ტურა (Canis aureus)
ტურა (ლათ. Canis aureus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, თევზებით, მწერებით და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანია.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით