Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 63 გამოხმაურება

#1 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი
ძაღლის საკვები და კვების რეჟიმი

b64e8dfc537e.jpg

ძაღლის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რის შედე იხარჯება ზოგიერთი ნივთიერებების საკმაო რაოდენობა, რომლებიც გამიზნულია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსამუშავებლად, და სხვა. ამიტომ, ძაღლის ორგანიზმმა ეს დანახარჯები უნდა შეავსოს ყოველდღიურად, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინების და წყლის საკმაო ოდენობის მიღების გზით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის კვების რეჟიმის საკითხს, ვინაიდან კვების რეჟიმის დარღვევას და აგრეთვე უხარისხო პროდუქტებით კვებას შეიძლევა მოჰყვეს ორგანიზმის საერთო დასუსტება და საბოლოო ჯამში ძაღლის დაავადება. ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადამეტებული კვებაც, რა დროსაც ძაღლი სუქთება, მოთენთილი ხდება, ნაკლებად მოძრავია და იძენს სხვადასხვა დაავადებისაკენ მიდრეკილებას. როგორც წესი ძაღლი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, საკმაო და ხარისხიანი საკვებით. კვების სწორ ორგანიზაციაზე მიუთითებს ძაღლის გარეგნული შეხედულება და ქცევა, იგი მხიარულადაა, მოძრავია და სიამოვნებით ასრულებს პატრონის მოთხოვნებს.

დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, თუმცა არსებობს მოსაზრება ამ საკვების საწინააღმდეგოდ. მე თავს შევიკავებ რეკომენდაციისგან, რადგანაც ეს საკითხი დღეს-დღეობით სადისკუსიო საკითხია და ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა.

ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად.

ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი.

სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწყლების და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი.

ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად.
1 კვება - ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე.
2 კვება - ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება.
3 კვება - ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
4 კვება - მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა.


2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 4-5 ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ.
2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში.
4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში.
6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში.
გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე.

არ დაგავიწყდეთ რომ ლეკვის კვების რეჟიმი ზუსტად უნდა დაიცვათ და ლეკვს ერთსა და იმავე დროს დაუდგათ საკვები. 


  • 0

#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი რა ტაბლეტები გადაყლაპა მითხარი ბდა ეხლავე გადაურეკავ ვეტერინარებს


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

სახელი დამავიწყდა ..ცალობით ვუყიდე ...ვერ გავიხსენე სახელი

:@@


  • 0

#4 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

არა ბაბუ შემეშალა ეგ წამალი არ არის .....ჯერ კარგ ხასიათზეა და რავიცი მერე რამეზე იმოქმედებს ტუ არა


  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა ველაპარაკე დავით ნანობაშვილს და დიდი დიდი აღებინოსო..... ნუ შეგეშინდება დევო, უბრალოდ წყალი ედგას და შენ უყურე ...მაინც , ნა ვსიაკი სლუჩი... ხო იცი...ლეკვია და.... ;)


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

დიდი მადლობა ბაბუ ..წყალი დავუდგი ეგრევე ....ეხლა ითამაშა და დაიძინა...

ვერ ვამაგრებ ამ პატარა ეშმაკს

ყველაფერზე დადის 


  • 0

#7 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
მადლობა ღმერთს.
  • 0

#8 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყველაფერი კარგად იქნება დევო. მაგ პატარა ლეკვუნიამ შეგაშინა? შენ გენაცვალე მაგ ჯიგრიან გულში!

არც არაფერი ნარ მოხდება მაგრამ ნა ვსიაკი სლუჩი ტელეფონს არასოდეს ვთიშავ და როცა დაგჭირდეს დარეკე .

ჩემგან მოკითხვა ზიზის


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#9 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი
გაიხარეთ ძმებო....ჯიგრები ხართ.
  • 0

#10 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

მოკლედ ძმებო დღეს ერთმა ვეტერინარმა პატიოსანმა ადამიანმა მითხრა როიალ კანინი შეიცავს ღორის ქონს და ძაღლის ღვიძლისათვის საშიში არისო ...

 

მერე ჩატარებული კვლევის ფურცელი მაჩვენა და პროვაკმა აცვენა ყველაზე კარგი შემცველობა ძაღლისათვის.ასე რომ მემგონი გასათვალისწინებელია


  • 0

#11 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
დევი ვინ ვეტერინარია??? ყველას ნათქვამს ნუ დაიჯერებ ძმაო. როიალს ებვრძვის ბევრი კომპანია და იმ კვლევას ვინ ადასტურებს ან რამე მაგდაგვარი? დაგედო საიტზე ჩვენთან ბარემ... როიალზე მყავდა ბუბუ ძმაო თავიდან და ძვირი სიამოვნება კი არის მარა დღითიდღე ზრდიდა ძაღლს. პროვაკ პერფორმარსიც იგივე ღირს 7 ლარს ურტყავს და ეგ ჯობია როიალსო და მეეეც რაც ლეკვისთვის უკეთესი იქნებათქო და ეგრევე გავარდი გლდანში ჰქონდათ. უკეთესი კი არა იმის ნახევარი შედეგი მაინც ჰქონოდა ნეტა. გახდა ძაღლი და მადაც დაეკარგა..რავიცი ძმაო პოინტერი ზოგადად წუნია ძაღლებიც არის და ფაქიზები და არ ვიცი შენი როგორ შეჭამს მაგრამ ჩემთან ასე მოხდა. პ.ს ის მომენტი არ იყო როიალის მერე არ შეჭამდა პროვაკს და მაგიტო გახდაო. 10 დღე იგივე ტემპით გააგრძელა ჭამა და ნელნელა დაეტყო რო ვერ ირგებდა საკვებს. როიალი დღესდღეისობით ერთერთი საუკეთესოა და ეგ რო მართლა ეგრე იყის, ხმას არ ამოაღებინებდნენ. რავი მე ახლაც მაგას ვაჭმევ. თავიდან სტარტექსი, მერე ჯუნიორი პატარებისთვის, ახლა მედიუმს ვაჭმევ, ცოტა ხანში ედალთზე გადავუყვან. იყო პერიოდი ვერ ვყიდულობდი ფასის გამო ამას, თან 1 კგ 2 დღის მეტს ვერ უქაჩავს მარა ბოლო 2 თვე იქნება სულ მაგაზე მყავს და ძაღლი ისეთ ენერგიაზე მოყავს, რო რავიცი. ზოოპარკშიც ეგ მითხრეს, ენერგიას მატებს ძაან მაგრადო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჯიშის მიხედვით, ასაკისა დს წონის მიხედვით ეძლევა სხვადასხვანაირი როიალი და პროვაკი გინდ ლეკვი იყოს და გინდ 5 წლის ძაღლი, მიდი უბერე, ერთნაირი შემცველობა აქვს სულ.
  • 0

#12 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რაღაც თაზოს პოსტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება :))


  • 0

#13 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

უცხოელების კვლევა იყო და დასაბუთებული

ჩემმამ უპრობლემოდ შეჭამა როიალზე უფრო ძალით ჭამდა ..ერთი კვირა ამაზე მეყოლება და შევხედავ ...


  • 0

#14 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

მე საჭიროდ ჩავთვალე და დავწერე .


  • 0

#15 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ოქრო ხარ დევი ოქროო...


  • 0





საკვანძო სიტყვები: კვების რეჟიმი, ძაღლის საკვები, ზოომაღაზიებიკლინიკა, ძაღლი, ნახშირწყლები, ქიმიური, ბიოლოგიური, პროცესები, ნივთიერებები, რაოდენობა, ტემპერატურა, ცილები, ცხიმები, მინერალები, მარილები, დაავადება, საქართველო, ლეგიონი, მიდრეკილება, ტექნოლოგიები, ორგანიზმი, ორგანიზება, ქერი, ბურღულეული, ჭარხალი, სტაფილო, ვიტამინები, ხორცი

IPB skins by Skinbox