Jump to content


ამ თემას აქვს 43 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სვანეთი

 

 

 

— საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

 

svanetis%20turebi.jpg

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

16044086.jpg

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
მამაკაცის სვანური ქუდი ნაბდისგან მზაადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.
ჩანგი სვანური საკრავია. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს.ამ საკრავით სვანური სიმღერების აკომპანიმენტი იკვრება.
ადიშის ოთხთავი, XI საუკუნის ბოლოს კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ის გადაწერილია 897 წელს და უძველესი ქართული თარიღიანი სახარებაა. ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი. ადიშის ოთხთავი ამჟამად მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული

 

633b9820018a42b61e9c546f04e44cd8.jpg
სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა.კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნე და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ.სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი.შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. ლემი თავისუფალიო სვანეთის დროშას ეწოდება(სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს" ნიშნავს)ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა.დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს. ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაულია.ის რამდენიმე დღეს გრძელდება.ლიფანალისის დროშას დიასახლისი ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით „საღებავს" ამზადებს და გარდაცვლილთა სულების გულის მოსაგებად სხვადასხვა საგნებზე თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს. ნადირობა- სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეტის მცხოვრებნი უძველესი დროიდამ დადიოდნე მთაში სანადიროდ.თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებო აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ.თხილამურები თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

tako.jpg

 

 

1155svanuri%20koshki%201.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხევსურეთში ხო ვიყავით და ,,,,

აქ არ წავიდეთ???

svaneti-e183a1e18395e18390e1839ce18394e1


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მესტიის აეროპორტი 10 ყველაზე ლამაზი აეროპორტის სიაში მოხვდა

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიერ შედგენილ სიაში, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ აეროპორტს აერთიანებს,  გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მაიერ ჰერმანის პროექტის მიხედვით  აშენებული  მესტიის აეროპორტის შენობაც მოხვდა. თამარ მეფის აეროპორტი ერთგვარი თანამედროვე ანალოგიაა სვანური კოშკებისა. 

airport-mestia-jmayerh02.jpg

სვანეთის აეროპორტთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში შედიან ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი,  ურუგვაიში მონტევიდეოს აეროპორტი, ვენეციის აეროპორტი LIDO, კალიფორნიისა და შოტლანდიის აეროპორტები.

– “ზოგი აეროპორტი სრულყოფილად არ მუშაობს, მაგრამ ყველა მათგანი აქიტექტურული შედევრია” – წერს არქიტექტურის კრიტიკოსი და მწერალი ჯონათან გლანსი. მისივე თქმით მესტიის თამარ მეფის აეროპორტი მიუხედავად მისი მცირე ზომისა, შთამბეჭდავი ნაგებობაა და სწორედ ის არის პირველი, რაც ამ მთიან რეგიონში ჩამოსულ სტუმარზე გავლენას ახდენს.

 

https://wis.ge

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგები?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

 მიუხედავად იმისა რომ წარმოშობით ქართლიდან ვარ ეს მხარე ძალია ძალიან მაგრად მიზიდავს, (ალბათ დედის სისხლი უფრო მეტი მაქვს ვიდრე მამის :) :) ) მხარე სადაც უამრავი, ძველი კულტურა და ტრადიციაა შემონახული, ულამაზესია თავისი აშოლტილი უშბითა და თეთნულდით. ხალხი სტუმართმოყვარე , ცოტა ბრაზიანი თუმცა არა სტუმრის მიმართ. 

  ჯერ მარტო რად ღირს დილას გამთენიას უზარმაზარ მოღუშულ უშბას რომ შეხედავ და უცებ გაიფიქრებ ეს დამალაშქრინა და მისი მწვერვალიდან დამანახე ეს სამყაროოო. უუფ , 3 თვე ამ განცდებშI ვიყავი , წამოსვლა არ მინდოდა. მაგრამ რიგი მიზეზების გამო მომიწია :)

 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

გამარჯობათ მეგობრებო მინდა ამ თემაში რამოდენიმე საინტერესო პოსტი დავდო (ვიმედოვნებ რომ საინტერესო ) :D 
მაგალითად მინდა შევეხო ერთ კარგ ლამაზ ტრადიციას დღეობას რომელსაც სვანი ხალხი აღნიშნავს ყოველ მირქმა დღეს . (ხშირად მირქმას ემთხვევა ხომე) 
სვანები ამ დღესასწაულს სვიმნიშობას ეძახიან ამ დღესაასწაულს ზუსტად ორი კვირით უსწრებს ლამპრობა ალბათ ეს უკანასკნელი

 გაგონილი გექნებათ , 
სვიმნიშობა აღინიშნება ძირითადად მულახის თემის სვანების მიერ .. ამ დღესასწაულისათვის  ისევე როგორც ლამპრობისთვის ამზადებენ ჩირაღდნებს , ლამპრებს (ოჯახიდან იმდენი ლამპარი მზადდება რამდენი ქუდის დამხურავიც არის ოჯახში ) .. არსებობს ბევრი  გადმოცემა იმის შესახებ თუ საიდან ჩაეყარა ამ ტრადიციას დასაბამი , ზოგი ამბობს რომ ეს არის ძველი წარმართული ტრადიცია ზოგიც ამბობს რომ , ეს წესი გადმოყვათ იმ დროიდან როდესაც ცეცხლი ჯერ კიდევ კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენდა ,, მაგრამ მე გეტყვით რომ ამ დროს სვანები იკრიბებიან ამ ანთებული ჩირაღდნებით სალოცავის ,ტაძრის ეზოში ზედაშეებით (ერთნახადი არაყი პირველი გამოსვლა ) და ლემზირებით (ყველის კვერებით  ხაჭაპურის სტილში უფრო მომცრო ზომის ) და უფალს შესთხოვენ გვარის სიმრავლეს და სიძლიერეს  .. მინდოდა ეს თემა ახლიდან გამეხსნა მაგრამ მგონი აქაც არაუშავს   :))) 
ეხლა კი  ფოტო მასალა იმისათვის რომ უფრო უკეთ შეგექმნათ წარმოდგენა ამ დღესაწაულზე  : 


thumb_pre_1424126914__dsc_0281.jpg



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

thumb_pre_1424126929__dsc_0284.jpg
ფოტომასალა გადაღებულია მარნეულში თამარისში სვანების სოფელში , ამ სოფელში ძირითადი მოსახელობა შეადგება სვანებისაგან რომლებიც 1987 წელს მულახის თემში სოფელ ჟამუშში მომხდარი სტიქიის შემდეგ ჩამოასახლეს ძირითადად ნავერიანების გვარი 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

thumb_pre_1424126947__dsc_0288.jpg



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

thumb_pre_1424126971__dsc_0294.jpg



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

pre_1424126985__dsc_0297.jpg



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

pre_1424127021__dsc_0309.jpg



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

thumb_pre_1424127499__dsc_0324.jpgესენი ჩემი ბიძაშვილები არიან რატომღაც მომინდა რომ დამედო ეს ფოტოები :)) :* 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

pre_1424127516__dsc_0328.jpg



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

pre_1424127673__dsc_0346.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?