Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 1115 გამოხმაურება

#856 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1520 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

ძნელია ძაღლის დაკარგვა ოჯახის წევრია ფაქტიურად სულუფლებიანი. გამოცდილი მავს დიდი ხანი ვგლოვობდი ჩემ ძაღლს რომ დაიღუპა :(



#857 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 592 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

ოჩოპინტრე სულაც ღორზე ზის

 

მდაა...ვითომ ?



#858 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2002 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

 

ოჩოპინტრე სულაც ღორზე ზის

 

მდაა...ვითომ ?

 

2:29  -დან

 


ჩამსწორებელი Panteleimon, 26 January 2018 - 12:04 AM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#859 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

 

ბატონო კობა ეგ საერთაშორისო ფცი-ს წესების შეჯიბრია?  რაზეც ტქვენ საუბრობთ სურათები რო დადეთ

ფცი–ს წესებით კუნძულელები და კონტინენტალები ერთად არ გამოდიან და საერთოდ არავის არ მისდის აზრად მაგენი ერთმანეთს შეადარონ. 

მოდი ჩვენც მოვრჩეთ აქ ამ თემაზე საუბარს, სანამ ორივეს არ დაგვბლოკავენ :)

 

არა მე ეგ არ მიკითხავს ვიცი რო ერთად არ გამოდიან.

თქვენი შეჯიბრი მაინტერესებს თქვენ ძაღლმა მეორე რო აიღო და რა შეჯიბრებეშიც იღებთ ხოლმე მონაწილეობას ეგ შეჯიბრებები საერთაშორისო ფცი-ს წესებით ტარდება? და ფცი-ს სუდიები გყავთ?

 

მაგ სურათში ერთი შეჯიბრის 3, სხვა და სხვა ჯიშის წარმომადგენელი, პრიზიორი დგას. აქედან გამომდინარე ეს ჩემპიონატი არ შეიძლება ყოფილიყო ფცი–ს ეგიდით. თანაც მივუნიშნე დიპლომის ხირსეულება და ბალებიც, რაც ფცი–ს წესებით ჩატარებულ შეჯიბრებებში არ ფიქსირდება. 

ეს ჩემპიონატი პირველი იყო რუსეთში, რომელიც ერთობლივად ჩაატარა რუსეთის კინოლოგიურმა ფედერაციამ (РКФ) და რუსეთის მონადირე–მეთევზეთა კავშირის ასსოციაციამ  (Ассоциация "РОСОХОТРИБОЛОВСОЮЗ" (РОРС)). 

რუსეთის კინოლოგიური ფედერაცია ფცი–ს წევრია და როგორც შეჯიბრებებს, ასევე გამოფენებს, ატარებს ფცი–ს სტანდარტებით. შესაბამისად გასცემს ფცი–ს სტანდარტის დიპლომებს და ასევე ძაღლების წარმოშობის სერტიფიქატებს.

რუსეთის მონადირე–მეთევზეთა კავშირი (РОРС) არის საბჭოთა მონკავშირის მემკვიდრე. ამ ორგანიზაციაში ყოველთვის იყო და ახლაც არის მონადირე ძაღლთა ფედერაცია (Российская федерация   охотничего собаководства). ეს ორგანიზაცია ერთადერთი იყო საბჭოთა წყობილობის დროს, ვინც აწარმოებდა ოფიციალურად სუფთა სისხლის მონადირე ძაღლების რეგისტრაციას, აღრიცხვას,  გასცემდა ძაღლების დაჯვარების და ლეკვების დაბადების საბუთებს, ატარებდა საველე შეჯიბრებებს და გამოფენებს, იძლეოდა დიპლომებს და ბონიტიროვკის (ქულების შეჯამების)  საფუძველზე ანიჭებდა ძაღლებს კლასს. მოკლედ აკეთებდა ყველაფერს, რაც მონადირე ძაღლებს ეხებოდა. ამისთვის მაგ ორგანიზაციაში არსებობდა და არსებობს ВПКОС (Всероссийская племенная книга охотничих собак). ზუსტად არ ვიცი, როგორ გადავთარგმნო  :think: დაახლოებით ასე ჟღერს – რუსეთის  მონადირე ძაღლების სათვისტომო წიგნი. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რორს–ი არ შევიდა ფცი–ს შემადგენლობაში და უფრო მეტიც, დიდხანს არ სცნობდა რკფ–ს მიერ, ფცი–ს სტანდარტებით გაცემულ საბუთებს და დიპლომებს.

 

2016 წლის ჩემპიონატი იაროსლავში, როგორც უკვე ავღნიშნე, პირველი საერთო, დიდი საველე ღონისძიება იყო ამ ორი კინოლოგიური ორგანიზაციისთვის და ძაან დიდი მნიშვნელობა ქონდა, მთელი რუსეთის დღევანდელი კინოლოგიისთვის.

ჩემპიონატი ჩატარდა საბჭოთა წყობილობის დროს მიღებული და ზოგადად გადაკეთებული "მეძებარი ძაღლების საველე გამოცდის წესების" საფუძველზე. ეს წესები, როგორც ვიცი, თითქმის (ან სრულიად) არ განსხვავდება იმ საველე წესებიდან (გადავიკითხავ ახლო მომავალში და დავაზუსტებ, თუ ვცდები), რაც საქართველოშია მიღებული (ფცი არა მაქვს მხედველობაში). 
"სუდიებიც" (ექსპერტები) შესაბამისი იყო (უმრავლესობა განთქმული და ავტორიტეტული).

პირველი ადგილი აიღო პოინტერმა, რომელმაც 1 ქულით გვაჯობა. მესამე ინგლისურმა სეტერმა, რომელსაც ჩვენც 1 ქულით გავუსწარით.

ჩვენ  არ გაგვიმართლა – შემდგომ დილას უნდა გამოვსულიყავით წესი და რიგით, მაგრამ, საღამის სასწრაფოდ გამოგვიძახეს (გაცილებით სწრაფად ჩატარდა იმ დღეს გამოსვლები (ბევრი მოხსნეს) და მონაწილეები არ დარჩნენ) და უკვე, რომ ბინდებოდა ისეთ დროს, თითქმის უქაროდ, უკანასკნელები გამოვედით (უფრო სწორედ ბოლოს წინა, რადგანაც ბოლო კარმენის შვილი იყო, რომელიც მე გამომყავდა). არა და 2 დღე ისეთი სასიამოვნო ქარი იყო, თავისუფლად შეგვეძლო პირველი ხარისხის დიპლომზე გვემუშავა. კარმენის ახალგაზრდა შვილის გამოყვანისას, ქარი საერთოდ ჩადგა და ძაღლი უდიპლომოდ დარჩა. 

 

ცოტა გამიგრძელდა პასუხი და თუ მოდერატორები საჭიროდ ჩათვლიან, შეგიძლიათ ჩემი პასუხის დიდი ნაწილი სხვა, უფრო თემატიურ ადგილას გადაიტანოთ


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 26 January 2018 - 12:29 AM.


#860 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ხოოო რაღაც სასწაული არსება იყო. ნუ ადამიანი ოღონდ ყურაღებიანი და მზრუნველი ადამიანი.....

 

 

 

ბაბუ, სურთიდან (სადაც ნაბულზე დგას) და შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ნაღდი კურცი ყოფილა 



#861 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37896 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რუსეთის  მონადირე ძაღლების სათვისტომო წიგნი

ჩვენ საგვარეულოს ვეძახით.

 

 

ასეთინ სერიოზული და გაერთიანებული საველე ღონისძიების პრიზორობა(მეორე ადგილი და თან 1 ქულით უარესი შედეგი 1 ადგილოსანისაგან განსხვავებით)უზარმაზარი რუსეთის მასშტაბების გათვალისწინებით......

ბრავოოოოოო :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#862 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.

არ ვიცი საიდან არის აღებული ეს ციფრები, შეიძლება ძველ, საბჭოთა სტანდარტიდან, მაგრამ არსებობს FCI მიერ გამოქვეყნებული სტანდარტი №.119/D –

 

ხვადი – 62-66 სმ, ძუ – 58-63 სმ. 
 
 



#863 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

რუსეთის  მონადირე ძაღლების სათვისტომო წიგნი

ჩვენ საგვარეულოს ვეძახით.

 

 

ასეთინ სერიოზული და გაერთიანებული საველე ღონისძიების პრიზორობა(მეორე ადგილი და თან 1 ქულით უარესი შედეგი 1 ადგილოსანისაგან განსხვავებით)უზარმაზარი რუსეთის მასშტაბების გათვალისწინებით......

ბრავოოოოოო :bravo:

 

მადლობა ბაბუ, მაგრამ მე არანაკლებ მიღწევად მიმაჩნია მერის გამოსვლა იქვე, იაროსლავში, სადაც ასეთივე რანგის ჩემპიონატში, 156!!!! ძაღლის მონაწილეობით, მესამე–მეოთხე ადგილი გაიყო, ინგლისურ სეტერთან ერთად. კარმენი მაშინ 1 წლის და 3 თვის იყო, და როგორც მაგ ჩემპიონატის, ასევე პარალელურად ჩატარებული იაროსლავის ოლქის შეჯიბრის, სადაც 86 ძაღლი მონაწილეობდა,საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლი  გახდა.



#864 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2002 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კობა თოდუა,

 

ბატონო კობა ისე ვიდეოები საინტერესო იქნებოდა . სიამოვნებით ვნახავდით შეჯიბრი თუ გაქვთ გადაღებული.

ქვემოთ მოცემული ვიდეობის შესაბამის სტილს და ტემპს თუ ვნახავ თქვენს ძაღლებში ჩათვალეთ მომავალი ლეკვის მფლობელი თუ "ბალეშიკი" გეყოლებათ ჩემი სახით.

ესეც ჩემი საყვარელი სპორტი კონტინენტალების შესრულებით გასული ნოემბრის ბატარეიებია. 

 

 


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#865 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

არა, სამწუხაროდ ვიდეოები არა მაქვს. ძნელია, როცა შეჯიბრებაში მონაწილეობ, ვიდეოც გადაიღო. ამისათვის სპეციალურად უნდა მოიწვიო ვიღაცა, ვისაც შეუძლია ლამაზად, პროფესიონალურად (როგორც თქვენ პოსტებშია ნაჩვენები), კარგი აპარატურით გადაიღოს ის, რაც მინდორში ხდება. ესეც არაა საკმარისი, ოპერატორი უნდა ერკვეოდეს  საველე ღონისზიებების ნიუანსებში.

 

ისე გადავხედე ზევით დადებულ ვიდეოებს და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ, კარმენი არც ერთ მანდ ნაჩვენებ კურცჰაარს არც სისწრაფით და არც სტილით არ ჩამოუვარდებოდა, თავის საუკეთესო წლებში (მალე 10 წლის ხდება). მერი არ იყო სწრაფი, ნაღდი კურცი იყო.  ჯესიკას კარგი მონაცემები აქვს, რადგანაც საკიჩის საუკეთესო ძაღლების სისხლი აქვს (მონრო და მონა) და ვნახოთ, რა გამოვა


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 26 January 2018 - 03:32 PM.


#866 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1516995576.jpg



#867 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37896 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მგონი ფოტოხელოვნებასაც საკმაოდ კარგად ფლობთ. და მეტსაც გეტყვით, მგონი თქვენი გოგონებიც სიამოვნებით პოზირებენ ფოტოკამერების წინ.. სარეკლამო პოსტერისთვისაც გამოსადეგი ფოტოა .

:bravo: 

 

ეხლა კი ჩემთვის კარგად ნაცნობ და საჭირბოროტო თემის სუნიც მეცა.

 

 

 

მერი არ იყო სწრაფი, ნაღდი კურცი იყო.

ალბათ როგორც ყველა ასაკოვანი ადამიანი მეც კონსერვატიულობის ბაცილა შემეყარა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ ცდილობს დღევანდელი კინოლოგია ერთი სტანდარტის დანერგვას. რატომ უნდა იყოს პოინტერის კონსტიტუციიდან გამომდინარე მისი სისწრაფე თუნდაც იგივე ნაირ სტანდარტად შედარებით დაბალ ფეხებიანი ეპანიოლ ბრეტონისათვის? მომკალით და არ მესმის  რატომ უნდა იყოს გაცილებით ათლეტური გერმანელი თხელი პოინტერის დასადარი სისწრაფეში. არც ის მესმის რატომ ცდილობს დღევანდელი კინოლოგია მონადირე ძაღლი დაამსგავსოს დოღის ცხენს. არც კონკურზე მოხტუნავეს, არც სტრიპლჩეეიზის და არცმაღალი გახედვნის ცხენებს. რა პლიუსია ამაში ? მხოლოდ სისწრაფე? გასაგებია რომ მწევარს ეს აუცილებელი მოთხოვნა უდგას მაგრამ მეძებარს? და რა ეფექტია ამაში როდესაც ჩვენ რელიეფს და შესაბამისად მცირე ფართობებს(ევროპის იდეალურად სწორ სავარგულებთან შედარებით)ეხება საქმე?

ანუ ხომ გამოიყვანეს არაბებმა უდაბნოსთან შესაბამისი ბედაურები? ხომ არის ბევრად მაღალი ფეხებზე შემდგარი ინგლისური ბედაური? ხომ არის განიერ მკერდიანი და უზარმაზარი ფლანდრიული ცხენები? და ხომ არის იგივე თუშური ცხენი რომელიც გაივლის ქ სადაც ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ ცხენს უბრალოდ ვერც კი გაატარებ? ვერაფრით ვერ ვიგებ მიუხედავად იმისა რომ საათობით უსაუბრიათ ჩემთან , თუ რას ემსახურება ასეთი კისრისტეხით სირბილი ....მითუმეტეს საქართველოს ოღეოჩოღრო რელიეფიან მინდვრებში. თან სახელს და გვარს არ დავასახელებ რამდენჯერმე გავედი ასეთი ძაღლების თანხლებით მინდორში და ......ჯობია აქ გავჩერდე და მეტი აღარაფერი ვთვა, ვინაიდან ბევრმა იცის უკვე რომ მოსაწონს ვერაფერს ვიტყვი.

ესაა ჩემი კომენტარი. ანუ მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია , მაგრამ ვერ ვიგებ ამ სახეობის მოცემულობა რას ემსახურება.

პატივისცემით მე.

;)


53c8c0d32f03.jpg


#868 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 628 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

აგერ ბატონებო მონროც და მონაც!!!!

 

 

გადასარევია რა..



#869 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1210 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი
მაგარი მიტანება აქვს))

#870 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

აგერ ბატონებო მონროც და მონაც!!!!

....................................................

 

გადასარევია რა..

 

მადლობა, დიმა!

მონრო და მონას შვილებიც მყავს ნანახი მინდვრებში და მათაც თავი ზუსტად ასე უჭირავთ.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?