო სერგო.

იმედია ჩემი რიგიც მოვა თორემ ბიძაშვილები არ უთმობენ აქ რიგს და მე ვინ გამიშვებს ურიგოდ ;)  ;)


  • 0

#22 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მირზა პოზიტიურ ჭრილში შეხედე ყოველივე ამას! ბიძაშვილები ერთმანეთს არ უთმობენ კი არა.... არამედ ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს :0037:


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#23 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 973 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

მე კი ვიჩაგრები მაინც და რაღა პოზიტივი აბა :0024:  :0024:


  • 0

#24 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

მე კი ვიჩაგრები მაინც და რაღა პოზიტივი აბა :0024:  :0024:

კპირდებით, არავინ არ დაიჩაგრება. ყველას მოგემსახურებით. ოღონდ, სულ ორი ხელი მაქვს, ყველას ერთდროულად ვერა ...  :0024:


  • 0

#25 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

ბაბუ მოგესალმებით! მე გასასვლელი ვარ თამარ მეფეზე იარაღის მაღაზიაში. თქვენ როდის აპირებთ მოსვლას?


  • 0

#26 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

4 სთვის ?


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#27 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ძმებო სახლში მოვიტანე ჩემი თოფი.... პატარა ბავშვივით მიხარია....ისეთი შეგრძნება მაქვს როცა , პატარა ბიჭი ვიყავი და ბაბუამ რომ დამიძახა თავის კაბინეტში , შემოდიო  ენთვის რაღაცა მაქვსო.რომ შევედი და ფანჯარასთან მიყუდებული დავინახე , ბევრი აღარც მახსოვს რა მითხრა. ერთი გავიგე რომ ეს შენია და მოუარეო....

ეხლა ბაბუაჩემს ალბად გაუხარდებოდა , უკვე მე თვითონ ბაბუა ვარ და ჩემ შვილიშვილს ვაჩუქებ.

სერგო გაიხარე ჩემო კარგო!!!! ეს კაცი ჩემზე უფრო გულშემატკივრობდა ამ თოფს და იმდენს უკირკიტებდა , მეთქი აღარ დადგება ის დრო რომ თვითონ მოეწონოს და მომცეს ბოლოს და ბოლოს ეს თოფი მეთქი.(ეს ხუმრობით რათქმა უნდა) უდიდესი მადლობა ამ სიხარულისთვის  .დიდი მადლობა ჩემო სერგო..........ჩინებული ნახელავისთვის. !

იმედია სურათებსაც დადებ

 

 

პატივისცემით ბაბუ


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 

#28 Share
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

იმედია სურათებსაც დადებ

 

 

პატივისცემით ბაბუ

 

სიამოვნებით ... ბედნიერებაში ბაბუ, შენი და შენი შვილიშვილის. მეც კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში იმით, რომ შენ გიხარია. დამიჯერეთ, ჩემთვის ეს არის მთავარი და მერე უკვე ჰონორარები.

მოდერატორებს მინდა ვთხოვო, შესძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ ფოტოების რეზოლუცია, რომ ჩანდნენ დეტალები.

 

a034d7bc5a9de26994db3a71ae6e49a5.jpg6bb9ad83d056c7065c3bfad75e767819.jpgc61b62a0c843912680d440a6047c5f80.jpg725ea76b6f89d3e138e6e2ad80bf9c83.jpgbe8986026d129aadc3de47026ccf79a8.jpgf499a87605b4fbe7d3094273cc76245a.jpga3d3895b6343727e6975f30518bfba35.jpg314dad9c2e7b99abc0c4db4f2b503973.jpg


  • 0

#29 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
:bravo: ოქროს ნახელავია
  • 0

#30 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 30999 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაან აკურატული ხელი აქვს და რაც მთავარია გემოვნებიანი კაცია. არც ზედმეტით გადატვირთავს  და არც რამეს დააკლებს თუ ესთეტიურად მოუხდა....


  • 0

4f6ca3f9042c.jpg

 





საკვანძო სიტყვები: MADE BY სერგო, ბრენდი, ინკრუსტირება, კონდახი, ტიბჟირი, საქართველო, ლეგიონი, ხელოვნება, ერგონომიკა, თოფი, ანტიკვარი, legion, გრავირება, თბილისი, კაკალი, ფესვი

IPB skins by Skinbox