Jump to content


ამ თემას აქვს 138 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

.საიარაღე კაკალი


თავისი საყვარელი თოფის კონდახით ტკბობისას მონადირე იშვიათად ფიქრობს იმაზე, თუ რა გზა განვლო კაკლის ხემ ვიდრე თოფს დაამშვენებდა.
მაღალი ხარისხის თოფების საკონდახედ მსოფლიოს ყველა მეიარაღე კაკალს იყენებს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ ზოლში. კაკალი იზრდება როგორც მთაში ასევე ბარშიც.
ბარის კაკალი კარგ პირობებში(ფაქტიურად სუბტროპიკებში) ძალიან სწრაფად იზრდება. ასეთი ხის მასალა არაა მკვრივი, აქვს დიდი ზომის ფორები. ნიშანდობლივია, რომ ბარის კაკლის ხე სიცოცხლის მეხუთე წელს უკვე მსხმოიარეა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბარის კაკლის სწოდერ ეს თვისებაა(ნაყოფი) მისი ღირებულების მთავარი ნიშა.
საკონდახედ ბარის კაკალი გამოუსადეგარია. მიზეზები მარტივია: ხის ტექსტურა სწორფენოვანი და ნაკლებგამომსახველია, შეფერილობაში ნაცრისფერი დომინირებს, ფიზიკომექანიკური თვისებები არც თუ ისე მაღალი აქვს. ავეჯის წარმოებაში ასეთ კაკალს იყენებენ, მაგრამ მაღალი ხარისხის კონდახისათვის გამოუსადეგარია.
სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ტულისა და იჟევსკის ნაწარმი არც თუ იშვიათად ბარის კაკლით მზადდება, რომელსაც დემპინგური ფასებით დაღესტანში ყიდულობენ. იქ მთები კარგა ხნის წინ ,,გაწმინდეს" კაკლისაგან. რუსული სერიული თოფების კონდახზე, რომელიც ბარის კაკლითაა გაკეთებული, ცერა თითის ფრჩხილით ნაკაწრის გაკეთებაა შესაძლებელი!!! არ გჯერათ? შეამოწმეთ!
მთის კაკალი რთულ პირობებში იზრდება(მკვეთრი კონტინენტური ჰავა). წლიური ნაზარდი მთაში მინიმალურია. შედარებისათვის: მთის კაკალი მსხმოიარობს 20 წლის ასაკის შემდეგ. არის ხომ სხვაობა? ამის შედეგად ხის სტრუქტურა მკვრივია და ფოროვნობა მინიმალურია. მთის მიწის დაბალნაყოფიერების გამო ხის ფესვები ღრმად მიდიან მიწაში, უფრო სწორად კლდოვან ნაპრალებში. ამ დროს მეტად ითვისებენ მთის ნიადაგში არსებულ მინერალურ მარილებს, რომლებიც თავის მხრივ ალამაზებენ ხის სტრუქტურას. მუქი და შავი ჯავარი მეტყველებს მერქანში მარგანეცის არსებობაზე. ეფექტურად გამოიყურება ნარინჯისფერი შეფერილობა, რომელიც გახერხვის შემდეგ გამოჩნდება(მეტყველებს ტყვიის არსებობაზე). ტექსტურა ძალიან გამომსახველი და მკვრივია(განსაკუთრებით ფესვის ყელისა და მერქნის ნაწილში). სწორედ ამ თვისებების გამოა მთის კაკალი იდეალური მასალა.
კაკალი 300-350 წელს ცოცხლობს. ამ ასაკის ხის ფესვის ყელის დიამეტრი 3-4 მეტრს აღწევს. სწორედ ასეთი ბებერი კალებისაგან მზადდება ყველაზე ძვირფასი და ელიტური კონდახის ნამზადები. ასეთი ასაკოვანი ხეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხვაზეა აყვანილი და ფესვებიანად გაყიდულია. ამ ხეთა დაჭრა-დამუშავება ნამდვილი მოვლენაა საიარაღო ელიტაში. საცალო მწარმოებლები სპეციალურად მიემგზავრებიან დამუშავების ადგილზე, იქვე არჩევენ და ყიდულობენ ნამზადებს თავისი მომავალი შედევრებისათვის. როგორც წესი მთელი მორის ნაჭერს ყიდულობენ, რომელსაც კონდახის ნამზადის სიმაღლე აქვთ. ასეთი საქონელის ყიდვა უფრო მომგებიანია, თუმცა სარისკო.

d68849220a1c.jpg


ტერიტორიულ-გეოგრაფიული ადგილები, სადაც მეტნაკლებად ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საკონდახე კაკლის მასივები არის კავკასიის ნაწილი_ რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; ტიანშანი_ ყირგიზეთი; ირანი, თურქეთი.
კაკალი არის დასავლეთ ევროპაშიც(საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია), მაგრამ იქ თითქმის ათვისებულია მთელი რესურსი. დავაზუსტებ: არ უნდა გავიგოთ ისე, რომ სრულად მოჭრილია მთელი კაკალი, მაგრამ ეს ხეები ჯერ კიდევ ახალგაზრდებია. ისინი საუკუნეები უნდა იზარდონ კიდევ.
განსჯისათვის: თურქეთში დღეისათვის საკონდახე კაკალი თითქმის აღრაა!!! არადა თურქეთი საკონდახე მასალის გაყიდვის მსოფლიო მონოპოლისტია. ისინი იტყუებიან, როცა მასალას თურქულს ეძახიან. სინამდვილეში კი ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჭრიან კაკალს(საქართველოდან თუ გააქვთ ქე მოგეხსენებათ!).

თუ კონდახი დამზადებულია სწორი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის მასალისაგან, მაშინ მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობა უთანაბრდება თოფის ლითონის ნაწილების ექსპლოატაციის დროს.
პირველ რიგში, კონდახის წარმოებისათვის მხოლოდ ,,ცოცხალი" და დაუავადებელი ხის მასალა გამოდგება. გამხმარი ხის(მცენარის მიწაზე დგომისას ხმობა იგულისხმება) მასალას გარეგნული შესახედაობა აქვს, თუმცა მასში დაკარგულია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. საკონდახე ნამზადის გამყიდველები ზოგჯერ ცდილობენ დამალონ ეს ნაკლი.
გამხმარი ხიდან დამზადებული მასალით გამოდის კარგი ავეჯი, მაგრამ კონდახი არ ვარგა!
მეორე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს ბზარები. სწორფოროვან მასალაში ბზარები არც თუ იშვიათია. მწარმოებლები ბზარებს ებრძვიან მასალის გაჟღენთვით პარაფინისა და კუპრის ნაზავით(პროპორცია 4:1), ამის შემდეგ თითოეული ნაჭერი იწყობა ხის ბურბუშელაში ერთმანეთთან მიწებებისაგან დასაცავად.
ნახვევი ჯავარის მქონე ნამზადები დამატებით ჰიდროთერმოდამუშავებას გადიან. ამ ტექნოლოგიას თითოეული ფირმა საიდუმლოდ ინახავს. ფიზიკური ტექნოლოგია კი ნამზადისათვის შიდა დაჭიმულობის მოხსნას გულისხმობს, რის გარეშეც ბზარები გარდაუვალია.
მესამე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს კორძები.
მეოთხე რიგში, ნამზადს არ უნდა ჰქონდეს ბოჭკოვანშორისი ლპობა(გარეგანი დათვალიერებისას თვალით არ ჩანს), რაც ხის ქსოვილში მონაცრისფრო, შავი ან მწვანე ფხნილოვანი მასის არსებობას გულისხმობს. ეს ნივთიერება ზრდის პროცესში ხეზე მექანიკური დარტყმების შედეგად წარმოიშოება.
მეხუთე რიგში, ნამზადი მორის გულიდან უნდა იყოს გამოჭრილი(ლებანოზი). გული მუქი ფერისაა და ძალიან მკვრივია. რუსული ფირმები ხშირად ცოდავენ და მორის პერიფერიული ნაწილებიდანაც ამზადებენ კონდახებს.
მეექვსე რიგში, ნამზადი არ უნდა იყოს დაზიანებული პარაზიტების მიერ. მათ ათწლეულობით შეუძლიათ ხეში ცხოვრება(ამიტომაა ხის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი).
მეშვიდე რიგში, ნამზადი აუცილებლად უნდა იყოს დიდი ხნის დაყოვნების, რომელიც სპეციალურ პირობებში შენახვას გულისხმობს. ეს პირობებია: მზის სხივების და ნესტის არარსებობა, კარგი ვენტილაცია. ნამზადები ეწყობა ვერტიკალურ მდგომარეობაში. შენახვის მთელი პერიოდის მანძილზე ნამზადები პერიოდულად უნდა გადალაგდეს 180 გრადუსით, რათა არ მოხდეს დეფორმაცია.
დაყოვნების პერიოდში ნამზადი გაბარიტებში იკლებს. ეს პროცესი კონდახად გაკეთების მერეც კი გრძელდება. რაც უფრო დიდი ხნის დაყოვნებისაა კონდახის ნამზადი, მით უფრო მკვრივი და ძვირი ხდება ის. რამდენიმე ათწლეულის დაყოვნების შემდეგ კაკალი იმდენად მყარი ხდება, რომ ძვალის სიმკვრივეს ღებულობს. სწორედ ასეთ მასალას იყენებენ საუკეთესო თოფებში.
მერვე რიგში, ნამზადში არ უნდა იყოს უცხო სხეული. განმარტებისათვის_ რუსებმა დაღესტანში შემცირებული რესურსის პირობებში ჩეჩნეთიდან დაიწყეს კაკლის შემოტანა, მაგრამ მალევე შეაჩერეს. ჩეჩნური კაკალის ტყეებში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ხეებში იმდენად ბევრი ლითონისა და ტყვიის ნამსხვრევი მოხვდა, რომ მასალა გამოუსადეგარი გახდა.
მეცხრე რიგში, ნამზადს უშუალოდ კონდახად დამზადების წინ უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტენიანობა. რუსეთში ნამზადის ტენიანობის სტანდარტი 6 - 10%-ია. მოწინავე მწარმოებელ ქვეყნებში კი 4 - 6%.
ძვირფასი მოდელებისათვის განკუთვნილი კონდახებისათვის ტენიანობის ნორმა ბუნებრივი შრობით მიიღწევა, ხოლო სერიულებისათვის კი იყენებენ ორთქლით საშრობ კამერებს. კამერებში ნამზადი შრება ერთი თვიდან თვენახევრამდე. ბოლო ორი კვირა კამერაში ორთქლი აღარ მიეწოდება და ტემტერატურას კი ნელ-ნელა ქვემოთ წევენ. ეს ხელს უწყობს ნამზადის შიდა დაჭიმულობის მოხსნას.

034866d019b3.jpg


რამდენიმე სიტყვით კაკლის ჯავარის შესახებ. ჯავარი კაკლის ნამზადის ბოჭკოვანი ნახატია, რომელიც ულამაზეს ნაქარგს წარმოადგენს. ძვირფასი ჯავარის მქონე საკონდახე მასალას აუქციონებზე ყიდიან. ჯავარიანი ნამზადი მსოფლიოში გაცილებით ნაკლებია ვიდრე ასაკოვანი კაკლი ხეები. კარგი ჯავარის მქონე მასალა ბევრ ნაკლს შეიცავს(კორძები და სხვა), ამიტომ მისგან გამოსავალი ძალიან ცოტაა. შეიძლება მოიჭრას ბევრი საკონდახე კაკალი, მაგრამ საუკეთესო ჯავარი ერთი-ორს გააჩნდეს მხოლოდ. ჯავარს აუცილებლად უნდა გააჩნდეს გრძივი ფაქტურა, რადგან კონდახის სიმყარე სხვადგავად ვერ მიიღწევა. რაც ცოტაა ის ძალიან ძვირს ფასობს.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში საიარაღე კაკლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მიზეზები ნათელია:
პლასტიკატის კონდახების არაპოპულარობა; იარაღის წარმოების ზრდა; კაკლის ხის ზრდისა და მასალაზე მოთხოვნილების არაპროპორციულობა; კაკლის მასალით მოვაჭრეთა მიდრეკილება მარაგების შექმნისაკენ.

503611b852a9.jpg

ქართველებო მოვუფრთხილდეთ კაკლის ტყეებს!!! ცოტა რამ შვილებსაც შევუნახოთ!!!

სტატიის ავტორი:გურულო.. კლუბი-მონადირე



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth
ჩემი კონდახები
 
 
1,2 - Simson (1)
3,4 - Verney Carron - Sagittaire
5,6 - ИЖ-27
7,8 - "Урал"
9,10 - КО-44 (1)
11,12 - СКС
13,14 - Merkel 200 Е
15,16 - ТОЗ-БМ
17,18,19 - КО-44 (2)
20,21,22 - "Сайга"
23,24 - "Тигр"
25,26 - Бюхаг (Buhag)
27,28 - Liege (Belgique)
29,30- Simson (2)
31,32,33 - Simson (3)
 
 
ვისაც აინტერესებს, როგორი უნდა იყოს კონდახი და სურს მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში ამ საკიტხზე, ეწვიეთ ფორუმს -
 
 
ჩემი საკონტაკტო ტელეფონები - 2956618 (სახლი) ან 577714261 (მ)
 
აქვე უნდა ითქვას მასალის მნიშვნელობაზე. კაკალი არის საუკეთესო მასალა კონდახისთვის, თავისი თვისებებით და ვიზუალით. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორი არსებობს საკონდახე მასალა - 
https://www.basskachi.ru/art_2.html
 
 
ჩემი ნამუშევრები
 
DSC07163+-1.jpg
DSC07165+-1.jpg
IMG_2750-1.jpg
IMG_2751-1.jpg
IMG_2747+-1.jpg
IMG_2749+-1.jpg
CIMG3420-1.jpg
CIMG3422-1.jpg
IMG_0680-1.jpg
IMG_0692-1.jpg
P1020587-1.jpg
P1020589-1.jpg
CIMG3793+-1.jpg
CIMG3796+-1.jpg
DSC07139-1.jpg
DSC07138-1.jpg
IMG_0207-1.jpg
IMG_0209-1.jpg
IMG_0208-1.jpg
_MG_5312-1.jpg
_MG_5317-1.jpg
_MG_5318-1.jpg
3 (PH)-1.jpg
4 (PH)-1.jpg
Picture 001-1.jpg
Picture 002-1.jpg
CIMG1827-1.jpg
CIMG1828-1.jpg
DSC03047-1.jpg
DSC03043-1.jpg
IMG_1177+-1.jpg
IMG_1181-1.jpg
IMG_1183-1.jpg
 
 
რამოდენიმა სურათი კაკლის მასალაზე
(აღებულია აქედან - https://forum.guns.r...120/851907.html)
 
7327610.jpg
7327574.jpg
7327482.jpg

7327668.jpg

7327736.jpg

7327708.jpg

7327709.jpg

7327735.jpg

7327737.jpg

7327775.jpg

7327776.jpg

7327778.jpg

7327800.jpg

7327852.jpg

7327854.jpg

7327883.jpg

7327885.jpg

7327921.jpg

7327923.jpg

7327925.jpg

7327927.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სერგო ბატონო, ბაბუის ნაჩუქარი თოფი მაქვს იჟ 27. თვალის ჩინივით უფრთხილდები. ბაბუამ მასწავლა და შემაყვარა ნადირობა. ეხლა მე თვითონ ბაბუა ვარ და მე თვითონ მეზრდება შვილიშვილი. ხო და იმას მინდა რომ სახსოვრად გადავცე რომ წამოიზრდება. ასე რომ როცა მოიცლით და დრო გექნებათ 1-ლი მე ვიქნები ვინც ერთ კოხტა თქვენ ნახელავ კონდახს და ტიბჟირს ვისურვებდი !!! :0016:

პატივისცემით ბაბუ


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
იჟ .- 18 ზე ჩემით გავაკეთე კონდახი და ტიბჟირი..საინტერესო ერთობ დამაწყნარებელი პროცესია...

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

სერგო ბატონო, ბაბუის ნაჩუქარი თოფი მაქვს იჟ 27. თვალის ჩინივით უფრთხილდები. ბაბუამ მასწავლა და შემაყვარა ნადირობა. ეხლა მე თვითონ ბაბუა ვარ და მე თვითონ მეზრდება შვილიშვილი. ხო და იმას მინდა რომ სახსოვრად გადავცე რომ წამოიზრდება. ასე რომ როცა მოიცლით და დრო გექნებათ 1-ლი მე ვიქნები ვინც ერთ კოხტა თქვენ ნახელავ კონდახს და ტიბჟირს ვისურვებდი !!! :0016:

პატივისცემით ბაბუ

 

მოვილაპარაკეთ! როცა გაგიხარდებად ... სხვათა შორის, ნაჩვენები ИЖ-27 (სურათები 5,6) არის კობა ნარჩემაშვილის. ბატონ კობას ბევრი კარგი თოფი აქვს, მაგრამ ამ თოფს იმიტომ სცემს პატივს, რომ არის ბაბუა მისის ნაჩუქარი და ამ თოფით დაიწყო ნადირობა ...

 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მოკლედ უკვე მზად ვარ კონდახის შეკვეთვისთვის. სად მოგმართოთ და როდის?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

მოკლედ უკვე მზად ვარ კონდახის შეკვეთვისთვის. სად მოგმართოთ და როდის?

დამირეკეთ ნომრებზე - 2956618 (სახლი) ან 577714261 (მ)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა აბა!! ეგეთები არ იყოს!!!! რიგის დაცვა  ვერა ბაბუ??? :0009:


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

:)))

რიგი ისედაც დაცულია.

უბრალოდ მე ვარ მზადთქო.... :)

მოკლედ მე კონდახი მინდა და რიგი როცა მომიწევს მაშინ მექნება...

ხვალ რას შობი კახაჯან?



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთი ვერ გავიგე აბა უნდა გავყიდოო ჩემი ბრედაო და ეხლა მე 3 ე კონდახს უკეთებ????

ხვალ თუ ქარი არიქნა კარგი იქნება. შოთა გაბრთხილებული გყავთ? მე წამოვიდოდი , ოღონდ 11 -ის მერე ამოვიდოდო, მანამდე ვერ ვიცლი ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სერგო დაგირეკეთ და ქალბატონმა მიპასუხა 1სთ-ში დარეკეთო. არ მინდა შეგაწუხოთ და თუ მოიცლით 555 29 26 39 ერთი ზარი გამოუშვით და გადმოგირეკავთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხან ისე ვფიქრობ ხან ესე...

რა ვქნა არამდრადი ხასიათი მაქვს :)))

მაგრამ რიგ საკითხებში იქ სადაც ურყევობაა საჭირო მკიცე პოზიციას ვინარჩუნებ...

ვიტ ტაკ...



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sergoshelestoff

sergoshelestoff

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:Tbililisi
  • წარმოშობა:Earth

 

ბაბუ მოგესალმებით! სახლში რომ მიხვალთ, კიდევ ერთხელ აიღეთ ზომები, მგონი შეცდომა დავუშვით. ნახატში კარგათ ჩანს, რა ზომებზეა ლაპარაკი. 

წინასწარ მადლობა. სერგო

 

 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გამარჯობა სერგო, როგორც მივხვდი კონდახებს ამზადებთ ხო? იჟ 58 მა . მაქვს სტუჩნი, კონდახი აქვს გატეხილი, მინდა შევცვალო ოღონდ ინგლისური კონდახი მინდა რომ დავუყენო და როგორ დაგეკონტაქტოთ, რომ გაჩვენოთ თოფი.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

უი ვნახე თქვენი ნომერი, დაგირეკავთ ამ დღეებში და დავილაპარაკოთ.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?