ლადოგური სიგი Coregonus lavertus baeri natio ladogae Pravdin
სიგრძე 50 სმდეა, წონა 1 კგ-მდე, იშვიათად სიგრძე 60 სმ-მდეა, წონა 3 კგ-მდე. 1930 წლიდან მოშენდა ტაბაწყურის ტბაში.
ბიოლოგია.
ტბის ბინადარია, არ შედის მდინარეში. ირჩევს ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, ქვა-ქვიშიან ღრმა ადგილებს მოზარდი იკვებება პლანქტონის წვრილი კიბოსნაირებით. ხოლო მოზრდილი პლანქტონით და ბენთოსური ორგანიზმებით, ძირითადად გვერდულებით, ლოკიკინებით, ჭიებით, წურბელებით, ულვაშდატოტვილი და ნიჩაბფეხებიანი კიბოებით, წყალმცენარეებით, ბაყაყებით, ლიფსიტებით ქვირითით.
სქესობრივ სიმწიფეს არწევს 4 წლის ასაკიდან, ტოფობს ნოემბერ დეკემბერში სილიან და ქვა ქვიშიან ადგილებში წყლის 1,5-10 მ-ის სიმაღლეზე.
იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილს.