Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხმალი-იარაღის ისტორიიდან     ხმალი-იარაღის ისტორიიდან

  

nathan_collection2011a_s.jpg

ხმალი უძველესი საბრძოლო იარაღია-ხმალი შედგება მახვილისგან და სახელურისგან, მახვილის სიგრძით განისაზღვრება ხმალია იარაღი თუ ხანჯალი, ხოლო სახელურით და მისი მოხატულობით დგინდება ამ ხმლის დამზადების ადგილი და ეპოქა. პირველი ხმალი მზადდება 2000 წელს ჩვ. წ.ა-ღმდე და იგი ბრინჯაოსი იყო, ხოლო პირველი რკინის ხმლები ჩნდება 1300 წელს-ტროას ომის დაწყებამდე. პირველი ბრინჯაოს ხმლები ჰქონდათ ეგვიპტელებს-და მას ხოპეში/კჰოპეში ერქვა-რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს საქონლის წინა ფეხს-თავისი მოხაზულობის გამო. წააგავს იატაგანს. იგი შედგებოდა სახელურისგან და ნალის მსგავსი მახვილისაგან. ხშირად იყო ორპირი ალესილი, სახელური და მრგვალი. სახელური სიგრძე აღწევდა 50 სმ.

KhLR01.jpg

khopeshMosaicCairoMusPicLeinoV..jpg

ხოპეში იყო საუკეთესო-ელიტარული მებრძოლების იარაღი და იგი ძალზე საშიში იყო. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა ეხმარათ იგი ეტლიდან ბრძოლის დროს. კინაკი-(ბერძნ. akinakes) იყო მოკლე ხმალი, (40—60 სმ), რომელიც ძირითადად ჰქონდათ სპარსელებს და სკვითებს პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. მას ჰქონდა დამახასიათებელი მომრგვალებული სახელური ბრტყელი მახვილი

03250010.jpg

ბერძნები ბრძოლაში იყენებდნენ კსიფოსებს-ეს იყო სწორი ხმალი-75 სმ-სიგრძის, გოპლიტები მე-6 საუკუნიდან იყენებდნენ კოპისებს-ოდნავ მოხრილ ხმლებს, 50-70 სმ სიგრძის, სპარტელებს კიდევ უფრო მოკლე ხმლები ჰქონდათ, თუმცა ბერძნები ხმლებზე უფრო მეტად შუბებს იყენებდნენ. მე-4 საუკუნეში ათენელმა სტრატეგმა იფიკრატმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა და ორჯერ გაზარდა მეომრების ხმლების სიგრძე. ალექსანდრე მაკედონელის მეომრები ხმარობდნენ ასევე მოკლე ხმლებს. რომაელებს ჰქონდათ ე.წ. გლადიუსები, რომელიც დაახლოებიტ 1 კგ იწონიდა. და 66 სმ სიგრძის იყო. კელტები იყენებდნენ 1 მეტრის სიგრძის ხმლებს.

GladiusMainz.jpg

კოპისი-(греч. κόπτω, лат. kopis)—ეს არის მოხრილი ხმალი ცალმხრივი ალესილი პირით-რომელსაც ძველი ბერძნები იყენებდნენ. თუმცა მოხრილ ხმლებს ბერძნებამდე მრავალი ხალხი იყენებდა-პირველი ასეთი მოხრილი ხმალი იყო ეგვიპტური ხოპეში – რომელიც ჩვენ უკვე აღვწერეთ-ხოპეში (ინგლ. khopesh)-რომელიც ალბათ ნალისგან წარმოიშვა. კოპისი ბერძნულად ნიშნავს-ჭრას, ჩეხვას-ევრიპიდემ და პლუტარქემ ეს ტერმინი იხმარეს ხორცის მჭრელი დანის აღსანიშნავად, ხოლო ქსენოფონტე ასე უწოდებდა სპარსელების და ეგვიპტელების ხმლებს. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების აღმწერი კურციუსი ახსენებს მაკედონელებისათვის უცხო ხმლებს-კოპიდებს, რომლითაც კვეთავდნენ სპილოს ხორთუმებს.

