Jump to content


ამ თემას აქვს 1468 გამოხმაურება

#946 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

გამოარღვიე ბალიში და ეკლიანი მავთული ჩაუდე

 

ეს მეც ვიფიქრე მაგრამ რო შეერჭობა შიშს ხომ არ გაუჩენს აპორტირების მიმართ?

 

ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ასეთი მეთოდი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იხმაროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ძაღლს უარყოფითი ემოციები ქონდეს აპორტირების დროს. შეიძლება საერთოდ დაკარგოს ინტერესი. 



#947 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

უკეთესი მეთოდი ? 


legion.ge-837-1527156940.jpg


#948 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სანამ მეთოდებზე ვილაპარაკებთ, საჭიროა გავიგოთ მიზეზი – რატომ ღეჭავს ძაღლი ნანადირევს. მეთოდებიც აქედან გამომდინარე უნდა ვურჩიოთ. მიზეზები შეიძლება სხვა და სხვა იყოს და არა მარტო ის, რომ,  "არ ეთმობათ". მითუმეტეს როცა ძაღლი მარტოა, არა ყავს "კონკურენტი".

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ასაკში, მონადირე ძაღლისთვის არ არის მიზანშეწონილი ბალიშით და ბუშტით წვრთნა–ვარჯიში. 



#949 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კობა თოდუა

ბატონო კობა მიზეზი ყოველთვის ერთია - არ ეთმობა. 

თუ სხვა ძაღლები არ არიან ესეიგი მეტოქეობს პატრონთან.  

ძალიამ მინდა თქვენი ვერსიის წაკითხვა რა მეთოდით შეიძლება გადავაჩვიოთ. მეც მაქვს გაგიკვირდებათ მინიმუმ 40 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ძაღლთან თანაცხოვრების. იქნებ რაღაც ახალი გავიგო .


legion.ge-837-1527156940.jpg


#950 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buba20

buba20

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 66 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

კობა თოდუა,

 



ბუბა20, რისი აპორტირებისას  დროს დაიწყო ღეჭვა (ფრინველი, ცხოველი...რომელი?)?  რა პირობებში (ნადირობისას თუ ვარჯიშის დროს)? მანამდე თუ მოქონდა ნორმალურად (ბალიში გასაგებია, სხვა რამე...ნადირი, ფრინველი)?

 

 ფრინველის აპორტირებისას.

კი თავიდან მოქონდა ნორმალურად ნუ პირველი სეზონია და მწყერი მოქონდა ნორმალურად, რამდენჯერმე ეხლა ქათამზე მყავდა და დაიწყო ღეჭვა. ეს რომ შევამჩნიე შაშვი მოვუკალი და რამდენიმეჯერ მოვატანინე გზაში სანამ ჩემამდე მოვიდოდა ღეჭავდა



#951 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

 რამდენჯერმე ეხლა ქათამზე მყავდა და დაიწყო ღეჭვა

რაღაც წინაპირობა იქნებოდა ღეჭვის აუცილებლად. 

მე მაგალითად ცოცხალი მტრედით ვუკეთებ შემდეგ რაღაცას. 

გადაჭრი წინდას ჩამოაცმევ მტრედს ფრთებზე რომ ვერ აფართხალოს, საკუთარ ხელთან ერთად ვუდებ. 10 ჩადება დილას 10 საღამოს

ნელ ნელა საკუთარ ხელს გამორიცხავ და ტუჩზე უტოვებ. მხოლოდ  ნიუანსია ერთი.  უნდა გაუჩერო 5 წამი თავიდან და ეფერო თვალებსა და ცხვირს შორის მეორე ხელით მშვიდად. ასე ადიხარ ნელ ნელა  30 წამამდე . 

მას ევამეცადინებ ტერიერებს და სპანიელებს . ტერიერები ძირითადად კლავენ ცოცხლად არ მოაქვთ და ასე ვასწავლი . ნუ იჩქარებ 30 წამამდე ასვლას 1 კვირა 5 წამი , მეორე კვირა  10 ასე შემდეგ. როდესაც 10 წამზე ახლავ შეგიძლია პავადოკით გაატარ გამოატარო ხელი არ მოაშორო ტუჩიდან,  20 წამიდან ხელსაც აშორებ.

მძიმე სამუშაოა მაგრამ დრეში 5 წუთი უნდა მაქსიმუმ დილას და საღამოს,. არ ინერვიულო შეიძლება პირველი მტრედი ჩაგიღეჭოს. 

 

რა თქმა უნდა მოკლულითაც შეგიძლია გააკეთო მაგრამ ცოცხალს სხვა ინტრიგა აქვს მისთვის. 

 

პ.ს. ეკლიანი  მავთულით ბალიშს და ბუშტს აქვს თავისი ადგილი თუ ძაღლს ზოგადად მოტანა უყვარს. მაგრამ ესეც საკუთარ ხელთან ერთად კეთდება, რომ შეცდომა თავიდან გამორიცხო. ზედა მხრიდან უკეტავ ეშვების კონტაქტს და ქვედ ამხრიდან ხვდება რომ რაღაც მაგარია და ... ნუ ერთი სიტყვით ყველაფერი გაცილებიტ უსაფრთხოა ვიდრე შეგაშინეს . მიხვდები თავადაც თუ გაანალიზებ . 


ჩამსწორებელი Panteleimon, 08 February 2018 - 04:13 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#952 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


კობა თოდუა

ბატონო კობა მიზეზი ყოველთვის ერთია - არ ეთმობა. 

თუ სხვა ძაღლები არ არიან ესეიგი მეტოქეობს პატრონთან.  

 

Panteleimon, – "არ ეთმობა და ვსიო...ბაზარი გათავებულია" ? :) ნუთუ საერთოდ არ უშვებთ არც ერთ ვარიანტს, რომ რაიმე სხვა იყოს?

 

ძაღლი ნანადირევს რომ არ  აძლევდეს პატრონს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ "არ ეთმობა". ძაღლი რეჭავს ნანადირევს და ამის მიზეზი შეიძლება სხვა რამეც იყოს 

 



ძალიამ მინდა თქვენი ვერსიის წაკითხვა რა მეთოდით შეიძლება გადავაჩვიოთ. მეც მაქვს გაგიკვირდებათ მინიმუმ 40 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ძაღლთან თანაცხოვრების. იქნებ რაღაც ახალი გავიგო .

 

მეთოდები ბევრია სხვა და სხვა. ჩემი მოგონილი არცერთი არ არის. უბრალოდ, სხვა და სხვა ძაღლებთან, სხვა და სხვა მეთოდები მაქვს გამოყენებული. არ შეიძლება ერთი და იგივე მეთოდი ყველა ძაღლზე ერთნაირად წარმატებით გამოიყენო. ამიტომ დავუსვი დამატებითი კითხვები ბუბას.

არ არის გამორიცხული, რომ თქვენი რჩევა, ეკლიან მავთულთან დაკავშირებული, გამოდგეს ყველაზე მიზანშეწონილი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია, ამ ასაკის ძაღლის ყურადრების აქცენტრირება ნადირზე, ფრინველზე და არა ბალიშზე და ასეტებზე. ე.ი. მინიმუმ მაგ ბალიშს და მავთულს, ან ფრინველის ფრთები, ან ცხოველის ტყავი მივაკრათ გარედან.

 

ზოგადად, ჩემი აზრი ასეთია, რომ, ბუბას ძაღლი ახალგაზრდაა, ტემპერამენტიანი, გარკვეული მინუსებით გაწვრთნა–აღზრდის საკითხში (ბალიშები და  "მეტოქეობა პატრონთან"), გარკვეული წარმატებებით (რადგანაც აპორტს აკეთებს), მცირე გამოცდილებით ნადირობის საკითხში და ალბათ ცოტა რაოდენობის შეხვედრებით "თბილ აპორტთან" (ნანადირევთან) .... პრინციპში საგანგაშო აქ ჯერ არაფერი არ არის, ძაღლების უმრავლესობა ამ ასაკში ასე იქცევა.

მოკლედ დაველოდოთ ბუბას ინფორმაციას და შევეცადოთ გამოვნახოთ მისი ძაღლისთვის შესაფერისი ვარიანტი. 



#953 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სანამ მე ვწერდი, თურმე ბაბუს უკვე პასუხი მოუცია

 

ოი...ბუბას 


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 08 February 2018 - 04:38 PM.


#954 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


რაღაც წინაპირობა იქნებოდა ღეჭვის აუცილებლად. 

 

 

მე მაგალითად ცოცხალი მტრედით ვუკეთებ შემდეგ რაღაცას.  

 

 

სულ სხვა ამბავია  :good:  ;)

 



..................................................................

პ.ს. ეკლიანი  მავთულით ბალიშს და ბუშტს აქვს თავისი ადგილი თუ ძაღლს ზოგადად მოტანა უყვარს. მაგრამ ესეც საკუთარ ხელთან ერთად კეთდება, რომ შეცდომა თავიდან გამორიცხო. ზედა მხრიდან უკეტავ ეშვების კონტაქტს და ქვედ ამხრიდან ხვდება რომ რაღაც მაგარია და ... ნუ ერთი სიტყვით ყველაფერი გაცილებიტ უსაფრთხოა ვიდრე შეგაშინეს . მიხვდები თავადაც თუ გაანალიზებ . 

 

 

 

Panteleimon, ასე დაწვრილებით რომ დაგეწერათ თავიდან ყველაფერი, ალბათ არ შევშინდდებოდდით ;)  ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია "რომ შეცდომა თავიდან გამორიცხო"



#955 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კობა თოდუა,

buba20

ბატონებო კობა, ბუბა  გავაგრძელოთ ეს თემა .  ზოგადად  აპორტირების პრობლემა ყოველთვის  დგება მაშინ , როდესაც საფუძველში არ უდევს ნივთის პირით ჭერის ცოდნა.

 

მფლობელს ხშირად უხარია, რომ ლეკვი რაღაც ასაკში ცდილობს :

 

1. ასიამოვნოს პატრონი და მოუტანოს,

2.  ეთამაშოს მოტანობანა,

3.  მოაქვს, რომ წართმევობანა ეთამაშოს.

 

მაგრამ ეს არ არის ის მოტანა რომელიც გვჭირდება. !!!!!

 

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ძაღლმა ისწავლოს პირში რბილად ჩადება საგნის ბრძანებაზე.

 

აუცილებლად საჭიროა ლეკვობიდანვე ისწავლოს პირში აპორტირების საგნის ჩადება ბრძანებით მოიტანე.

 

1. აუცილებლად იწყება ბრძანებით მოიტანე პატრონის ხელის ჩადებით პირში. - აუცილებლად ოდნავ გიკბენთ - გასინჯავს რა ხდება არ გაუბრაზდეთ საკმარისია ოდნავი წამოიყვიროთ უფ უფ , ვაი ვაი , პტოლემეოოოს , არქიმედე  -და დაუტოვოთ ხელი. არავითარ შემტხვევაში არ იხმარება ბრძანება ფუ! ანუ გაიგოს რომ არაა სასურველი.

2. ნივთი უნდა იყოს ოდნავ მძიმე. არ შეიძლება მსუბუქი -მარტივად აპროვაცირებს თამაშს, არც ძალიან მძიმე აგდებს და იწყებს ღრღნას-ღეჭვას. 

3. ნივთის სიმძიმე იზრდება ლეკვის ზრდასთან ერთად.

4. ხელი და აპორტირების საგანი  ნელნელა  იცვლება  ცოცხალი ფრინველით, ან ბაჭიათი , რომელსაც ფრთები, ფეხები აქვს ბლოკირებული ანუ აცვია წინდა.

5. აუცილებელია მოსინჯოს ეკლიანი ბალიშიც რა თქმა უნდა ხელთან ერთად და ბუშტიც , იმისთვის რომ არ ენდობოდეს შიგთავს. მე ვიყენებ ზღარბუნიას და კუსაც. ცოცხალი საგანი რომელსაც თუნდაც ვერ წვდება ეშვი ასტიმულირებს სურვილს.

6. ნელ ნელა აპორტირების საგნის ჩადება იცვლება იგივე ბრძანებით მიწიდან აღებათ. შეიძლება ბურთიც ოღონდ არ გადაუგდოთ ოდნავ გაუგორეთ. ძალიან ახლოს. 

7. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამორთმევა მომენტალურად. უნდა განისაზღვროს რამდენი ხანი სურს თუ შეუძლია დაკავება და გამოვართვათ , დავათმობიოთ ბრძანებით.

8. გამორთმევა არ უნდა მოხდეს ბრილებზე დაჭერით , ყბის გახსნით. უნდა მოხდეს  ხელის ჩაცურებით ნიკაპიდან პირში ზემოთ სასისკენ და არა პირიქით, ამავე დროს ვეფერებით ვუღუტუნებთ თვალსა და ცხვირს შორის. ძაღლი რომელიც მიჩვეულია ბრძანებაზე ხელის პირში ჩადებას აუცილებლად ჩაგადებიებს.  თუ არ თმობს ვიმეორებთ ხელის პირში ჩადების გაკვეთილებს.

9. აცადეთ ედოს აპორტირების საგანი (ფრინველი თუ რა მნიშვნელობა აქვს ) მაქსიმალური  დრო. არ უნდა მიეცეს უფლება დადოს- დააფარეთ ხელი. პირზე მეორე ხელი კეფაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისწავლოს წამორება.

10. ამის შემდგომ მე მაგალითად მაგიდაზე ვაყენებ და მაგიდაზევე გაბმულ ტროსზე გამობმულ სადავეზე ვატარებ ან ეზოში სადავით ვატარებ  აპორტირების საგნით პირში. ბრძანებით გვერძე.

 

 

მხოლოდ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ ვიწყებ მოტანას გადაგდებით და მოხმობით და აუცილებლად ღამე.

 

ვდგებით განათებულ ადგილას და ნივთს ვისვრით სიბნელეში. ღამე იმიტომ რომ ძაღლი ყოველთვის ცდილობს მივიდეს პატრონთან, მეორე იმუშაოს მხოლოდ სმენით დავარდნის ხმაზე და ცხვირით. 

სმენით მუშაობა პრობლემა არ არის პირველი ნაბულები ბალახებში ლეკვისთვის ხშირად სმენითაა და მერე არკვევს და ამუშავებს ცხვირს.  ნაბული და მიყოლა  ყოველთვის სმენა და ცხვირია ერთად.

 

საკმაოდ მოითხოვს ნერვებს და დაკვირვებას ასევე მოსაზრებულობას მწრთვნელის მიერ. მაგრამ 2 თვისას თუ დაუწყებთ 4 თვის გენიალურად შეასრულებს. საკმარისია დღეში 2 ჯერ შემდეგ ერთხელაც 5 წუთივარჯიში. 

მე ვიწყებ მომენტალურად როგორც კი იწყებს(ცდილობს და არა ისწავლის) მოსვლას დაძახებაზე- ანუ სადღაც 7-8 კვირის ასაკიდან. აპორტირება (მოტანა) ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადად სასარგებლო ფუნქციაა ძაღლის მორჩილებაში ყოლისთვის მასტიფი იქნება თუ მეძებარი.

 

თამაშით ნასწავლი მოტანა, რომელსაც არ ახლავს იძულებითი გაკვეთილები საგნის პირით დაჭერის და წამორების  ყოველთვის გარდატეხის ასაკში გადადის სხვადასხვა პრობლემებში:  არ  მოტანა, ღეჭვა(შეჭმა), აღება - გაქცევა (არ დათმობა) და ასე შემდეგ. 

და მოტანა  გამყარებული საგნის პირში დაჭერის და წამოღების  უნარით საყვარელი თამაში ხდება ცხოვრების ბოლომდე. 

ჩემს როტვეილერს 45 წუთი მოაქვს დიდი სიხარულით - მერე უბრალოდ იღლება  :)

ძაღლი არ უნდა გამოვიდეს მსახურის როლიდან.  


ჩამსწორებელი Panteleimon, 08 February 2018 - 05:25 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#956 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buba20

buba20

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 66 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

ანუ როგორც გავიგე უფრო მართებული იქნება რომ ცოცხალ ფრინველთან ვამუშავო?



#957 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buba20

buba20

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 66 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

Panteleimon,

კობა თოდუა,  

 

მადლობა დაწვრილებითი ახსნისთვის :)

 

პირველი ძაღლია რომელსაც დამოუკიდებლად ვზრდი და ვგეშავ (მანამდე ირლანდიური სეტერი მყავდა რომელიც მამაჩემის გაზრდილი და დაყენებული იყო) და შესაბამისად გამოცდილებაც ნაკლები მაქვს შეცდომებიც მომდის. 



#958 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ანუ როგორც გავიგე უფრო მართებული იქნება რომ ცოცხალ ფრინველთან ვამუშავო?

თანამიმდევრობა დაიცავი, ჯერ ასწავლე რბილად მოგკიდოს ჩადებულ ხელზე, შემდეგ ნელნელა მიყევი მეთოდს, არ იჩქარო სეზონი მაინც დამთავრდა.

7 წლის ვიყავი უზარმაზარ ძაღლებს ვტენიდი პირში ხელს. რაც არ უნდა მკაცრი იყოს ძაღლი არასოდეს არაა განწყობილი საკბენად. ასევე ძალიან მოქმედებს ძაღლზე მოულოდნელობის მომენტი. ჩემმა 3მა პატარამ 7 წლის 6 წლის 5 წლის  ამერიკული ბულდოგი, რომელიც პატრონთან არავის უშვებს  ისეთი გაჩეჩეს იპოდრომზე პატრონი პირდაღებული გვიყურებდა. 

 

ანუ თუ ჩაუდებ პირში ხელს და უცებ ჯიბიდან მერე მტრედს ამოიღებ და ჩატენი, ვერც კი მიხვდება რა ხდება ისე ამოაცლი ცოცხლად და ისევ დალამავ უკანა ჯიბეში. მხოლოდ და მხოლოდ ისევ მოუნდება და ისევ. აი ამაზე  "ისევ და ისევ კარგი შეგრძნება"  იგებდა ძაღლის მთელი მოტივაცია გემსახუროს


ჩამსწორებელი Panteleimon, 08 February 2018 - 05:33 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#959 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buba20

buba20

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 66 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

Panteleimon,

 

მადლობა რჩევებისთვის :)

 

დავწერ შედეგებს :) 



#960 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

buba20

ჩემმა ეპანიოლმა დაამუღამა - რამხელა სიამოვნებაა ცოცხალი რომ უდევს პირში :) ნაბავს თვალებს და უჭირავს. აი ეგ მომენტი დააჭერიე და არ მოკლავს არასოდეს :D


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?