Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  •  

მარტის ღვინოები

ციცქა, ხარება, 2012              

24 საათი 07.03.14

  •   cror3_42551_5319bd658b780.jpg
    ციცქა, ხარება, 2012
  •   cror3_42551_5319bd6ccb188.jpg
    რქაწითელი, კონდოლი, თელავის მარანი, 2011
  •   cror3_42551_5319bd8cb9e13.jpg
    წინანდალი, თელავის მარანი, 2012
  •   cror3_42551_5319bd950bfe0.jpg
    ქისი, ყვარლის მარანი, 2012
  •   cror3_42551_5319bd9c1637f.jpg
    ქისი, ვინოტერა, 2012
  •   cror3_42551_5319bda9f2b01.jpg
    რქაწითელი ქარვისფერი, ვინოტერა, 2011
  •   cror3_42551_5319bdb3aeffe.jpg
    საფერავი Rosé, ბადაგონი, 2013
  •   cror3_42551_5319bdbda05c6.jpg
    ალადასტური, მონასტრის ღვინოები,ხარება, 2012
  •   cror3_42551_5319bdc5c8599.jpg
    საფერავი-კაბერნე,ქინძმარაულის მარანი, 2009
  •   cror3_42551_5319bdcd8a487.jpg
    საფერავი (მუხაში დაძველებული), ქინძმარაულის მარანი, 2009
  •   cror3_42551_5319bdd625f88.jpg
    საფერავი Premium, ხარება, 2010
  •   cror3_42551_5319bdde166e0.jpg
    საფერავი, თბილღვინო, 2012
  •   cror3_42551_5319bde681e0a.jpg
    ხვანჭკარა, ბადაგონი, 2013
  •   cror3_42551_5319bdf2b7882.jpg
    ხვანჭკარა, GWS თამადა, 2011
  •   cror3_42551_5319bdf99f9da.jpg
    მუსკატი კახური (წითელი), კახური ტრადიციული მეღვინეობა, 2011

ციცქა, ხარება, 2012              

18.00 ლარი

შარშანდელი ციცქასავით, ხარებას წლევანდელი ციცქაც ძალიან ხალისიანი და ცოცხალი ღვინო დადგა. პირველივე სურნელში ხილის ყვავილებისა და ანანასის, ასევე ციტრუსის (მაგ. ლიმონის) არომატებს იგრძნობთ. მაღალმჟავიანი, მკრთალი ჩალისფერი აპერიტივის ღვინოა, გემრიელი და პირდაპირი. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული თეთრი კლასიკური ღვინოების გასაჭირი იმერული ღვინოებით კომპენსირდება. ამის მაგალითები ჩვენ ქართლშიც გვაქვს, საბედნიეროდ.

რქაწითელი, კონდოლი,   თელავის მარანი, 2011          

17.90 ლარი

კონდოლის ვენახებში დაკრეფილი რქაწითლიდანაა ღვინო დაყენებული. ჩალისფერია, მკრთალი ღვინო მომწვანო ტონებით. სურნელში პირველ რიგში მცენარეული და ყვავილოვანი არომატები მოჩანს, რომელსაც დაგემოვნებისას ციტრუსები (ფორთოხლის ცედრა) და ტროპიკული ხილი ემატება და რაც მთავარია - მუხის ნაზი კვალი, რომელიც ღვინოს დასრულებულ სახეს აძლევს. მაღალმჟავიანი, ხალისიანი ღვინოა, საინტერესო დაბოლოებით, სადაც მოტკბო სურნელებსაც იგრძნობთ.

წინანდალი, თელავის მარანი, 2012            

10.90 ლარი

თელავის მარნის მორიგი წინანდალია, ახალი მოსავლის ღვინო. მკრთალი ჩალისფერით ხასიათდება და პირველივე სურნელში იგრძნობთ ახალი ღვინისთვის დამახასიათებელ სურნელებს - მწვანე მსხალი, თეთრი ატამი, ხილის ყვავილები. ცხარე, ახალგაზრდა ღვინოა, საკმაოდ მაღალი მჟავიანობითა და საინტერესო დაბოლოებით. მიაყოლეთ თევზიან კერძებს.

ქისი, ყვარლის მარანი, 2012              

49.00 ლარი

კიდევ ერთი ახალი კომპანიის მიერ დამზადებული ღვინოა. კახეთში, ქინძარმარაულის ზონაში მოკრეფილი ქისიდანაა ღვინო დაყენებული. სასიამოვნო გარეგნობით ხასიათდება, მოოქროსფერო ლიმნისფერია. პირველივე სურნელში იგრძნობთ მოტკბო არომატებს - დაშაქრული თხილი, მწიფე ყვითელი ქლიავი, ფორთოხლის ცედრა. საშუალო მჟავიანობის, საკმაოდ სხეულიანი, ძალზე გემრიელი სავსე ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით, სადაც სურნელოვანი მწვანე ჩაის ნიუანსებსაც იგრძნობთ.

ქისი, ვინოტერა, 2012               

49.00 ლარი

ტრადიციული კახური წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა, ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში დაკრეფილი ქისიდან. ძალზე სასიამოვნო გარეგნობისაა, მოოქროსფერო ქარვისფერი, პირველ სურნელებში ვაშლისა და გარგრის ჩირის, ქართული სუნელების, ხმელი ყვავილების, იმერული ზაფრანისა და ქაცვის არომატებს იგრძნობთ. ძალზე გაწონასწორებული, რბილი ღვინოა ხავერდოვანი ტანინებით. მიაყოლეთ კახურ ტრადიციულ კერძებს, ხორციან სალათებს.

რქაწითელი ქარვისფერი, ვინოტერა, 2011               

ვინოტერას მეღვინეებმა ძალზე ორიგინალური პროდუქტი შექმნეს. მემგონი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვევრში დაყენებული ტკბილი ღვინო გამოვიდა ბაზარზე. ყურძენი დაიკრიფა ნოემბერში, შემდეგ 4 თვის განმავლობაში შრებოდა და ჩამიჩდებოდა და უკვე გაზაფხულზე ჩაიწურა ქვევრებში.

ჭაჭაზე და კლერტზე გაატარა 4 კვირა, რის შედეგადაც დადგა მოოქროსფერო ქარვისფერი ბუნებრივად ტკბილი ღვინო, ძალზე ნაზი და ელეგანტური. სქლად ისხმება, გემო-სურნელებში კი ძირითადად უნაბის, კარგად ჩახარშული თეთრი ბლის მურაბის და ჩირის ტონებს იგრძნობთ. საკმაოდ ღრმა და რთული ღვინოა.

საფერავი Rosé, ბადაგონი, 2013                  

14.90 ლარი

ახალი მოსავლის ვარდისფერი საფერავია, ორაგულისფერი დაჰკრავს ღვინოს, სურნელში კი წითელი კენკრის, ძახველისა და წითელი ხილის ტონებს იგრძნობთ. მაღალმჟავიანი, ძალიან ახალი, ხალისიანი ვარდისფერი ღვინოა, რომელსაც დაბოლოებაში კურკიანი ხილის ტონებიც ახასიათებს (ატამი). კარგი მისაყოლებელი იქნება სალათებთან, პაშტეტებთან, ძეხვეულთან და მარილიან ლორთან.

ალადასტური, მონასტრის ღვინოები,ხარება, 2012              

44.00 ლარი

ძალიან სასიხარულოა, რომ ალადასტური უბრუნდება ქართულ ბაზარს. ეს ალადასტური ხარებას სიახლეა, ტრადიციული იმერული წესითაა დაყენებული, ჭურში. ღვინო დასხმისთანავე იპყრობს ყურადღებას მშვენიერი ლალისფერი. თავდაპირველ სურნელში ცხადად ჩანს ნაღებთან შერწყმული ხილის ნამცხვრის ტონები, ნიგოზი და თაფლი, რომელსაც დაგემოვნებისას კენკრის ტონები ცვლის. ძალიან კონცენტრირებული, გამჭოლი გემო აქვს ღვინოს, დახვეწილია და საკმაოდ რთულად დასახასიათებელიც. მჟავიანობა განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის დაბოლოებას. ასეთი ნაზი ღვინოები ძალიან აფართოებენ ქართული ღვინის მოყვარულთა თვალსაწიერს და მომხმარებელს სრულიად ახალ შთაბეჭდილებებს სთავაზობენ.

საფერავი-კაბერნე,ქინძმარაულის მარანი, 2009                 

11.90 ლარი

ქინძმარაულის ზონაში მოყვანილი საფერავიდან და ფრანგული ჯიშიდან, კაბერნე სოვინიონიდან დაყენებული ღვინოა. ალუბლისფერია, სასიამოვნო გარეგნობის, წითელი ხილის ცოცხალი არომატებით, რომელსაც დაგემოვნებისას ახალი ლეღვისა და შინდის ტონები აგვირგვინებს. დაგემოვნებისას ასევე ჩანს მცენარეული და სანელებლების ტონები (როზმარინი და სხვ. სუნელები). კარგი მისაყოლებელი იქნება ცვრიან მწვადთან.

საფერავი (მუხაში დაძველებული), ქინძმარაულის მარანი, 2009                         

25.00 ლარი

ქინძმარაულის ზონაში მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ღვინოა, რომელმაც შემდეგ გარკვეული დრო მუხის კასრებში გაატარა. ალუბლისფერი ღვინოა, საკმაოდ გამჭვირვალე, სურნელში შავი ხილისა და ჩირის სურნელებით (შავი ბალი, ალუბალი, შავი ქლიავის ჩირი, შავი ქიშმიში). მუხის არომატი კარგადაა შერწყმული სხვა სურნელებთან.

ძალზე დახვეწილი, ელეგანტური ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. მიაყოლეთ სტეიკს, კარგად შემწვარ ხორცს, ძეხვეულს.

საფერავი Premium, ხარება, 2010                  

33.90 ლარი

უკვე მესამე წელია კომპანია ხარება წარმატებით ასხამს პრემიუმ კლასის საფერავის სერიას. წინამორბედებივით, ამ ღვინომაც წარმატებები მოიპოვა საერთაშორისო კონკურსებზე, პირველ რიგში კი Concours Mondial de Bruxelles-ზე 2013, დიდი ოქროს მედალი. თანამედროვე ყაიდის ღვინოა, ძალიან ეფექტური სურნელებით, სადაც მწიფე წითელი ხილი და მცირე ტკბილი სუნელები იგრძნობა. ხავერდოვანი ტანინები კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დაგემოვნებას. კარგად დაბალანდებული, შემდგარი ღვინოა მაღალი ალკოჰოლით (14,5%) და სასიამოვნო მჟავიანობით.

საფერავი, თბილღვინო, 2012                  

12.50 ლარი

თბილღვინოს მორიგი ვინტაჟის სუფრის საფერავია. ახალი, ჟოლოსფერი, ცინცხალი გარეგნობის. ხასიათდება მწიფე შავი ხილისა და კენკრის მკვეთრი არომატებით, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი სიცხარით, ზომიერი ტანინებითა და მჟავიანობით. ამ ღვინომ უკვე წლებია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სუფრის საფერავის სახელი მოიპოვა.

ხვანჭკარა, ბადაგონი, 2013                   

29.50 ლარი

ბადაგონმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა ბაზარზე ახალი ხვანჭკარა. ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან დაყენებული ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინოა, მკრთალი ლალისფერია, სასიამოვნო პირველი სურნელებით, სადაც წითელი კენკრისა და ხილის, ასევე მცირედი ტკბილი სუნელების არომატებსაც იგრძნობთ. ახალგაზრდული სიცხარის მიუხედავად, სასიამოვნო მჟავიანობის ძალზე რბილი და გაწონასწორებული ღვინოა, საკმაოდ საინტერესო დაბოლოებით. მიაყოლეთ დესერტებს, ხილის ნამცხვრებს და სალათებს.

ხვანჭკარა, GWS თამადა, 2011                    

19.90 ლარი

ეს ადგილწარმოშობის დასახელების ნახევრადტკბილი ღვინო, როგორც ცნობილია ალექსანდროულის და მუჯურეთულის ყურძნიდან მზადდება. ალუბლისფერი ღვინოა, მწიფე ღოღნაშოსა და წითელი ქლიავის მოტკბო სურნელებით ხასიათდება. გემოზე შედარებით ძლიერ ტანინებსაც იგრძნობთ, რომელსაც სიტკბო აბალანსებს. მიირთვით გაგრილებული.

მუსკატი კახური (წითელი),  კახური ტრადიციული მეღვინეობა, 2011                      

26.90 ლარი

ძალზე ცოცხალი და ხალისიანი ნახევრადტკბილი ღვინოა, მუსკატის ჯიშიდან დაყენებული. სასიამოვნო გარეგნობის ღვინოა, ლალისფერი, ჟოლოსფერი ტონებით. პირველივე სურნელში იგრძნობთ ყვავილოვან ტონებს - ვარდის, ვარდის მურაბა, ყოჩივარდა და სხვ. მცენარეულ და ყვავილოვან სურნელებს. ძლიერი ტანინებით და ნაკლები მჟავიანობით ხასიათდება. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება.

სტატიის მისამართი: https://24saati.ge/i...3-07/42551.html

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზოგიერთი 50 ლ. რავარია? ჰა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აბა ბიჯო ...

საქეიფოდ რომ დავსხდებით 5 კაცი 500 ლარის ღვინო დაგვჭირდება :))



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი ღვინო ძვირი სიამოვნება უნდა იყოს ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?