Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 1115 გამოხმაურება

#1036 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კობა "პირველი20-30 წუთი "  გიწერია? ამდენი ხანი გყავს ძაღლები ცივ წყალში და მეტიც? :think: 

 

20–30 წუთი კი მიწერია ბაბუ, მაგრამ "ცივ წყალში" არ მიწერია.  ;) 

 

ჩრდილოეთში კი ვცხოვრობთ, მაგრამ,  იხვზე ნადირობის უმთავრესი სეზონი თბილ და შედარებით თბილ პერიოდს ემთხვევა.

ჩვენთან სეზონი იხვზე იხსნება აგვისტოს პირველ (ხანდისხან მეორე) უქმეებზე. ამ დროს ხშირად, ჰაერის ტემპერატურა ჩვენთანაც მაღალია და შესაბამისად წყლისაც. სეზონი იხურება ნოემბრის შუა რიცხვებში (მეორე უქმეებზე),  მაგრამ ამ პერიოდშიაც იშვიათად არის ყინვები და ამიტომ სეზონის დახურვის ბოლო დღეებშიაც საკმაოდ კომფორტულ პირობებში გვიწევს ნადირობა.

გამონაკლისს წარმოადგენს გაზაფხულის სანადირო სეზონი, რადგანაც მაგ პერიოდში წყალი ვერ ასწრებს გათბობას. მაგრამ, საზაფხულო–შემოდგომის სეზონისგან განსხვავებით, ამ პერიოდში დაშვებულია ნადირობა მხილოდ საფარიდან, ფიტულების გამოყენებით (სიარულით და მიპარარვით აკრძალულია). ეს კი  აუჩქარებლად, ზუსტი გასროლის   საშეალებას იძლევა. შესაბამისად ძაღლს იშვიათად უხდება წყალში დიდხანს ყოფნა, დაჭრილი ნადავლის საძებნად. უმთავრესად მოკლულის გამოტანა უწევს. 

 

როგორც უკვე ავღნიშნე, დიდი ხანია რაც დავკარგე იხვების მიმართ ის ფანატიკური ინტერესი, რაც მეძებარი ძაღლის აყვანამდე და აყვანის მერე, რაღაც გარკვეული პერიოდი მქონდა. ჩემს პირველ ძაღლს, მერის, წყალში ისე ვავარჯიშებდი, როგორც მინდორში ე.ი. დიდხანს და მონდომებით. ამისათვის პირველი ორი წელიწადი ხშირად ჩავდიოდი ბელორუსიაში, სადაც ბრესტის ოლქში (1500 კილომეტრში ჩემი სახლიდან), ერთ–ერთ სათევზე მეურნეობას ჩემი ახლობელი ხელმძღვანელობდა. 

უკვე მაქვს სადაც აღნიშნული და გავიმეორებ, ამ მეურნეობაში დაახლოებით 25 (თუ არ  ვცდები 24) ხელოვნური ტბა არის, 800*800 ზომის და აუარებელი რაოდენობით წყალმცურავი ფრინველი, მათ შორის რუხი ბატი, რომელიც ერთადერთი, სხვა ჯიშის ბატებისგან განსხვავებით, რჩება ამ რეგიონში და კერძოდ იმ მეორნეობაშიაც, გასამრავლებლად (წითელ წიგნშია). 

ზუსტად ამ ადგილებში უწევდა ძაღლს ყველაზე უფრო ცივ წყალში მუშაობა, რადგანაც ბელორუსიაში საგაზაფხულო სეზონი იხსნება მარტის მეორე უქმეებზე (ბატზე), იხვზე კი მარტის ბოლო უქმეებზე, როდესაც ჰაერის ტემპერატირა კი იწევა მაღლა, მაგრამ წყალი ხშირად ნაწილობრივ გაყინულია. 

მას შემდეგ, როცა ჩემი სისულელით, ასეთ წყალში მერი გამიცივდა, თავს და ძაღლებს ვარიდებ ცივ წყალში დიდხანს ყოფნას.  იმ დროს კი, 3 გასვლაზე 46, მხოლოდ მამალი იხვი მოვინადირე, რომელთაგანაც ბოლო 2 ჩემი გამისატანი გახდა. ძაღლი უკვე არ შედიოდა წყალში.



#1037 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ათენა თითქმის 6 თვის..

legion.ge-690-1527502719.jpeg

 

 

კარგ ფორმაში ჩანს გიო, მაგრამ გვერდიდან გადაუღე, რომ უკეთ გამოჩნდეს



#1038 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

   აბა ჩემსას რა ჭირს რის გაწონასწორებული რა გაწონასწორებული, გიჟივითაა, ენერგიას ვერ ხარჯავს იმდენს დარბის....

 

არის ასეთი ინდივიდებიც. 

 

ჩემი აზრით ეს იმის შედეგია, რომ კურცჰაარი შედარებით მსუბუქი გახდა, გარკვეული სელექციის შედეგად, რაც მიზნად ამ ჯიშის ძაღლებისთვის სისწრაფის მომატებას ისახავდა.

კურცების ფიზიკურმა შემსუბუქებამ, ფსიქიკური სიმყარის დასუსტება გამოიწვია.

ჩემი უმცროსიც"გიჟივითაა, ენერგიას ვერ ხარჯავს იმდენს დარბის...." და არა მარტო. სახლში მარტო როცაა, აუცილებლად რაიმე უნდა დაღღრნას. უმთავრესად ისეთი, რასაც ჩემი სუნი გადაკრავს. უკვე 4 ტელეფონი (მათ შორის ძალიან ძვირიანები), 8 ტელევიზორის პულტი, სანადირო ქუდები, ფეხსაცმლები, ქამრები....და კიდევ ბევრი რამ. სახლიდან იმიტომ არ მაგდებენ, რომ სხვების ნივთებს არ ერჩის :0030: . ჩემსას კი დახურული კარადებიდან და ჩანთებიდანაც ითრევს.  ამიტომ რამოდენიმე სანადირო ჩანთა და ხურჯინიც შეეწირა ამ საქმეს. არც მერი და არც კარმენი, ასე არასდროს არ იქცეოდნენ. თუ რაიმე ქონდათ გაფუჭებული, მხოლოდ კბილების ცვლის პერიოდში. ისიც უმთავრესად უმნიშვნელო რაღაცეები. ეს კი უკვე 1,2 წლისაა და ჯერაც ვერ მშვიდდება. სანამ ვარჯიშსი და მოზრაობაში ვართ კიდევ არა უშავს, იღლება და მშვიდადაა, მაგრამ ეხლახან საქმეებზე მექნა სხვა ქალაქში წასასვლელი და მთელი სახლი თავდაყირა დააყენა.

ამის გარდა, დედა და ბებიისგან განსხვავებით, ჯესიკა მანქანაშიაც ვერ ისვენებს. 2ჯერ მოგვიწია ამ ბოლო დროს შეჯიბრებებზე, დიდ მანძილზე გასვლა და დედამისისგან განსხვავებით, რომელსაც თითქმის მთელი გზა ეძინა, ერთი არ მოუხუჭია თვალი.

ზუსტად ასეთი და უარესიც (აღზრდისას დაშვებული შეცდომების გამო), იყო და არის ჯესიკას დაც, სხვა ბუდობიდან (ნორმა), რომელსაც ძან ხშირად 9-ებს უსვამენ სისწრაფეში (ერთხელ 10-ანიც დაუსვეს კინაღამ) 



#1039 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1208 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

კარგ ფორმაში ჩანს გიო, მაგრამ გვერდიდან გადაუღე, რომ უკეთ გამოჩნდეს

პირადი ნახეთ ვიდეოს აქ ვერ ვდებ 



#1040 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4208 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი
დადე კუპრა შენი გოგოს სურათები უკეთესს რაკურსში

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#1041 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2175 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

არის ასეთი ინდივიდებიც. 

 

ჩემი აზრით ეს იმის შედეგია, რომ კურცჰაარი შედარებით მსუბუქი გახდა, გარკვეული სელექციის შედეგად, რაც მიზნად ამ ჯიშის ძაღლებისთვის სისწრაფის მომატებას ისახავდა.

კურცების ფიზიკურმა შემსუბუქებამ, ფსიქიკური სიმყარის დასუსტება გამოიწვია.

ჩემი უმცროსიც"გიჟივითაა, ენერგიას ვერ ხარჯავს იმდენს დარბის...." და არა მარტო. სახლში მარტო როცაა, აუცილებლად რაიმე უნდა დაღღრნას. უმთავრესად ისეთი, რასაც ჩემი სუნი გადაკრავს. უკვე 4 ტელეფონი (მათ შორის ძალიან ძვირიანები), 8 ტელევიზორის პულტი, სანადირო ქუდები, ფეხსაცმლები, ქამრები....და კიდევ ბევრი რამ. სახლიდან იმიტომ არ მაგდებენ, რომ სხვების ნივთებს არ ერჩის :0030: . ჩემსას კი დახურული კარადებიდან და ჩანთებიდანაც ითრევს.  ამიტომ რამოდენიმე სანადირო ჩანთა და ხურჯინიც შეეწირა ამ საქმეს. არც მერი და არც კარმენი, ასე არასდროს არ იქცეოდნენ. თუ რაიმე ქონდათ გაფუჭებული, მხოლოდ კბილების ცვლის პერიოდში. ისიც უმთავრესად უმნიშვნელო რაღაცეები. ეს კი უკვე 1,2 წლისაა და ჯერაც ვერ მშვიდდება. სანამ ვარჯიშსი და მოზრაობაში ვართ კიდევ არა უშავს, იღლება და მშვიდადაა, მაგრამ ეხლახან საქმეებზე მექნა სხვა ქალაქში წასასვლელი და მთელი სახლი თავდაყირა დააყენა.

ამის გარდა, დედა და ბებიისგან განსხვავებით, ჯესიკა მანქანაშიაც ვერ ისვენებს. 2ჯერ მოგვიწია ამ ბოლო დროს შეჯიბრებებზე, დიდ მანძილზე გასვლა და დედამისისგან განსხვავებით, რომელსაც თითქმის მთელი გზა ეძინა, ერთი არ მოუხუჭია თვალი.

ზუსტად ასეთი და უარესიც (აღზრდისას დაშვებული შეცდომების გამო), იყო და არის ჯესიკას დაც, სხვა ბუდობიდან (ნორმა), რომელსაც ძან ხშირად 9-ებს უსვამენ სისწრაფეში (ერთხელ 10-ანიც დაუსვეს კინაღამ) 

 

 

წიწაკიანი ნივთი არ გიცდია? 



#1042 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2175 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ვაა , რა ცუდი ამბავია თარხან. ეხლა ფ ბუქზეც გავაგებინებთ ბიჭებს

რა ამბავი ბაბულიკო, თვალი გადავავლე და ვერ ვნახე ვერაფერი. მშვიდობაა?



#1043 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2190 პოსტი
  • მისამართი:მელიქიშვილის 8/2
  • წარმოშობა:გურული

დაკარგული კურცჰაარის განცხადება დაიდო აქ და ბაბუმ გადაიტანა შესაბამის თემაში



#1044 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2175 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

დაკარგული კურცჰაარის განცხადება დაიდო აქ და ბაბუმ გადაიტანა შესაბამის თემაში

მადლობა გუგა



#1045 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37856 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაკარგული ძაღლის თემაში გადავიტანე ძმებო თარხანას დაკარგული ძაღლის ინფორმაცია


53c8c0d32f03.jpg


#1046 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 626 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

2ჯერ მოგვიწია ამ ბოლო დროს შეჯიბრებებზე, დიდ მანძილზე გასვლა და დედამისისგან განსხვავებით, რომელსაც თითქმის მთელი გზა ეძინა, ერთი არ მოუხუჭია თვალი

 

ეს პრობლემა მაქვს მეც!...თვალის დახუჭვას ვინ ჩივის , ძროხასავით დგას მანაქანაში, შანსი არაა დაწვეს,მოკალათდეს და დაისვენოს,.. რა მოვუხერხო არ ვიცი!!


ჩამსწორებელი dima71, 03 July 2018 - 03:58 PM.


#1047 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ეს პრობლემა მაქვს მეც!...თვალის დახუჭვას ვინ ჩივის , ძროხასავით დგას მანაქანაში, შანსი არაა დაწვეს,მოკალათდეს და დაისვენოს,.. რა მოვუხერხო არ ვიცი!!

 

ბოლო დროს, თუნდაც მოკლე მანძილზე რომ გამყავდეს, პირველსავე მინდორში ვჩერდები და 15–20 წუთის განმავლობაში ან ვავარჯიშებ, ან "თავისუფალ ფრენაში" ვუშვებ. ამის შემდეგ მშვიდდება და ბოლო დროს დაწოლა, დაძინებაც დაიწყო მანქანაში (რასაც ადრე არ აკეთებდა)  



#1048 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 626 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ვცადე ეგეც.. უშედეგოდ!!!.. ეგ კი არა დაღლილ- დაქანცულიც კი არ წვება მანქანაში,  ფეხზე დგას და საცოდავად ნახევრად დახუჭული თვალებით ქანაობს აქეთ-იქით!!



#1049 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1994 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

dima71

იმენნა სულ ფეხზე დგას  საუბრის მოსმენა ევასება თავიო თუ არ გამოყო წინა სავარძლებს შორის შანსი არაა:) 

რომ გადავახვიოთ ??? :D 


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#1050 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

წიწაკიანი ნივთი არ გიცდია? 

არა ლევან, მაშინ ყველა ჩემი ნივთის წიწაკაში ამოვლება დამჭირდება. რომელს დაადგამს თვალს და კბილს, წინასწარ ვერ დაადგენ. რამოდენიმეჯერ ისეთი კარადის კარი აქვს გაღებული, რომ მე თვითონ ძლივს ვაღებ. ასეთი ადგილებიდან ირჩევს ჩემს ნივთებს და განსაკუთრებით, სანადიროს. არ დამიტოვა ქუდები, სანადირო ფეხსაცმლები, ქამრები, დანები ...რომლებსაც კბილი არ დაადო :) 

ჩემთვის გასაგებია, რომ ამას მოწყენილობის და დაუტვირთაობის გამო აკეთებს, რადგანაც ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მე სახლში არა ვარ დიდი ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით, თუ მივლინებაში ვარ 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?