Jump to content

Toggle shoutbox მინი ჩათი მინი ჩატის ახალ ფანჯარაში გახსნა

@  ბალუ : (12/12/2017 - 21:16)

გაიხარეთ გაიხარეთ.. ;)

@  გიორგი ლომთაძე : (12/12/2017 - 20:52)

საღამო მშვიდობისა!

@  ხათუნა : (12/12/2017 - 14:08)

სალამი ყველას :0017:

@  giokupra : (12/12/2017 - 12:44)

ავე ლეგიონს როგორ ხართ მეგობრებო??

@  babu : (12/12/2017 - 12:06)

ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვება. მეტო, მამი, რაჭველ, გორდა, ფირო, თემურიკა, ბალუ , ბიჭებო ყველას მოგესალმებით. თემურიკა კეთილი იყოს შენი შემომატება ძმობილო

@  ბალუ : (12/12/2017 - 11:46)

გამარჯობათ ბიჭებო..

@  ლეგიონი : (12/12/2017 - 11:34)

Vaska1990, მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გილოცავთ 27 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

@  ლეგიონი : (12/12/2017 - 11:34)

Diversant, მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გილოცავთ 32 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

@  ლეგიონი : (12/12/2017 - 11:34)

tengomengo, მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გილოცავთ 25 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

@  temurika : (12/12/2017 - 11:24)

გენაცვალეთ ყველა ლეგიონერებს ქართული სულის კვეთებისთვის

@  Panteleimon : (12/12/2017 - 10:50)

დილა მშვიდობისა

@  gorda : (12/12/2017 - 08:29)

დილა მშვიდობის.

@  გიორგი ლომთაძე : (12/12/2017 - 07:29)

დილა მშვიდობისა!

@  mamia suladze : (12/12/2017 - 00:42)

სალამი ყველას

@  mamia suladze : (12/12/2017 - 00:42)

სალამი ყველას

@  მეტეორა : (12/12/2017 - 00:34)

მოგესალმებით მეგობრებო

@  mamia suladze : (11/12/2017 - 23:44)

რახდება ახალიდა კარგი

@  nugo : (11/12/2017 - 23:35)

ლეგიონი,

@  giokupra : (11/12/2017 - 22:03)

საღამო მშვიდობისა მეგობრებო როგორ ხართ ?

@  Giorgi-Kacha... : (11/12/2017 - 21:37)

ლეგიონს გაუმარჯოს ;)



  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 55 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

მგელი

 

 

wolf.png

 

მგელი

მგელი — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%

 

ზოგადი მიმოხილვ

 

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი და რუხი მგელი. რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს.
მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი – ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი “სოციალური” ცხოველია და მის ოჯახში “რანგების” დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. “სოციალური რიტუალები”, რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში “გადაყენებული” მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

წარმოშობა
მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების მტკიცებით ეს სახეობა პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში. მიტოქონდრიის უჯრედებიდან აზიურ ქვესახეობებზე დნმ-ს ანალიზი მეცნიერებს უფლებას აძლევს დაადგინონ მგლების გენეოლოგიის საწყისი თარიღი. დროთა განმავლობაში სახეობის დნმ-ში დაფიქსირებული ცვლილებების სიხშირე მიუთითებს აზიური ხაზის დაახ. 800 000 წლის წინ წარმოშობაზე, მაშინ როცა ევროპული და ჩრდილოამერიკული სისხლის ხაზები 150 000 წლით თარიღდება. მგელი ჩრდილოეთ ამერიკაში ძველი მსოფლიოდან ბერინგის სახმელეთო ხიდით შეიჭრა (რომელიც ერთ დროს ალასკასა და ციმბირს აერთებდა) და სამხრეთისკენ მოგზაურობდა ბოლო გამყინავრებამდე დაახ. 18 000 წლის წინ.

ტერიტორია
ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი “რანგი” აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუტარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი “ეული მგლები”, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევთ.
მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავა იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რიონებში ეს ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა, დაახლოებით, 100 კვადრატულ მეტრამდე და კარგადაა დაცული. მგლების ხროვის კუთვნილი ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით უფრო ფართოვდება დაცული გერიტორია. მაგალითად, ჩრდილოეთის ირემზე მონადირე მგლები ირმების ჯოგს თან დაჰყვებიან არქტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის მარშუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის თითოეულ ხოგს დასდევს საკუთარი “შემოჩვეული” მგლის ხროვა. ალასკაზე შემჩნეულმა ერთ-ერთმა ასეთმა ხროვამ ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში – 13000 კვ. კმ-ის ფართობი.

სუნით დანიშვნა
ზემოთხსენებული ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ყმუილი
ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.
ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო.

გამრავლება
გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის – ეძებს მყუდრო ბუნაგს.
ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში).
მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.
ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.

ნადირობა
მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაწერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო “სალათი”. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს.
თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.
ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას – ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას.
ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.

ბუნებრივი გადარჩევა
მგელი, ჩვეულებრივ, არ ერჩის დიდი ზომის ზდასრულ და ჯამრთელ ცხოველებს. ხროვა ძირითად ნადავლად ირჩევს ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერ, ძალიან სუსტს, ან ავადმყოფ ცხოველს. მგლების ნადირობაზე დაკვირვებისას ჩრდილოეთის ირმებსა თუ გარეული ხარების ჯოგებზე, შესამჩნევია, რომ ხროვა თავს ესხმის ჯოგისაგან ჩამორჩენილ ცხოველს, რომელიც სხვებისაგან განსხვავებით ძალიან სუსტია. მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს.

გუნდური მოქმედება
მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ.
სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას. თუ ხროვაში ამ პერიოდისთვის არსემობს დედა მგელი და მისი ლეკვები, თითოეული წევრი ზრუნავს მათ გამოკვებაზე და საჭმლით ამარაგებს მათ ბუნაგში.
ჩვეულებრივ, მგელი მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე. ხშირად მგელი საკუთარი ნადავლის ტყავსა და ბეწვსაც მიირთმებს. ზოგჯერ მგელი რამდენიმე დღე მშიერი დაძრწის, რადგან ნადირობის პროცესი საკმაოდ მძიმე და ხშირად უშედეგოა. რთულ გარემო პირობებში გადასარჩენად მგელს დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.

 


53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria
ფაქტები მგელზე
 

 

27cebe5ebb9e.jpg
ალბათ , არცერთი სხვა ცხოველი დედამიწაზე არ იპყრობდა ადამიანების განსაკუთრებულ ყურადრებას , როგორც მგელი.ისინი იყვნენ ღმერთები ნორვეგიულ მითოლოგიაში, მდედრობითი სქესის მგელმა გამოკვება რომულა და რემა- რომის დამაარსებლები. ამ სიახლეში შემოთავაზებთ რამდენიმე ფაქტს მგლებზე

ba4aff947bff.jpg

1 შავი მგლები.
2008 წელს მკვლევარებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ მუტაციები,დაკავშირებული შავი ბეწვის გამოჩენასთან გვხვდება მხოლოდ ძაღლებში, ასე რომ შავი მგლები სხვა არაფერია თუ არა ჰიბრიდის შთამომავალი. ყველაზე ხშირად ასეთი მგლები გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში.

56128d85b9aa.jpg

2 მგლები-ჰიბრიდები.
იმ რაიონებში, სადაც მგლები მასობრივ განადგურებას განიცდიდნენ, კოიოტები განვითარდნენ და მომრავლდნენ. ბოლო კვლევებმა აჩვენა, ჩრდილოეთ ამერიკის ყველა კოიოტის 22% წარმოადგენს მგლების შთამომავლებს.. ასეთი ცხოველები როგორც წესი ჩვეულებრივ კოიოტებზე მსხვილები არიან, მაგრამ მგლებზე მომცრო ტანის. ასევე გამოირჩევიან არაჩვეულებრივი მოხერხებულობით და ცბიერობით. მათში გაერთიანებულია ადამიანისადმი შიშის უქონლობა და მკვეთრად გამოხატული მგლის ინსტინქტები, ასევე აგრესიის მაღალი დონე.
b68219072ea4.jpg

3 კანიბალიზმი.
მგლები არასდროს უშვებენ ჭამის შანსს. მცხოვრებნი უკიდურესად რთულ პირობებში, მგლები ხშირად ჭამენ დაჭრილ ან ავადმყოფ ნათესავებს. გარდა ამისა, მონადირეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოცილონ ხაფანგში მოხვედრილი მგელი, რადგანაც დიდია რისკი, სხვა მგლების ლუკმად იქცეს.
dadcfc27121a.jpg

4 მეტისმეტად დიდი წონა.
ზოგიერთი მგლის წონა აღწევს 100 კილოგრამს.
მგლის ზომები იზრდება ექსპონენციურად ეკვატორიდან სიშორის მიხედვით. ტროპიკული მგლები ხშირად არიან ისეთივე ზომის, როგორც ჩვეულებრივი ძაღლები, მაგრამ უკიდურესი ჩრდილოელი მგლების წონა საშუალოდ აღემატება 60 კგ-ს.
27cebe5ebb9e.jpg

5 ცოფიანი მგლები.
თუმცა მგლები არ წარმოადგენენ ცოფის მთავარ გადამტანებს, მაგრამ ენოტებისაგან და მელიებისაგან ადვილად ავადდებიან ცოფით. სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, რომლებიც ამ სენის მატარებლები არიან და ადვილად ვარდებიან ლეთარგიაში (საღათას ძილი) და კარგავენ ორიენტაციას, მგლები მომენტალურად ხდებიან გააფთრებულნი და გაშმაგებულნი. ადამიანებზე თავდასხმის ბევრი შემთხვევა პროვიცირებულია (გამოწვეულია) ცოფით. ხოლო მგლების მიდრეკილება ყელში კბენაზე იწვევს იმას, რომ ცოფის ვირუსი შედის ადამიანის ტვინში გაცილებით ადრე, ვიდრე აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას.

8a9e39188d1c.jpg
6 ამერიკული მგლები
მგლები ამერიკიდან ნაკლებად მიდრეკილნი არიან ადამიანებზე თავდასხმისკენ, ვიდრე მათი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან. ისტორიული ჩანაწერები ამტკიცებენ , რომ საფრანგეთში 3000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა მგლების სისასტიკეს 1580-1830 წლებში. ანალოგიური ვითარებაა ინდოთსა და რუსეთშიც. აშშ -სა და კანადაში კი პირიქით, არსებობს ოფიციალურად დადასტურებული მგლების თავდასხმის ძალიან მცირე რაოდენობა.

38a30ab9473e.jpg
7 ძაღლების მჭამელები
მიუხედავად მათი ახლო ნათესაობისა, მგლები აღიქვამენ ძაღლებს ძირითადად ნადავლის, მსხვერპლის სახით. რუსეთში ერთი პერიოდი მაწანწალა ძაღლები იყო მგლების კვების ძირითადი, მთავარი პროდუქტი.
6e6252548dc5.jpg

8 ადამიანის ხორცი სადილად.

ჭირი, რომელმაც გაანადგურა ევროპა შუა საუკუნეებში, გახდა მიზეზი მგლებსა და ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობის. იმ დროს ცხედრები უფრო სწრაფად ნადგურდებოდა სწორედ მგლების მიერ და არა ცეცხლითა თუ მიწაში დაკრძალვით. „განკარგვის“ ასეთმა მეთოდებმა მგლების მთელი შთამომავლობა ადამიანის სისხლის გემოზე მოიყვანა და მგლებმაც ჩართეს ადამიანის ხორცი თავიანთ „მენიუ“-ში.
6039233363b3.jpg
9 ყვავილი.

ამერიკაში ევროპელი ახალმოსახლეების მიერ შემოტანილმა ყვავილმა კატასტროფული გავლენა მოახდინა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ყვავილის მსხვერპლი იყო კონტინენტზე დასახლებული ადამიანების 80-90% . ადვილი ნადავლის მოპოვების იმედით, მგლები თავს ესხმოდნენ ინდიელთა სოფლებს და ხარბად ჭამდნენ უმწეო ავადმყოფების სხეულებს.
81b46298c8d4.jpg

10 ცოცხლად მირთმეული ნადავლი

როგორც ზემოთ ვთქვით , მგლები ჭამენ თითქმის ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ ყავთ ფავორიტები, როგორიცაა მსხვილფეხა-ჩლიქოსნები. დათვისა და დიდი კატებისაგან განსხვავებით , მგლებს არ აქვთ ანატომიური იარაღი, სწრაფად რომ მოკლან მსხვერპლი. ამიტომაც ნადავლს ცოცხლად ჭამენ : მგლების მთელი ხროვა თავს ესხმის მსხვერპლს და აგლეჯს ხორცის ნაწილებს.

წყარო:http://ucnauri.com


53c8c0d32f03.jpg


#3 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა::guria

პატარა ისტორია მგელზე:

 

ტელევიზორში მოვისმინე თუ არ ვცდები....

მოკლედ მგელი შევარდა ცხვრების სადგმოში, რომლიც თავის მხრივ წარმოადგენდა დახურულ შენობას...

მეცხვარეს შეეშინდა და დახმარების მოსვლამდე კარი გამოკეტა რომ მგელი არსად გაცეულიყო და თAნ თვითონაც არ უნდაოდა უშუალო კონტაქტი ქონოდა მგელთან.

ისიც იფიქრე რამდენი ცხვარი უნდა მოკლას ამ ჩემისამო..

დახმარება მალე მოვიდა შეაღეს კარი და საოცარი სურათი დახვდათ.

მგელს რამოდენიმე ცხვარი ყავდა მოკლული, ერთმანეთზე დალაგებული და თვითონ ამძვრა ამ ცხვრების გროვაზე და შემაღლებულზე მდებარე "ფორტოჩკიდან" გაიპარა...

ამას კაცი ვერ მოიფიქრებს ხანდახან.... 



#4 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

პატარა ისტორია მგელზე:

ტელევიზორში მოვისმინე თუ არ ვცდები....
მოკლედ მგელი შევარდა ცხვრების სადგმოში, რომლიც თავის მხრივ წარმოადგენდა დახურულ შენობას...
მეცხვარეს შეეშინდა და დახმარების მოსვლამდე კარი გამოკეტა რომ მგელი არსად გაცეულიყო და თAნ თვითონაც არ უნდაოდა უშუალო კონტაქტი ქონოდა მგელთან.
ისიც იფიქრე რამდენი ცხვარი უნდა მოკლას ამ ჩემისამო..
დახმარება მალე მოვიდა შეაღეს კარი და საოცარი სურათი დახვდათ.
მგელს რამოდენიმე ცხვარი ყავდა მოკლული, ერთმანეთზე დალაგებული და თვითონ ამძვრა ამ ცხვრების გროვაზე და შემაღლებულზე მდებარე "ფორტოჩკიდან" გაიპარა...
ამას კაცი ვერ მოიფიქრებს ხანდახან....


გუგა როგორახარ?:-) :-D

#5 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

პატარა ისტორია მგელზე:

ტელევიზორში მოვისმინე თუ არ ვცდები....
მოკლედ მგელი შევარდა ცხვრების სადგმოში, რომლიც თავის მხრივ წარმოადგენდა დახურულ შენობას...
მეცხვარეს შეეშინდა და დახმარების მოსვლამდე კარი გამოკეტა რომ მგელი არსად გაცეულიყო და თAნ თვითონაც არ უნდაოდა უშუალო კონტაქტი ქონოდა მგელთან.
ისიც იფიქრე რამდენი ცხვარი უნდა მოკლას ამ ჩემისამო..
დახმარება მალე მოვიდა შეაღეს კარი და საოცარი სურათი დახვდათ.
მგელს რამოდენიმე ცხვარი ყავდა მოკლული, ერთმანეთზე დალაგებული და თვითონ ამძვრა ამ ცხვრების გროვაზე და შემაღლებულზე მდებარე "ფორტოჩკიდან" გაიპარა...
ამას კაცი ვერ მოიფიქრებს ხანდახან....


გუგა როგორახარ?:-) :-D

#6 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა::guria

მგელივით დევი :)))

შენ როგრო ხარ?



#7 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ძააან საინტერესოა. ძააან ჭკვიანი ცხოველია

#8 Share
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*
  • სტუმარი

მგლები ტფილისის ქუჩებში

ერთ დღეში სამი თავდასხმა – ჩერქეზოვის ქუჩაზე მგელმა დაკბინა გუშაგი მილიციელი, მეეზოვე და რკინიგზის მუშა – საჭიროა ბრძოლა მგლებთან.

სამი დღის წინ ტფილისში, 11 რაიონში გამოჩნდნენ მგლები, ისინი რუსთაველის ქუჩაზე (ვაგზლის უკან) საღამოს შენიშნა მილიციის გუშაგმა. ხროვაში ხუთი იყო, გუშაგმა მილიციელმა სროლა ატეხა და მგლები გაიქცნენ.

მომდევნო დღეს, ხუდადოვის ქუჩაზე დაიკარგა ძაღლი, მისი ხუხულის მახლობლად კი აღმოაჩინეს სისხლიანი ნაკვალევი. მონადირეები დარწმუნდნენ, რომ აქ ებრძოდა ძაღლი მგლის ხროვას. მგლებმა ძაღლი თან წაიღეს.

გუშინ, დილის 5 საათზე, ერთი მგელი თენებისას მოკლეს საბჭოს ქუჩაზე (ჩრქეზოვის ქუჩა). ეს მოხდა ასე: სახლში ბრუნდებოდა დეპოს მუშა ვარლამ ნოეს ძე ბებუთაიშვილი, მოულოდნელად ზედ პარტიის რაიკომის შენობის წინ შენიშნა „უზარმაზარი ძაღლი”. თავიდან ყურადღება არ მიაქცია მას, მაგრამ „ძაღლი” მოულოდნელად ეცა. თავდაცვის დროს ბებუთაიშვილი ცდილობდა ორივე ხელით წვდომოდა ყელში, მაგრამ მხეცმა ხელზე უკბინა. კაცმა ტკივილისაგან დაიყვიდა, „ძაღლი” გაიქცა. დაჭრილი ბებუთაიშვილი მივიდა რკინიგზის მე-5 საავადმყოფოში, სადაც ხელი შეუხვიეს.

ტყიური შემდეგ თავს დაესხა გუშაგ მეეზოვეს, მაგრამ მან ჯოხით მოიგერია, მეეზოვეს წინსაფარი და ზედა ტანსაცმელი დაეხა.

ხელის შეხვევის შემდეგ ბებუთაიშვილი სახლში ბრუნდებოდა და იმავე ქუჩაზე მეორედ შეეჩეხა „ძაღლი”, რომელიც მას ამჯერად მარჯვენა ხელში ეცა. ბებუტაიშვილი მხეცს ყელში წვდა, წააქცია და ახრჩობდა. მუშის ყვირილზე მოირბინა გუშაგმა მილიციელმა ცინცაძემ და დაინახა ადამიანი, რომელიც მხეცს ებრძოდა, შეუძახა მოსცილდიო, რადგან უნდოდა ესროლა, ბებუთაიშვილი წამოხტა „ძაღლი” მილიციელს ეცა და ფეხზე უკბინა, მაგრამ მან მოახერხა შაშხანით მხეცის მოკვლა.

აღმოჩნდა, რომ მოკლული ძაღლი კი არა, ჩვეულებრივი მგელია, ის საკმაოდ გამხდარი იყო.

მგლების შემოსევის საწინააღმდეგოდ 11-მა კომისარიატმა მოაწყო შეიარაღებული შემოვლა, ყოველ ღამეს 11 საათიდან განთიადამდე 10 შეიარაღებული მილიციელი დადიოდა ხუდადოვის ტყიდან აგურის ქარხნამდე.

შემოვლა ასევე მოეწყო 12 რაიონში, ყოველდღიურად ათვალიერებენ გერმანული კოლონიის მიდამოებს, სადაც მგლები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან.

ამაღამისთვის I რაიკომმა ქალაქში მგლების გამოჩენის აღსაკვეთად ხუდადოვის ტყეში მიავლინა 20 ამხანაგი

 

გაზეთი „ზარია ვასტოკა” 1923 წ.



#9 Share
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*
  • სტუმარი

მგლის ბილიკი კვარაცხელიას ჯიშის ძროხებისკენ მიდის

ივნისი 5th, 2012

ნანახია : 1729

 

ლაშა ჩიქვანი

17:35 07.05.2011

ოცდაორი თხა, რვა ძროხა, აქედან სამი – მაკე, ორმოცდაათზე მეტი შინაური ფრინველი და რამდენიმე ძაღლი: ეს არასრული სტატისტიკაა იმ ზარალისა, რომელიც სამეგრელოს რამდენიმე სოფელს მგლებისგან მიადგა.

ვისაც სამეგრელოში (ან საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში), სოფელში უცხოვრია ან ნათესავი ჰყავს, ძალიან კარგად მიხვდება, რას ნიშნავს ოჯახისთვის მაკე ძროხის დაგლეჯა: ძროხა ზოგიერთი ოჯახისთვის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს და ამ ოჯახებს სწორედ მათი რძითა და ყველით გააქვთ თავი, რომელთა გაყიდვა სხვა პროდუქტის ყიდვის ერთადერთი გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მგლებისგან დაზარალებული ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებულთა კატეგორიიდანაა. გაუგებარია, როგორ არჩევენ ან არჩევენ თუ არა საერთოდ მგლები შეძლებულ და ღარიბ ოჯახებს, მაგრამ ფაქტია, რომ დაგლეჯილი თხებისა და ძროხების უმრავლესობა ღარიბებს ეკუთვნოდა.

ცნობილია, რომ მგელი ტყიდან შიმშილს გამოჰყავს. როგორც სამეგრელოში მწარედ ხუმრობენ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ტყეებსაც დაეტყო: შიმშილით სიკვდილისთვის განწირული მგლები ტყეებს ტოვებენ და ბოსლებში ძროხებს უვარდებიან. უფრო იღბლიანები საკბილოს ტყეების პირას, საძოვრებზე პოულობენ და შიმშილისგან კბილებაკაწკაწებულები არც ადამიანს ერიდებიან. ასე მაგალითად, ერთ–ერთ სოფელში, საძოვარზე ნახირს მაშინ დაესხნენ თავს, როცა მწყემსი ბიჭი სულ რაღაც ათიოდ ნაბიჯში, კუნძზე იჯდა და შეყვარებულს ემესიჯებოდა.

მწყემსი ბიჭი ტყუილში არ იყო შემჩნეული, ამიტომაც მისი ყვირილი: „მგელი! მგელი!” სოფელში დარჩენილ მამაკაცებს საეჭვოდ სულაც არ მოსჩვენებიათ – ზოგმა ფიწალს დასტაცა ხელი, ზოგმა მსხვილ ჯოხს და საძოვარზე ავარდნენ, მაგრამ მგელი უკვე გაქცეული დახვდათ, მწყემსი ბიჭი კი ნადირის მიერ ყელგაოჭმულ კვარაცხელიას ჯიშის ძროხასთან ჩაჩოქილი…

როგორც ჩანს, მგლის ბილიკი სამეგრელოში მაინცდამაინც კვარაცხელიას ჯიშის ძროხებისკენ მიდის, თუმცა, მგლების აგრესიის შედეგად თხები უფრო დაზარალდნენ – რაოდენობრივად თხებს შორის მსხვერპლის მაჩვენებელი თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ძროხების, რომ არაფერი ვთქვათ ეზოებიდან გამქრალ ქათმებზე, ინდაურებზე, ბატებსა და იხვებზე.

ზოგიერთ ოჯახში ძაღლები კი ჰყავთ, მაგრამ ნაგაზები, ე.წ. „ვოლკოდავები” იშვიათობაა, ამიტომაც სოფლების მოსახლეობამ სხვა გზას მიმართა. როცა მგლების თავდასხმამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, მათ ერთობლივი წერილები დაწერეს, მერე კი ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გააგზავნეს.

წერილში მოცემული თხოვნა, მგლების მოგერიების მიზნით სანადირო თოფების გამოყენების სესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა: იარაღის გამოყენების უფლება სოფლების ნებისმიერ მცხოვრებს არა აქვს: შეიქმნა მობილური ჯგუფები იმ ადამიანებისგან, ვისაც ნადირობის გამოცდილება გააჩნია და შესაბამის გამოცდილებასთან ერტად, სანადირო იარაღი ოფიციალურად აქვთ გაფორმებული.

სწორედ მათ დაევალათ პატრულირება და ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მოგერიების მიზნით მგლის მოკვლის გამო ისინი არ დაჯარიმდებოდნენ. მართალია, იმ კოდექსს, სადაც მგლის მოკვლის გამო პირველად ოთხასლარიანი ჯარიმა, მეორედ კი უფრო მკაცრი ზომების გატარებაა მითითებული, აღმატებული ძალა აქვს, ვიდრე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მონადირეები მაინც არ დაისჯებიან.

საშიშ ზონებად ზუგდიდისა და ხობის რაიონების რამდენიმე სოფელი ითვლება: ურთა, ცაიში, აბასთუმანი, თორსა, ხეთა, ხამისკური და სხვები. სწორედ ამ სოფლებში დაიწყო გასული წლის ბოლოს მობილური ჯგუფების პატრულირება და სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, რადგან საერთო ჯამში ამ ჯგუფის წევრებმა სამი „აგრესორი” მგლის მოკვლა მოახერხეს.

მაგრამ მგლები, რომლებიც საოცარი ალღოთი გამოირჩევიან, ამ შემთხვევაში ადამიანებზე მეტად ჭკვიანები აღმოჩნდნენ: სოფლებში შეღწევა მათ მიუვალი, უკაცრიელი ადგილებიდან, ყოველგვარი ყმუილის გარეშე, ფეხაკრეფით დაიწყეს. მობილური ჯგუფების წევრებს მოსახლეობამ „დეზერტირობაც” კი დააბრალა, რამდენიმე ქალმა კი ლოთები და უსაქმურებიც უძახა, რადგან სწორედ მათი პატრულირების დროს, ღამის საათებში მგელმა ერთი თხა დაგლიჯა და საქათმიდან რამდენიმე ქათამიც გაიტაცა. გამორიცხული არ არის, რომ მგლები რამდენიმე ჯგუფად ერთიანდებოდნენ.

მგლების მიერ შეცვლილი ტაქტიკის კვალდაკვალ, ტაქტიკის შეცვლას მობილური ჯგუფებიც აპირებენ, ასე რომ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გადარჩებიან თუ არა მეგრული, კვარაცხელიას ჯიშის ძროხები მგლებისგან დაგლეჯას.

 

 



#10 Share
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*
  • სტუმარი

მგელი ჭანიეთშიც გამოჩნდა

ივნისი 5th, 2012

ნანახია : 499

 13 აპრილი 2012 07:58

“გურია ნიუსი” ახლახან წერდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მგელი გამოჩნდა. 1 აპრილს, კვირას, დღისით, მზისით მგელი ჭანიეთშიც შენიშნეს. ეს ამბავი ჭანიეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ სურგულაძემ მოგვიყვა. სოფლის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ის თავის მეუღლესთან და მეზობლებთან: ვახტანგ შავიშვილთან, დომენტი და საბა სურგულაძეებთან ერთად ცხოვრობს, საკუთარ ეზოსთან იმყოფებოდა. უცებ, დიდი ზომის რუხი ფერის ცხოველი შემოვარდა, რომელსაც ყურები დაცქვეტილი ჰქონდა და მოპირდაპირე შუკაში გარბოდა.

_ ეს არ იყო ძაღლი. ჩვენგან ხუთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. როცა გარბოდა, ეტყობოდა, კოჭლობდა. პირში, სავარაუდოდ, ძვლიანი ხორცის ნაგლეჯი ედო, _ ამბობს ბატონი ავთო. – ვახტანგ შავიშვილმა ყვირილი მორთო, გარეთ არ გამოხვიდეთო. თუმცა, მგელს აგრესია არ ეტყობოდა. ის ზეგნის მიმართულებით გაიქცა. ალბათ, სადღაც დაჭრეს ან ფეხი დაუზიანდა და მთიდან აქეთ გადმოვიდა. ჰქონდა გრძელი კისერი, რომელსაც გვერდზე ვერ აბრუნებდა. ნამდვილად მგელი იყო.

საათსაც დავხედე, სამს ოცი წუთი აკლდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ჭანიეთის სარეისო მიკროავტობუსსაც შეფეთებია გზაზე, _ თქვა სურგულაძემ.

“გურია ნიუსი” ჭანიეთის სარეისო მიკროავტობუსის მძღოლს ჟორა რიჟამაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად ნახა თუ არა მგელი: _ შაბათს, 7 აპრილს მორიგ რეისს ვასრულებდი ოზურგეთიდან ჭანიეთში. სოფელში მისვლამდე, ლიხაურის ყოფილ ჩაის ფაბრიკასთან, უცებ გამოვარდა ძალიან დიდი რუხი ფერის ცხოველი და მერე ჩაის ბუჩქებში გაუჩინარდა. ეს ნამდვილად მგელი იყო, გრძელი კისრით, წინ წაწეული თავით, გვერდზე არ მოუხედავს, _ გვითხრა რიჟამაძემ.

ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მიხეილ გოგოტიშვილს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ამ ყველაფერს გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინებს.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა ნიკა ნოზაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში მგელი უნდა მოეკლათ: _ მართალია, მგლის მოკვლისთვის ჯარიმაა დაწესებული, მაგრამ როცა გარეული ცხოველი სოფელში შემოვარდება ან თავს გესხმის, უნდა მოკლა. ამისთვის არავის დავაჯარიმებთ. მე ამ ფაქტის შესახებ სამინისტროში დავრეკავ, _ თქვა მან.

შესაძლოა, მაკვანეთში გამოჩენილი მგელი ჭანიეთშიც გადმოსულიყო, რადგან ეს ორი სოფელი ტერიტორიულად გვერდი-გვერდ მდებარეობს.

წყარო: http://www.gurianews.com



#11 Share
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*
  • სტუმარი

ვეჯინში მგლები ოჯახს თავს დაესხნენ

ივნისი 5th, 2012

ნანახია : 913

12:39 / 20-05-2012

ვეჯინში მგლები ოჯახს თავს დაესხნენ

45617087bcd154a0f4f65576158d21b8.jpgგამთენიისას გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მთივლიშვილების ოჯახს რამდენიმე მგელი თავს დაესხა. ოჯახის უფროსის განცხადებით, ის ეზოში იმყოფებოდა და მტაცებლისგან თავის დაღწევა მოახერხა. სამაგიეროდ, გარეულმა ცხოველმა ეზოში დაბმული ცხენი დაგლიჯა.ადგილობრივების თქმით, ვეჯინში ეს მგლის გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. პრევენციის მიზნით, ვეჯინში სამონადირეო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.

სრული ვერსია
რადიო “ჰერეთი”

წყარო/Source: http://www.ambebi.ge...l#ixzz1wumY9qJG



#12 Share
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*
  • სტუმარი

მგლებმა ახლა ლეჩხუმს შეუტიეს

ივნისი 5th, 2012

ნანახია : 355

a10015.jpg

18:59 14.09.2011

[თეონა მანაგაძე]

კახეთის რეგიონის მსგავსად, მტაცებელი ცხოველები არც ლეჩხუმს სწყალობენ. ლეჩხუმის რამდენიმე სოფელს, მგელი თავს ესხმის და მოსახლეობის კუთვნილ საქონელს გლეჯს. ადგილობრივები პანიკაში არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

როგორც „პრესა.ჯი”-ს წყალტუბოს რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ განუცხადა, მგელი ტყიდან სოფლებში ჩადის და პირუტყვს ანადგურებს.

სოფელ ლეხიდრისთავში მცხოვრებლის თქმით, ცოტა ხნის წინ, მის ოჯახს მგელმა ძროხა შეუჭამა და ღორი დაუგლიჯა. მისი ინფორმაციით, რაიონში მსგავსი ფაქტები ხშირია და მოსახლეობა მგლის მოკვლის უფლებას ითხოვს.

„პრესა.ჯი”-სთან საუბრისას, ადგილობრივებმა შემზარავი ფაქტიც გაიხსენეს. შარშან ზამთარში, სოფელ საჩხეურში საშუალო ხნის მამაკაცი, საკუთარ ეზოში თავისა და ხელის გარეშე იპოვეს. მათი განცხადებით, ამ ფაქტის გამო მოსახლეობა პანიკაში იყო.

საკითხის გარკვევას „პრესა.ჯი” პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძესთან შეეცადა.

გამცემლიძის განმარტებით, მგელი წითელ წიგნშია შეყვანილი და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტრატეგიაა, რომ მგლის არცერთი სახეობა არ უნდა გადაშენდეს. შესაბამისად, მგლის მოკვლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა იკრძალება.

მისი ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დროს მგლის ტყავში თანხებს იხდიდნენ, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ამ ცხოველს ხოცავდა და ერთგვარ ბიზნესს აწყობდა.

„ამ ვითარების გამო, საქართველოში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მგლის ჯიშები ნადგურდებოდა. კავკასიაში მგელი, როგორც სახეობა ქრებოდა და შესაბამისად, ამ მტაცებლის მოკვლა აიკრძალა”, – განმარტა დეპუტატმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მგლის სოფლებში ჩასვლა იმითაა განპირობებული, რომ ტყეში წვრილფეხა ცხოველები აღარ არის და ასევე, ჩაის პლანტაციები გაველურდა, რის გამოც, მტაცებელმაც ადგილმდებარეობა შეიცვალეს.

მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. თუმცა, მათ ინფორმაცია არ აქვთ, რომ მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის, მოსახლეობას ზიანს აყენებს.

გამცემლიძის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრობის დროს, მან მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დადგენილება წარადგინა, რომლის მიხედვით, მგლის მოკვლა შეიძლება თუ ის მოსახლეობის კუთვნილ ქონებას ანადგურებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, დეპუტატის თქმით, მთავრობა სიფრთხილეს იჩენს და მოქალაქეებს მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი მგლის ტყავს სახელმწიფოს ჩააბარებენ. ანუ, მოსახლეობა ბიზნესს ვერ  წამოიწყებს.

„მოსახლეობას უფლება აქვს მგელი მოკლას, თუ მტაცებელი მათ ზიანს აყენებთ და მათ ჯარიმა არ დაეკისრებათ”, – განაცხადა გამცემლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი წარმოადგენს. მგლის ხროვა კი, ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. ნადირობისას მგელი წარმატებას აღწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს, იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.  www.presa.ge



#13 Share
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*
  • სტუმარი

სამეგრელოში მგლებს „მგლური“ კანონებით შეებრძოლებიან

ივნისი 5th, 2012

ნანახია : 577

16:30 07.05.2011
[ლაშა ბერულავა]

იყო დრო, როცა სამეგრელოში მგლებს მხოლოდ ილუსტრირებულ წიგნებსა და ჟურნალებში ათვალიერებდნენ, ხოლო ბავშვები მაშინ ხედავდნენ ცოცხალ მგლებს, როცა კარგად სწავლის სანაცვლოდ მამებს თბილისში, ზოოპარკში მიჰყავდათ.

ოცდამეერთე საუკუნემ ყველაფერში, მათ შორის, მგლების შემოსევაშიც თავისი კორექტივები შეიტანა და ახლა სამეგრელოს ტყეებიდან გამოსული მგლები 40 კილომეტრს გადიან, სხვადასხვა სოფლებს სტუმრობენ და დასახლებულ პუნქტებში სტუმრობაზეც არ ამბობენ უარს.

იმ დროებაში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია და ადამიანებს შიათ, რა გასაკვირია, მგელსაც მოშივდეს: ტყეში წვრილფეხა ნადირი აღარ არის ან თუ არის, მგლებს ერიდება, მგელი კიდევ ხეზე ვერ ავა და ფრინველს ვერ დაუდარაჯდება: ბოლო გამოსავალი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და რომელიმე სოფლის განაპირა ნაწილზე თავდასხმაა. მგლები ამას ზოგჯერ ჯგუფურად აკეთებენ.

მართალია, ჯერჯერობით ადამიანებს ერიდებიან და სამეგრელოს რეგიონში ადამიანებზე თავდასხმა არ მომხდარა, მაგრამ, სამაგიეროდ, თავს ესხმიან საქონელსა და შინაურ ფრინველებს, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ადამიანზე თავდასხმა.

სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდის აღმოსავლეთ შესასვლელისგან მარჯვნივ ურთას მთა მდებარეობს, რომელიც ნაწილობრივ მეჩხერი, ნაწილობრივ კი უღრანი ტყითაა დაფარული. ამ მთის ძირას და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელია განთავსებული: ურთა, ცაიში, ოდნავ მოშორებით, აბასთუმანი და თორსა. ამ საშიშ ზონაში შედის რამდენიმე სოფელი ხობის მუნიციპალიტეტიდანაც.

მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან, საკმაოდ თბილი ზამთრის მიუხედავად, მგლები ტყიდან გამოდიან და საქონელს ესხმიან თავს. როგორც ერთ–ერთმა, სოფელ თორსაში მცხოვრებმა მამაკაცმა, ბესა ჯიქიამ გვითხრა, იყო შემთხვევა, როცა მთელი სოფლის ნახირი საძოვარზე იყო წასული და ძროხებზე თავდასხმა მწყემსის თვალწინ მოხდა:

„მწყემსი ახალგაზრდა კაცი იყო, არ შეშინდა და ჯოხის ტრიალთან ერთად ხმამაღლა ყვირილიც დაიწყო, თანაც, უკვე ყელგამოჭმული, პატარა ზომის ხბოს სისხლის ხვრეპით გართულ მგელს ჯოხს ცხვირწინ უტრიალებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მგელს ხვრეპა და ჭამა არ შეუწყვეტია. როგორც იცით, ასეთ დროს ნებისმიერი ცხოველი ღიზიანდება ხოლმე და არ იყო გამორიცხული, მგელი მას მიბრუნებოდა.

ყვირილზე საძოვარზე რამდენიმე მამაკაცი ავედით, თუმცა, სამი ყელგამოჭმული ძროხის და შეშფოთებული მწყემსის გარდა არავინ დაგვხვდა. საერთოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მგლებისგან ისე დავზარალდით, როგორც არასდროს. მარტო ჩვენს სოფელში მგელმა 12 თხა დაგლიჯა ერთ სეზონზე, ძროხებს კი 7–ჯერ დაესხნენ თავს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა სამეგრელოში მცხოვრებ გლეხს მგელი მაკე ძროხას დაუგლეჯს…”

მგლების შემოსევების სიხშირის გამო გასულ წელს მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით მიმართა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს, რათა მათთვის, გამონაკლისის სახით, ნება დაერთოთ, რომ მგლებს სანადირო თოფებით გამკლავებოდნენ.

როგორც ცნობილია, მგლის მოკვლა  კანონით ისჯება და 400 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში კი უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. გამგეობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საშიშ ზონებში მგლების მოგერიების მიზნით მობილური ჯგუფები შეექმნათ, სადაც მონადირეთა კავშირის წევრები და ის მოხალისეები გაწევრიანდებოდნენ, რომლებსაც სანადირო თოფების გამოყენების უფლება აქვთ.

წლის დასაწყისიდან ასეთი მობილური ჯგუფები მართლაც მოქმედებს და თავდაპირველად რამდენიმე სოფელში სიტუაცია თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მგელი, ზოგადად ჭკვიანი ცხოველია და სიტუაციას მალე აუღო ალღო. შეიძლება ითქვას, ამ ღონისძიებამ არა ღონისძიებაში მონაწილეთა უსუსრობის ან მოუხერხებლობის, არამედ მგლების მხრიდან ალღოს აღების გამო არ გაამართლა.

ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა სამეგრელოს მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება, რამე დაუპირიპირონ მგლების ახალ შემოსევას, თუმცა ფაქტია, რომ ბრძოლა უთანასწოროა: ამ დაპირისპირების პროცესში მგლებმა ოცზე მეტი თხა და ათზე მეტი ძროხა დაგლიჯეს, მობილური ჯგუფების წევრთა ტყვიის მსხვერპლი კი მხოლოდ სამი მგელი გახდა…     www.presa.ge



#14 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

„პრესა.ჯი”-სთან საუბრისას, ადგილობრივებმა შემზარავი ფაქტიც გაიხსენეს. შარშან ზამთარში, სოფელ საჩხეურში საშუალო ხნის მამაკაცი, საკუთარ ეზოში თავისა და ხელის გარეშე იპოვეს. მათი განცხადებით, ამ ფაქტის გამო მოსახლეობა პანიკაში იყო.

საკითხის გარკვევას „პრესა.ჯი” პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძესთან შეეცადა.

გამცემლიძის განმარტებით, მგელი წითელ წიგნშია შეყვანილი და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტრატეგიაა, რომ მგლის არცერთი სახეობა არ უნდა გადაშენდეს. შესაბამისად, მგლის მოკვლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა იკრძალება.

მისი ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დროს მგლის ტყავში თანხებს იხდიდნენ, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ამ ცხოველს ხოცავდა და ერთგვარ ბიზნესს აწყობდა.

„ამ ვითარების გამო, საქართველოში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მგლის ჯიშები ნადგურდებოდა. კავკასიაში მგელი, როგორც სახეობა ქრებოდა და შესაბამისად, ამ მტაცებლის მოკვლა აიკრძალა”, – განმარტა დეპუტატმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მგლის სოფლებში ჩასვლა იმითაა განპირობებული, რომ ტყეში წვრილფეხა ცხოველები აღარ არის და ასევე, ჩაის პლანტაციები გაველურდა, რის გამოც, მტაცებელმაც ადგილმდებარეობა შეიცვალეს.

მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. თუმცა, მათ ინფორმაცია არ აქვთ, რომ მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის, მოსახლეობას ზიანს აყენებს.

გამცემლიძის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრობის დროს, მან მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დადგენილება წარადგინა, რომლის მიხედვით, მგლის მოკვლა შეიძლება თუ ის მოსახლეობის კუთვნილ ქონებას ანადგურებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, დეპუტატის თქმით, მთავრობა სიფრთხილეს იჩენს და მოქალაქეებს მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი მგლის ტყავს სახელმწიფოს ჩააბარებენ. ანუ, მოსახლეობა ბიზნესს ვერ  წამოიწყებს.

„მოსახლეობას უფლება აქვს მგელი მოკლას, თუ მტაცებელი მათ ზიანს აყენებთ და მათ ჯარიმა არ დაეკისრებათ”, – განაცხადა გამცემლიძემ.

 

 

 

ანუ თუ ტყავს ჩავაბარებთ  ......??????


53c8c0d32f03.jpg


#15 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

რაღაცა რაოდენობა უნდა იყოს მაგრამ ახლა რა რაოდენობაც არის ცვენს ბუნებაში ზედმეტია

 







საკვანძო სიტყვები: ყველაფერი ნადირობაზე, მგელი, მტაცებელი, ოჯახი, ნადირობა, ინსტიქტი, თვითგადარჩენა, ისტორია, ფაქტები, შესახებ, საქრთველო, ლეგიონი, ლეკვი, ბუნაგი, წარმოშობა, პლეისტოცენის ეპოქა, დნმ, ბერინგი, ტერიტორია, რანგი, ხროვა, მონოგამური ცხოვრება, ყმუილი, გამრავლება, ტერიტორიები, ბუნებრივი გადარჩევა, ავადმყოფი, ჩრდილოეთის ირმები, გუნდური მოქმედება

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 49 წევრს: