Jump to content


ამ თემას აქვს 43 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ულამაზესია ეს დალოცვილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

80-იანი წლების ბოლოსკენ მოსკოვში მომიწია ჩასვლა მივლინებით. „დიდი ბელადის“ სახელობის ბიბლიოთეკაში მიხდებოდა მუშაობა და სწორედ იქ გავიცანი ბათუმელი მწერალი, დრამატურგი ამირან შერვაშიძე.

ჩემი ახალი ნაცნობი დროის დიდ ნაწილს საქართველოს წარსულის ძიებას უთმობდა და ბევრი საგულისხმო ფაქტიც ჰქონდა აღმოჩენილი, რომლებსაც ჩანაწერების სახით ინახავდა. უაღრესად საინტერესო მოსაუბრისგან ერთი ისტორია მოვისმინე, რომელიც მინდა, თქვენც გაგიზიაროთ დღეს. 
ამირან შერვაშიძე ამ თემაზე პიესის დაწერასაც კი აპირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა — ამ შეხვედრიდან ორიოდ წელში გარადაიცვალა. 

 
 

ამბავი 1945 წელს იწყება, ავსტრიის ქალაქ ინსბურკში.  

 
 
 
 
 
 
 

ქალაქში  საბჭოთა ჯარის ნაწილების შესვლის შემდეგ ოფიცრები ჯგუფებად გადაუნაწილებიათ ადგილობრივებთან საცხოვრებლად. ერთი ქართველი ოფიცერი, გვარად დადვანი, სხვებთან ერთად, ხნიერი ქალბატონის ოჯახში მოხვედრილა.

მასპინძელი ჩაით გამასპინძლებია მდგმურებს და სადაურობა გამოუკითხავს მათთვის. ჯერი დადვანზე რომ მიმდგარა, იმასაც, შთაბეჭდილების მოსახდენად, ამაყად უთქვამს, სვანი ვარო.

ქალი კარგად დაკვირვებია სახეზე, მერე ხელი მოუკიდია და პატარა ოთახში გაუყვანია, სადაც ბევრი სურათი ეკიდა კედლებზე. ამ ფოტოებზე შენთვის ნაცნობი თუ არის რომელიმეო, უკითხავს. დადვანს მაშინვე სვანეთის მშვენება უშბის ფოტოსკენ გაუშვერია ხელი, რომელსაც რაღაც წარწერაც ამშვენებდა. და ფრაუ ფონ ფიკერსაც მოუყოლია, როგორ მოხვდა ეს ფოტო ტიროლის მხარეში მდებარე მის ბინაში.

 
 
 
 
 
funhvtdjlgkx7u9t00fd.png

ფრაუ ცენცი ფონ ფიკერი

 
 
 

1903 წლის 12 ივლისს გერმანელი მთამსვლელი და მკვლევარი დოქტორი ვილლი რიკმერ რიკმერსი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვია. მათი მიზანი უშბაზე ასვლა გახლდათ. ჩასულან სოფელ ეწერში, სადაც მასპინძლობა უკისრია თავად თათარხან დადეშქელიანს. დოქტორ რიკმერის ჯგუფში იყო ავსტრიელი ქალიშვილი, სახელგანთქმული ტიროლელი მთამსვლელისა და ალპების მკვლევარ ჰაინც ფონ ფიკერის და  — ცენცი ფონ ფიკერი.

უშბაზე ასვლა 25 ივლისისთვის დაიგეგმა, მაგრამ ასვლისას ერთმა ალპინისტმა გონება დაკარგა. ჯგუფის  ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დაშავებული საბაზისო ბანაკში უნდა გადაეყვანათ, რომლის თანხლება სწორედ იმ ავსტრიელ ქალიშვილს დაევალა.

 
 
 
l1jcga1vkut1xfkrhvop.jpg
 

სვანეთი, 1903 წ. თავადი თათარხან დადეშქელიანი და ცენცი ფონ-ფიკერი (ცენტრში).

 
 
 

დანარჩენებმა წარმატებით დალაშქრეს უშბა და სოფელ ეწერში დაბრუნებულებს ისევ თავადმა დადეშქელიანმა უმასპინძლა. დიდებული სუფრა გაიშალა. თათარხან დადეშქელიანი უებრო თამადა და სიტყვამოსწრებული კაცი გამოდგა. სტუმრებს წარმატება მიულოცა, თუმცა შეამჩნია, რომ ერთადერთი მშვენიერი გოგონა სახემოღუშული იჯდა და პირს არაფერს აკარებდა.

თავადი მისი დარდიანობის მიზეზით დაინტერესებულა და მასაც მოუხსენებია, უშბაზე ასვლა ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე და ამას ვნაღვლობო.

და ოდესღაც სვანეთის პატრონს ასე მიუგია ქალისთვის:  აქამდე არცერთი ქალბატონი დადეშქელიანების ოჯახიდან თვალცრემლიანი არ გასულა და ვერც მე დავარღვევ ამ ტრადიციასო. მსახურთათვის უთხოვია საგანგებო სიგელის შედგენა და ასეთი წარწერა გაუკეთებია:

 
 

„მე, თავადი თათარხან დადეშქელიანი, ვჩუქნი დღეს ფროილაინ ცენცი ფონ ფიკერს ინსბრუკიდან, მთა უშბას“.

 
tkaqbmmdbsae6dn8aqwt.jpg
 

დოკუმენტი, რომლის თანახმადაც სვანმა თავადმა თათარხან დადეშქელიანმა მთა უშბა აჩუქა ავსტრიელ ქალ ალპინისტ ცენცი ფონ ფიკერს.

 
 
 

ჩუქების საბუთს უკანა მხარეს დოქტორი რიკმერსი, ჯონ ჰარისონ ვაგნერი, ექსპედიციის წევრები და ორი კავკასიელი ამოწმებდნენ, რომ ფროილანს თავადმა დადეშქელიანმა უშბის მთა საკუთრებაში გადასცა.

სუფრის ერთ წევრს უჩურჩულია, რას სჩადით, თავადო, სვანეთის სიმბოლოს გაჩუქება როგორ იქნებაო?! რაზეც თათარხან დადეშქელიანს უპასუხია:

 
 
 
 

უშბა იყო და მარად იქნება სრულიად საქართველოს სიმბოლო. ეს გოგო მას ავსტრიაში ვერ წაიღებს, სამაგიეროდ მის სამშობლოში ამიერიდან ეცოდინებათ, რომ საქართველოში ქალის ცრემლს ულამაზესი მწვერვალის ფასი აქვსო.

Getty Images
 
 
 
 

ტიროლელ ქალბატონს „საკუთარი“ მთის დალაშქვრა მომდევნო წელს, უკვე სხვა ექსპედიციასთან ერთადაც უცდია, თუმცა კვლავაც ისე გაბრუნებულა ავსტრიაში, რომ მიზეზთა გამო, ვერ მოუხერხებია უშბაზე ასვლა.  

რაც შეეხება სიგელს, რომლის ანალოგიც მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს, ამ უცნაური ამბის სახსოვრად, მიუნჰენის ალპების მუზეუმში, სპეციალურად დაცულ ოთახში, უჩვეულო ექსპონატების გვერდით დღესაც ჰკიდია.

 
 
 
 
 

ავსტრიული დოკუმენტური ფილმი უშბისა და ფრაუ ფონ ფიკერის შესახებ

 
 
 

ფროილაინ ცენცი ფონ ფიკერს, რომელიც 1956 წელს 78 წლისა გარდაიცვალა, სიკვდილის დღემდე ახსოვდა, რა დიდებული ფასი დაადეს ქართველებმა მის ცრემლებს...

https://sputnik-georgia.com/reviews/20180713/241200210/georgian-history-tatarkhan-dadeshqeliani-and-Cenzi-von-Ficker.html

legion.ge-82-1553250819.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ბაბუ თარხან დადეშქელიანის პასუხი არ დევს, ფოტო არ დაიდო როგროც ჩანს და თქვენის ნებართვით აქ დავწერ:  :0025:

 

უშბა იყო და მარად იქნება სრულიად საქართველოს სიმბოლო.

ეს გოგო მას ავსტრიაში ვერ წაიღებს, სამაგიეროდ მის სამშობლოში ამიერიდან ეცოდინებათ,

რომ საქართველოში ქალის ცრემლს ულამაზესი  მწვერვალის ფასი აქვსო.

 

 

დიდებული ისტორიაა!!!  :bravo: 


ჩამსწორებელი გიორგი ლომთაძე, 14 July 2018 - 04:28 PM.


#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვაუ.ძალიან ლამაზი ისტორიაა.ისე რამხელა სიამაყე და გამბედაობაა.

:bravo:


დუდუ

LEGION.GE


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ხოჩა ლადეღ მიშგუ შვანარს !!!

 

ინტონაციაც წარმომიდგენია როგორ ეტყოდა დადეშქელიანი თავისიანებს 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.49691949_2100179860049364_62586214431735

.

ეს ორნამენტი სვანეთშია დაცული, არის ლაბირინთის უძველესი სიმბოლო, რომელიც გვხვდება ეგვიპტეში და ესპანეთის ტერიტორიაზე ძვ 2000 საუკუნე (ასე თარიღდება ესპანეთში აღმოჩენილი მსგავსი სიმბოლო)

 

49620930_1986958821604822_42557992730246


legion.ge-82-1553250819.jpg


#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უშგული

legion.ge_85ed180098475e.jpg

 

უშბა

legion.ge_85ed18017926fc.jpg

 

 

legion.ge_85ed18029da971.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
legion.ge_12795ed4790942be4.jpeg მახვშის სკამი

#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Burgona

Burgona

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1589 პოსტი
  • მისამართი:Saburtalo
  • წარმოშობა:Gagra
იმჟიხარი მუხბე

#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მართლაც ულამაზესია 



#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

იმჟიხარი მუხბე


ხოჩაამდსი მიშგუ ლადეღ?

#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უნიკალურ კადრებს გადავაწყდი. 100 წლის წინანდელია. რამოდენიმე მომენტზე მინდა გაგიმახვილოტ ყურადღებას. 

1- სვანური ქუდები 2 ნაწილიანი ყოფილა ზედა მხარე და ქვედა მხაე. ე.წ. პანამას პრინციპით. დრესდღეობით გაყიდვაში არსებული სვანური ქუდები კი ე.წ. ებრაულ ვარიანტს მოგვაგონებს. მხოლოდ ზედანაწილია დარჩენილი და ე.წ. საჩრდილობელი საერტო მოხსნილი აქვს.

2-ბევრს მოცეკვავეს უკეთია სატევარი (დიდი ზომის ხანჯალი)

3-ცეკვავენ ქალებიც

4-ცეკვისას ქალი და კაცი ხელიხელ ჩაკიდებულებიც ცეკვავენ

5-ცეკვისას იყენებენ ელემენტს რომელიც დღევანდელ  ხორუმში არის გამოყენებული მხარზეშემდგარები  ცეკვავენ. ლოგიკურია რომ სვანურ კოშკების ერთგვარი სიმბოლურიგამოხატულებაა.

6-ქალბატონების კაბები შედარებით მოკლეა. კოჭებზემოთ .

 

უაღრესად საინტერესო ვიდეომასალაა. 

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საინტერესო ვიდეოა  :L:  :good:


დუდუ

LEGION.GE


#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მართლაც უნიკალური ვიდეოა,

 

რამდენ საინტერესო და უცნობ ფაქტებს ინახავს ჩვენი კუთხეების ფოლკლორი







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?