ნუტრია
ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა, შეხედულად ვირთხას წააგავს, მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოშიშემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კიზესტაფონის მუნიციპალიტეტამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს.
აქვს ძვირფასი ბეწვი,
ჩვენში ნორმალურად იგვარა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში თანდათანობით განსახლდა და მონადირეები ხშირად ნახულობენ ხრამზე, ივრის ჭალაში, თბილისიდან ახლოს ფონიჭალაში-ტყეპარკის მიდამოებში და სხვაგან. იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს).
ჩვენთან ძირითადად მონადირეები ნუტრიაზე ნადირობენ ხაფანგებით, უმეტეს შემთხვევაში ნუტრიაზე ნადირობა უფრო აზარტული არი სოროს ძაღლებით ...