Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერდელი კოპო

 
შეაფასეთ

Erdelyi-kopo-300x214.jpg

 

დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია – ტრანსილვანიური მდევარი.

ერდელი კოპო იგივე ტრანსილვანიური მდევარი უნგრული მდევრის უძველესი ჯიშია.მისი ფორმირება ტრანსილვანიის სანადირო სავარგულების პირობებში მიმდინარეობდა. მათი წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები შემონახული არ არის. ერთ-ერთი ვერსიით კარპატებში ამ ჯიშის ძაღლების წინაპრები რუსეთიდან მოხვდნენ, ბალკანეთის გავლით.

აღსანიშნავია რომ ეს ჯიში დღემდე, პრაქტიკულად, პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.

 

Erdelyi_kopo_VadaszNimrodSzeder01.jpg

მეორე მსოფლიო ომის წლებში ერდელი კოპოს რიცხოვნობა იმდენად შემცირდა, რომ მას გადაშენება დაემუქრა, მაგრამ საქმეში მეზობელი ქვეყნების კინოლოგები ჩაერთვნენ და ამ ორიგინალური, საინტერესო ჯიშის გადარჩენა მოხერხდა.
დღეისათვის ტრანსილვანიურიმდევრის ორი ტიპია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ სიმაღლით განსხვავდებიან.
მაღალი ტიპის ძაღლებს მსხვილნადირზე სანადიროდ იყენებენ. ისინი მშვენივრად ითავსებენ რეტრივერის ფუნქციებსაც. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული. პატარა ტანის ძაღლები, ძირითადად, კურდღელსა და მელაზე ნადირობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასურველი ტიპის ეგზემპლარების რიცხოვნობა შეზღუდულია.შეიძლება ითქვას, რომ გადაშენების პირასაა მისული.
ერდელი კოპოები ბრწყინვალე ყნოსვით გამოირჩევიან.ისინი ჩინებულად ახერხებენ ორიენტირებას უცხო ადგილებშიც კი.გამოირჩევიან გულადი, დამოუკიდებელი ხასიათით, ადვილად, სწრაფად იგეშებიან და მხოლოდ საკუთარ პატრონს ცნობენ. ამ ძაღლით ნადირობა მთელი სიამოვნებაა, რადგან არავითარ ყურადღებას არ აქცევენ შინაურ პირუტყვს და თანამოძმეებთან კონფლიქტში არასოდეს შედიან.
მშვიდი ხასიათის წყალობითტრანსილვანიური მდევრების შენახვასახლის პირობებშიც შეიძლება, ოღონდ საჭიროებენ ყოველდღიურ ხანგრძლივ გასეირნებას და ბუნებაში რეგულარულ გაყვანას-ფიზიკურ დატვირთვას.

 

 ძირითადი შტრიხები:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.

 

თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი – ყავისფერი.

 

ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული

.

კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.

 

კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.

 

კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.

 

ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით – მაღალი ძაღლებისათვის

.

ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.

 

სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი:
55-65 სმ.


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რა საინტერედი ჯიშია

საქართველოში ყავთ ნეტა?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დათოს ვკითხე და არაო.....მაგასთან არ არის რეგისტრირებული. ნუ როცა ვკითხე მაშინ არ იყო


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ისეთი რაღაცეები წერია სტატიაში, შემიყვარდა





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი