Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 1113 გამოხმაურება

#871 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მაგარი მიტანება აქვს))

 

მე ამას ლტოლვას, ახლომიწევას უფრო დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ მონას მოძრაობა ფრინველთა აფრენით დამთავრდა



#872 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მგონი ფოტოხელოვნებასაც საკმაოდ კარგად ფლობთ. და მეტსაც გეტყვით, მგონი თქვენი გოგონებიც სიამოვნებით პოზირებენ ფოტოკამერების წინ.. სარეკლამო პოსტერისთვისაც გამოსადეგი ფოტოა .

:bravo: 

 

არა, ბაბუ,  ფოტოხელოვნებასაც მოყვარულის დონეზე ვფლობ, სურათებს ბოლო დროს ტელეფონით ვიღებ. უბრალოდ არ მიყვარს, როცა ნანადირევს მიყრი-მოყრიან, სურათს გადაუღებენ და აქვეყნებენ ინტერნეტში. ეს  ნადირ-ფრინველის შეურაცხობაა, რომელზეც ვნადირობთ და რომელსაც სიცოცხლეს ვაცლით, ეს იმ ხალხის შეურაცხობაა, ვინც უნდა ნახოს ეს ფოტო,მითუმეტეს იმათი, ვინც ისედაც ნეგატიურადაა განწყობილი ნადირობის და მონადირეების მიმართ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში, შენი საკუთარი თავის შეურაცხობაა.

დააკვირდით, რას შვებიან ევროპელები ნადირობის შემდეგ - აუცილებლად ლამაზად შეანკობენ ნანადირევს და მერე პატივისცემის გამოსახატად რაიმე ტრადიციულ რიტუალს ატარებენ  (ან საყვირებით, ან მუსიკალური ინსტრუმენტებით). ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ თავი ვინმეს მოაწონონ ან ინტერნეტში წაიმარიაჟონ, არა, რეალურად პატივს სცემენ ნადირს და ნანადირევს.

 

ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მონადირული კულტურა მოიკოჭლებს. ცოტა ხნის წინ, ერთი ნაცნობის გვერდზე FB–ში, შენიშვნით კი არა (რომ საწყენად არ მიეღოთ), თხოვნით მივმართე მის ახალგაზრდა მეგობრებს, ნუ წერთ მეთქი "მოვკალი, მოვკალის".  ჩვენ მონადირეები ვართ და არა მკვლელები მეთქი და თანაც ქართულ ენაში ბევრი უფრო ლამაზი და რაც მთავარია, შინაარსით უფრო  შესაფერისი სიტყვები გვაქვს მეთქი, მაგალითად "მოვინადირე", "მოვიპოვე", "..ავიყვანე" და ა.შ. არა და იმით ამაყობდა, რომ, თავის მეგობრებისგან განსხვავებით, რომელთაც 2–3 ვალდშნეპი ყავდათ მონადირებული, მას "ოცდაათამდე ყავდა მოკლული ღამით ფარის დახმარებით". იმედი მქონდა, რაიმეს შეიგნებდა, მაგრამ შევცდი. იმ დღეს არაფერი თქვა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო, რამოდენიმე დღეში სხვა თემაში დაწერა, "არ დამიწყოთ ეხლა ვიღაც–ვიღაცეებმა ჭკუის წავლებაო და ასეთი ფრინველი იმდენი მყავს დახოცილიო..."  :)



#873 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

აგერ ბატონებო მონროც და მონაც!!!!

https://www.youtube....h?v=CBCSsJAh6fk
https://www.youtube....h?v=DDaJumEKAgk

გადასარევია რა..

ძალიან მაგარია

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#874 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

ალბათ როგორც ყველა ასაკოვანი ადამიანი მეც კონსერვატიულობის ბაცილა შემეყარა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ ცდილობს დღევანდელი კინოლოგია ერთი სტანდარტის დანერგვას. რატომ უნდა იყოს პოინტერის კონსტიტუციიდან გამომდინარე მისი სისწრაფე თუნდაც იგივე ნაირ სტანდარტად შედარებით დაბალ ფეხებიანი ეპანიოლ ბრეტონისათვის? მომკალით და არ მესმის  რატომ უნდა იყოს გაცილებით ათლეტური გერმანელი თხელი პოინტერის დასადარი სისწრაფეში. არც ის მესმის რატომ ცდილობს დღევანდელი კინოლოგია მონადირე ძაღლი დაამსგავსოს დოღის ცხენს. არც კონკურზე მოხტუნავეს, არც სტრიპლჩეეიზის და არცმაღალი გახედვნის ცხენებს. რა პლიუსია ამაში ? მხოლოდ სისწრაფე? გასაგებია რომ მწევარს ეს აუცილებელი მოთხოვნა უდგას მაგრამ მეძებარს? 

ბაბუ, ამ თემას მე აუცილებლად შევეხებოდი, შენ რომ არ დაგესწრო. უბრალოდ ვერ მოვასწარი  ;)

 

რა პლიუსია ამაში ? მხოლოდ სისწრაფე? 

 მხოლოდ სისწრაფე. მე სხვა ვერაფერ დადებითს ამაში ვერ ვხედავ. უარყოფითი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მეტია. რასაკვირველია მხედველობაში მაქვს კურცჰაარი. ეგრეთ წოდებულმა "ევროპელებმა" (უმთავრესად ფრანგებმა და იტალიელებმა, შემდეგ იუგოსლავიელებმა), "შეამსუბუქეს"  გერმანელების გამოყვანილი ჯიში თავის ჭკუაზე და თავისი ნადირობის პირობების გათვალისწინებით. ამ შემსუბუქებას მოყვა ჯიშის კონსტიტუციის შეცვლა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალა ჯიშის მთავარი ატრიბუტი, სიამაყე, ბრენდი ...არ ვიცი, კიდევ როგორ ვუწოდო – თავი. კურცხაარის თავი, როგორც მთელი კონსტიტუცია, შემსუბუქდა, შემცირდა, დაპატარავდა. გასაგებია, დიდი თავით დიდი სიჩქარის განვითარება ძნელია, მაგრამ, პატარა თავითაც ძნელია მიაღწიო იმას, რასაც ჯიშის შემქმნელებმა მიაღწიეს.  

 

მომკალით და არ მესმის  რატომ უნდა იყოს გაცილებით ათლეტური გერმანელი თხელი პოინტერის დასადარი სისწრაფეში.

მეც არ მესმის, რატომ და რისთვის? არსებობს მშვენიერი ჯიშის მეძებრები, რომლებიც უფრი სწრაფად და უფრო ლამაზად მუშაობენ მინდვრებში, ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს გაკეთებულია უბრალოდ ფულის საშოვნელად. აფერისტ იტალიელებს და სერბებს კონკურენტები არა ყავთ ამ თემაში, რადგანაც ევროპელების თითქმის 70–80 %(ჩეხები, ესპანელები, სკანდინავები, პოლონელები ...არაფერს ვამბობ თვითონ გერმანელებზე, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ ფცი–ს სტანდარტებს და საველე შეჯიბრებების წესებს კურცებისთვის)  პატივს სცემს და ინარჩუნებს ძველ, ტრადიციულ, გერმანულ კურცჰაარს.

 

და რა ეფექტია ამაში როდესაც ჩვენ რელიეფს და შესაბამისად მცირე ფართობებს(ევროპის იდეალურად სწორ სავარგულებთან შედარებით)ეხება საქმე?

 

 

ეს მთავარი კითხვაა ჩემთვისაც – ევროპის სამხრეთში, უკრაინაში, რუსეთის სამხრეთშიაც არის სწრაფი ძაღლების შესაფერისი სავარგულები, მაგრამ საქართველოში სად? ჩვენთანაც ჩრდილოეთში სად? როცა მთავარი სანადირო ობიექტი ჭაობის ფრინველი და ვალდშნეპია დაბურულ ტყეში? აქ, ასევე როგორც გერმანიაში, ჩეხეთში, ფინეთში, ესპანეთში უფრო მიზანშემწონია ძლიერი, გამძლე, ამტანი ძაღლი, მითუმეტეს თუ სხვა სახის ნადირობაც გიზიდავს. 

 

არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიდეს და იფიქროს, რომ, როცა მე "ძველ, ტრადიციულ, გერმანულ კურცჰაარს" ვახსენებ, მხედველობაში მაქვს მძიმე, ინერტიული, მოუქნელი ძაღლი. არავითარ შემთხვევაში, კურცჰაარი ბუნებრივად ზომიერი სისწრაფის ჯიშია და რაც უფრო სწრაფია, მით უფრო უკეთესია, მაგრამ არა რაიმე სხვა მონაცემების დაკარგვის საფუძველზე.


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 January 2018 - 09:25 PM.


#875 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დააკვირდით ზოგიერთ ვიდეოში, როგორ "ისვრიან" წინა კიდურებს "ევროპული" კურცები, ვერ გაარჩევ პოინტერისგან



#876 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
ჩემ დადებულ ვიდეოებში კარგი ექსტერიერი ს ძაღლებიც არიან. არ გინდათ ეხლა. და არც თუ ისე მსუბუქები

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#877 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

არავინ არ ამბობს, კარგებიც არ არიანო. 

მე ისეთები მყავს ნანახი, რომ, კურცჰაარს დიიიდი გაჭირვებით თუ დაარქმევ. 


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 January 2018 - 10:39 PM.


#878 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
მეც საუკეთესო წარმომადგენელზე ვამბობ ჯიშის რომელიც ყნოსვით ტემპით სტილით და კონსტიტუციით საუკეთესოა.
სწრაფი ტემპის და შორს გამავალი ძაღლი შეუცვლელია მინდორში დღევანდელ პირობებში. როდესაც ფრინველი საძებნია და ცოტაა.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#879 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ჯიშის სისწრაფეზე, სტილზე და კონსტიტუციაზე პირველ რიგში დაფუძვებლების აზრია მთავარი. სწრაფ და კარგად მეძებარს რა ჯობია, მაგრამ ყველაფერში ნორმაა საჭირო.

ჩემს კარმენს ბევჯერ აქვს საველე შეჯიბრებებში მიღებული 9-ნი სისწრაფეში, ხშირად კუნძულელი ექსპერტებისაგან (კუნძულელი ძაღლების მფლობელებისაგან). სწრაფი ძაღლები თვითონ გერმანიაშიც ბევრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კურცჰაარმა აუცილებლად უნდა ირბინოს სეტერის ან პოინტერის სისწრაფით.   



#880 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დავდებ განწყობისთვის

 

legion.ge-1064-1517081763.jpg



#881 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1739 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ჯიშის სისწრაფეზე, სტილზე და კონსტიტუციაზე პირველ რიგში დაფუძვებლების აზრია მთავარი.

სტილი და კონსტიტუცია განაპირობებს სტანდარტს. სტანდარტზე მთავარი არაფერია. 

სტანდარტიც რომ მრავალგზის შეცვლილა ეგეც ფაქტია

დამფუძნებლები კიდევ კარგა ხანია გამოხრეს მატლებმა.

 

როდესაც ძაღლი მოძრაობს სწრაფად თავი მაღლა აქვს, უკვე ანატომიურად სწორი ძაღლია.

სტილი უჭირავს და კონსტიტუცია აქვს სტანდარტის  შესაბამისი. უკვე ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელია.

უმაღლესი შეფასების ძაღლებს შორის შეჯიბრში რომ გამოდის   იქ უკვე ჩვენი უარყოფითი შეფასებააა  ....

 

ჭეშმარიტი განწყობისთცის :


ჩამსწორებელი Panteleimon, 28 January 2018 - 12:41 AM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#882 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37075 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისა უკაცრავდ და დერბი რა არის?


53c8c0d32f03.jpg


#883 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4289 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

გადავიკითხე თემები ხოდა წავშლი ეხლა არათემატურ პოსტზეს აბა ვნახოთ მერე რა დარჩება  :0024:  :0024:



#884 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

ჯიშის სისწრაფეზე, სტილზე და კონსტიტუციაზე პირველ რიგში დაფუძვებლების აზრია მთავარი.

სტილი და კონსტიტუცია განაპირობებს სტანდარტს. სტანდარტზე მთავარი არაფერია. 

სტანდარტიც რომ მრავალგზის შეცვლილა ეგეც ფაქტია

 

 

კურცჰაარის საერთაშორისო სტანდარტი მიღებულია 1912 წელს და ამ ხნის განმავლობაში ფაქტიურად არ შეცვლილა. მანამდე, 1897 წელს, პრინც ალბრეხტ ცუ სოლმს–ბრაუნფელდმა შექმნა "გერმანული კურცჰაარის საგვარეულო წიგნი", რომელიც შეიძლება კურცაარის პირველ სტანდარტად ჩავთვალოთ, რადგანაც მასში აღწერილი იყო ჯიშის თვისებები, ექსტერიერის ნიშნები და შეფასების წესები, ასევე ძაღლების გამოცდის უბრალო წესები. 

ეხლა არსებობს საერთაშორისო სტანდარტის ახალი რედაქცია, რომელიც დამტკიცებულია 2000 წელს/

 

კურცაარის სტანდარტს უმთავრესად სხვა ქვეყნის ფედერაციები ცვლიდნენ, თავიანთი ბუნებრივი პირობების და ნადირობის ობიექტების გათვალისწინებით. ასე იყო მაგალითად საბჭოთა კავშირში, სადაც კურცჰაარის (მოკლებეწვიანი გერმანული მეძებრის) სტანდარტი მიიღეს 1925 წელს, ქვეყნის პირველ კინოლოგიურ ფორუმზე. რუსეთში და პოსტსაბჭოთა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ბელორუსიაში,  ეს სტანდარტი ფაქტიურად შეუცვლელად, დღესაც მოქმედებს. არ ვიცი, შეიძლება საქართველოშიაც.

 

დამფუძნებლები კიდევ კარგა ხანია გამოხრეს მატლებმა.

 

რატომ?

 

 

როდესაც ძაღლი მოძრაობს სწრაფად თავი მაღლა აქვს, უკვე ანატომიურად სწორი ძაღლია. სტილი უჭირავს და კონსტიტუცია აქვს სტანდარტის  შესაბამისი. უკვე ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელია.

შეიძლება ძაღლს კარგი კონსტიტუცია ქონდეს, დაჟე ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელიც იყოს (ამ წოდებას გამოფენაზე აძლევენ), მაგრამ მინდორში თავაწეულად არ მუშაობდეს და პირიქითაც.



#885 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 601 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მიატა მეც ჩავეკვეხები ბოდიშის მოხდით,ჩათვალეთ რომ დილეტანტი ვარ ამ ე.წ.ფილდ-ტრაილის ძაღლებში!!!..  ძალიან, ძალიან მომწონს ეს ევროპელი ,,რეაქტიულები", ისეთი ექსპრესია იგრძნობა რომ ლამის შენც გინდა გაეკიდო,... მაგრამ როგორც მონადირეს სულ მაინტერესებს ერთი რამ...პაატა შენს დადებულ ვიდეოში უმეტესობა ლამის ყურზე ადგავს ფრინველს ფეხს..ნაბული კი არა ,,დაეჭვებაც" არ იგრძნობა მათი მხრიდან,და რისკი იმისა რომ ასე გადარეულ ნავარდში ფრინველები უბრალო ენით რომ ვთქვა გამოტოვოს და ჩაუფრინოს არაა???...ეს ეჭვი სულ მღრნის რაც ამ ევროპელებს შევეფეთე..ამიტომაცაა ვარ გაკვეხებული ამ ორ ვარიანტს შორის და რომელიმეს უპირატესობა ჩემთვის ჯერ ვერ დამიდგენია!!! ამას გარდა პირველი ვიდეო საერთოდ არ მომეწონა, პირველი კურცი  ხო საერთოდ.. ,მისი ,,შველის" მსგავსი ხტუნვისებური სვლის მანერა მოსაწონია?!..  :think:


ჩამსწორებელი dima71, 28 January 2018 - 04:56 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი