Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წყაროები კოლხეთის შესახებ (ნაწილი I)

 
Untitled-1.jpg
 

სტრაბონი, ბერძენი გეოგრაფი ძვ.წ. I-ახ.წ. II სს.  "გეოგრაფია"

"ქვეყანაში კარგი ნაყოფები იცის, გარდა თაფლისა და მოიპოვება გემთსაშენი ყოველი მასალა, რადგან აქ მრავალი ტყეა და მდინარეებითაც ჩამოაქვთ, ამუშავებენ ბლომად სელს, კანაფს, ცვლისა და ფისს, ხოლო სელის დამუშავება განთქმულიც არის და ქვეყნის გარეთაც კი გააქვთ"

 

ანონიმი ავტორი, ძვ.წ. IIIს,  "პერიპლუსი"

"მდინარეში რომ შედიხართ, ფასისის მარცხნივ მდებარეობს მილეტელთა ელინური ქალაქი, რომელსაც ფაზისი ეწოდება და რომელშიაც, ამბობენ, ჩამოდის სამოცი ტომი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე. მათ შორის, ამბობენ, ზოგნი არიან ბაბაროსები ინდოეთიდან და ბაქტრიიდანო"

 
პომპონიუს მელა, ძვ.წ. I ს.  "დედამიწის აღწერილობა

"აქ არიან კოლხები, აქ ჩამოდის ფასისი, აქვეა ამავე მდინარის სახელის მქონე, თემისტიგორა მილეტელის მიერ დაარსებული ქალაქი, აქაა ფრიქსოს ტაძარი და კორომი, სახელგანთქმული ოქროს საწმისის შესახებ ძველი თქმულებით."

 
სტრაბონი, ბერძენი ძვ.წ. I-ახ.წ. IIსს.  "გეოგრაფია"

1) "ტავრის მთიანეთში არის მთა ტრაპეზუნტი, თანამოსახელე იმ ქალაქისა, რომელიც ტიბარანიასა და და კოლხიდასთან მდებარეობს" 2)"ეს სანაპირო აღმოსავლეთისაკენ მიემართება და სამხრეთს უყურებს... ნელ-ნელა დასალეთისაკენ შემობრუნდება და პიტიუნტთან და დაიოსკურიასთან სრულდება: კოლხიდის ეს ადგილები ხომ დასახლებულ სანაპიროს ესაზღვრება. დიოსკურიის შემდეგ დანარჩენი სანაპირო კოლხიდისაა და მის მომდევნო ტრაპეზუნტთან მნიშვნელოვან მოხრილობას ქმნის, შემდეგ პირდაპირ მიემართება, ქმნის მარჯვენა გვერდს პონტოსას. მთელი სანაპირო კავკასიონის ქვემოთ მდებარეობს" 3)"დიოსკურია უბეში მდებარეობს და მთელი ზღვის უკიდურესი აღმოსავლეთი პუნქტი უჭირავს მასზე. ამბობენ, რომ ისაა ექვსინის უშორესი ადგილი და უკიდურესი საცურაოდ... დიოსკურია სავაჭრო ადგილია მის ზემოთ და გარშემო მცხოვრები ტომებისათვის. ერთთა აზრით, ქალაქში თავს იყრის 70 ტომი, ხოლო მეორენი ამბობენ სამასიო (ესენი არაფრით ზრუნევენ სიმართლისათვის). ყველა ტომი განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს, რადგან დაფანტულობის გამო შეურევლად ცხოვრობენ თავისი სიამაყისა და ველურობის მიზეზით უმეტესობა სარმატია, ხოლო ყველგან კავკასიელები არიან. ესაა რაც შეეხება დიოსკურიას. ხოლო დანარჩენი კოლხიდა მეტწილად ზღვასთან მდებარეობს. მასზე ფაზისი მიედინება, რომელიც იერთებს გლავკოსსა და ჰიპოსს, მახლობელი მთებიდან გადმომდინარეთ.  ფაზისზე აღმა ცირვა სარაპანისამდე შეიძლება. ამ სიმაგრეს შეუძლია მთელი ქალაქის მოსახლეობა დაიტიოს; სარაპანისიდან ფეხით, საურმე გზით 4 დღეში მიისვლება მტკვრამდე. ფაზისზე მდებარეობ მისივე მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით, ტბითა და ზღვით. აქედან ამისოსამდე და სინოპამდე 8 ან 9 დღის ზღვით სამგზავროა... 4)თუ როგორი იყო ძველად სახელგანთქმული ეს ქვეყანა, ამას მითები ცხადყოფენ, რომლებიც მოგვითხრობენ იაზონის ლაშქრობაზე, რომელიც მოვიდა მიდიამდე, და ამაზე უწინ კი ფრიქსეს ლაშქრობაზე. 5)"...კოლხეთში მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რასაც ბარბაროსები რახვრეტილი ვარცლებითა და ტყავებით აგროვებენ. აქედან გამომდინარეობს მითი ''ოქროს საწმისიან ტყავზე''. 6)"...ფაზისზე 120 ხიდით გადაისვლება მისი მიხვეულ-მოხვეულობის გამო. წყალდიდობების დროს ეს ნაპირები დახრულია მრავალი ნაკადულით. ფაზისი წარმოიქმნება ზემოთ მდებარე მთებში მრავალი წყაროსაგან, ხოლო დაბლობში სხვა მდინარეებს იერთებს, რომელთა შორის არის გლავკოსი და ჰიპოსი; გავსებული და სანაოსნოდ გამოსადეგი ჩადის პონტოში"

 
არიანე, I-II სს, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო"

"მოვედით ტრაპეზუნტში... ზღვის პირას მდებარე ელინურ ქალაქში, სინოპელთა ახალშენში და სიამოვნებით შევყურებდით ექვსინის ზღვას... აქ სამსხვერპლოებია აღმართული, მაგრამ ხორკლიანი ქვისაგან და ამიტომ ასოები მკაფიოდ ვერაა ამოკვეთილი, ხოლო ბერძნული წარწერა შეცდომითაც კია შედგენილი, რადგან ბარბაროსების მიერაა დაწერილი... ...აქვე ოთხკუთხა ქვბით აშენებული ტაძარიც არაა ცუდი, მაგრამ ჰერმესის ქანდაკება არ შეეფერება არც ტაძარს, არც ამ ადგილს... ტრაპეზუნტიდან რომ წამოვედით, პირველ დღეს მივედით ნავსადგურ ჰისოსში... აქედან გავცურეთ ქარის შემწეობით, მდინარეებიდან რომ უბერავდა და, ამასთანავე, ნიჩბებსაც ვხმარობდით... ბოლოს, ბევრი ტანჯვის შემდეგ მივედით ათენაში.  ექვსინის ზღვის ნაპირზე არის ასეთად წოდებული ქალაქი და აქვეა ათენას ბერძნული ტაძარი, რომლისგანაც, ვფიქრობ, მიიღო სახელი ამ ადგილმა. არის აქ უყურადღებოდ მიტოვებული ციხესიმაგრეც... ...შევედით მდინარე ფაზისში... ფაზისში რომ შედიხარ მარცხნივ აღმართულია ფაზისელი ქალღმერთის ქანდაკება. გარეგნობის მიხედვით ის რეას ჰგავს, რადგან ხელში წინწილა უჭირავს, მისი სავარძლის წინ ლომები წვანან და თვით ის ისევე ზის, ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტრიონში. აქ უცვენებენ არგოს რკინის ღუზას. არა მგონია, რომ იგი ძველი იყოს. თუმცა სიდიდით არა ჰგავს ახლანდელ ღუზებს და მოყვანილობითაც განსხვავდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უფრო ახალ დროს უნდა ეკუთვნოდეს. აქვე მაჩვენეს ქვის ძველი ღუზის ნაჭრებიც, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება მივიჩნიოთ არგოს ღუზის ნაშთად."

 
აპიანე, II ს. "მითრიდატეს ომების ისტორია"

"კავკასიონიდან გადმომდინარე მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები სქელმატყლიან ცხვრის ტყავს დებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც ამ ტყავებზე რჩება. ალბათ, ამგვარივე იყო აიეტის ოქროს საწმისიც"

 
 სკილაქს კარიანდელი, ბერძენი მოგზაური, ძვ.წ. VIს

"ელნურ ქალაქ ფაზისიდან აღმოსავლეთით 180 ტადიონის დაშორებით მდებარეობს დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა"

 
 
ივერი კოპალიანი

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯერ კიდევ სტრაბონის დროს არის პიცუნდა  (პიტიუნდი) მოხსენიებული, როგორც განვითარებული ქალაქი. ეს კლიზმა აფსუები საიდანღა ჩამოეთესლენ...ამათი ......


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?