Hossom_Kopis01-ww.jpg

არის კიდევ ერთი ასეთი მოხრილი ხმალი, რომელსაც მაჰაირა ეწოდება, (ბერძნ. μάχαιρα. ინგლ. makhaira, machaera), რასაც ბერძნულად დანა ეწოდება. ამ ტერმინს იყენებდნენ ბერძნები უფრო ფართოდ-მათ შორის როგორც დანა, ხანჯალი. ქსენოფონტე ახსენებს კოპისს და მაჰაირას ერთი და იგივე ხმლის აღსანიშნავად-საუბარია მოხრილ-ცალმხრივ ალესილ ხმალზე-თუმცა მაჰაირას ქვეშ ალბათ მაინც გულისხმობდა დაჩნას, რომელიც ჩხვლეტის გარდა გამოიყენებოდა ასევე ჭრითი დანიშნულებისათვისაც ანუ იყო ალესილი. ამგვარად მაჰაირა უფრო ფართო გაგებით გამოიყენებოდა, ვიდრე კოპისი. მე-10 საუკუნის ბიზანტიურ ნაწერებში მაჰაირას უძახიან უბრალოდ ხმალს, იგი თავის მხრივ პოლიბიუსის ნაწერებს ეყრდნობოდა ხოლო პოლიბიუსი კელტ-იბერების და რომაელების ორმხრივ ალესილ ხმლებს მაჰაირას ეძახდა, ხოლო უფრო ადრეულ ნაწერებში ბერძნები ასეთ ხმლებს ქსიპოსებს უწოდებდნენ.
კოპისი როგორც ხმალი ეტყობა ბერძნებმა გადაიღეს სპარსელებისგან 6 საუკუნეში ჩვ.წ.აღმდე. ჰეროდოტე ახსენებს ასეთ იარაღს სპარსულ კავალერიის აღჭურვილობაში, (5 საუკ ჩვ/წ/ა-ღმდე). კოპისის მახვილის სიგრძე არის-53 სმ-დან 70 სმ-მდე. ზოგჯერ საზურგე ნაწილი სწორია და ამით კოპისი წააგავს მაჩეტეს. საბერძნეთში კოპისებს შეზღუდულად იყენებდნენ, სამაგიეროდ იდი ნაციონალურ იარაღად იქცა (ესპანელ) იბერებში, სადაც იგი შეიტანეს ვაჭრებმა 6-5 საუკუნეებში ჩვ.წ.ა-ღმდე. რომაელმა მეომრებმა გადაიღეს კოპისები იბერიელებისგან ჰანიბალთან ომის შემდეგ და მას დაარქვეს გლადიოლუსი-“gladius hispanicus”-ანუ ესპანური ხმალი. ესპანურმა ხმალმა უკვე XIX საუკუნეში მიიღო სახელი ფალკატა (ინგლ. falcata)-ასეთი უცნაური სახელი მას დაერქვა ერთ-ერთი მთარგმნლის გამო, რომელმაც ლათინურიდან არასწორედ თარგმნა სიტყვა falcatus, რაც ლათინურად ნიშნავს ნალივით მოხრილს. ესპანელი მჭედლები აწრთობდნენ სუკეთესო ფალკატებს. 2 საუკუნის იბერიელი მჭედლები ხმლის ხარისხს ამოწმებდნენ ასე-ხმალს იდებდნენ ტავზე და ბოლოებს ისე ხრიდნენ, რომ ეხებოდა მხრებს-ხელის უცებ გაშვებით ხმალი სწორდებოდა თავდაპირველი ფორმამდე. 5-4 საუკუნის ფალკატები წააგავს ბერძნულ კოპისებს-სახელურზე გამოსახავდნენ ცხოველის ან ფრინველის თავს. ფალკატას სიგრძე 60 სმ იყო. ესპანელები ატარებდნენ მას ზურგზე, ზოგჯერ ქამართან.

l_1505.jpg

ფალკატების ფორმა ისე იყო გაკეთებული, რომ დარტყმისას უდიდესი ძალა წვერზე მოდიოდა. რომაელების თქმით, ვერანაირი მუზარადი ვერ უძლებდა ფალკატას დარტყმას. 3 საუკუნეში რომაული არმია იყო შეიარაღებულ იასეთი ესპანური ხმლებით-ლივიუსის აღწერით ამ ხმლებით რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონელები.

წყარო: hunters.ge


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
პანჩო

პანჩო

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 627 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

კარგია  ბაბუ  კარგი  ჩვენი  მტრის  მკერდს  დაამშვენებს  ღრუტუნიასაც  კარგად  გაატყავებს



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სწორად მიდევს თემა


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სატევარი bye.gif
ჩემი ორლესული ძველი სატევარი,
ომში დაგეშილი, მტერზე ნატევარი.
სისხლში მონათლული, რკინა საქებარი,
სიყრმის უღალატო ძმა და მეგობარი.
ტარი სპილოს ძვლისა, ვერცხლით გაფერილი,
პირი ფოლადისა, გრდემლზე გაკვერილი.
სამად დაღარული, მტკიცედ გაჭედილი,
ჩემთან სამეგობროდ ქვეყნად გაჩენილი.
ბნელში ჩაგებული მწარე წუთებს ითვლის,
დუმილს ვეღარ იტანს, ქარქაშს მიღმა ილტვის,
კბილსაც გააელვებს, თავის სათქმელს იტყვის,
მტერზე გაილაშქრებს და ჯავრს ამოიყრის.

 

 

 

 

ისე რა მაგარი სახელი ქვია არა....ს ა ტ ე ვ ა რ ი....( იარაღი შეტევისათვის)


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.e359c06a7b40.jpg

.მესტიის მხარეთცოდნეობის მუზეუმი

ეს არის უცნაური სვანური მშვილდი...რომელსაც , როგორც ხედავთ ასიმეტრიული მხარეთა რაოდენობა აქვს .

ასევე უცნაურია სვანური ფარის მასალა.....ზემოდან გადაკრული აქვს ნიანგის ტყავი. დამეთანხმებით რომ ცოტა უიცნაურია, ად სვანეთი და სად ეგვიპტის ნილოსის ალიგტორები?


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხანჯალი

ყამა

სატევარი

ts6xi.jpg


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი, მოკლე თუშური     ხ მალი.     ადრე იყიდებოდა რომელიღაცა საიტზე . ამ  იარაღის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია რომ 2 ლესულია, , იჭედებოდა კონკრეტული მებრძოლისათვის, აუცილებელი იყო რომ გაშლილ ხელში ძირს დახრილი მიწას არ უნდა უწევდეს. ასეთი 2 ხმლით იბრძოდა  თუში მეომარი
c53f7.jpg


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.2f9b1abc6a4e.jpg

.

.442dc7c7bbbd.jpg

.

 

 

 


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
იარაღები და იარაღი
 


28171338480062.jpg "ვინცა ამიტირებს სამშობლოს მგელივით შავეტანები!"-ასეთი სულისკვეთება ქართველ მეომრებს ოდითგანვე მოსდევთ.ერთ ერთი საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის შექმნა იმან გამოიწვია რომ ქართველები მუდმივად იმყოფებოდნენ საბრძოლო მდგომარეობაში.მტერიც მრავალრიცხოვანი და ძალზედ ძლიერი იყო. მრავალი იმპერია, სამეფოები და სახელმწიფოები გამქრალა მათი თარეშისას, ქართველი მებრძოლებისთვის დღესაც აუცილებელია ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, დროით გამოცდილი უნარჩვევების ათვისება.აღსანიშნავია აგრეთვე მეომრული კოდექსი, რომელიც 365 წესს ითვლის.წესების რაოდენობა საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე აშენებული 365 მთავარი სალოცავის რაოდენობით იყო განსაზღვრული, რადგან ქართველ მებრძოლთა მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა, ხოლო ყველა მეომარი წმინდა გიორგის ყმად მოიაზრება.ქართული საბრძოლო ხელოვნების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა კუთხის ადათმა და წეს ჩვეულებებმა, ყველა კუთხეს გააჩნდა მისთვის დამახასიათებელი საბრძოლო ტრადიციები.გამორჩეულია აგრეთვე შეტაკება "ჭიდაობა" ერთი ხელით, რომლის დროს მეომარი აჩვენებს თავის ოსტატობას, ძალას და მოხერხებას.პატრიარქმა დალოცა "იბერიელი მგლები", რომლებიც დაკავებულები არიან ხრიდოლის სწავლებით.ხმალი ცივი იარაღია, არსებობს მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი28171338482926.jpgდა მჩხვლეტავი ხმლები.ხმლების წონა მერყეობს 700 გრამიდან (როგორიცა გლადიუსი)7კილომდე(როგორიცაა ცვაიჰენდერი და ფლამბერგი).ერთხელიანი მჭრელი ან მჭრელ-მჩხვლეტავი ხმლის მასა შეადგენს 0.9 გრამიდან 2კილომდე.თავდაპირველად ადამიანები აკეთებდნენ "სპილენძის" მოკლე ხმლებს, ჩვენი წელთაღრიცხვის 2000 წლით ადრე. ქართული ხმლები ძალზედ პოპულარული იყო. მათი დამზადება გამძლეობა და ქართველი მჭედლების სახელი შორს იყო წასული, აგრეთვე არის გადმოცემა რომ საწმისზე იყო დატანილი ფოლადის დნობის, მისი დამუშავების რეცეფტი, რაც აძლევდა ადამიანს სახელს და ამ სწავლების მქონე ადამიანი თითქმის უკვდავად იყო მიჩნეული, მხოლოდ ამას მოიაზრებდა საწმ28171338484090.jpgმისის ისტორია და არა პირდაპირ გაგებას იმისას, რომ მისი მფლობელი უკვდავი ხდებოდა.იარაღების ისტორია ხმლებიდან ცეცხლსასროლით დამთავრებული ქართველისთვის ძალზედ ახლოა.დღესაც კი იოლი ნივთებიდან აკეთებენ, მაგრამ როგორც ასეთი ქართული იარაღის შექმნა მოყვარულთა დონეზეა გაჩერებული.რასაც ვერვიტყვით ხმლებზე და სხვა ისტორიულად ცნობილ იარაღებზე.28171338484622.jpg28171338484882.jpg28171338484901.jpg28171338485057.jpg28171338484942.jpg28171338484834.jpg28171338484851.jpg28171338484863.jpg28171338484685.jpg28171338484771.jpg28171338484709.jpg

409

 


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართული საბრძოლო ხელოვნება

ქართული საბრძოლო ხელოვნება(ხრიდოლი) შექმნილია უძველეს დროში მისი ფესვები იკარგება შორეულ წარსულში. ისტორიული წყაროების მიხედვით პირველი ბრძოლა ქართველებს გადაუხდიათ ძვ.წ.4-3 ათასწლეულების მიჯნაზე.

  

      თარგამოსიs ძეები(ჰაოსი,ქართლოსი,ბადროსი,მოვაკანოსი,ლეკოსი,ჰეროსი,კავკასოსი,ეგროსი) განუდგენ ნებროთს(ბაბილონის მეფე) მან 60 გმირი დიდი ჯარით გამოაგზავნა თარგამოსიანთა დასასჯელათ ბრძოლა მოხდა არარატის მთასთან:„გაიმართა მათ შორის სასტიკი ბრძოლა,რომელიც ჰაერის სისასტიკეს ემსგავსა,რადგან იყო მათი ფეხის მტვერი,როგორც სქელი ღრუბელი;მათი აბჯარის ელვარება-როგორც ცის ელვა;მათი პირის ხმა-როგორც ქუხილის ხმა;მათი ისრების სიმრავლე და ქვისტყორცნა-როგორ ხშირი სეტყვა და მათი სისხლის ნთხევა-როგორც სეტყვის ღვარი...მაშინ სძლიეს თარგამოსიანებმა და მოსრეს ნებროთის სამოცი გმირი და მათი სპა“(ქართლის ცხოვრება,1ტ.1თავი). განრისხებული ნებროთი მთელი თავისი ძალით წამოვიდა თარგამოსიანების გასანადგურებლათ,მათ შედარებით მცირე ჯარი ჰყავდათ და ამითომ მასის ხევხუვებში გამაგრდნენ და პარტიზანული ომი გადაწყვიტეს.ნებროთმა  ჰაოსს დანებება მოთხოვა.„ჰაოსმა უთხრა ძმებს :გამიმაგრეთ ზურგი და  მივეახლო ნებროთს...სტყორცნა ისარი და დაჰკრა ნებროთს მკერდს და სპილენძის აბჯარს განვლო ზურგამდე “(იქვე).

    სახელმწიფოებრივი სისტემატიზაცია თარგამოსიანებში მოხდა უფრო მოგვიანებით. ძვ.წ. 3 ათასწლეულში.ამ დროს ძლიერი ჩანს ხურიტების(მითანის) სამეფო რომელიც ხეთას და აქადის სამეფოს ეომება.მისი დაცემის შემდეგ ძლიერდება დასავლეთით დიაოხი და კოლხა სადაც უკვე სისტემატიზირებულია საბრძოლო ხელოვნება არგონავტების კოლხაში ჩასვლის დროს (ძვ.წ 15-14სს) აქ მრავლად იყო არესის ჭალები,სადაც ეწაფებოდნენ საბრძოლო ხელოვნებას.ტარდებოდა სახალხო შეჯიბრებები და ორთაბრძოლები.

ფარნავიაზის მიერ საქართველოს გაერთიანების შემდეგ(ძვ.წ.3ს.) სისტემატიზაცია მოხდა ომის სტრატეგიის და ჯარის სადროშოებად(საერისთაოებად) დაყოფის კუთხით,რაც საბოლოოდ სრულყო ვახტანგ გორგასალმა მისსვე მიეწერება რეფორმა საეკლესიო მცველების -„ფუსტელების“.

ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დავით აღმაშენებელს(1089-1125წწ.) საბრძოლო სისტემების განახლებაში და ახალი სტრატეგიების დანერგვაში.

საბრძოლო ხელოვნებას დაკარვის საფრთხე შეექმნა კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ  როდესაც აიკრძალა საბრძოლო ხელოვნებები,თუმცა ჩუმათ მაინც მიდიოდა მასზე მუშაობა სპეცსამსახურების რიგებში(მაგ.ხარლამპიევი).

უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ მეცნიერს  ვ.ელაშვილს გაწეული უდიდესი სამუშაოსათვის.მან აღწერა ფარიკაობის სკოლა,ღაჯიების სკოლა და სხვ.ასევე მეცნიერებს: გ.გორგაძეს,ა.ციბაძეს, კ.ჩოლოყაშვილს,ბ.კვინიხიძეს, ა.გამზარდიას,ლ.ღუდუშაურს,ე.გიორგაძეს,ა.ლომთაძეს და სხვ.

1986 წლიდან დაარსდა კვლევითი ცენტრი „ჯგირაგი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „ხრიდოლი“ პირველი მასალების მოძიებას უზრუნველყოფდა ხოლო მეორე მის დამუშავებას.

სადღეისოდ აღდგენილია და სისტემატიზირებულია:

ქართული კუთხური ჭიდაობის 19 ნაირსახება,

ფარიკაობისა და ხმალაობის 5 სისტემა,

კრივის 4 სისტემა,

მშვილდოსნოვის 4 სკოლა,

ცურვის 16 სახეობა,

შუბოსნობის 21 სახეობა,

ხანჯლაობის  და მცირე ზომის სამკვეთლო საჭრელი იარაღით ბრძოლის 7 სახეობა,

საცემ-სამკვეთელ-საზეპელი იარაღით ბრძოლის 14 სისტემა,

ხის საცემ-საზეპელი იარაღის 23 სახე,

სასროლ-სატყორცნი იარაღის ბრძოლის 8 სახეობა,

საკაწრ-საჭრელ-საგვემელი იარაღის 18სახე და ბრძოლის 11 სისიტემა,

მათრახის  4 ტიპი,

გარისობის და ტყეში ბრძოლის წარმოების მკვიდრი სკოლა,

მასაჟის 2 სისტემა,

იარაღის ჭედვის და ალესვის 4 კუთხური წესი.

1995 წელს იუნესკოს სპორტის ნაციონალური სახეობების კვლევის სპეციალურმა   კომისიამ მაღალი შეფასება მისცა გაწეულ სამუშაოებს.ხაზი გაესვა რიგითი სახეობების უნიკალურობას,თვითმყოფადობას.





დღეს მოქმედებს საბრძოლო ხელოვნების 3 ფედერცია:

1.„ხრიდოლი“

2. „შავფაროსნები“

3.„ხრიდოლის აკადემია“

 

4.  იბერიელი მგლები

ასევე მუშაობს  მიმდინარეობს ქართული საბრძოლო ხელოვნებაში თანამედროვე სტანდარტებისა, ტაქტიკის და თანამედროვე ბრძოლის  ხერხების დანერგვისა:

სისიტემა „დავითფერული“.ბმული


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
40.jpg

,,გორდა” ხმალი

 

 
 
40.jpg

,,გორდა” ხმალი

ანოტაცია:

,,გორდა" ხმალი (ბაგრატიონების ოჯახიდან).

მასალა ფოლადი, ხე, ტყავი, ოქროზარნიში.

ზომები მთლიანი სიგრძე 90 სმ. პირის სიგრძე 79 სმ.

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი ფონდი: ეთნოგრაფია პერიოდი: XVIII საუკუნე

 

 

53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაკვეთით შესრულებული ზარნიში

Aleko-gocha.JPG


ხმალი "ჭოლაური", ავტორი გოჩა ლაღიძე, 2011 წელი

 


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქუთაისის სახ. ისტორიული მუზეუმი - იარაღი

< უკან დაბრუნება (ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი)...<<ექსპონატები

ფონდში დაცულია ძირითადად იმერეთის მხარის ყოფისათვის დამახასიათებელი ეთნოლოგიური მასალები, ამასთანავე მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო კულტურული ურთიერთობის ამსახველი ექსპონატები. მათი რაოდენობა 8 000 ერთეულს აღწევს. დიდი რაოდენობითაა იარაღ-საჭურველი, რომლის დამზადების პერიოდი XI _ XIX საუკუნეებს მოიცავს. აქ არის როგორც ცივი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი. ფართოა მათი წარმომავლობის არეალიც. ფონდში თავმოყრილია როგორც ქართველ ოსტატთა ნახელავი ასევე უცხოელთა (სპარსული, თურქული, რომაული, რუსული, დაღესტნური) ნამუშევარი.

 

 

მეომრის აღჭურვილობა

qartuli_iaragi_281329.jpg

normal_qartuli_iaragi_282029.jpg

 

  • აღმოსავლური მუზარადი XVIII ს.

normal_qartuli_iaragi_28829.jpg

normal_qartuli_iaragi_282129.jpg

normal_qartuli_iaragi.jpg

 

normal_qartuli_iaragi_281629.jpg

 

normal_qartuli_iaragi_281729.jpg

 

  • სამკლავე (ჯავშნის ნაწილი)

normal_qartuli_iaragi_28629.jpg

 

  • ფარი ჭედური ორნამენტით

normal_qartuli_iaragi_281429.jpg

normal_qartuli_iaragi_28129.jpg

normal_qartuli_iaragi_282329.jpg

 

  • უნაგირი ასალით

normal_qartuli_iaragi_28429.jpg

 

normal_qartuli_iaragi_28729.jpg

 

normal_qartuli_iaragi_282429.jpg

normal_qartuli_iaragi_281529.jpg

 

  • ცეცხლსასროლი  იარაღი

 

qartuli_iaragi_281129.jpg

normal_qartuli_iaragi_282229.jpg

normal_qartuli_iaragi_28929.jpg

 

  • დამბაჩის საპირისწამლე

normal_etnologiuri_eqsponatebi_281429.jp

 

  • დამბაჩის საპირისწამლე

normal_etnologiuri_eqsponatebi_282329.jp

 

 


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი