Jump to content


ამ თემას აქვს 1468 გამოხმაურება

#916 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

...... ევროპულ კინოლოგიას .................

 

 mantis   გეთანხმები....   ევროპული სისხლები ჯობია .. :)  .. 

 

 

თუ შეიძლება ამიხსენით, რა არის "ევროპული კინოლოგია" და "ევროპული სისხლები" 



#917 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

 mantis   გეთანხმები....   ევროპული სისხლები ჯობია .. მაგრამ ერთი პრობლემა ისაა რომ საქართველოში ნაკლებადაა დიდი ფართობები და თუ დიდ ფართობზე ხარ თოფინი კაციც ბევრია

არც პატარა ადგილის სწრაფად მორბენაა ურიგო.  სხვაგან გადასასვლელად დრო მეტი რჩება.

 

ჯერ დაწერეთ რომელი არ მეთანხმება ამ პოსტზე და მერე ვისმჯელოთ

მანტის გაფასებ როგორც ძუს მფლობელს ,  უფრო დაგაფასებდი მეორე ძუ რომ შემოიყვანო. 

 

ხვადი ? ხვადი ძმაო სინჯარაშაი და მაცივარში(სპერმას ვგულისხმობ). 


legion.ge-837-1527156940.jpg


#918 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

'უცხვირო' და 'ცხვირიანი' რას ნიშნავს ?



#919 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

'უცხვირო' და 'ცხვირიანი' რას ნიშნავს ?

ნაკლებ ყნოსვიანებს  რომლებსაც თავის დახრა და შემოწმება სჭირდებათ "ინფორმაციის" - უცხვიროს უძახიან ჟარგონზე.

მინდორში რომ ზეაწეულ ცხვირს დაყავს ძაღლი - ეგრევე შეამჩნევ ასეთს- ცხვრიანს

სხვათაშორის მანტისას ლიმა მომწონს მაგ ამბავში.


legion.ge-837-1527156940.jpg


#920 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

Panteleimon, გასაგებია,მადლობთ

 

ამ განმარტებიდან გამომდინარე  'ჩვენებური' ძაღლები უმეტესობა უცხვიროები არიან,ალბათ

 

ისე ტავის მაღლა-დაბალა ჭერაზე ზოგი ამბობს მაღალ ბალახში რომ ვატარებ თავი მაღლა უჭირავსო,ნამკალში ან დაბალში რომ შევიყვან ინსტიმქტურად უკვე დაბლაც წევს ხოლმეო...



#921 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ალეკო

ალეკო

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 64 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

თუ შეიძლება ამიხსენით, რა არის "ევროპული კინოლოგია" და "ევროპული სისხლები"

 

ევროპულ სისხლს ვეძახი ევროპაში იმ მეძებრების ჯგუფს,   რომლებიც  სპორტულ სტანდარტებისთვის დამაკმაყოფილებლად მიიჩნევიან, რომლებიც  სელექციის შედეგად მიიღეს .

შეიძლება ვცდებოდ ბნ. კობა და არასწორად ვმსჯელობდე  :) ...



#922 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დიმა ჩიხშია შესული აბა რა არი. ყვეკანი ვართ ერთ აზრზე. ეხლა უყურე რატო. ნუ ჩემი პოზიცია ყველამ იცის მაგ საკითზე დიმა სენც და პაატას ეტრფით ევროპულ კინოლოგიას და მორბელან ძაღლებს ვიცი სენი შეხედულება ვინაიდან ერთად ბევრჯერ გვისაუბრია. ბატონი კობას პოზიციაც ჩვენნირია ვინაიდან მან სიამაყიტ ახსენა რო ევროპული მორბელნალი კურცების კინოლოოგის წ საუკეთესო წარმომადგენელი უზის მის ძაღლს ეგ რო არ მოწონდეს ხო არ დართავდა არაა?. ..........................

..........ყველანი ერთაზრზე ვართ. რჩება ბაბუ რომლის პოზიციაც თავიდანვე ნათელი იყო და ჩვენც კარგად ვიცით. არ უნდა ეგეთუ ძაღლი ვინაიდან აღარ უწყობს ჯანმრთელობა ხელს. ასე რომ ......

 

კურცჰაარი ბუნებრივად და სტანდარტით "მორბენალი" ძაღლია. გადახედეთ სტანდარტს, რა წერია - 

 

 

 

Общий вид

Благородная, гармоничная собака, строение которой обеспечивает силу, выносливость и быстроту.

 

მოძუნძულე კურცჰაარი არც ესტეტიკურად და არც ეფექტიურობით არ არის მისაღები. მაგრამ, ჩემი და ბაბუს შენიშვნები ეხება სულ სხვა რაღაცას და ეს ბაბუმ მშვენივრად ჩამოაყალიბა

 

 

 

მომკალით და არ მესმის  რატომ უნდა იყოს გაცილებით ათლეტური გერმანელი თხელი პოინტერის დასადარი სისწრაფეში. არც ის მესმის რატომ ცდილობს დღევანდელი კინოლოგია მონადირე ძაღლი დაამსგავსოს დოღის ცხენს

საქმე ეხება არა მორბენალ ძაღლებს, არამედ "დოღის ცხენებს".

 

კითხვაც სწორად დასვა - 

 

 

 

რა პლიუსია ამაში ? მხოლოდ სისწრაფე?..............ვერაფრით ვერ ვიგებ მიუხედავად იმისა რომ საათობით უსაუბრიათ ჩემთან , თუ რას ემსახურება ასეთი კისრისტეხით სირბილი .

 

თუ ამ კითხვაზე გამსცემთ დამაჯერებელ პასუხს, შეიძლება მეც თქვენ პოზიციაზე ვიქნე  ;)  რადგანაც მგონია, რომ, ჩვენ სხვა და სხვა რაღაცეებზე ვლაპარაკობთ.



#923 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

 

კურცჰაარი ბუნებრივად და სტანდარტით "მორბენალი" ძაღლია. გადახედეთ სტანდარტს, რა წერია - 

აა მაგას თუ სირბილი ქვია რავიცი აბა მე არ ვეძახი მაგას სირბილს ზუნზული უფროა ეგ სირბილი არის ის რაც პაატამ დადო ვიდეოები



#924 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

............................. ნუ ეხლა მაგას მეორე მხარეც აქვს კომერციული თუ ეგ სისხლები უზის ლეკვს რა თქმა უნდა ის უფრო ძვირია. მე არ ვიცი ამ შემთხვევაში ბატონი კობას პოზიცია თან არ მგონია მარტო კომერციული თვალსაზრისით უყურებდენს ზედა პოსტებიდან გამომდინარე ანუ თუ რაიმე არ მოგწონს როგორ შეულება იმას ეტრფოდე ხო ან შენი ძაღლი ისეთზე დართა როგორიც მორბენლი ძაღლებია ხო. 2ჯერ 2 ოთხია ყველანი ერთაზრზე ვართ. ...................

 

ეხლა, რაც შეეხება "მეორე მხარეს" . რასაკვირველია ლეკვების ამორჩევისას მყიდველი პირველ რიგში უყურებს ლეკვის წარმოშობას და სისხლს, რომელიც უზის ლეკვს. მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მშობლების მიღწევებს, რომელიც იმის მანიშნებელია "გადასცემენ" თუ არა წინაპრები თავიანთ საუკეთესო თვისებებს შთამომავლობას. ეს არც თუ ისე ხშირად ხდება, პირიქით, საწინააღმდეგო ფაქტები (როცა არ გადასცემენ) უფრო მეტია.

ჩემი ძაღლები არასდროს ყოფილა ჩემთვის არსებობის წყარო. პირიქით.

თუ დათვლით რამდენ შეჯიბრში და გამოფენებში (აქ უფრო ნაკლებად)  გვაქვს ჩვენ მონაწილეობა მიღებული, სად და რა სიშორეში ჩვენგან ტარდებოდა ეს შეჯიბრებები, ფინანსურად რა ჯდება ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობა და სხვა რამდენი სარჯი უნდა კიდევ, რომ იქ ჩახვიდე და იცხოვრო რამოდენიმე დღე, რა ჯდება ძაღლის ნორმალური შენახვა (ნორმალური კვება, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება და ა.შ.), დასართავად წაყვანა (თუ მეზობელ ეზოში არ რთავ ახლობლის ცუგასთან) და  ანალიზები დართვამდე და ათასი რამ. არაფერს ვამბობ ლეკვების დაბადების დროს გაღებულ ხარჯებზე და ლეკვების ნორმალურად გამოკვება-აღზრდის საკითხზე.

არა მგონია ბოლო დართვამ, ფინანსურად რაიმე შეამატოს მომავალი ლეკვების ფასს , რადგანაც ჩემი ძაღლების ლეკვების ფასი ყოველთვის არანაკლები, თუ არა მეტიც, იყო, ვიდრე ნებისმიერი  "მორბენალი ევროპელის", ანდა "სუფთა" გერმანელების ფასი იქვე ევროპაში.  მსურველებიც, ვინც ერკვეოდა ხშირად წლობით ელოდნენ მერი და კარმენის ლეკვებს. გეოგრაფიაც მინდა მოგახსენოთ სად არიან ჩემი ძაღლის შთამომავლები - ვლადივასტოკი(9 ათასი კილომეტრია პეტერბურგიდან, პირველად კაცი ორჯერ ჩამოფრინდა იქიდან, რომ ჯერ პირველს ამოერჩია, მერე კი წაეყვანა. მერე კიდევ იყო ჩამოსული სხვა ბუდობიდან ლეკვის ასაყვანად), ხაბაროვსკი (8 ათასი კილომეტრი), ასტრახანი, ვოლგოგრადი, კრასნოდარი, როსტოვი, მოსკოვი, იაროსლავი, ვოლოგდა, სომხეთი, საქართველო და ა.შ. 

 

ამ დართვის მთავარი მიზანი იყო ცოტა "შემემსუბუქებინა" მომავალი ლეკვები, რადგანაც წინა შობაზე, როცა კარმენი გერმანული ტიპის ხვადზე შევაჯვარე, ძან მძიმე მშობიარობა ქონდა.  პატარა გამოცდილება  რომ არ მქონოდა ამ საქმეში, შეიძლება ძაღლიც დამეკარგა და ლეკვებიც. ყველა ლეკვი 600 გრამის ფარგლებში იყო და ძაან გაუჭირდა მშობიარობა. პირველი ლეკვი გაიჭედა გამოსვლისას და გაიგუდა, სანამ მე 2 წუთით ვიყავი გასული გარეთ. მოკლედ ძლიერი ნერვიულობა გადავიტანე. ძაღლი რომ არ ყოფილიყო ფიზიკურად ძლიერი, ვერ ვუშველიდი. 

მეორე ისიც, თუ როგორი მანერა აქვთ ძებნის საკიჩის ძაღლებს. მადლობა კიდევ ერთხელ დიმას, რომ დადო მაგათი ვიდეოები და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ.



#925 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

 

 

კურცჰაარი ბუნებრივად და სტანდარტით "მორბენალი" ძაღლია. გადახედეთ სტანდარტს, რა წერია - 

აა მაგას თუ სირბილი ქვია რავიცი აბა მე არ ვეძახი მაგას სირბილს ზუნზული უფროა ეგ სირბილი არის ის რაც პაატამ დადო ვიდეოები

 

 

მაგაზე მეტი სისწრაფით სირბილი კურცჰაარისთვის არატიპიურია. 

ამიტომაცაა რომ მე არა ვარ მომხრე, როგორც ბაბუ, ჯურცჰაარის "პოინტერიზაციის'. არ არის ეს საჭირო, რადგანაც მე ამაში არავითარ აზრს, ლოგიკას ვერ ვხედავ. ვისაც "რალი'" უნდა აიყვანოს პოინტერი ან სეტერი და ბედნიერი იქნება 


ჩამსწორებელი Panteleimon, 29 January 2018 - 04:00 PM.


#926 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

mantis,კობა თოდუა,  

 

ნუ გამოვიგონებთ რა ბატონო კობა. აგერ საიტიდან გადმოვთარგმნე

 

სტანდარტის მახასიათებელი ალური - სწრაფი ზომიერი ნავარდი, არც თუ ისე ხშირად გარდამავალი ჩორთში.

ნელი ნავარდი და ხშირი ჩორთი - მახასიათებელია არასწორი აგებულების, ავადმყოფი  და ასაკოვანი ძაღლებისთვის.

მე რა ვიდეოებიც დავდე სწორედ რომ ნავარდს შეესაბამება

 

მე შემიძლია პოინტერების და სეტერების ვიდეო დავდო სადაც ძაღლები 2ჯერ და 3 ჯერ ჩქარა მოძრაობენ.

და არ დაგავიწყდეთ ეს შეჯიბრებები  FCI ეგიდით ტარდება .  "ნუ ვიქნებთ რომის პაპზე უფრო პაპისტები "


ჩამსწორებელი Panteleimon, 29 January 2018 - 04:02 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#927 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

 

 

ევროპულ სისხლს ვეძახი ევროპაში იმ მეძებრების ჯგუფს,   რომლებიც  სპორტულ სტანდარტებისთვის დამაკმაყოფილებლად მიიჩნევიან, რომლებიც  სელექციის შედეგად მიიღეს .

შეიძლება ვცდებოდ ბნ. კობა და არასწორად ვმსჯელობდე  :) ...

 

არა, არ სცდები ალეკო - ზუსტად რომ სპორტიული. ვისაც სპორტი აინტერესებს, კი ბატონო, რაც უნდა ის ქნას. მაგრამ ჩვენ ხომ მონადირეები ვართ და სანადირო ძაღლები გჭირდება. არავინ არ ამბობს, რომ მაგ ძაღლები ვერ, ან არ ინადირებენ, მაგრამ, იმ სიჩქარით, რა სიჩქარესაც ითხოვს ის სპორტიული ღონისძიებები, რისთვისაც მაგენი გამოყავთ, არასდროს. ფიზიკურად ვერ შესძლებენ. 

ამიტომაცაა რომ საველე დათვალიერება მაგ ძაღლების ხდება 15 წუთის განმავლობაში. საბჭოთა საველე წესების თანახმად (რომელიც საქართველოშიაც მოქმედებს) ძაღლმა უნდა იმუშაოს 40 წუთი (მინიმუმ) ერთნაირი სიჩქარით, რომ მიიღოს მაღალი შეფასება.



#928 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

mantis,კობა თოდუა,  

 

ნუ გამოვიგონებთ რა ბატონო კობა. აგერ საიტიდან გადმოვთარგმნე

 რომელი საიტიდან და რა გაქვთ მხედველობაში, როცა "გამოგონებაზე" წერთ ? (მოიყვანეთ ციტატა, თორემ ძნელი მისახვედრია, რას ეხება. იმდენი გვაქვს დაწერილი :) )


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 29 January 2018 - 04:17 PM.


#929 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რომელი საიტიდან და რა გაქვთ მხედველობაში, როცა "გამოგონებაზე" წერთ ? (მოიყვანეთ ციტატა, თორემ ძნელი მისახვედრია, რას ეხება. იმდენი გვაქვს დაწერილი

 

 

მაგაზე მეტი სისწრაფით სირბილი კურცჰაარისთვის არატიპიურია.  ამიტომაცაა რომ მე არა ვარ მომხრე, როგორც ბაბუ, ჯურცჰაარის "პოინტერიზაციის'. არ არის ეს საჭირო, რადგანაც მე ამაში არავითარ აზრს, ლოგიკას ვერ ვხედავ. ვისაც "რალი'" უნდა აიყვანოს პოინტერი ან სეტერი და ბედნიერი იქნება

 

უკაცრავად არამეცნიერულად დავწერე.

 

სირბილი ასეთი ალური არ არსებობს.   ალურის ტიპები,   ნელი ჩორთი, ჩორთი, ნავარდი, სწრაფი ნავარდი , თანაბარი ნახტომისებური ნავარდი ,  .

კურცხაარს ახასიათებენ როგორც,  ზომიერად სწრაფი,  მაგრამ მოკლე   ნახტომიანი ნავარდით (ფარავს ნახტომში პატარა მაძნილს)

პოინტერს , თანაბარი გრძელი ნახტომიანი  ნავარდი (რის ხარჯზეც სწრაფი ჩანს) 

 

სეტერი,   თავისუფალი და მოხდენილი მოძრაობა , დაბალანსებული სიჩქარე და გრაციოზულობა,

 

 

თავის და ფეხების მდებარეობას და კუდის აღარ ვწერ , დევს საიტზე  და დამერწმუნეთ ზემოთ მოყვანილი ვიდეოებიდან კურცხარები  სრულად შეესაბამებიან სტანდარტს. ეს არ არის უაზრო სირბილი. ეს არის შეჯიბრი  ბალანსირებულ ექტერიერს, სტილს , მოზრაობაში და ყნოსვაში.

და ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ "პოინტერიზაციას."

პ.ს. ისე ჯიშის სახელი "გერმანული მოკლებეწვა პოინტერია"  :D


ჩამსწორებელი Panteleimon, 29 January 2018 - 05:13 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#930 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

პაატა აუცილებლად უნდა ვნახო ე.წ. ევროპელი,სპორტული თუ რაც ქვია...საქმეში!!!!... მაგან თუ ისე სრაფად,ლამაზად და გამოტოვების გარეშე მოძებნა ფრინველი როგორც დაშლიგინობს  აქ დიდი ასოებით დავწერ,,,ევროპელი,სპორტული თუ რაც ქვია..ფორევა!!!!" ..მანამდე ვიქნები ასე ,,შუაშისტი"







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?