Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

 

4027140680_9b6bf27809.jpg

ხოხობი საქართველოს ფაუნის მშვენებაა. საქართველოში წინათ მრავლად ყოფილა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. დღესდღეობით მისი რაოდენობა

 საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა იშვიათად გვხვდება.

ხოხობი (Phasianus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა, რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე.  საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპულისანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან.

pheasants_phasianus_colchicus_two_cockbi

ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში.  ბერძნებმა მას დაარქვეს"ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში.

კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან).  მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია, აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში.  ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში.მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე.

phasianus-colchicus-9484.jpg

ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.ხოხობი სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

წელს ვნახე დედალი ხოხობი თავის 6 ცალი წიწილა ახლდა ,,,მაგრამ თურა მუსრს ავლეს

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 3865 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სვხათაშორის ამას წინებზე ამიფრინდა კახეთში , და დავტკბი ბუნებაში პირველად ვნახე გარეული ხოხობჩიკი თანაც მამალი იყო :) ყველაზე კარგი ის იყო რომ მაქსიმ ააფრინა , (ნუ გამოცდილება სახოხბეში გამოგვადგა) დავტკბი მხოლოდ მისი ფრენით არ მისვრია კი დავაპირე მაგრამ არ ვესროლე :) აუ ისე ლამაზად ამოვიდა რომ რავიცი გავშტერდი ყურებად ღირდა 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მარტო ყურება ეას კმარა...
ძველუ მონადირეებიდან ვიცი.. იმდენი იგოო ახლოს გამშლელი თოფებით ნადირობდნენ.;)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო ადრე იყო მარა ახლა სადაა???



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35166 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოშენება უნდათ და გაშვება , ველურ ბუნებაში , მაგრამ ტურების გადამკიდე????????


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1803 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ისე ევროპულ ხოხობს თეთრი ხალები აქვს ყელზე (საყელოსავით) , კოლხურს კი არა (ეგ ვიცი მაგით განსხვავდება), იმ ტურებსაც ალბათ მოუხერხდება ბაბუ რამე ყოველი კლუბი გამგეობა მაგ საკითხებშია მალ მალე აწყობენ ხოლმე მტაცებლის გამოხშირვას და რავიცი პირადად მგონია მალე მტაცებლის რიცხვი დარეგულირდება 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კოლხურ ხოხობს თურქებმა ძეგლი დაუდგეს 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1573 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
არაჩვეულებრია  :goood: ,,, ე.ი ჩვენი ,,თანამემამულეა~ :goood:  :0023:


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ვინაა ჩვენი თანამემამულე?



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1573 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ვინაა ჩვენი თანამემამულე?

თურქიიი  :DDD  :DDD  :DDD



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1573 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
ხოხობუკა მანტის ,,თანამემამულე,, ბრჭყალებში,  საქართველოს მკვიდრი ფრინველი :)
 


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბექა პირდაპირი გაგებით წერე ხოლმე რა , ვაააჰჰ ნუ  მანერვიულებ ხოლმე რა კაცო შენ უნდა მომკლა მე ჰააა :D



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1573 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
 

 

ბექა პირდაპირი გაგებით წერე ხოლმე რა , ვაააჰჰ ნუ  მანერვიულებ ხოლმე რა კაცო შენ უნდა მომკლა მე ჰააა :D

ნუ ინერვიულებ ჩემო ძმაო მე მაგის კაცი ვარ თურქი თანამემამულედ გავიხადო როცა ჩვენი წინაპარი სიცოცხლის ფასად უხდებოდა საკუთარი მამულების დაცვა მაგათგან! :)



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Turgio1

Turgio1

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 6 პოსტი
  • მისამართი:Kaspi.sof doesi
  • წარმოშობა:Shida qartlidan
Bichebo mogesalmebit yvelas .me axali daregistrirebuli var aq da cota gaurkvevlobashi var .megobrebi unda davamato tu yvelastan vchanvar??





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი