Jump to content

ირლანდიური ნაგაზი

ირლანდიური ნაგაზი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4236 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კახაბერ სურათEბი გვანახე რა კაცურად და საგვარეულოც საიდან გყავს შემოყვანილი, მემგონი პირველია საქართველოში ეს ძაღლი



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ირ­ლან­დი­უ­რი ვულ­ფჰა­უნ­დი
16.01.2015
2f4c05630ce03c03f26aa302159e27b4.jpg
წყნა­რი გო­ლი­ა­თი, ირ­ლან­დი­უ­რი ვულ­ფჰა­უნ­დი, იგი­ვე მგელ­მგუ­და­ვი, ბავ­შვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და ალერ­სი­ა­ნი ძაღ­ლი­ა . ოდეს­ღაც ის მგლებ­ზე სა­ნა­დი­როდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და თა­ნაც ისე­თი წარ­მა­ტე­ბით, რომ ეს მტა­ცებ­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან გაქ­რნენ.

ამის შემ­დეგ ჯი­ში უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩა და გა­და­შე­ნე­ბის საფ­რთხის წინაშე დადგა. იგი 140 წლის წინ გა­და­არ­ჩი­ნა ბრი­ტა­ნუ­ლი არ­მი­ის ოფი­ცერ­მა, კა­პი­ტან­მა ჯორჯ გრემ­მა, რო­მე­ლიც მიხ­ვდა, რომ ამ ძაღ­ლის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მაშ­ვე­ლი დად­გე­ბო­და. მარ­თა­ლია, მგლის მკვლე­ლი­ა, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით წყნა­რი, ერ­თგუ­ლი და ალერ­სი­ა­ნი ძაღ­ლი­ა. ყე­ფა არ უყ­ვარს, სა­მა­გი­ე­როდ, და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რებს სხე­უ­ლის ზო­მე­ბით აში­ნებს. თუ უხე­ში ბეწ­ვი ხში­რად არ დავარ­ცხნეთ, აე­ბურ­დე­ბა. მო­ა­ჭე­რით აბურ­დუ­ლი ად­გი­ლე­ბი, შე­აკ­რი­ჭეთ ბა­ლა­ნი თვა­ლე­ბი­სა და ყუ­რე­ბის ირ­გვლივ ბლაგ­წვე­რი­ა­ნი მაკ­რატ­ლით. ირ­ლან­დი­უ­რი ვულ­ფჰა­უნ­დე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სი­ზარ­მა­ცი­სა­კენ და სჭირ­დე­ბათ რე­გუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში.

გი­გან­ტუ­რი ირ­ლან­დი­უ­რი ვულ­ფჰა­უნ­დი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლტანიანი ჯი­ში­ა. ის მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სან­დოა ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი ძლე­რი კუ­დით უნებ­ლი­ეთ წა­აქ­ცი­ოს რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი.

კუ­დი
გრძე­ლი, ოდ­ნავ აპ­რე­ხი­ლი და ბეწ­ვით სრუ­ლად და­ფა­რუ­ლი.

თათები
დი­დი და მრგვა­ლი, ამოზნექილი თითებითა და ძლი­ე­რი, მოხ­რი­ლი ბრჭყა­ლე­ბით.

ბეწ­ვი
უხე­ში, ნაც­რის­ფე­რი, თრთვილა, წითური, შა­ვი, ჩალისფერი და თეთ­რი.

ტა­ნი
მა­სი­უ­რი და და­კუნ­თუ­ლი, დი­დი გულმკერ­დით და ძლი­ე­რი კის­რით.

სა­ხე
გრძე­ლი და ოდნავ წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნუ­რი და მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი მა­გა­რი და სწო­რი, უკა­ნა ფე­ხე­ბი და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი. 

თვა­ლე­ბი 
დი­დი, მრგვა­ლი და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი.

ცხვი­რი
შა­ვი, ტყა­ვის და კარ­გი პრო­პორ­ცი­ის.

irlandia-volxaundi-volkodavi.jpg

იცით, რომ...
ყვე­ლა სხვა ჯი­შის ძაღ­ლზე უფ­რო დი­დი ზო­მი­სა და სის­წრა­ფის ირ­ლან­დი­უ­რი ვულ­ფჰა­უნ­დი უბად­ლო ათ­ლე­ტია და ბევრ სირ­ბილს უძ­ლებს. ეს ჯი­ში კარ­გა­დაა აღ­წე­რი­ლი ძველ ირ­ლან­დი­ურ ან­და­ზა­ში: "მშვი­დი­ა, რო­ცა ეფე­რე­ბი­ან, მძვინ­ვა­რებს, რო­ცა თავს ეს­ხმი­ან".

ყურადღება!
სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას რომ აა­რი­დოთ, ამ ჯი­შის ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლე­ბი დი­დი ხნის 
გან­მავ­ლო­ბა­ში არ ასე­ირ­ნოთ.
მი­სი შე­ნახ­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და ძვი­რიც ჯდება.


მონაცემები:
წარმოშობა – ირლანდია
მთავ. დანიშნულება – მგლებზე ნადირობა
ტემპერამენტი – მშვიდი, წყნარი
სიც. ხანგრძლიბობა – 8-10 წელი
მოვლა – ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში – რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე – ნორმალური
ხვადი
81-95 სმ; 
52-57 კგ
ძუ
71-81 სმ; 
45-50 კგ

53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი