Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 102 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35726 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

(German Jagdterrier)

იაგდტერიერის სამშობლო გერმანიაა, გამოიყვანეს როგორც სოროში მონადირე ძაღლი 1930 წლებში.
ეს ძაღლები დაბალბეწვიანთა ოჯახს მიეკუთვნებიან. ისინი მკვრივძვიანი და კუნთმაგარი არიან.
ფერი - შავი, მუქი ყავისფერი და მორუხო შავი.
ბეწვი - უხეში, დაბალი, ჯმუხი და ხშირი. კიდურებთან ოდნავ მოგრძო;
კბილები - მყარი და ძლიერი აქვს.
თავის მოყვანილობა - მოგრძო და ვიწრო, თავვის ქალა ოდნავ გრძელი აქვს ვიდრე პირის ღრუ.
ყურები - თვალის ჭრილის მაღლაა განლაგებული.
ხასიათი - აგრესიული, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი.
სიმაღლე 33-40 სანტიმეტრი,
წონა: ხვადი - 9-13 კგ, ძუ - 7,5—8,5 კგ;



ჩვენთან საქრთველოში მრავლად არი იაგტერიერები, ანადირებენ სოროში, ასევე ფრინველზე და კარგადაც ნადირობენ კვალზე ცხოველზე, ჩვენთან შემოყვანილი ყავთ უკრაინიდან შესანიშნავი იაგები " ძირითადად ანატოლი დემიანენკოს კლუბიდან"

4bc9a8a67f15.jpg

2844fb228680.jpg
6e48f7d4a2c1.jpg
23389e941fd6.jpg


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

  • Find Topics
  • სტუმარი

babu ;) 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35726 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გერმანული იაგდტერიერი

 

იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქსტერიერების მოყვარულთა წრეში.
საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექსპორტიორი.

ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა შორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ – საგამოფენო ფოქსტერიერეების მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსტერირებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღიზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უხეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა – ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით.

ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანსი არ ჰქონდათ..

ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ “და-ძმებს” და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსტერიერების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამან კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო.

რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.

ნადირობა

იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ ეს ჯიში აღიარებული ლიდერია – ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შესვლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად – კურდღლით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თვისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ.

შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ.

ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას.

იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან.

საველე გამოცდები

გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მოეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და წყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს. საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ.

გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მუშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით.

ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება.

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება.

ხასიათი

ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდტერიერი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია – ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშისთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათვის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერთგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევები არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში ამ ჯიშებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით.

ექსტერიერი

იაგდტერიერის ექსტერიერის ყველა დეტალი პრაქტიკული მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი. მასში არაფერია დეკორატიული, ფუჭი, ესთეტიკური, რაც მისი გამოყვანისას დასახულ მიზანს სავსებით შეესატყვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიში პრაქტიკულად, მთლიანად ფოქსტერიერისაგან მოდის, გარეგნულად მისგან აშკარად განსხვავდება, უფრო მეტიც ფოქსტერიერისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნაკლად ან ხინჯად ეთვლება. სწორედ ამიტომ იაგდტერიერის ექსტერიერის თავისებურებები განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. ამ უკანასკნელთან შედარების ფონზე, მისგან ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების აღწერით:

მას წინაპრისგან განსხვავებით სიმაღლესთან პროპორციაში თავი შედარებით მოკლე აქვს, ქალა უფრო განიერი, ყურებს შორის მეტი მანძილით, გამოხატული ყვრიმალებითა და საღეჭი კუნთებით, ქალაზე ოდნავ მოკლე, უფრო ძლიერი და შევსებული დრუნჩით, მასიური ნიკაპით. ყველაფერი ეს ფოქსტერიერთან შედარები ყბებს დიდ ძალას და ჩავლების უფრო დიდ სიმტკიცეს განაპირობებს. იაგდს ყურები უფრო დიდი აქვს და დაბალ ხრტილზე უზის… მცირე ზომის თვალები ბუდეში ღრმათ აქვს ჩასმული, რის გამოც კარგადაა დაცული დაზიანებებისაგან ან მასში მიწის მოხვედრისაგან. გამოირჩევა უფრო ძლიერი აღნაგობით – უკეთ განვითარებული ჩონჩხითა და რელიუფური კუნთებით, შედარებით ფართო მკერდით… მკერდის გარშემოწერილობა ოპტიმალური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს როგორც დიდი ფიზიკური დატვირთვისათვის აუცილებელი ფილტვების საკმაო მოცულობა, ასევე სოროში თავიფულად გადაადგილება. ეს თავისებურებები იაგდტერიერის ფიზიკურ ძალაზე და დიდ ამტანობაზე მიუთითებს. იგი ფოქსტერიერისგან განსხვავდება აგრეთვე შედარებით მოგრძო ზურგით და აქედან გამომდინარე წაგრძელებული ფორმატით, მხრის სახსრის უკეთ გამოხატული კუთხითა და გრძელი გავით.

ჯიში შედგება მოკლე ბალნიანი და უხეშბალნიანი ძაღლებისაგან, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურები არიან, ექსპერტიზას ერთ რინგზე გადიან და ერთმანეთზე ირთვებიან. ბეწწვის საფარი პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, ხისტია, ხშირი გლუვად დაფენილი კარგად განვითარებული თივთიკით, არ საჭიროებს ტრიმინგს. მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი კარგად არის შემოსილი. მოკლებალნიანი იაგდტერიერის ბეწვი მოკლებეწვიან ფოქსტერიერზეზე უფრო გრძელია. კუდი ფოქსტერიერზე უფრო დაბლა აქვს დასმული, უჭირავს არა ვერტიკალურად, არამედ უკან გადახრილად. კუპირების შედეგად უტოვებენ მთლიანი სიგრძჲს ორ მესამედს. ასეთი სიგრძის კუდი უკეთ ასრულებს სახელურის ფუნქციას… რისი საშუალებითაც მონადირე, ძაღლს სოროდან ნადავლის გამოთრევაში ეხმარება. საერთაშორისო (ფცი) სტანდარტის მიხედვით იაგდის სიმაღლე 33-40- სმ-ია. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფერ-შავი, ჟღალი ან ყვითელი ფორაჯებით. მუქი, ნახევრად მუქი, ან ღია ფერის ნიღბით დასაშვებია მომცრო თეთრი ლაქები მკერდზე და თათებზე. საინტერესოა რომ ყოფილ გდრ-ში რომელიც არ იყო “ფცი”-ის წევრი, საერთაშორისოზე უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით შავის გარდა სხვა ძირითადი შეფერილობა აკრძალული იყო.

სიმაღლე: 33 – 40 სმ.
წონა:
ხვადი: 9 — 12 კგ.
ძუ: 7,5 — 9,5 კგ.

წყარო:http://www.monadire.info


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35726 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იაგდტერიერი საქართველოში

ჩვენში ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები 1986 წელს თბილისში სანადირო ძაღლების გამოფენზა გამოჩნდნენ. რ. ალბუთაშვილმა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოყვანილი ორი იაგდტერიერი წარმოადგინა. ჩვენში მონადირეებმმა მალე აუღეს ალღო პერსპექტიულ ჯიშს და სულ რამდენიმე წელში მათმა რაოდენობამ სწრაფად იმატა, როგორც პირველი წყვილის შთამომავლების ისე სხვა შემოყვანილი ეგზემპლარების ხარჯზე. იაგდების პოპულაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს იმ წლებში ცნობილმა ენთუზიასტებმა: მამუკა კაკაბაძემ და ტრაგიკულად დაღუპულმა ვაჟა ერაძემ. გამოფენებზე ექსპონირებული იაგდების მაქსიმალური რაოდენობა 1990-1992 წელში დაფიქსირდა თუმცა მათმა რიცხვმა შემდგომში თანდათან იკლო და ბოლოს თითო-ოროლამდე ჩამოვიდა. სამწუხაროდ იგივე ტენდენცია შიენიშნება საერთოდ სოროს ძაღლებში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამას ჯიშის პოპულარობის დაცემას ნამვილად ვერ დავაბრალებთ, მისი რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში იაგდების რაოდენობის სიმცირის მიზეზი ის არის, რომ მათი დამკვიდრების საწყისი ეტაპი ქვეყნისათვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ამას დაემატა ახალი ძაღლების იმპორტის შეწყვეტა და გენოფონდის გაღარიბება. ბევრი იაგდი დაიღუპა ნადირობისას, მფლობელების მიერ მისი გამოყენების სპეციფიკის გაუთვალისწინებლობის ან ელემენტარული უსაფრთოების წესების დარღვევის გამო. სოროს ძაღლების გამრავლება – პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს აგრეთვე ხელოვნური სოროს არ არსებობა.

ბოლო წლებში ისევ განახლდა იაგდტერიერების შემოყვანა საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. მათ შორის არიან საინტერესო ეგზემპლარებიც. იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მომრვალებულ ჯიშიან იაგდტერიერებს ჩვენში.
ალეკო ნუკრაძე
ჟურნალი “ნადირობა”


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

მურიკო ბატონო დაანებე მაგ ლეკვს თავი სოროში ნუ თხრი დააცადე გაზრდა!!! სანამ მაგას მაგრად არ დააყენებ მეორე ლეკვი არ მოგივა მაქამდე..... ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

  • Find Topics
  • სტუმარი

samo -ჩვენ ძმას გაუმარჯოს და შენს გამოჩენასაც....ეხლა კვალზე ვატარებ , სოროს რაც შეეხება სექტემბერ-ოქტომბრამდე ისვენებს "ბასარა" :0023: 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჩემ იაგს ვეგარ ვაკავებ ისე უნდა სოროში ნადირობა. :) იაგს ვერასოდეს დაუშლი სოროში შესვლას მას სისხლში აქვს სოროში მუსაობა, გინდ დევნის როს სორო დაინახოს მაინც სოროში  ჩავა. ერთერთი მისი დანიშნულება სოროში მუშაობაა. პატარაობისას ლეკვობაში მიაცჩვიეთ სიმკაცრეს რაც ყველაზდეს ე მტავარია ზაგლი არ ცემოთ ეს უარესია იაგისტვის, უფრო მეტ სიჯიუტეს გამოიცენს. ცემას კაცრი ტონით საუბარი ჯობია. მისი სანადიროთ გაყვანა კიდე ესე 8 თვისას შეიზლება გატარება მანამდეც გაყავთ მარა არ არის რეკომინდებული. მითუმეტეს ზუსი. სოროში რო ჩაზვრეს და რამე მოზდილი დახვდეს ზაგლს ან დაკარგავთ ან ზალიან დაამახინჯებთ, ნელნელე მიაჩვიეტ ნადირობას, ასაკის ზდასტან ერთად ზაგლი უფრო მეტად დატვირთეტ. ლეკვობაში კიდე როიალ კანინი მიეცით და ვიტამინები რო ზაგლს მიეხმაროტ გაზდაში და სულ ფორმაში ჩადგომა,  მიაცჩვიეთ ბაშვებთან   თამაში ეს იმიტო არის საჩირო ბაშვებსი ხშირად ტამაშობენ ბუღთით და ველოსიპედით კატაობას, რატა მას არ შეახტეს და ზიანი არ მიაყენოს, რაც შეიზლება დინჯი გაზარდეთ. იაგი ნადირობისას მის სიმამაცეს და სიგიჯეს მაინც გამოამჯგავნებს. ყველაზე თავარი ზაგლებთან ყეფა დაუშალეთ და დასაჯეთ როცა ზაგლისკენ გაიწევს, ამას მიაქციეთ ყურადგება თორე მერე ნადირობის დროს სხვა ზაგლთან დაიწყებს ჩხუბს  და ნადირობას ჩაგაშხამებთ. მარა იაგი მაინც სულს სხვაა  :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ერთი ჩვენიანი დამპირდა და დასავლეთში უნდა გავაზრდევინო ,,მერე სოკო რომ დავკრიფოთ..;)



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*

  • Find Topics
  • სტუმარი
Chemo devi momavalshi erti dedalis ay ana minda
Da ert leks me gachuqeb. Rogorcve movaxerxeb chem saxelze
Ert lekvs gazdi. Chemi ertaderti giji zaglebia magrad mevaseba iagi

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგს იზამ

:good:  :good:  :good:  :good:

მერე დავკრიფოთ სოკოები

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*

  • Find Topics
  • სტუმარი
Xo kai sokoebi davkrifod :) ert lekvs me gazlev :) sityva sityvaa. Kviras duchis kai gamocdas moueyob :)

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
gio miniatura ra uyavi???

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35726 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Xo kai sokoebi davkrifod :) ert lekvs me gazlev :) sityva sityvaa. Kviras duchis kai gamocdas moueyob :)

 

აუ მე ვერ ვმოძრაობ და არ დამივიწყოძთ ძმებო......სურათები არ დაიზაროთ რეპორტისთვის ;)


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სოფელში დუჩის ლეკვი მყავს და ზალიან მაგრად ნადირობს, გონჩებთან ერთად ანადირებს ბიზაჩემი, მაგარ ფორმაშია მგელზეც ტურაზეც სოროშიც მაგრად მუშაობს,  კაი მამალთან მინდა შევაჯვარო მერე, ეხლა მითუმეტეს ვისაც იაგი ყავს დასაგეში პერიოდია მაგარი, სოროშიც და ისედაც,  დედალი თუ გყავთ სოროს არ მიაკაროთ სანამ 1 წლისა და 4 თვის არ იქნება, სოროში  უჩირს დედალს მაინც მუშაობა თუ მამალი გყავთ წყვილათ მაშინ საუკეთესო ნადირობაა. წყვილათ მაგრად ნადირობენ. მალე შემოგთAვაზებთ ვიდეოებსაც იაგის



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*

  • Find Topics
  • სტუმარი

                                                                   IMG_20140718_143945.jpg                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    საჩხერეში ვიყავი ბიძაჩემთან ჩასული სანადიროდ, ჭორვილას ტყეებში გავიარეთ, მაჩვზე გვინდოდა გასეირნება და ერთ სოროს მივადექით ბარდებში 

ქონდა გაკეთებული სორო სადაც ვერც კი იფირქრებდი თუ სორო იქნებოდა, შემტხვევით წავაწყდით, დუჩი ზარბაზანა და დუჩის შვილი რიკო გვყავდა, როგორც გამოცდილი დუჩი პირველი შეუშვით სოროში მერე რიკო შეყვა რამოდენიმე წუთში ყეფა ატეხა დუჩიმ და რიკომაც  დაუწყო ყეფა, გვეგონდა მაჩვი იყო შიგნი მარა იმედი გაგვიცრუვდა, ტურას ლეკვი იყო შიგნით, სულ რაგაც 10 წუთში გამოიყვანეს ტურა,   

                                                                                                                                                                                                                                                                      

 

                                                                   IMG_20140718_143923.jpg             

 

                                   

 

                                                                  IMG_20140718_143724.jpg   

 

 

 

   ესე მოვინადირეთ მაჩვის მოლოდინში ტურა.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი