Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 21 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

..

.

.

REMINGTON ELS177DC

REMINGTON-ELS177DC-545x117.gif

ეს იარაღი არის ლეგენდარული Benjamin-ის ფირმის ამერიკული პნევმატური თოფი. ისვრის 4,5 მმ კალიბრის კლასიკურ პნევმატურ ტყვიებს. იტენება ლულის გადაწევით. იგი ტყვიას ზებგერითი სიჩქარით ისვრის. ამ თოფში გამოყენებულია მსოფლიოში ანალოგის არმქონე ტექნოლოგია.მასში ზამბარის ნაცვლად ინერტული გაზის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული (დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი).
ამ ტექნოლოგიების წყალობით 30%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და უკუდარტყმა.ამ თოფს არ ჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ძამბარის გამოცვლა. მისი მექანიზმი პრაქტიკულად მუდმივია!
ამასთან კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით,ამ თოფის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი, რაც ფრიად სასურველია ნადირობისას. თოფს გააჩნია რეგულირებადი სასხლეტი(რაც ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიკური სამიზნით დიდ მანძილზე სროლისას) და დამცველი მექანიზმი.კონდახი დამზადებულია მაღალი ხარისხის, ციფრული კუმუფლირებული პლასტიკისაგან, ბრწყინვალედ უძლებს ნესტს და არ ეშინია ნაკაწრების. თოფი აღჭურვილია ამერიკული ფირმა CenterPoint-ის დარტყმაგამძლე 3.9×40 ოპტიკური სამიზნით.
ეს თოფი განკუთვნილია დიდ მანძილზე სიზუსტეში სროლისთვის და ასევე მსხვილ ფრინველებზე და საშუალო ზომის ცხოველებზე სანადიროდ(მაჩვი, ტურა, მელა, კურდღელი და სხვა მსგავსი).თოფი იდეალურადაა დაბალანსებული, რაც სროლისას ძალზე კომფორტულს ხდის.
სპეციპიკაციები:

  • მოდელი:          ELS177Dc
  • მექანიზმი:        NPSS
  • კალიბრი(მმ):  4,5
  • სიჩქარე(მ/წ):  366
  • წონა(კგ):          2,8
  • სიგრძე(სმ):     111
  • ლულის მასალა:   Bull

.

.

.

.

..

.

.

aaremnitro-geo.jpg

 

 


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათაშორის მაქვს და წარმოუდგენლად ძლიერი და ზუსტი იარაღია. სადაც ძაღლები მყავს იმ ეზოდან . ღობის გარეთ , ბესედკასავით რომ არის , იმის გვერდზე ხეზე , დაახლოებით 60-65 მეტრში ყვავი ჩამოვიღე . 4-5 კაცია მომსწრე.... დაცვის სამსახური მთლიანად .


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ქრდანზე კარგი იქნება...

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ისადა იტყვით ალბათ ვინაა ეს კაცი რას გადაგვეკიდა ჭკუას რომ გვასწავლისო, მაგრამ....., ლეგენდებიდან რომ გამოვიდეთ ვიტყვი შემდეგს

 

პირველი ის რომ მასში არანაირი კოსმიური ტექნოლოგიები არაა გამოყენებული, აღნიშნული ტექნოლოგია (ჰაერის ზამბარა) საკმაოდ ძველია, რამდენიმე ათეული წლის წინ წარმატებით გამოიყენებოდა ინგლისური მწარმოებლის Theoben-ის და გერმანული WeihrauchHW90 მოდელებში, იარაღები საკმაოდ ძვირი ღირდა იმიტომ რომ ადრე აღნიშნული ტექნოლოგიები და მასი გავრცელების ვიწრო არეალი განაპირობებდა კონკურენციის არ ქონას, რაც თავის მხრის მომხმარებლისთვის  ფასწარმოქმნაზე ნამეტნავი ფინთად აისახებოდა.

   ამის მერე გავიდა დრო...., დაიხვეწა ტეგონოლგიები, ყველაფრის წარმოება მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე გაიაფდა და რამდენიმე მწარმოებელს, მათ შორის Crosman( Benjamin, Sheridan, Remington, CenterPoint  და კიდევ მრავალი სავაჭრო მარკა ყველა კროსმანისაა), მათ შორის იმიტომ ვამბობ რომ, მანამდე გაყიდვაში AirVentur-ის წარმოების ჰაერის ზამბარები გამოდიოდა , ასევე ესპანური Gamo  და ახლა  უკვე თურქული Hatsan-ებიც ჰაერის ზამბარაზე გამოდის, გაახსენდა აღნიშნული ტექნოლოგიები, მიაკერა საკუთარი სახელები "NP" , "Nitro Piston"  და ა.შ. და მონათლა არაამქვეყნიურ და ანალოგის არ მქონე ტექნოლოგიად ( მარკეტინგი მუშაობს ზოგიერთ კომპანიაში :) ) და დაიწყო მისი გარეკლამება და იარაღის წარმოება , სხვათაშორის საკმაოდ წარმატებულადაც

 

 რეალობა კი ასეთია:

 

ჰაერის  ზამბარა მართლა უკეთესია , ჩვეულებრივ ზამბარაზე, ამცირებს უკუცემას , არ აქვს იარაღს "ზრიალი" სროლისას, ხმა ნაკლები აქვს, გადატენვა უფრო რბილი და თანაბარი ხდება, დატენვითაც შეგიძლიათ რამდენიმე სააათი იაროთ გადატენილი იარაღით (და არა თვეები და წლები) და გასროლის რესურსიც შედარებით მაღალი აქვს ( 8000-10000 გასროლა რაც მე წამიკითხავს და საკუთარი თვალით მინახავს) 

 

მის მინუსად შეიძლება ჩაითცალოს ჩვეულებრივ ზამბარაზე მინიმუმ 3-5 ჯერ მეტი ფასი , მონტაჟის სირთულე (სპეციალური სტანოკი სჭირდება დაყენებას) 

 

ეხლა რაც შეეხება აღნინულ იარაღს:

 

ის რომ ზებგერითი სიჩქარით ისვრის ტყვიას (მჩატე ტყვიებზე სავარაუდოდ საუბრარი, თორემ მაგით მე გაზომილი მაქვს .68 გრამიანი ტყვიით გასროლა და 245-260 მ/წმ იყო მაქსიმუმი), ეს ძალიან ცუდია და რატომ: ზებგერითი სიჩქარით გასროლილ ტყვიას აქვს ძალიან დიდი ხმა, არის საშინლად არასტაბილური ფრენისას, ტყვია ძალიან მალე კარგავს ენერგიას და შესაბამისად მიზნის დაზიანების ალბათობა კატასტროფულად იკლებს , მოკლედ ზებრეგითი სიჩქარე არამარტო ამ იარაღის არამედ ზოგადად პნევმატიკაში არის დამღუპველი და ყველა ცდილობ თავიდან აიცილოს ბგერის სიჩქარეზე ტყვიის სიჩქარის გადაჭარბება

 

ისე კი საკმაოდ კარგი ფიშტოა , მაგრამ განსხვავებით კროსმანის სხვა პროდუქციისაგან მისი ფასი საკმაოდ გაბერილი მეჩვენება (აღარ მახსოვს მგონი 200$-დან 300-$მდე ღირდა) , მაშIნ როდესაც კროსმანის ყველაზე იაფიანი PCP-ის (Benjamin Discovery) ფასი 239$-ი იყო და ნასოსთან ერთად 400$ ღირდა.

 

 

 

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აკი გითხარი ჩვენ მონადირეები ვართ და ცეცხლსასროლი იარაღია ჩვენი საქმე...გლუვლულიანები, ნახევრადავტომატები, კარაბინები და ა.შ.

ამიტომ არაფერსაც არ ვიტყვით......

რაც შეეხება სტატიას როგორც აწერია, იარაღი.გე-დან გადმოვქაჩეთ. დანარჩენი რა გითხრა.....ვერც შეგეკამათები და ვერც ეჭქვეშ ვერ დავაყენებ შენს მოსაზრებას. ისე კი გეტყვი რომ საინტერესოდ ყვები და ინტერესით ვკითხულობ, რასაც წერს....იმედია არა მარტო ჩემთვის ;) :0072:


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მართლა კაი ინფორმაციაა და სიამოვნებით წავიკითხე... ჰაცანი ბევრად ჩამორჩება კროსმანს? ფასის სხვაობა ალბათ საკმაო იქნება მაგ ორ ბრენდს შორის არაა?

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მართლა კაი ინფორმაციაა და სიამოვნებით წავიკითხე... ჰაცანი ბევრად ჩამორჩება კროსმანს? ფასის სხვაობა ალბათ საკმაო იქნება მაგ ორ ბრენდს შორის არაა?

 არა არ ჩამორჩება, დაჟე ზოგიერთ საკითხში წინაც წავიდა და საკუთარი შტუკები დააპატენტა (მაგ ვივერი და მეცხლის კუდი ერთადაა შერწყმული ჰაცანის პნევმატურებზე)

 

მაგრამ რაც ხშირად ახასიათებს ჰაცანის მოდელებს ესაა სიმძიმე, ბალანსის არ არსებობა და არანორმალური ძალა



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
არანორმალურ ძალაში რას გულისხმობ? თყვია მოხვედრისას დიდ ჯოულს ქმნის თუ? ეს პნევმატური რა დამიჯდება?

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არანორმალური ძალა უარყოფით კონტექსტში ახსენე? :think:


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

არანორმალურ ძალაში რას გულისხმობ? თყვია მოხვედრისას დიდ ჯოულს ქმნის თუ? ეს პნევმატური რა დამიჯდება?

 

უაზროდ დიდი ძალას და ტყვიის მაღალ სიჩქარეს , რომელიც დასარეგულირებელი ხშირად , მე მაგალიტად ბევრი პნევმატური მაქვს და ტყვიის სიჩქარედ სხვა და სხვა ლულაზე სხვა და სხვას ვიყენებ ( 150 მ/წმ დან დაწყებილი  290 მ/წმ დამთავრებული) , გააჩნია რა სიჩქარეზე ისვრის იარაღი სტაბილურად

 

რომელ პნევმატურზე ამბობ დააკონკრეტე და გეტყვი



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

არანორმალური ძალა უარყოფით კონტექსტში ახსენე? :think:

 

კი უარყოფითში , პნევმატიკა ქვაბების სახვრეტად არ არის , მაგ საქმეს დრელი უკეთესად ასრულებს , პნევმატიკის დანიშნულებაა იყოს ძალიან ჩუმი, სტაბილური და "სკალპელი" ( 50 მეტრზე 10-12მმ –დან( 5 თეთრიანიდან) არ უნდა გამოხვიდე 5 ტყვიით) 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
ტყვიის საწყის სიჩქარეს როცა აკლებ შესაბამისად სროლის ეფექტური მანძილი მცირდება არაა? ნუ რავი ზოგადად ნორმალურ პნევმატურს რა ფასად იყიდი? ცხოველის მოკვლაზე არ მაქვს პრეტენზია მაგრამ იხვი, მელოტა დს ყვავი რო ადვილად მოკლას...

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

არა საწყისი სიჩქარე დიდა არ მოქმედებს ტყვიის მოქმედების რადიუსზე, უფრო სწორედ კი ეს უკვე შეძღუდული გაქვს 70-100 მეტრამდე , იმის იქეთ ლატარეაა მაინც და 250 მ/წმ–თ ისვრი თუ 280–ით დიდი სხვაობაა არააა

 

ნორმალურ პნევმატური კონსტრუქციას გააჩნია 

 

ზდპ (ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა) თუ პცპ ? 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
რადგან ამ საკითხშიც გამოუცდელი ვარ მაგაზეც მიჭირს პასუხის გაცემა თუმცა ერთი ვიცი რომ ბალონზე არ უნდა იყოს... დაახლოებით 250-300-350ის ფარგლებში ვეძებ

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
geojorjika

geojorjika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 67 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

"ბალონზე" არის პცპ :)

 

რავიცი 300 არად არის საკმაოდ ბევრი არჩევანი ჰაერის ზამბარაზე , ძირითადი მოვალეობა რა უნდა ქონდეს მაგ ფიშტოს? 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?