Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 1113 გამოხმაურება

#961 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


კობა თოდუა,

buba20

ბატონებო კობა, ბუბა  გავაგრძელოთ ეს თემა .  ზოგადად  აპორტირების პრობლემა ყოველთვის  დგება მაშინ , როდესაც საფუძველში არ უდევს ნივთის პირით ჭერის ცოდნა.

 

Panteleimon, აგაშენა ღმერთმა :bravo: რას გვაწვალებდი, ვერ დადევი უცებ ეს მატერიალი. მე 2 კვირა დამჭირდებოდა ამდენი რომ დამეწერა და ალბათ ასე ლამაზად და დაწყობილად მაინც ვერ გადმოვსცემდი არსს.

 

ბუბა, თითქმის ველაფერში ვეთანხმები Panteleimon, –ს, მცირე შენიშვნების გარდა, რომელიც პრინციპში დაწერილის აზრს არ ცვლის. 



#962 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4289 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს
კურცი რაცაა ზუსტად ისე გაციფდა თემაც ტან ამის დამლაგებელია არავინაა როგორც ის ვერ დაალაგეს რა უნდათ კურცისგან :D რატო სეტერების თემას ვე აბახებთ გადაბჟირებული სმაილი

#963 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კობა თოდუა,

buba20

ბატონებო კობა, ბუბა  გავაგრძელოთ ეს თემა . 

კარგი და აუცილებელი თემაა კონტინენტალური მეძებრისთვის, და არა მარტო. რადგანაც, კონტინენტალური მეძებარი, რომელიც აპორტირებას არ აკეთებს, უხარისხო ძაღლია. ამ ჯიშის ძაღლების ფუნქციაში შედის ხარისხიანი მუშაობა, როგორც გასროლამდე, ასევე გასროლის შემდეგ. 

 

 

 

აუცილებლად საჭიროა ლეკვობიდანვე ისწავლოს პირში აპორტირების საგნის ჩადება ბრძანებით მოიტანე.

 

1. აუცილებლად იწყება ბრძანებით მოიტანე პატრონის ხელის ჩადებით პირში. - აუცილებლად ოდნავ გიკბენთ - გასინჯავს რა ხდება არ გაუბრაზდეთ საკმარისია ოდნავი წამოიყვიროთ უფ უფ , ვაი ვაი , პტოლემეოოოს , არქიმედე  -და დაუტოვოთ ხელი. არავითარ შემტხვევაში არ იხმარება ბრძანება ფუ! ანუ გაიგოს რომ არაა სასურველი.

 

არასდროს დამიწყია ხელის ჩადებით პირში, მაგრამ, არაფერ ცუდს არ ვხედავ ამაში. 

 

 

 

 

2. ნივთი უნდა იყოს ოდნავ მძიმე. არ შეიძლება მსუბუქი -მარტივად აპროვაცირებს თამაშს, არც ძალიან მძიმე აგდებს და იწყებს ღრღნას-ღეჭვას. 

3. ნივთის სიმძიმე იზრდება ლეკვის ზრდასთან ერთად.

4. ხელი და აპორტირების საგანი  ნელნელა  იცვლება  ცოცხალი ფრინველით, ან ბაჭიათი , რომელსაც ფრთები, ფეხები აქვს ბლოკირებული ანუ აცვია წინდა.

 

 

 "ნივთის" სიმძიმის ლეკვის  ზრდასთან დაკავშირებას, აბსოლიტურად ვეთანხმები. ნივთის როლს ჩემთვის, უმთავრესად გაყინული, სხვა და სხვა ზომის და წონის, სანადირო ფრინველები ასრულებენ (გარშნეპიდან დაწყებული, იხვით დამთავრებული). რომლებსაც ნადირობის სეზონიდან სპეციალურად ვინახავ. ნადირობის დახურულ პერიოდში, ზრდადასრულებულ ძაღლებსაც ვავარჯიშებ.

 

 

 

 

 


5. აუცილებელია მოსინჯოს ეკლიანი ბალიშიც რა თქმა უნდა ხელთან ერთად და ბუშტიც , იმისთვის რომ არ ენდობოდეს შიგთავს. მე ვიყენებ ზღარბუნიას და კუსაც. ცოცხალი საგანი რომელსაც თუნდაც ვერ წვდება ეშვი ასტიმულირებს სურვილს.

 

 

კი ბატონო, მოსინჯოს. მოსინჯვა ყველაფრის შეიძლება, განსაკუთრებით კი ცოცხალი საგნის.


6. ნელ ნელა აპორტირების საგნის ჩადება იცვლება იგივე ბრძანებით მიწიდან აღებათ. შეიძლება ბურთიც ოღონდ არ გადაუგდოთ ოდნავ გაუგორეთ. ძალიან ახლოს. 

7. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამორთმევა მომენტალურად. უნდა განისაზღვროს რამდენი ხანი სურს თუ შეუძლია დაკავება და გამოვართვათ , დავათმობიოთ ბრძანებით.

 

 

 

მიწიდან აპორტირების დროსაც, აუცილებელია ძაღლის გაჩერება გარკვეული დროის განმავლობაში (დაჯენა, დაწოლა ან სხვა ბრძანება), მოთმინების გამოსამუშავებლად და მხოლოდ შემდეგ, ბრძანება აპორტირებაზე. ეს დრო, ნელ–ნელა უნდა გაიზარდოს, სანამ ძაღლი არ მიეჩვევა, ბრძანების გარეშე ერთ ადგილზე ყოფნას. ეს ძღვარი( სანამდე შეუძლია ძაღლს მოთმენა), თქვენ უნდა აკონტროლოთ და დროულად მისცეთ ბრძანება აპორტირების.  თუ ძაღლმა ვერ მოითმინა და  დაგასწროთ ადგილიდან ადგომა, საჭიროა მისი ძალით უკან დაბრუნება, ისევ ბრძანებით გაჩერება და ბრძანება, აპორტზე.

 


8. გამორთმევა არ უნდა მოხდეს ბრილებზე დაჭერით , ყბის გახსნით. უნდა მოხდეს  ხელის ჩაცურებით ნიკაპიდან პირში ზემოთ სასისკენ და არა პირიქით, ამავე დროს ვეფერებით ვუღუტუნებთ თვალსა და ცხვირს შორის. ძაღლი რომელიც მიჩვეულია ბრძანებაზე ხელის პირში ჩადებას აუცილებლად ჩაგადებიებს.  თუ არ თმობს ვიმეორებთ ხელის პირში ჩადების გაკვეთილებს.

 

 

 

მე ვიყენებ ბარტერს :) ვცდილობ რაიმე გემრიელში გავაცვლევინო აპორტირების საგანი. საერთოდ ყოველთვის, სულ პატარა ასაკიდან, როცა ძაღლს რაიმე მოაქვს, დააქვს, დაათრევს...ვცდილობ გამოვართვა და რაიმეთი გავუმასპინძლდე. ლეკვი პატარობიდანვე ეჩვევა ამას და შემდგომში ადვილად თმობს აპორტირების საგანს.  ყველაზე დიდი განსხვავება Panteleimon–ს ვარიანტთან ისა მაქვს, რომ, მე არ "ვუღრუტუნებ თვალსა და ცხვირს შორის", არამედ, უბრალოდ ვეფერები თავზე ხელის გადასმით  :D   

 


9. აცადეთ ედოს აპორტირების საგანი (ფრინველი თუ რა მნიშვნელობა აქვს ) მაქსიმალური  დრო. არ უნდა მიეცეს უფლება დადოს- დააფარეთ ხელი. პირზე მეორე ხელი კეფაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისწავლოს წამორება.

 

 

 

მაქსიმალურ დროს ვეთანხმები. "წამორება" ვერ მივხვდი რა არის, ამიტომ დავტოვებ კომენტარის გარეშე. 

 

 


10. ამის შემდგომ მე მაგალითად მაგიდაზე ვაყენებ და მაგიდაზევე გაბმულ ტროსზე გამობმულ სადავეზე ვატარებ ან ეზოში სადავით ვატარებ  აპორტირების საგნით პირში. ბრძანებით გვერძე.

 

 

 

 მაგიდის ვარიანტზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. არასდროს არ მიცდია. მგონია, რომ ეს ზედმეტობაა, ეზოში ვარჯიშისგან განსხვავებით.

 

.................................................................................................................................................


თამაშით ნასწავლი მოტანა, რომელსაც არ ახლავს იძულებითი გაკვეთილები საგნის პირით დაჭერის და წამორების  ყოველთვის გარდატეხის ასაკში გადადის სხვადასხვა პრობლემებში:  არ  მოტანა, ღეჭვა(შეჭმა), აღება - გაქცევა (არ დათმობა) და ასე შემდეგ. 

და მოტანა  გამყარებული საგნის პირში დაჭერის და წამოღების  უნარით საყვარელი თამაში ხდება ცხოვრების ბოლომდე. 

 

 

 

მინდა დავუმატო, რომ, მონადირე ძაღლისთვის არ არის სასურველი ხშირი გართობები ტოტების, სათამაშოების ან რაიმე სხვა სახის, არასანადირო აპორტირების ნივთების გამოყენებით. ნახევარი წლის ასაკიდან, სასურველია ყოველი ვარჯიში, ყოველი გასეირნება და მითუმეტეს აპორტზე ვარჯიში, დაკავშირებული იყოს უმთავრესად ნადირობასთან



#964 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კურცი რაცაა ზუსტად ისე გაციფდა თემაც ტან ამის დამლაგებელია არავინაა როგორც ის ვერ დაალაგეს რა უნდათ კურცისგან :D რატო სეტერების თემას ვე აბახებთ გადაბჟირებული სმაილი

 

რა არის აპორტირების განხილვაში ცუდი კურცებისთვის????

უმეტესად კურცების თემას ისენი აბახებენ, ვინც ზედაპირულად იცნობს ამ ჯიშს ან ვისაც არასდროს ყოლია კურცი. უბრალოდ შურთ ამ ჯიშის  :DDD



#965 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

............................................ არ იჩქარო სეზონი მაინც დამთავრდა.

 

 

 

 

სეზონი უკვე დამთავრდა საქართველოში???



#966 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კობა თოდუა,

 



ბუბა20, რისი აპორტირებისას  დროს დაიწყო ღეჭვა (ფრინველი, ცხოველი...რომელი?)?  რა პირობებში (ნადირობისას თუ ვარჯიშის დროს)? მანამდე თუ მოქონდა ნორმალურად (ბალიში გასაგებია, სხვა რამე...ნადირი, ფრინველი)?

 

 ფრინველის აპორტირებისას.

კი თავიდან მოქონდა ნორმალურად ნუ პირველი სეზონია და მწყერი მოქონდა ნორმალურად, რამდენჯერმე ეხლა ქათამზე მყავდა და დაიწყო ღეჭვა. ეს რომ შევამჩნიე შაშვი მოვუკალი და რამდენიმეჯერ მოვატანინე გზაში სანამ ჩემამდე მოვიდოდა ღეჭავდა

 

ქათამზე გადაფრენის დროს, თუ ნაბულით?



#967 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buba20

buba20

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 36 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

კობა თოდუა

 



ქათამზე გადაფრენის დროს, თუ ნაბულით?

გადაფრენის დროს არა ნაბულით



#968 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

............................................ არ იჩქარო სეზონი მაინც დამთავრდა.

 
სეზონი უკვე დამთავრდა საქართველოში???
პრატიკულად დამთავრდა. 1 მარტს თავდება.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#969 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4289 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კურცი რაცაა ზუსტად ისე გაციფდა თემაც ტან ამის დამლაგებელია არავინაა როგორც ის ვერ დაალაგეს რა უნდათ კურცისგან :D რატო სეტერების თემას ვე აბახებთ გადაბჟირებული სმაილი

 
რა არის აპორტირების განხილვაში ცუდი კურცებისთვის????
უმეტესად კურცების თემას ისენი აბახებენ, ვინც ზედაპირულად იცნობს ამ ჯიშს ან ვისაც არასდროს ყოლია კურცი. უბრალოდ შურთ ამ ჯიშის  :DDD
ეგრე იყოს რა პრობლემაა :D

#970 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მაქსიმალურ დროს ვეთანხმები. "წამორება" ვერ მივხვდი რა არის, ამიტომ დავტოვებ კომენტარის გარეშე. 

წამოღება, ტარება ნივთის

 

მე ვიყენებ ბარტერს ვცდილობ რაიმე გემრიელში გავაცვლევინო აპორტირების საგანი

ზოგადად კატეგორიული წინააღდმეგი ვარ მეცადინეობის დროს საკვებით დასაჩუქრების.  

მხოლოდ დასაწყისში 7-8 კვირის ასაკში  კვებაზე ვუძახი "სტარტოვკით" .

კვება ამოღებული მაქვს საერთოდ.   აქვე ავხსნი რატომ.

პირველი ის რომ აპრივაცირებს ძაღლის გადართვას კვებაზე. და უკვე საჭირო ხდება ძალისხმევა აუხსნა მიიღებს მაშინ როცა შეასრულებს.. შემდგომ პროცესებზე აღარაფერს ვიტყვი , როცა ბრძანების შესრულების გამყარებაზეა საჭირო საკვების გარეშე. ნუ ასეთი ძაღლები ბრძანებას სწავლობენ მაგრამ არ ასრულებენ.  99 %  მიზეზი სასწავლო ჯგუფში მოზრდილი ძაღლის გამოჩენის რომ მოსვლა ისწავლოს არის საკვებით ნასწავლი მოსვლა.

 

კიდევ მეორე . როდესაც მფლობელს ასწავლით როგორ შეასრულებიოს  ძაღლს საკვებით  ბრძანება, მომენტალურად უკარგავთ ამ ადამიანს შანს:

  1. დააკვირდეს საკუთარი ძაღლის მიმიკებს და თანის მოძრაობით გამოგზავნილ სიგნალებს.
  2. უბრალოდ ერთად ერთი სიგნალი რასაც ძაღლი იძლევა ხდება - მომეცი საჭმელი.
  3. ცუდ ყნოსვიანი ბულდოგიც 50 მეტრიან არჩევს გაქვთ ხელში, ჯიბეში  ნუგბარი თუ არა. ასევე იმასაც რომელ ჯერზე მისცემთ.
  4. ძაღლი გამოიმუშავებს ჩვევას იკონტაქტოს როცა მიიღებს. 
  5. როდესაც სწავლება ხდება ნუგბარის გარეშე ძაღლი მომართულია გაიგოს რა გინდათ მისგან. 
  6. როდესაც სწავლება ხდება ნუგბარის გარეშე ძაღლი მომართულია კონქატქზე და არა საჭმელზე.
  7. როდესაც სწავლება ხდება ნუგბარის გარეშე ადამიანიც სწავლობს მოძებნოს გზები , იმუშაოს ფსიქიკაზე, შეისწავლოს იერარქიის გამომხატველი ჟესტები, იმუშაოს  რეფლექსურ ნიუანსებზე, მოკლედ შეისწავლოს ძაღლის რეფლექსების  მოტორიკა.
  8. მაგალითად ცხვირიდან თვალებს შორის მოფერება მოღუტუნება ძაღლს აიძულებს რეფლექსის დონეზემოასუსტოს ჩაბღუჯული საგანი, და მეორე ხელით კეფაზე დაფიქსირება ძაღლისთვის ნიშნავს აგრძნობინო რომ დაბლა დგას ... ქვედა ყბაზე მოფერება ყელიდან პირისკენ პირიქით აიძულებს ეჭიროს დიდხაბს, თუ ყბას ასევე ოდნავ ცისკენ აუწევთ ასევე აიძულებს მოასუსტოს მოჭერა.
  9. როდესაც სწავლება ხდება თუნდაც მხოლოდ იძულებით და ძალდატანებით, თუნდაც ძაღლს ეს არ სიამოვნებდეს. ეს შეიძლება დროში გაიწელოს ოდნავ მაგრამ ძაღლი ასრულებს როგორც მონა მთელი ცხოვრების მანძილზე.
  10. როდესაც ძაღლს გამოუმუშავდება დამოკიდებულება ასიამოვნოს ადამიანს და თუ  ამავდროულად შეგვხვა   წინასწარგანწყობილი ინდივიდი , ბევრი კარგი რამის მიღწევა შეიძლება. ზოგადად ასიამოვნოს მფლობელს ხშირად ძუ ინდივიდები არიან განწყობილი. 

ჩამსწორებელი Panteleimon, 09 February 2018 - 10:34 AM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#971 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

Panteleimon, კარგი რჩევებია და რაც მთავარია დასაბუთებული. არაფერი წინააღმეგი არა მაქვს ასეთი მიდგომის

ერთადერთი ისაა, რომ, ეს მიდგომა მაინც უფრო აქცენტრირებულია მებრძოლ და დამცველ ჯიშებზე, მძიმე და ძნელი ფსიქიკით

მეძებრები უფრო დაბალანსებული ფსიქიკის არიან და თანაც ჩვენ მაგათ უფრო მეგობრებად ვზრდით, არა მონებადამიტომ თავზე ხელის გადასმას და ამ სახის წახალისებას, ალერსსმეძებარი არ ღებულობს „შეურაცხობად“, „დამცირებად“. პირიქით, დასაჩუქრების, მადლობის, წაქეზების სახით ღებულობს, რადგანაც უბრალო ცხოვრებისეულ სიტუაციაში, უმეტესად ზუსტად ასე  ვიქცევით.



#972 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

გადაფრენის დროს არა ნაბულით

 

 

 

რახან ნადირობის სეზონი ჯერ ღიაა, ალბათ გახვალთ ჯერ კიდევ სანადიროდ/

 

არ ვიცი ზუსტად რას შვება თქვენი ძაღლი გასროლამდე და რაც მთავარია გასროლის შემდეგ, ამიტომ ზოგადად დავწერ, რასაც მე გავაკეთედი.

 

1.  დააწვინეთ (დააჯინეთ.. ) ძაღლი თქვენთან ახლოს. ჯობია დაუფინოთ რამე (თუ ცივა) და დააწვინოთ, რადგანაც ასე ძაღლი უფრო დამშვიდებულ მდგომარეობაშია

2. ამ ბრძანების შემდეგ არ მისცეთ ძაღლს უფლება თავისუფლად, თქვენი ბრძანების გარეშე ადგეს, გაიქცეს, იბოდიალოს და ა.შ. ძაღლი მშვიდად რომ იყოს მიეცით მანამდე სარბენად და თავისი საქმეების მოსაგვარებლად იმდენი დრო, რამდენიც თქვენი აზრით ჭირდება. ამიტომ ეცადეთ გაცილებით ადრე გახვიდეთ სანადირო სავარგულში, ვიდრე გადაფრენა დაიწყებოდეს.

3. გასროლის დროს მიაქციეთ ყურადრება ძაღლის საქციელს (ერთი თვალით მაინც :) ) და თუ ექნა მცდელობა თქვენი ბრძანების გარეშე გაქცევა და ფრინველის ძებნის (მიუხედავად იმისა შედეგიანი იყო თუ არა გასროლა), აუცილებლად გააჩერეთ რაიმე ბრძანებით (რასაც ხმარობთ) და დააჯინეთ (დააწვინეთ).

4. გასროლის მერე არ მისცეთ ბრძანება აპორტირების. დაიცადეთ ცოტა ხანი, სანამ გასროლის ხმის ეფექტისგან და ჩამოვარდნილი ფრინველის ნახვისგან აღზნებული, სრულიად არ დამშვიდდება. არ იჩქაროთ, სანამ სრულიად არ დამშვიდდება. თუ ამ პერიოდში სხვა ფრინველიც გადმოფრინდა, გააგრძელეთ ნადირობა, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ის ადგილი სადაც ფრინველი (ან ფრინველები) დავარდა/

5. მიეცით ბრძანება თქვენთან ერთად, თქვენს გვერდით, მივიდეს ნანადირევთან. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით ბრძანება აიღოს ნანადირევი. 

6. თუ ძაღლი ბრძანებით ჯდება, მაშინ დააჯინეთ იქვე და ცოტა ხნის შემდეგ, როცა დამშვიდდება, ბრძანებით (თქვენთან ერთად, თქვენს გვერდით), დააბრუნეთ უკან. 

7. თუ არ ჯდება, მაშინ უცებ მიეცით ბრძანება, თქვენთან ერთად, თქვენს გვერდით, დააბრუნდეს უკან. 

8. თუ ძაღლი ნანადირევის აღების შემდეგ დაიწყებს მის ღეჭვას, მიეცით ბრძანება "დაჯექი" (ან დაწექი, გაჩერდი). მთავარია ძაღლმა  ნანადირევის ღეჭვიდან ყურადღება გადაიტანოს თქვენი ბრძანების შესრულებაზე. თუ ამ ბრძანების შესრულების პროცესში, ან შესრულების მერე, ძაღლი აგრძელებს ნანადირევის ღეჭვას, მაშინ მიეცით  ამკრძალავი ბრძანება (რასაც მიჩვეულია – "არ შეიძლება", "ნელზია" და ა.შ.). და გამოართვით ნანადირევი. ბრძანება ხმამაღლა და "ნაწყენი" ტონით უნდა მისცეთ, რომ ძაღლმა მიხვდეს თავის არასწორ საქციელს, მაგრამ არ დაუკავშიროს ეს, ნანადირევის აღებას. 

9. თუ ძაღლი თქვენს გვერდით წესიერად აკეთებს ყველაფერს (არ ღეჭავს ნანადირევს), მაშინ შეგიძლიათ მისცეთ აპორტირების უფლება.

 

რასაკვირველია, ყველაფერი ეს რომ ნორმალურად გააკეთოთ და წარმატებას მიაღწიოთ, საჭიროა, რომ ძაღლი ასრულებდეს იმ ბრძანებებს, რაც ზევით არის მოყვანილი. ამიტომ, თუ არ ასრულებს, დაიწყეთ ჯერ ამ ბრძანებების სწავლა ათვისებით და მერე გადადით აპორტზე



#973 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეგ არც ნადირობა იქნება არც ძაღლის გაწრთვნა :)


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#974 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ნადირობამ გაწვრთნის პროცესში მეორე ადგილზე უნდა გადაინაცვლოს, რადგანაც თვითონ ნადირობის აზარტი მონადირეს ხელს უშლის აკონტროლოს არა მარტო ძაღლის მოქმედებები, არამედ საკუთარიც. ამიტომ ყოველთვის ჯობია, წვრთნის პროცესი, იმ დროს, როცა გასროლაა საჭირო, ვინმე ახლობელთან ერთად ჩატარდეს. ისეთთან, ვინც ივლის თოფით და საჭიროების შემთხვევაში გაისვრის.

სანამ ნადირობის სეზონი ღიაა, ბუბას აქვს შანსი ეს დრო გამოიყენოს ზუსტად იმისთვის, რომ შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში შეასწოროს თავისი ძაღლის მოქმედებები "თბილ" ფრინველზე, თანაც გარეულზე. ცივი ფრინველით,  აპორტის საგნებით და მტრედით, სეზონის დახურვის შემდეგაც მოასწრებს. 



#975 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37076 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 

ნუ ასეთი ძაღლები ბრძანებას სწავლობენ მაგრამ არ ასრულებენ

ძალიან კატეგორიული განაცხადია ჩემო ფირო. ბიჭებმა იციან ჩემი ძაღლები.(იცოდნენ) და არა მარტო ერთ ჯიშზე მაქვს საუბარი. კურცჰაარიდან დაწყებული , მადიარ ვიჟლათი და ეპანიოლ ბრეტონით დამთავრებული.ამიტომ მთავარი რასაც  არ ვეთანხმები ჩემი აზრით ყველა ძაღლის ერთი მეთოდიკით წვრთნაა. შენ სიტყვებს შენ თვითონ ეწინააღმდეგები ჩემო ფირო თუ ყურადღებით გადაიკითხავ შენ პოსტს. წერილისდასაწყისი ტანის ენით საუბარზე , ფსიქიკაზე და კონტაქტურობაზე გაქვს აქცენტი , ხოლო წერილის ბოლოს კი 

 

როდესაც სწავლება ხდება თუნდაც მხოლოდ იძულებით და ძალდატანებით, თუნდაც ძაღლს ეს არ სიამოვნებდეს. ეს შეიძლება დროში გაიწელოს ოდნავ მაგრამ ძაღლი ასრულებს როგორც მონა მთელი ცხოვრების მანძილზე.

საზოგადოთ ყველა ძაღლს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. არანაირად არ მომწონს ყველა ძაღლის ერტი სახაზავის ქვეშ -პრინციპით გაწვრთნა. თუ ძაღლი მონდომებულია და მოტივირებულია რომ შენთან ერთად ტანდემში უნდა იმუშაოს , იმასან პრემიალური და მოტივირებული მიდგომით მეტსგახდები ვიდრე წკეპლით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ზედმეტია. გერდასთვის ცხოვრებში არ დამჭირვებია წკეპლები და ცემატყეპა, ადამიანური მზერით ტვალებში შემომცქეროდა. მიმი უბრალოდ ბუტია იყო და მთავარი იყო რომ გაგეგრბინებინა რას ითხვდი მისგან. ვიკი კი ხანდახან წკეპლას იმსახურებდა და ასე უფრო ახერხებდა თავისი ჯიუტი ხასიათის ჩარჩოებში დაჭერას. თანყველა ჩემი ძაღლი , ბოლოს 5-7 მყავდა , ხროვაში მყავდა ბუნებრივი იერარქიული ჭიდილიც უყალიბებდა თავის ხასიათსა და ინტერესებს. საქართველოში მოღვაწეობს გადასარევი ადამიანი თურალ თაჰირი - რომელმაც უამრავი საინტერეს წვრილმანი გამანდო. და რაც მან გააკეთა უბრალოდ ფანტასტიკის დონეზეა , მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. ასე რომ რაც შეეხება სასუსნავს -ნამდვილად ვასაჩუქრებდი ზოგიერთ ძაღლს სხვადასხვა ეტაპზე და წვრთნასი არა თუ უარყოფითი , არამედ ძალიან კარგი შედეგი მომცა.  რაც შეეხება მიდგომს . არსებობს ფრანგული სკოლა (მიდგომა )  რომელიც უფრო კონტაქტზეა აგებული და გერმანული , რომელიც უფრო მენტორული და მორჩილება-დათრგუნვაზეა აგებული. მერე მოვიძიებ და ორივე სკოლის ვიდეო გაკვეთილებს ავტვირთავ. უცებ დაიჭერთ ნიუანსებს და დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. 

 

ბატონო კობა -რაც შეეხება თქვენრჩევებს , უწინრესად ერთ პატარა რჩევას დავამატებდი. პირველ ნომრად. ყოველთვის მანქანის საბარგულიდან ან ყუთიდან გამდმოსვლას ბრძანებით დაიწყეთ. ასევე მინდორში შესვლისას ძაღლი საწყის ეტაპზე მაინც თქვენს გვერდით უნდა გამოიყოლოთ ბრძანებით-გვერდით. მხოლოდ ბრძანების მეე უნდა მისცეთ უფლება გაინავარდოს მინდორში. და ასევე აუცილებელია მინდვრიდან გამოსვლისას ძაღლი გვერდით მოგყვებოდეთ და მანქანამდეც ერთად მიხვიდეთ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან აუცილებელი და პრაქტიკული ჩვევაა. (ეხლა ვერ ვასწრებ და მიზეზებსაც ავხსნი თუ ვერ მიხვდება ვინმე)

:0041:

ისე კი საინტერესოდ მიდის თემა და საინტერესოა მეგობრებო თქვენი მოსაზრებების კითხვა


53c8c0d32f03.jpg






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი