Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33335 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნისლა ლეოპარდი

 
 

%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9A%E1%

 

 

“ნისლა ლეოპარდი” – ეს სახელი ამ სახეობას თავისი ბეწვიდან გამომდინარე დაერქვა. ლეოპარდის ქურქი, ბეწვი “ღრუბლების” – “ნისლის” მსგავსი ფიგურებითაა გაფორმებული. ნისლა ლეოპარდი ძირითადად რუხი შეფერილობისაა, ყელზე და მუცლის არეზე კი თეთრი ფერის არის. ტანზე მას მუქი ფერის ბეწვით “ღრუბლები” აქვს “მიხატული”. ეს “ნახატი” პრიმიტიული მხატვრობის სტილში შესრულებულ ღრუბელს ნამდვილად გავს და როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ამ მსგავსების გამო დაერქვა, ნისლა ლეოპარდი. ნისლა ლეოპარდისთვის დამახასიათებელია კუდის განსაკუთრებულად გრძელი ფორმა, ხშირ შემთხვევაში კუდის სიგრძე სხეულის სიგრძეს უტოლდება. კუდი მთელ სიგრძეზე დაფარულია შავი რგოლებით. ეს ცხოველი ტყეში ცხოვრებასთან კარგადაა ადაპტირებული. მას აქვს ძლიერი, მსხვილი ფეხები, რაც ეხმარება ხეზე ასვლაში. “ხეზე ცოცვის ტექნიკას” ნისლა ლეოპარდი უბადლოდ ფლობს. რა თქმა უნდა ნისლა ლეოპარდიც დიდ კატებს მიეკუთვნება და მისი სხეული კატის პროპორციებს იმეორებს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ პროპორციების მსგავსება ნისლა ლეოპარდთან უფრო თვალშისაცემია ვიდრე დანარჩენ დიდ კატებთან. ევოლუციონისტთა აზრით კატისა და ლეოპარდის ანატომიის ასეთი მსგავსება, მათ საერთო წინაპარს უკავშირდება. “კრეაციონისტთა” აზრით (რომლებიც მიიჩნევენ სამყაროს შექმნას შემოქმედის ჩარევით და არა ქვეყნიერების შემთხვევით შექმნას – თვითგანვითარებას ) დიდი კატების მსგავსება ერთმანეთთან მიმართებაში აიხსნება იმით, რომ მათ ყავთ ერთი საერთო შემოქმედი, თავად უფალი.

ორივე სქესი, მდედრიც და მამრიც შთამომავლობას საშუალოდ 26 თვის შემდეგ იწყებენ (26 თვის ნისლა ლეოპარდი პირველ ბოკვერს ბადებს). მამრი როცა განაყოფიერებისთვის ემზადება ძალიან აგრესიული ხდება სხვა მეტოქე, კონკურენტის მიმართ. მდედრი განაყოფიერებიდან 93 (± 6 დღე) დღეში შობს სამიდან ხუთ ბოკვერამდე (ყველაზე ხშირად სამს შობს). პატარა ნისლა ლეოპარდი თავდაპირველად სრულიად უმწეო და ბრმა არის. მისი წონა 140-და 280 გრამამდე მერყეობს.

დაბადებისას ბოკვერის ბეწვი სხვაგვარი ლაქებითაა დაფარული. აქტიურები ხდებიან 3 თვის ასაკიდან. ზრდასრულ ასაკამდე მისაღწევად ჭირდებათ დაახლოებით ექვსი თვე, ხოლო მიახლოებით ათი თვის ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრებასაც ახერხებენ. ტყვეობაში ნისლა ლეოპარდის საშუალო სიციცხლის ხანგრძლივობა 11 წელია, თუმცა არსებობს ცნობა ერთი ინდივიდის შესახებ, რომელმაც 17 წელი იცოცხლა.

 

 

 

Clouded-leopard.jpg

 

 

 

ნისლა ლეოპარდის არსებობას საფრთხე ემუქრება ადამინის სხვადასხვა ქმედებების შედეგად, კერძოდ მასშტაბური გაუტყეურება და არალიცენზირებული, ბრაკონიერული ნადირობა. “მონადირეები” ბრაკონიერული მეთოდებით ცდილობენ მოინადირონ ბუნების ეს ულამაზესი ქმნილება. მათზე ნადირობის მთავარი ინტერესი ველური ცხოველებით ვაჭრობაა. ბრაკონიერთა ინრესში შედის აგრეთვე ტყავი-ძვირფასი ბეწვეული, ეშვები, ძვლები და ხორცი. ნისლა ლეოპარდის ტყავით ძალიან ლამაზი და ძვირადღირებული ქურქი იკერება (თუმცა სხვა საკითხია ღირს თუ არა ასეთი პროდუქტის წარმოება ველური ბუნების განადგურების ხარჯზე). ნისლა ლეოპარდის ძვლებსა და ხორცს აზიურ მედიკამენტებში იყენებენ. ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობამაც დიდი ზიანი მოუტანა ამ სახეობას. ბოლო წლების მონაცემებით, ასეთი ბაზრებით გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: ინდონეზია, მიანმა და ვიეტნამი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა იცავს ველურ ბუნებას მსგავსი ფაქტები მაინც ხდება. სახელმწიფო ან მიზანმიმართულად არ აფერხებს ცხოველთა დაცვას, ან არ იწუხებს თავს მათზე ზრუნვით( ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ შეიძლება თავად აწარმოებენ კომერციულ ბრაკონიერობას.).

ნისლა ლეოპარდი შესულია ვაშინგტონის კონვენციის სიაში- CITES ( საერთაშორისო ვაჭრობის კონვენცია, გადაშენების პირას მყოფი სახეობების, ველური ფაუნისა და ფლორის შესახებ.) მასზე ნადირობა აკრძალულია შემდეგ ქვეყნეში: ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი , მალაიზია , მიანმარი , ნეპალი, ტაივანი, ტაილანდი, ვიეტნამი. ამ კანონს ცუდად აღასრულებენ ინდოეთი, მალაიზია, და ტაილანდი. ა.შ.შ.-ში ეს ცხოველი გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სიაშია შეყვანილი და მასზე აკრძალულია ნადირობა და ვაჭრობა.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

როგორი ლამაზია?


  • 0

#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33335 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო , მართლა ლამაზია


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
აბაა ერთი გამოჩენილიყო საქართველოში. ვაჟკაცები დედას მოუტყნავდნენ :DD
  • 0

#5 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი
წესრიგ სიტყვათა ლექსიკონი.
  • 0

#6 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ოოოოოხ დევი :)
  • 0





საკვანძო სიტყვები: ძუძუწოვრები, ნისლა ლეოპარდი, ბეწვი, მტაცებელი, ლეგიონი, საქართველო, ნაკრძალი, აღკვეთილი, ფოტოგრაფია, წითელი წიგნი, პრიმიტიული, კატისებრთა ოჯახი, legion, ეკო სისტემები, ბიომრავალფეროვნება, ენდემური ჯიშები

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 0 წევრს:


TOP-RATING.UCOZ.COM Saitebi.Net cat.allfilmi.com