საზოგადოთ ყველა ძაღლს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. არანაირად არ მომწონს ყველა ძაღლის ერტი სახაზავის ქვეშ -პრინციპით გაწვრთნა
აბსოლიტურად სწორი აზრია
ბატონო კობა -რაც შეეხება თქვენრჩევებს , უწინრესად ერთ პატარა რჩევას დავამატებდი. პირველ ნომრად. ყოველთვის მანქანის საბარგულიდან ან ყუთიდან გამდმოსვლას ბრძანებით დაიწყეთ. ასევე მინდორში შესვლისას ძაღლი საწყის ეტაპზე მაინც თქვენს გვერდით უნდა გამოიყოლოთ ბრძანებით-გვერდით. მხოლოდ ბრძანების მეე უნდა მისცეთ უფლება გაინავარდოს მინდორში. და ასევე აუცილებელია მინდვრიდან გამოსვლისას ძაღლი გვერდით მოგყვებოდეთ და მანქანამდეც ერთად მიხვიდეთ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან აუცილებელი და პრაქტიკული ჩვევაა......
ბაბუ, თითქმის მასე ვშვები ყოველთვის და არა მარტო მანქანასთან დაკავშირებით. ჩემი ბრძანების გარეშე არც მერი, არც კარმენი საათობით იჯდნენ მანქანაში ღია კარებთან, ბინიდან ან ეზოდან გამოსვლის დროსაც, სანამ ბრძანებას არ მივცემ, ძაღლები ძიან კარებთან და ა.შ. ჯესიკა კი არის უფრო ცელქი და ქარაფშუტა, მაგრამ მაგიც ცდილობს დაიცვას ეს კანონები.
კიდევ ერთი, რასაც აუცილებლად ვაჩვევ ძაღლებს – ეს არის ვარჯიშის წინ და ვარჯიშის შემდეგ ყელზე დადებული ...."პოვადოკი" (ვერ ვიხსენებ, რა ქვია ქართულად). საერთოდ ძაან ისვიათად ვიყენებ ამას, მხოლოდ ვარჯიშის და გამოსვლების წინ (როგოც საველეზე, ასევე გამოფენებზე), რადგანაც ეს აუცილებელია. იმ წუთიდან, როცა ძაღლს დავადებ პოვადოკს, არავითარ ნებივრობის ან დაუჯერებლობის უფლებას არ ვაძლევ. თამაში და მაიმუნობა მანამდე, შემდეგ მხოლოდ მუშაობა. აქედან გამომდინარე, პოვადოკის დადება ძაღლისთვის არის ერთგვარი ბრძანება, რასაც პრინციპში მაგენი მალე ეჩვევიან