Jump to content

აფხაზეთი

აფხაზეთი ჩვენი ტკივილი.

ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აფხაზეთი




(აფხ. Аҧсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1][2][3][4] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმომქედება და მესაქონლეობა, არამედ მექსოველეობა, კერამიკის წარმოება, ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი.
ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს „აფხაზთა სამეფო“ ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X საუკუნეებში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII საუკუნეებში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

1901276_590694051018234_1414686582_n.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგებიც დაადე რა დევო


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ სწორად არის ნათქვამი , ოღონდ აეაფერს ვაკეთებთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

13775925_877669669011836_371986304347847

 
 
მზის ტბა, აფხაზეთი.

legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

აუფ რა სილამაზეა 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:( ეჰ :)

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს დამაწყვიტეს ნერვები. ქართველების უწიგნურობა და ზედაპირულობა ღუპავს ყველაფერს. დღეს ფეისბუქში შემოტევა იყო აფსუა და აფხაზი ერთი და იგივეაო. არა ბატონებო .პრინციპიალური სხვაობაა. აფხაზი (ანუ აბაზგები) ქართული ტომია , აი აფსუა კი ადიღეური. ჩრდილოკავკასიური. ცხონებული აკაკი ბაქრაძის ლექციებს ვესწრებოდი უნივერსიტეტში და მერე თავისი წიგნი მაჩუქა პირადი ავტოგრაფით. ამ წიგნში მოყვანილი აქვს რუსეთის იმპერიის ხალხთა აღწერა (პერეპის ნაროდოვ როსიისკოი იმპერიი) . ხო და ამ წიგნში და ამ მასალებში სკურპულოზურადაა აღწერილი რომელი გვარი , რამდენი კომლი, რამდენი სულადობით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლით, რამდენი ფრთა ფრინველით იქნა გადმოსახლებულ;ი და რომელი აულიდან. მიაქციეთ ყურადღება რუსებს უწერიათ გადმოსახლების ადგიოლად აული (ანუ მუსულმანური სახელი) და ჩასახლების სოფლები (ქრისტიანული სახელი). ასევე მიითებული არის მიგრაციის მარშრუტები. ეხლა კი შეხედეთ და უბრალო ვიზუალიზაციით მიხვდებით ვინ არის აფსუა და ვინ აფხაზი. და დღეს ეს ნაბოზვარი აფსუები გვეჩემებიან , ქრისტიანული აფხაზეთის სიწმინდეებს და საერთოდ აფხაზურ (ქართულ) მემკვიდრეობას.

post-29-1418158595.jpg

ინდიელებივით იროკეზები აქვთ . ეგრევე ეტყობათ რომ ააქართული წარმოშობის ხალხია.

 

ასე რომ ბიჭებო თქვენ მაინც არ დაუშვათ ამ უწიგნურების შეცდომები და აფსუები ქართველებად არ ჩათვალოთ..


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

● ბესლეთის ხიდს თამარის ხიდსაც უწოდებენ. ის XI-XII საუკუნეებშია აგებული და სოხუმიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდინარე ბესლეთზე მდებარეობს. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთვრული ასოები, დასავლეთ კიდეზე კი მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. გადმოცემების თანახმად, ადრე ხიდის მახლობლად ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.

32692542_631590600551450_164118604408474

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გვერდის მოწონება

● გუდაუთის რაიონის სოფ. ბზიფის მახლობლად მდინარე ბზიფის მარჯვენა ნაპირზე შემაღლებულ ადგილას შემორჩენილია IX_X სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის გალავნით შემოზღუდული ციხე და ტაძარი. თავად ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში კი გადიოდა ძველი საქარავნო გზა. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ციხესიმაგრეს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

33838568_637382959972214_794408088631875

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

რა სამწუხაროა რომ ამ უმშვენიერესი ადგილებით ტკბობის საშუალება არ გვაქვს


დუდუ

LEGION.GE


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ეეეჰ ეს ყველა ქართველის ტკივილი უნდა იყოს მაგრამ სამწუხაროდ არაა ასე 

 

ეეჰ როგორ მენატრება ჩემი ეზო სახლი  :((


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?