Jump to content


ამ თემას აქვს 67 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქსოვრეთელი ......ა  ბატონო.  აგერაააა 


legion.ge-82-1553250819.jpg


#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქსოვრეთელი ......ა  ბატონო.  აგერაააა 


legion.ge-82-1553250819.jpg


#48 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქსოვრეთელი ......ა  ბატონო.  აგერაააა 


legion.ge-82-1553250819.jpg


#49 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5161 პოსტი


#50 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მე ჩემი საკუთარი მეთოდი მაქვს  ;)



#51 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

ისე ძაან ვწვალობდი წმენდაზე (სოლვენტებს არ ვიყენებ, მეშინიან) სანამ ჭურჭლის სახეხი ბურბუშელა არ ვცადე. ბალისტოლით გაპოხილ ლულას სპილენძის (მეეჭვება რომ ფერი აქვს მხოლოდ სპილენძი) ჯაგრისით ვხეხავ 15-30 გატარება (გააჩნია დაბინძურების ხარისხს), შემდეგ ვატარებ "მაიჩნის" ჩვარს, რომელიც თექის საწმენდზეა გადაკრული. ამის მერე პოლიეთილენის ჯაგრისით ისევ ვპოხავ ლულას და შიგნით ვდებ ჭურჭლის სახეხი ბურბუშელას (ამასაც ბალისტოლის სპრეის ვასხურებ) 2 ბურთულას (ერთი სტანდარტული ჭურჭლის სახეხიდან 12 კალიბრისთვის გამოსადეგი 3 ან 4 ბურთულა გამოდის), ვაწვები შომპოლით 3-5 გატარება, შემდეგ ისევ მაიჩნის ნაჭრის (ჩემს ირგვლივ ბრეტელებიანი მაიკების დეფიციტია, სადაც ვნახავ ვჭრი) რამოდენიმე გატარება სანამ ნაჭერი აბსოლიტურად თეთრი არ გამოვა. ხის ნაწილებს სელის ზეთით ვპოხავ.

 

საკონსერვაციო ზეთებს არ ვიყენებ, უბრალოდ იარაღს ყოველი გამოყენების მერე ვწმენდ. თუ რომელიმე იარაღი არ გამისვრია, დაახლოებით 2 თვეში ერთხელ მაინც ვწმენდ. მოკლედ იარაღის მოვლის დიდი სტაჟი არ მაქვს. თუ რამეს არასწორად ვაკეთებ იქნება შენიშვნები მომწეროთ.



#52 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ტორო მეც თითქმის იგივე ხერხებს მივმართავ, იარაღის წმენდა ჩემთვისაც ''წმინდა საქმეა'' :)

 

ბალისტოლის უნივერსალურ ზეთს აქტიურად ვიყენებ და კმაყოფილი ვარემ ))



#53 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

ტორო მეც თითქმის იგივე ხერხებს მივმართავ, იარაღის წმენდა ჩემთვისაც ''წმინდა საქმეა'' :)

 

ბალისტოლის უნივერსალურ ზეთს აქტიურად ვიყენებ და კმაყოფილი ვარემ ))

საველე პირობებში თუ გიხდება ხოლმე გაწმენდა და რას იყენებ?



#54 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კი მიხდება, ამ ზამთარს ძაან დიდი სამუშაო გმაიწია, კვატაზე ვიყავით გურიაში და თოფმა ტალახში ისკუპა, რომ არა ეს ღვთივდალოცვილი, 600 კმ-ს ტყუილად გავივლიდი )))

 

ამ საწმენდს ვიყენებ და ვემადლიერები კიდევოც :)

 

 

 

c31e3cd9da7d.jpg

 

 

ქარავანში მაქვს ნაყიდი (თუ არ ვცდები 25 ლარი გადავიხადე)

 

ამაზონზეც არი მაგრამ მოგნი იგივე ჯდება...

 

https://www.amazon.c...n cleaner brush



#55 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ძაან კაი რამეა ;)



#56 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

ჰო ჯობია რამე მაგდაგვარი ან საწმენდი კომპაქტური კომპლექტი შევკრა თორე ამ ზამთარს ჩემი ძმაკაცის თოფიც ჩაერჭო გურიის ტალახში და იქვე არხში გაირეცხა პირდაპირი მნიშვნელობით. გული დამეთუთქა.



#57 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ხო საველე პირობებში ჩემი აზრით მეტი არცაა საჭირო, კაპიტალურად კიდე მოსვლისთანავე ეგრევე ვუტარებ თერაპიებს :)  :ki:



#58 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესო სტატიას გადავაწყდი. 

 

http://shooterscentral.ge/?cat=16

 

 

 

Archive for the ‘იარაღის მოვლა და მომსახურება’ Category

 
 
როგორ ვამუშაოთ .22lr კალიბრის იარაღი საიმედოთ და დიდი ხნით Wednesday, September 5th, 2018

არსეობს გარკვეული ნიუანსები, რის გამოც მცირეკალიბრიანი იარაღის (წრიული აალების .22lr ვაზნაზე გათვლილის) მოვლა/მომსახურება განსხვავდება სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებისგან. ასეთი განსხვავებების არსებობა განპრიობებულია, როგორც ვაზნის ასევე ამ ვაზნაზე გათვლილი იარაღების კონსტრუქციული თავისებურებებით. მაგალითად უმეტეს შემთხვევაში მცირეკალიბრიანი ტყვია არის ყოველგვარი გარსის გარეშე, რაც ნიშნავს რომ თუ ლულის არხის ზედაპირი არ არის სათანადოდ გაპრიალებული ტყვიის ნადები გახდება რეგულარულად მოსაცილებელი. ასევე მცირეკალიბრიანი ვაზნა დაფარულია დამცავი საფოხის თხელი ფენით, რომელიც ასევე გროვდება იარაღის შიგნით და საჭიროებს რეგულარულ მოცილებას. ვაზნის მასრა თხელია, შესაძლებელია ასეთი ვაზნა თითებით “გადატეხოთ’. თავის მხრიც მცირეკალიბრიანი იარაღიც, გამოყენების ფილოსოფიიდან გამოდმინარე იქმნებოდა სხვაგვარად.  კონსტრუქციის სიმარტივე, იოლი, ისნტრუმნეტების გარეშე დაშლა/აწყობის შესაძლებლობა არ წარმოადგენდა პრიორიტეტს. ხშირად ასეთი იარაღების (განსაკუთრებულად ახალ მოდელებში) კონსტრუქცია შედგება ბევრი დეტალისგან. აქიდან გამომდინარე ხშირი დაშლა ასეთი იარაღების მაინცდამაინც არ არის რეკომენდირებული. ასევე ხშირად საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენება, ხრახნების მოხსნა, რაც დამეთანხმებით იშვიათად არის საჭირო ტიპიური ტაქტიკური, თავდაცვითი ან თუნდაც სანადირო იარაღის შემთხვევაში. ხშირად მცირეკალიბრიანი იარაღი მზადდება, მოდით ასე ვთქვათ იაფი მასალების გამოყენებით, პირველ რიგში პლასტმასების და მსუბუქი შენადნობების გამოყენებით, ყველგან სადაც ეს შესაძლებელია.  იშვიათად ხდება დეტალების წრთობა, რაც ასევე ზრდის მათი დაზიანების რისკს.  ჩემი ჩანაწერები ადასტურებენ, რომ 90% ყველა დაბრკოლების, რომელიც განიცადეს ჩემმა იარაღებმა, მოდის სწორედაც, რომ მცირეკალიბრიან იარაღზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, .22 კალიბრის იარაღი შეიძლება იყო საიმედო. მე ერთხელ ნახევრად-ავტომატური კარაბინის Mossberg 702-ის ტესტირებისას, წმენდის გარეშე ვისროლე 2000 ვაზნა დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში და იარაღს არ გაუჭედია, შემდეგ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე გავწმინდე და  ვისროლე კიდე 2000, პრაქტიკულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. 4000-ზე მეტ გასროლაზე მოხდა მხოლოდ 10 დაბრკოლება, აქედან თუ მეხსიერაბა არ მღალატობს 8 შემთხვევა მოდის ერთ კონკრეტულ მუხტზე, რომელიც ამ კარაბინს უბრალოდ არ მოეწონა.

არსებობს ასევე არასწორი მოსაზრება, რომ მცირეკალიბრიანი იარაღი საერთოდ არ საჭიროებს წმენდას. ასეთი გულუბყვილო დამოკიდებულება ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ მცირეკალიბრიანი იარაღი მეტწილად გამოიყენება რეკრეაციული სროლისთვის, გასართობად, და ამიტომ თუ იარაღმა დაიწყო გაჭედვა, ამას მსროლელისთვის მძიმე შედეგი არ მოყვება. რა თქმა უნდა ესეც ვარიანტია, ისროლო სანამ იარაღი არ გაივსება ჭუჭყით და არ დაიწყებს გაჭედვას.  მხოლოდ ამის მერე გაწმინდოთ. ჩემი აზრით უმჯობესია უზრუნველყოთ, რომ იარაღი ისროდეს ყოველთვის და რომ პროცესში ის არ გააფუჭოთ. როგორ, ამას ამ სტატიაში მოგიყვებით.

უმეტესობა მსროლელების, იცის წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც იარაღი უნდა გაიწმინდოს ყოველი სროლის შემდეგ. ეს კარგი წესია, მაგრამ არის გამონაკლისები. თუ იარაღს იყენებთ ხშირად, მაგალითად ნადირობის სეზონის დროს, ყოველი ნადირობის მერე იარაღის დაშლა და წმენდა ალბათ იქნება ზედმეტი. მცირეკალიბრიანი იარაღის შემთხვევაში აქაც გარკვეული ნიუანსებია.  თუ თქვენ იყენებთ მაგალითად საბჭოთა მცირეკალიბრიან შაშხანა ТОЗ-8-ს, მისი ხშირი წმენდა არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ იარაღი ძალზედ მარტივია.  თუ თქვენ ისვრით გერმანული GSG-522-დან, დამიჯერეთ ამ იარაღის წმენდა მალე მოგბეზერდებათ, იმიტომ რომ მისი დაშლა საკმაოდ რთულია.  ასე, რომ  პირველი რჩევა იქნება შემდეგი:  არ არის აუცილებელი ყოველი სროლის შემდეგ იარაღის დაშლა და გაწმენდა. მცირეკალიბრიანი ვაზნა კოროზიული არ არის, რაც ნიშნავს რომ სროლის შემეგ კოროზიული მარილებისგან წმენდა აუცილებლობას არ წარმოადგენს.  .22 კალიბრის ლულები ასევე არ არის დაცული ქრომით და უნდა ვივარაუდოთ, რომ ისეთი ხისტი ზედაპირი არ აქვთ როგორც ცენტრალური აალების ვაზნებზე გათვლილ იარაღში, შესაბამისად ხშირი/ზედმეტი წმენდით დაზიანების ალბათობაც მაღალია. არსებობს ასეთი ხშირად გამეორებული თქმულება, რომ გაცილებით მეტი ლულა ფუჭდება არასწორი წმენდით ვიდრე ბევრი სროლით. გარდა ამისა, თუ დასაშლელად საჭიროა ხრახნების დაშვება და მოჭერა, ადრე თუ გვიან ეს ხრახნები დაზიანდება. ხსენებულ GSG-522-ზე, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწყოთ იარაღის დაშლა უნდა მოხსნათ ორი ხრახნი, რომელიც რბილი მეტალისგან არის დამზადებული და მე არ მინახია არც ერთი მეორადი ასეთი იარაღი, რომელსაც ქონოდა საღი, დაზიანებების გარეშე ხრახნები.

P1010365.jpg

ავტორის კუთვნილი Browning Buckmark Target ავტორის მიერ დაყენებული B-square-ის უივერის სამაგრით და Gamo-ს კოლიმატორით. იმისთვის რომ ეს პისტოლეტი დაიშალოს საჭიროა ორი ზევიდან განლაგებული ხრახნის დაშვება, ლულა იარაღზე დამატებით არის დაფიქირებული კიდევ ერთი ხრახნით. არ უნდა იყო პროფესორი, რომ მიხვდე, ამ ხრახნების ხშირი მოხსნა-დაყენება ადრე თუ გვიან გააფუჭებს ან ხრახნებს ან იარაღს. ამიტომ ბუნებრივია წმენდის ციკლები უნდა იყოს დაყვანილი აუცილებელ მინიმუმამდე. ეს პისტოლეტი არის მთლიანად ფოლადის, ხარისხიანად დამზადებული, ამიტომ არის მძიმე და ძვირადღირებული. 


ჩამსწორებელი babu, 04 April 2020 - 10:41 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#59 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

522breach.jpg

არის წმენდის თვალსაზრისით კიდე უფრო „რადიკალური“ მაგალითები, მაგალითად გერმანული GSG-522 ტიპის კარაბინები, რომელთა საკეტის მოდული „შეკრულია’ 11 ხრახნით. მისი დაშლა საერთოდ არ არის რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ.

DSC00993.jpg

კიდევ ერთი მაგალითი, რომ თანამედროვე იარაღების დიდი ნაწილი არ არის გათვლილი ხშირ წმენდაზე არის Walther G22. სურათზე ის თითქოს დაშლილია გასაწმენდად, მაგრამ რესივერი, საკეტი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კვლავ არის დახურული და საჭიროა დამატებით მისი დაშლა. ასეთი იარაღის სრულად გაწმენდას ყოველი სროლის შემდეგ, შეძლებენ მხოლოდ  ნამდვილი ფანატიკოსები, მაგრამ პროცესში აუცილებლად დაკარგავენ საკეტის შემაკავებლის ან მჭიდის მცველის ზამბარებს ან რამე სხვა პატარ დეტალს, რომელიც ამ იარაღს უხვად აქვს. 

რაც შეეხება კონსტრუქციულ სირთულეს, ყველაზე მაგრად გამაკვირვა ამერიკული Savage 64-ის კონსტრუქციამ (იარაღი კანადაში იწარმოება). ამ იარაღიდან საკეტს საერთოდ ვერ მოხსნიდი ლულის რესივერიდან მოხსნის გარეშე. ლულა კიდე  ფიქსირდებოდა მასიური ხრახნით. „სერიოზულ“ იარაღში საკეტის მოხსნა მისი წმენდის მიზნით არის ჩვეულებრივი რამ, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამისთვის საჭირო იყოს ლულის და სალულე კოლოფის განცალკევება. მცირეკალიბრიან იარაღებში ასეთი უცნაური გადაწყვეტილებები არ არის იშვიათი, რისი მიზეზიც არის მწარმოებლის სურვილი შეამციროს იარაღის თვითღირებულება. მაგალითად აშშ-ში თანამედროვე „პლინკერების“ (მცირეკალიბრიანი იარაღი შექმნილი გასართობი სროლისთვის) იშვიათად ცდება 200 დოლარს. ნორმად ითვლება მსუბუქი შენადნობების და პლასტმასების მასიური გამოყენება. ეს არ არის კარგი იარაღის რესურსის თვალსაზრისით, სამაგიეროდ ასეთი იარაღი არის ხელმისაწვდომი პრაქტიკულად ყველასთვის.  საქართველოში რატომღაც 150 დოლარიანი იარაღიც 800-1000 ლარში იყიდება…..


legion.ge-82-1553250819.jpg


#60 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

jw22boltdis.jpg

ნახევრად-ავტომატები, როგორც წესი საკმაოდ ძნელად იშლება, არ აქვს მნიშვნელობა ეს კარაბინია თუ პისტოლეტი, ძველი თუ ახალი გამოშვება. იარაღები მექანიკური გადატენვით პირიქით. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როგორც ეს Norinco Jw-21, ბერკეტიანი საკეტით. იარაღის დასაშლელად საჭიროა ხრახნის მოხსნა. ხრახნიც და რესივერიც დამზადებულია რბილი მეტალისგან, ხრახნეის დაზიანება ადვილია, ზედმეტი გადაჭერა იწვევს რესვიერის დეფორმაციას იმ დონემდე, რომ საკეტი შიგნით იჭედება რესივერის კედლებში. 

მცირეკალიბრიან პისტოლეტებს რაც შეეხება აქ ორი უკიდურესობა გვაქვს. ტრადიციული კონსტრუქციის “რკინის” პისტოლეტები, რომლებიც ისევ და ისევ რთულად იშლებიან (Ruger .22, Browning Backmark, МЦМ) და ხანდახან საკმაოდ ძვირიც ღირს ან თანამედროვე “ტაქტიკური” პისტოლეტები (Walther P22, SIG Mosquito, GSG 1911), რომლებიც გვანან საბრძოლო იარაღს, ასევე ადვილად იშლებიან, მაგრამ დამზადებულები არიან ყველაზე იაფი მასალებისგან და დამზადების ხარისხიც ხშირად არის დაბალი.

DSC06133.jpg

ავტორის კუთვნილი SIG Mosquito Sport, რამდენადაც კარგად გამოიყურებოდა იმედენად ცუდათ იყო შესრულებული და თანაც არასაიმედო. მასალების ხარსხზე და შესრულებაზე მეტყველებს ის, რომ დაგრძელებული ცხვირი, ფიქსირდებოდა ხრახნით პირდაპირ ლულაზე (!!!), პატარა გადაჭერა და ლულის არხი შიგნიდან ამოიბურცა იმ ადგილში სადაც ხრახნი გარედან აწვებოდა ლულის კედელს. არა მე არ მეშლება არაფერი, იმიტომ რომ დიაგნოზი დამიდასტურა იარაღების ოსტატმა, რომლის კომპეტენციაში მე ეჭვი არ მეპარება. 

DSC00289.jpg

თუ გსურთ მოკლელულიანი მცირეკალიბრიანი იარაღი, რევოლვერი ბევრ უპირატესობას გთავაზობთ. ის ინელებს ყველა ვაზნას. საჭიროებს მინიმალურ მოვლას. უბრალოდ ერთ ხარისხიან მცირეკალიბრიანი  რევოლვერის მოდელზე მოდის 5 უხარისხო, იაფი და ხანდახან სახიფათო მოდელი. მაგალითად ეს Arminius HW-22, გარდა იმისა, რომ ორი-სამი დოლურას მშრალად გატრიალებით (სასხლეტზე დაჭერა ვაზნების გარეშე) სავაზნეები დეფორმირდებოდა დამრტყმელისგან, მას ერთმაგ რეჟიმში ქონდა იმდენად მსუბუქი სასხლეტი, რომ საკმარისი იყო ოდნავ მასზე შეხება და ეგრევე ხდებოდა გასროლა. 

ყველაფერი ეს მოგიყევით, იმიტომ, რომ დაგიდასტუროთ, რომ მცირეკალიბრიან იარაღში  ხშირი ხელების ფათური შეიძლება დამთავრდეს დეტალების დაკარგვით ან იარაღების ნაადრევი მწყობრიდან გამოსვლით. გამოსავალი რა თქმა უნდა არის, როგორც უკვე აღვნიშნე,  მოვლა-მომსახურების რეგლამენტის ცვლილება. წმენდა რაღაც რაოდენობა ვაზნების გასროლის შემდეგ ან თუ იარაღის გამოყენება ხდება რეგულარულად, დროის გარკვეულ პერიოდებში. თავად შეამჩნევთ როდის ეწყება იარაღს პრობლემები და ამის მხიდვით დაადგენთ, როდის უნდა გაწმინდოთ. ზოგი იარაღი როგორც ხსენებული  Mossberg 702 არ არის პრეტენზიული, ზოგი პირიქით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ნებისმიერი იარაღი წმენდის გარეშე გაისვრის 400-500 ვაზნას ყოველგვარი პრობლემის გარეშე. უმეტესობა გაისვრის ბევრად მეტს. ბუნებრივია თუ ერთხელ გამოიყენეთ იარაღი და მეტს აღარ აპირებთ არ იქნება ურიგო გაწმინდოთ ის თუნდაც ერთი სროლის შემდეგ, მაგრამ თუ ისვრით რეგულარულად წმინდეთ რაღაც რაოდენობა ვაზნების ან რაღაც დროის პერიოდის გავლის შემდეგ. იმისთვის რომ ხრახნების, შტიფტების დაზიანება არ მოხდეს, ყოველთვის გამოიყენეთ შესაბამისი ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ხრახნების დაზიანება საკმაოდ ადვილია. იარაღის მწარმოებლები იყენებენ სპეციალური ზომების ხრახნების და დაზიანების შემთხვევაში მოგიწევთ მისი საზღვარგარეთიდან შეკვეთა. ასე, რომ თუ იარაღის დასაშლელად საჭიროა ინსტრუმენტები გამოიყენეთ ისეთი ინსტრუმენტები, რომელბიც ზუსტად ერგება ხრახნებს, შტიფტებს და სხვა დეტალებს.

შესაძლებელია იარაღის გაწმენდა საერთოდ მისი დაშლის გარეშეც. გახსენით საკეტი, დააფიქსირეთ ის ღია მდგომარეობაში. გამოიყენეთ დახრილი მცირე ზომის ჯაგრისები რომ გაწმინდოთ საკეტის სარკე და განსაკუთრებულად ადგილი ექსტრაქტორის კბილის ქვეშ და მის ირგვლივ. ასევე გაწმინდეთ ის ადგილი რესივერში სადაც არის დამაგრებული ლულა და სადაც საკეტი ეჯახება ლულას/სავაზნეს. ხანდახან მიწოდებისას ხდება ტყვიის აპარსვა და ნარჩენები სწორედ მანდ გროვდება. ეს წმენდა როგოც წესი საკმარისია რომ იარაღმა იმუშაოს ძალიან დიდი ხანი ყოველგვარი დაშლის გარეშე.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?