Jump to content


ამ თემას აქვს 64 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ებე.....აი ბევრი დალევა რასა შვება..ერიჰა... :):)

 


:DD


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბულიკო ამ თემაში დადე რა... , თუ არ შეწუხდები..... :D


legion.ge-82-1553250819.jpg


#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რა დავდო???

 



#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს სადღეგრძელოები (ლექსათა კაცო ლექსათა)


legion.ge-82-1553250819.jpg


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აააააა

:0030:



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბულიკო იმ თემაში დადე რა....


legion.ge-82-1553250819.jpg


#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, 
ხულო შუახევ ქედიდანა, 
დედო დვრინით დამემღერა, 
დიდიგოროზი  მთები თანა, 
მთები! - ვისთვის თვალსეირი, 
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, 
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, 
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, 
კლდის კატარში მზე ყვაოდა, 
კლდის ბორჯღალზე ბერჩქვი ყანა, 
გვანცას ლოცვებს ვაზის სული, 
გორით -გორზე გადეყვანა, 
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, 
დაჯვარული მთები წვანან, 
მთებში ჩუმად დაქვითინებს, 
ჩემი დიდი ნენეს ნანა, 
დერდებს გულში ვიბექსნიდი, 
აჭარელი ვიყავ განა! 

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარისტყავის გუდა თანა, 
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, 
ამ სირთების სევდა თანა, 
მიმღერია ღვინიანზე, 
მიტირია კიდეც განა, 
როცა ჩემი ძველთი ზვარე 
ზვავის ნაძოვს დაემგვანა, 
როს შხალთაში შხალთიხატებს, 
უსაპნავდნენ ყელში კანაფს, 
ჯავარქედზე ჯამებს დგამდნენ, 
ვარდიქედზე ეკლის კარავს, 
ეივახ! ამის შემხედვარე, 
ნამსხვანიდან  გაველ განა, 
მთებს ტყეები ბანალივით 
აბურძგლოდა უბიდანა, 
ღელე-ღურდან დავეძებდი, 
კანკალებდა ხელში დანა, 
გამჩენელო, სხვა რა მექნა, 
აჭარელი ვიყავ განა! 

ჰოიდა ნანა, ვოჰოი ნანა, 
ქოჩახელას ქარჩხი განა, 
უსულ-უსულ,ლოცვა-ლოცვით
ქარმა ნისლებს გაატანა. 
ფიჩხიფუტან გაჭვართლული
ერთს ვცეკვობდი განდაგანა, 
თვარა ისე დუშმნის თვალებს 
მიბჯგენილი ვიყავ მარად, 
მიბჯგენილი ვით ამ მთებზე 
ლოდისძირის ძვლების ძალა, 
მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე 
დირეები კოჩბორჯგალა, 
მიბჯგენილი ვით ჩალიქვით
გაჯანდრული ნენეს ნანა, 
ჯამმა ბევრი მაბოჯირა, 
მომბეჯა და მამავალა, 
მომტიკრა და მამუმრათა, 
დამინდო და დამავალა. 
სისხლში სისხლი! 
მხოლოდ სისხლი! 
აჭარელი . ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა,ოჰოი ნანა ,
თეთრათები ვთიბე განა 
ხამიყელზე, ხაოგები, 
ბალახები შემრჩა განა, 
მთაპერანგა გადავმუხლე, 
გზაბაწარამ დამახანა, 
ხინოს თავში თაფლი ვხილე, 
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა, 
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა, 
გულგუნდა და თვალმარყვალა, 
ღმერთმა რაფერ გადმომხედა, 
ღმერთმა რაფერ გამახარა, 
- გოვ! კისერში ჩეგეფურჩხე, - 
ჩემებურა ვკადრე მარა, 
გოგო რაცხამ დააფეთა, 
გოგო ვინხამ გადამალა, 
თოხი ტარზე დაყუდებულს 
ცამ სიცილი დამაყარა, 
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე, 
აჭარელი ვიყავ განა! 

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა, 
ვერ წამიხვალ განდაგანა, 
ეგ ლირზობა ეგ ლირწობა 
კმარა-მეთქი, უკვე-კმარა! 
ჩემი სისხლი სიყვარულით, 
ო,რა ხანი არ დამთვრალა, 
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა, 
ყელზე შემომეფართქალა, 
ვაზის ლერწი ლოფორთქანა, 
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება, 
შათბერდი და შორი ბანა, 
იქ სანთლები ჩემი სისხო, 
ჯერეთ კიდევ არ ჩამქვრალან, 
მეყო ჯამმა ჯანგნაფლეთმმა, 
რაც დამფლა და რაც დამგმანა! 

ჰოიდა ნანა,ოჰოი ნანა, 
წარბგახსნილი დავალ განა, 
საქართველოვ ჩემო დედავ, 
ჩემი სუნთქვა გენაცვალა, 
ჩემი ყველა მქუხარება, 
მწუხარებაც გენაცვალა, 
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის 
ხიხათძირში კიდევ ვდგავარ, 
შენი ჭერის სიმაღლისთვის, 
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს, 
შენი რჯულის საჯილდაოდ, 
სხალტას ვრეკავ ზარებს მთავარს, 
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი, 
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც! 
იდიდგულე რომ ამფერი 
აჭარელი გყავდა განა!!! 

 

 

 

 

 

 

 

ერთი არ გისწავლიათ

:0030:  :0030:  :ki:



#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

ისეთი ლექსია ზოგი მთლაად ჟრუანტელს დაგივლის ტანში, დაგბურძგლავს და საქართველოს მადლიან მთა ბარში ხეტიალს მოგანდომებს კაცს  :bravo:  :good:



#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ახლააა გადავიკოთხე სუყველააააა... მაგრობაა რა. ქართველებისთანა ნიჭიერი ხალხი... :bravo:

#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დადეთ კარგი ლექსები აბა მიდით არ იცით არავინმა?

 



#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი


#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ეს არის ლადო ასათიანის ულამაზესი ლექსი დედაზე. აუ:) 

ამქვეყნად როცა ავიდგი ენა,

პირველი სიტყვა იყავი დედა,

დედა სიზმრებმა არ მომასვენა

შენს ბნელ საკანში გადმომახედა.


გეძახდი მინდა გაგესაუბრო

შუა აზიის ურწყულ მხარეში...

რა გენატრება - ქმარი თუ უფრო

დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.


მთვარეულივით დავდივარ ხმელეთს

აგერ ეს ოციდასამი წელია

მაგრამ, ძვირფასო მშობელო შენზე 

ერთი სიტყვაც არ დამიწერია.


ეს იმიტომ, რომ მიყვარხარ ძლიერ,

დამქონდი, როგორც საუნჯე გულით

და სიყვარულის სიმღერის მიერ 

ვიყავი დღემდე დამუნჯებული.


ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა, 

ტირილი მინდა და შეცხადება,

შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად 

წარმომიდგინეს შენი ხატება.


ჩვენი სახლ-კარი ააწიოკეს 

დაუბანელმა გლეხის კაცებმა,

ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე, 

არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.


ინგრევა შენი ნაამაგარი

და არ გახსენო, არ შემიძლია,

აღარ გაჰკივის რთველში მაყარი, 

ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.


თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს, 

მამამ ბეღელი ვალში გაყიდა 

და ძველებურად არ მიფრიალებს 

შუკაში თეთრი ბაშილაყითა.


ჩვენი მარანი და საწნახელი 

უფრო ძლიერმა დაიგირავა,

მამა ბუხართან ზის თავდახრილი, 

ცეცხლში აფურთხებს და იგინება.


რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში 

არ შემოვდივართ მე და ურემი

და გაზაფხულის ხმაზე თავლაში 

არ ჭიხვინებენ ბედაურები.


დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი, 

ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,

წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,

დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს


დანაცრებულან ციხე-კოშკები

„მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს

მე კარგად ვიცი მალე მოვკვდები,

მე ვერ გაუძლებ ამ საუკუნეს.


ო, ვიცი ეგ და ამიტომ მინდა

უკანასკნელად მაინც გიხილო

დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,

და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო


და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად 

ხელებგაშლით და თვალებ გახელით,

დაუვიწყარო სიკვდილის ჟამსაც 

გავიმეორო შენი სახელი.

 
 
 

მიმაგრებული ფაილები

  • მიმაგრებული ფაილები  lado asatiani.mp3   751.12კილობაიტი   54 გადმოწერები






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?