Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

“შავფაროსნები“ – საბრძოლო ხელოვნებით გამორჩეული მებრძოლები

 3,982 ნახვა

ქართული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციის სახით შექმნის იდეა XX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩნდა. მის ფორმირებას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა და მრავალი სახეცვლილება განიცადა. Shavparosnebi-3.jpg საბოლოოდ, 2000 წელს დაარსდა კავშირი “ქართული საბრძოლო ხელოვნება”. 2011 წლის ოქტომბერში კი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნები”.

ზურა მახარაძე (ფედერაციის გენერალური მდივანი): “საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, მრავალი ბრძოლა გამოუვლია. ვიცით, რომ ჩინელებს, იაპონელებს აქვთ თავისი საბრძოლო ხელოვნება, ინგლისშიც არის რაღაც ტრადიციები… წინა საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა ასეთი კითხვა: იყო საერთოდ საქართველოში საბრძოლო ხელოვნება? ენთუზიაზისტებმა დაიწყეს მასალების შეგროვება, კვლევა, ეს პიროვნებები კახა ზარნაძემ გააერთიანა, თავის თავზე აიღო საორგანიზაციო საქმეები და პირველი ორგანიზაციული სახე მისცა.

ენთუზიაზისტები დადიოდნენ ექსპედიციებში, ძირითადად მთაში, სადაც ყველაზე მეტად იყო შემორჩენილი ტრადიციები, თუმცა იგივე ცხენოსნობის კულტურა სამეგრელოში მოიძიეს. ეს ყველაფერი ენთუზიაზმსა და პირად მოტივაციაზე იყო დაფუძნებული და ახლაც ასე გრძელდება.

ოფიციალურად ქართული საბრძოლო ხელოვნება 2000 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში არასდროს მომხდარა, ვინმე ორგანიზაციას ან სახელმწიფოს მიზანმიმართულად ამისთვის მიეხედოს ან დაეფინანსებინოს.

ენთუზიასტებმა ინფორმაციის მოგროვების შემდეგ დაიწყეს მცდელობა, აღედგინათ საბრძოლო ხელოვნების ტრადიცია. ამ საქმეს შეუერთდნენ ყოფილი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტიდან, ზოგი – სხვა საბრძოლო ხელოვნებიდან, ძიუდოდან, კარატედან, ქართული ჭიდაობიდან. შემდეგ ვიღაც წავიდა, ვიღაც მოვიდა და შეიქმნა ფორმაცია, რასაც ხრიდოლის ფედერაცია დაერქვა”.

 

ირაკლი ქოქოსაძე (ფედერაციის დირექტორი): “თვითონ სახელი “ხრიდოლიც” კახა ზარნაძემ უწოდა და ითვლებოდა ამ ფედერაციის ხელმძღვანელად, შემდეგ თავადვე დანიშნა ფედერაციის პრეზიდენტი. რაღაც პერიოდის შემდეგ გაურკვევლობა მოხდა და კახა წამოვიდა, თან წამოიყვანა ის ჯგუფი, რომელიც იყო ჩვენი წინა თაობა და რომელსაც შემდგომ კავშირი დაერქვა, დღეს კი “შავფაროსნები” ჰქვია”.

ზურა მახარაძე: “სხვა ქართული საბრძოლო ხელოვნებებისგან განსხვავდება მიდგომით, ანუ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ, რა არის ქართული საბრძოლო ხელოვნება და ისინი სხვანაირად ხედავენ ამას და შესაბამისად, სხვანაირად ახორციელებენ ცხოვრებაში”.

ფედერაციის წევრებს სახელი “შავფაროსნები” შემთხვევით არ აურჩევიათ, ამ სახელს თავისი ისტორია აქვს.

ირაკლი ქოქოსაძე: “ეს სახელი 2011 წელს გვეწოდა. როცა ვამბობდით და ვამბობთ, რომ ვართ ქართული საბრძოლო ხელოვნება, მაინც გვაიგივებდნენ სხვადასხვა ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან, იგივე ხრიდოლთან და გადავწყვიტეთ, ისეთი სახელი დაგვერქვა, რაც გამოგვარჩევდა. რატომ „შავფაროსნები“? გამომდინარე იქედან, რომ შავფაროსანი ისტორიული სახელი იყო. შავფაროსნები გახლდათ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველ ეტაპზე არსებობდა. მათ შავად ჰქონდათ შეღებილი ფარები, შავი ტანისამოსი ეცვათ და როცა მტერი შემოგვესეოდა, ესენი თავს ესხმოდნენ და პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ. სწორედ მათ საპატივსაცემოდ ავიღეთ ეს სახელწოდება”.

Shavparosnebi-31.jpg

ზურა მახარაძე: “თავდაპირველად ვიყავით კავშირი. როცა დაგვჭირდა სპორტის სამინისტროსთან ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, უფრო მოსახერხებელი იყო, სპორტული ფედერაციის იურიდიული სტატუსი გვქონოდა, ამიტომ შევუცვალეთ ფორმა, თორემ იგივე ხალხია, იგივე საქმეს აკეთებს, ანუ არსებობს კავშირიც და ფედერაციაც ერთად”.

ფედერაცია “შავფაროსნების” ძირითადი მიზანია, ექსპედიციებში მოძიებული მასალების მიხედვით ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და მეთოდების აღდგენა–პოპულარიზაცია და ამ მეთოდებზე დაყრდნობით ახალგაზრდა თაობის აღზრდა.შავფაროსნების წევრები უკვე ათეული წელია სამეცნიერო კველვით საქმიანობას ეწევიან. მათ ნაბიჯ–ნაბიჯ შემოიარეს მთელი საქართველო და უნიკალური საბრძოლო ილეთები, იარაღის დამზადების ტექნოლოგიები და ისტორიები მოიძიეს:

ზურა მახარაძე: “ყველაფერი საკუთარი სახსრებით ხდებოდა. გადავწყვეტდით, ჩავსხდებოდით მანქანაში, ვიღაც თავის ვიდეოკამერას წამოიღებდა, ვიღაც ბენზინს ჩაასხამდა … ახლა თითქმის აღარავინ დარჩა. 90-იან წლებში, როცა ეს კვლევა დაიწყეს, რაიონებში 90 წელს მიტანებული მოხუცებიღა იყვნენ, რომლებსაც ახსოვდათ ის პერიოდი, როცა მათი ბაბუები ფარიკაობდნენ და აქედან გამომდინარე,იცოდნენ, როგორ უნდა სჭეროდათ ხმალი. ანუ კომუნიზმი უკვე შემოსული იყო, მაგრამ ეს ტრადიციები ჯერ კიდევ შემორჩენილი გახლდათ. ამიტომ მოძიებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იყო ფრაგმენტული, ზერელე და არ გახლდათ ზუსტად დალაგებული სკოლის სახით. ჩვენ ამ ყველაფრის შევსება დავიწყეთ ეთნოგრაფიული მასალებიდან, ჩანაწერებიდან, არის რამდენიმე წიგნი, დოკუმენტური მასალები ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა ელემენტებზე, დავუშვათ, ხევსურულ ფარიკაობაზე. ამას დაერთო ცოდნა, ტაქტიკური, სტრატეგიული აზროვნება და მრავალმხრივად გავშალეთ ჩვენი საქმიანობა, საიდანაც კი შეგვეძლო, ვკრებდით და ახლაც ვეძებთ ინფორმაციას, ვამუშავებთ. არსებობს ქართული საბრძოლო ხელოვნების დიდი არქივი, რომელშიც დღემდე შედის მატერიალები და ამ მხრივ სერიოზული სამუშაოა, რადგან ბევრია მშრალი მასალა და ამას დამუშავება სჭირდება. ამის ხარჯზე არსებობს, ასე ვთქვათ, შავი მონახაზი წიგნისა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე, რომელიც ასევე გამოსაცემია და მუშაობა დღემდე მიმდინარეობს”.

Shavparosnebi-16.jpg

მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შავფაროსნები თვითონ ქმნიან საბრძოლო იარაღებს. აქვთ უნიკლაური ორთაბრძოლის ტექნიკა და თეატრალიზებული საბრძოლო–საჩვენებელი წარმოდგენები:

“საქართველოში ყველა ტიპის იარაღი არსებობდა. ხმალი, ხანჯალი, შუბი – გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან ხდებოდა. ძველთაგანვე მეომარი ხალხი ვიყავით. რაც შეეხება სახასიათო იარაღებს, პირველი უნიკალური ნიმუში რაც გვაქვს, არის კოლხური ხელცული, რომლის ანალოგი სხვაგან არ მოიპოვება. ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის იარაღი, შედარებით მსუბუქია და მაღალი სისწრაფით შეიძლება მისი ხმარება. ძალიან პრაქტიკულია და მხოლოდ ომში არ გამოიყენება.უნივერსალური ნივთია, რომელიც ანტიკური პერიოდიდან არსებობდა.

ხანჯალი ასევე ამ პერიოდიდან არსებობს. რომ მოვყვებით ისტორიას, რაც კი მსოფლიოში ახალი იარაღი ჩნდება, ქართველები ამას შეიარაღებაში იყენებენ. შემოვიდა ეგვიპტესა და ხეთებში საბრძოლო ეტლები? ჩვენთანაც გვხვდება კოლხეთში, სამარხებშიც იპოვეს და პატარა მოდელებიც არის აღმოჩენილი. მაშინ ეს მოწინავე ტექნოლოგია იყო. გაჩნდა მძიმე აღჭურვილობა და აბჯარი? საქართველოში მათ არსებობას გორგასლის ხმალზე გადმოცემა ამტკიცებს. მაშინ დაბალი ხარისხის ფოლადი იყო და მისგან წვრილი იარაღი რომ გაეკეთებინათ, ადვილად გატყდებოდა. მონღოლების ეპოქას ოდნავ გადრეკილი ხმალი ახასიათებდა, რომელიც უპირატესობას აძლევდა მხედარს, ქართველებმა ეს მაშინვე გადმოიღეს.

იგივე შეიძლება ითქვას ცეცხლსასროლ იარაღზე – ჩვენებს არ უთქვამთ, რომ მამა-პაპა ხმლით იბრძოდა და თოფს ხელს არ მოვკიდებთო. მაქსიმალური ეფექტურობა, გადარჩენა, სამშობლოს დახმარება – ასეთი მიდგომა ჰქონდათ და ჩვენც ამ კვალს მივყვებით. თუ ვინმესგან შეგვიძლია კარგი გადმოვიღოთ, იაპონელი იქნება ის, ჩუქჩა თუ აფრიკელი, ვისწავლით და ეს ქართული იქნება, რადგან ყველაფერს ქართულს მოემსახურება.

28.jpgმშვილდი – უნიკაურია, ასევე, ორპირა ნაჯახი, რომელიც ვიკინგებს ჰქონდათ. გაგვიკვირდა, ამ ნივთს საქართველოშიც რომ მივაკვლიეთ. პირველად ეს იაკაშვილების საგვარეულო მუზეუმში ვნახეთ და გვეგონა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობდა, მაგრამ ეს იარაღი ეროვნულ მუზეუმშიც ინახება. ორპირა ნაჯახს სულხან-საბა “სიტყვის კონაში“ მოიხსენიებს და ტაბარს უწოდებს, რაც მხედრის იარაღია.

გურზი ჯაჭვზე ჩამოკიდებული მძიმე ბირთვია ეკლებით ან ეკლების გარეშე, რაც ჯავშნის დასამსხვრევად გამოიყენება.

მისი ისრის წვერი შეიძლება იყოს უამრავი სახეობის: სანადირო, ჯავშნის გასახვრეტი, მოწამლული ისრის სასროლი, ცეცხლმოსაკიდებელი… ამ ყველაფერს თავისი სპეციფიკური ფორმა ჰქონდა, სხვადასხვა მატერიალისგან მზადდებოდა.

რასაც მე ვამბობ, ზღვაში წვეთია. ეს მასალები ხომ ჩვენ ენთუზიაზმსა და შეზღუდული დროის მანძილზე მოვაგროვეთ?! იმდენი ინფორმაციაა კიდევ დასალაგებელი, სისტემაში მოსაყვანი, სამუშაოა მეცნიერებთან. ქართული ხმლების ტიპების სახელები ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ნიმუშებს ვერ ვადრით, ანუ გორდა ყველამ ვიცით, როგორია, მაგრამ, მაგალითად, დავითფერული რომელია? ვერც ერთმა მეცნიერმა დადასტურებული ნიმუში ვერ გვიჩვენა. ზოგი ამბობს, რომ ფერარას ქარხნიდან, იტალიიდან შემოდიოდა და დავითფერული ამიტომაც ჰქვია. ეს ყველფერი გამოსაკვლევია, წინ ბევრი საქმე გვაქვს და იმედია, დაწყებულს ბოლომდე მივიყვანთ.

Shavparosnebi-1.jpg იარაღის ზოგიერთ სახეობას ჩვენივე წევრები ამზადებენ. მაგალითად, გიორგი ლაცაბიძემ თავდაპირველად განგვიცხადა, რომ მარტო მშვილდის სწავლა უნდოდა და სხვა არაფერი აინტერესებდა, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაფერში აქტიურად ჩაერთო, ჭიდაობიდან დაწყებული ხელჩართული ჩხუბით დამთავრებული ყველაფერი ისწავლა, თუმცა მისი გატაცება მშვილდოსნობაა. მან ძველი ქართული მშვილდის ტიპი აღადგინა, ანუ რა მასალებითაც მზადდებოდა ძველად, ზუსტად იგივე ტექნოლოგიით აკეთებს.

ბაქარ ნათენაძე, მაგალითად, მათრახს წნავს, იმ მათრახს, რომელიც ვეფხისტყაოსანშია მოხსენიებული და 12 მხარის სიგრძეა. ეს საბრძოლო მათრახია. ქსოვენ ჯაჭვის პერანგებს. ხმლების დამზადებას სპეციალური დანადგარები და სამჭედლო უნდა, რის ორგანიზებასაც ვაპირებთ. ამჟამად საშუალება არ გვაქვს და ამას სხვა გზებით ვაკეთებთ, დავუშვათ, ვუკვეთავთ. ვცდილობთ და რაც უფრო მეტ ცოდნას მივიღებთ და მეტ იარაღს დავამზადებთ საკუთარი ძალებით, მით უკეთესი იქნება. ასე რომ, ამ კუთხითაც ვმუშაობთ.

თეატრალიზებული საბრძოლო-საჩვენებელი წარმოდგენები

ყველანი ვცდილობთ, ჩვენი პროფესია აღნიშნულ საქმეში გამოვიყენოთ. გიორგი წიწრიაშვილი, რომელიც თეატრალურში სასცენო მოძრაობას ასწავლის და პროფესიონალია ამ კუთხით, საბრძოლო-საჩვენებელ წარმოდგენებს დგამს. საკუთარ სამშობლოში თითქმის არავინ იცოდა ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ, არათუ სხვაგან. ამას რეკლამა და ხალხამდე მიტანა უნდოდა. ამიტომ ამ ილეთებს სანახაობის ფორმა მივეცით, რომ გამოვსულიყავით, დადგმა გვეჩვენებინა და ხალხს ენახა. ეს აპრობირებულია. იგივე იაპონელები, ჩინელები ამ სანახაობებს ქმნიან, რათა პოპულარიზაცია მოახდინონ. ჩვენც იგივე გზა ავირჩიეთ. ვმონაწილეობთ ყოველწლიურად ფესტივალ არტ-გენში, სხვადასხვა სახალხო ღონისძიებაში, თბილისობასა და სატელევიზიო გადაცემებში.

Shavparosnebi-34.jpg

საერთოდ, დღესდღეობით 4 მიმართულება გვაქვს გაშლილი აქტიურად: 1. სპორტული ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი, კულტურა, რაშიც შედის, ასევე, ხელჩართული ორთაბრძოლები, ილეთები, ყველაფერი, საიდანაც რეალურად ბაზისი წამოვიდა. 2. ამას დაემატა თეატრის მიმართულება, რაც ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაზე მუშაობს. 3. საქველმოქმედო საქმიანობა, რაც ცოტა ხნის წინ დავიწყეთ და უკვე ოთხი კონცერტი ჩავატარეთ. 4. ეთნოგრაფიული კვლევა, რადგან ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინფორმაციის მოპოვებას…

ამ ოთხი მიმართულების მიხედვით ფუნქციები გადავინაწილეთ და კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ საქმეზე ვმუშაობთ. ეს უფრო ეფექტურია”.

“შავფაროსნებს” თბილისის გარდა ქართული საბრძოლო ხელოვნების სასწავლო ჯგუფები ჩამოყალიბებული აქვთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც. მათი ფილიალები გახსნილია ქუთაისში, ბათუმში, გორში, ყაზბეგში, რუსთავში. აღნიშნულ ქალაქებში შექმნილია ქართული საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელი ჯგუფები, რომლებიც სისტემატურად მართავენ შეჯიბრებებს ტრადიციულ სპორტის სახეობებსა და საბრძოლო ასპარეზობებში:

“მსურველთა რაოდენობა ადგილობრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ქუთაისში, რომელიც დიდი რეგიონული ცენტრია, ყველაზე მეტი ადამიანი ვარჯიშობს, იგივე შეიძლება ითქვას ბათუმზეც. ყაზბეგში ჯგუფი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ცოტანი არიან, მაგრამ მაღალი მონაცემები აქვთ. პირველივე ჩამოსვლაზე ძალის გამოცდაში, იგივე ქალაქურ კრივში ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ალბათ, იქაურმა კლიმატმა და გარემომ მაინც თავისი გავლენა იქონია.

ვცდილობთ, საქართველოს ყველა კუთხეში მოვნახოთ ჩვენი თანამოაზრეები. რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო გაადვილდება წინსვლა.

ასაკში შეზღუდვები არ გვაქვს. უბრალოდ, სასკოლო ასაკამდე ბავშვს ვერ ვიღებთ, რადგან არ შეიძლება მისი ვარჯიში. ზღვარი არ არსებობს. არ ვფიქრობთ, რომ რაღაც დროის შემდეგ იწურება პიროვნების ფიზიკური შესაძლებლობები და ის აღარ გვჭირდება. უფრო მეტად ადამიანის შინაგან თვისებებს ვაფასებთ, ვიდრე იმას, რამდენ კილომეტრს დარბის რამდენ წამში”.

აგვისტოს ომის შემდგომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბავშვებისათვის გაიხსნა უფასო ჯგუფი, სადაც 30–მდე მოზარდი გადიოდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. აღნიშნული ჯგუფის ფუნქციონირება ვერ გაგრძელდა სავარჯიშო პირობებისა და დარბაზის არარსებობის გამო:

“დარბაზი თუ იქნება, შევძლებთ უფასო ჯგუფის აღდგენას. მივა მასწავლებელი და ბავშვებს ასწავლის ქართულ საბრძოლო ხელოვნებას. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ჯგუფი გავხსნათ. ერთი მომენტი გადავლახეთ, რაც იყო ორგანიზაციის ფორმირება, ჩამოყალიბება, ფუნქციების განაწილება და ამის პოპულარიზაცია. ახლა უკვე ყურადღება რაოდენობის გაზრდაზე უნდა გადავიტანოთ და ეს პროცესი უკვე დავიწყეთ. დიდი სიამოვნებით აღვადგენთ ამ ჯგუფს, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა. ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის, ანუ ამით ჩვენ ფულს არ ვაკეთებთ, მთავარია ის შედეგი მივიღოთ, რისთვისაც ვარსებობთ: საქართველოს აღვუზარდოთ შინაგანად მებრძოლი, იმ მსოფლმხედველობის, ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რისაც გვჯერა და გვწამს”.

“შავფაროსნები” შაბათ-კვირას ბათუმში ჩასვლასა და საბრძოლო ჭიდაობის ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავენ:

Shavparosnebi-8.jpg “საბრძოლო ჭიდაობა ქართული ჭიდაობისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ შეზღუდვები არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, მებრძოლი რა ხერხით დავარდება. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ქულები, დროის დათვლა… ანუ, ასე ვთქვათ, კაცურად მივუდგეთ…

ქალაქური კრივი – თბილისი, როგორც ქვეყნის გული, დედაქალაქი, მუდამ იყო პირველი დარტყმის წერტილი. ამდენად, საქართველოში ძველთაგანვე დამკვიდრდა ტრადიცია: წელიწადში ერთ დადგენილ დღეს მთელი თბილისი გამოდიოდა, მარჯვენა სანაპირო მარცხენას ეჯიბრებოდა. ასპარეზი გუნდური იყო. ეს გახლდათ ბრძოლის იმიტაცია, ანუ, ფაქტობრივად, ომში ვარჯიშობდნენ. აქ გამოიყენებოდა ხის ხმლები, კონტრშეტევა, ჩასაფრებები, გადაადგილებები, მახის დაგება. ცდილობდნენ, მოსახლეობა მაქსიმალურად შეემზადებინათ მტრის შემოტევისთვის. მონაწილეები თან ფულს აგროვებდნენ, რომ თუ ვინმე დაშავდებოდა, იმისთვის ემკურნალათ, შემდეგ კი მიდიოდნენ და ქეიფობდნენ. იქ არ იყო ბოღმა და შური. სუფთა ქართული სული ტრიალებდა. თუმცა ეს ტრადიცია რუსებმა აკრძალეს. ჯერ ქალაქგარეთ გადაიტანეს, შემდეგ იმ საბაბით, რომ ძალიან უხეში სპორტიაო, საერთოდ გააუქმეს და საუკუნეების განმავლობაში დაკარგული გახლდათ. ჩვენ აღვადგინეთ ცოტა ფორმაშეცვლილი სახით, ანუ ერთი ერთზე გადავიტანეთ, როცა ეთნოგრაფიულ მასალებში ვიპოვეთ იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ არსებობდა ერთი-ერთზე კრივი, სადაც შეზღუდვები არ იყო.

ქალაქური კრივი პირველად ნარიყალაზე ჩატარდა, შემდეგ – არტ-გენის ფესტივალის დასკვნით, ბოლო დღეს, ახლა ბათუმშიც ჩავალთ. მთელ საქართველოს გავაგებინებთ, რომ არსებობს ასეთი ტრადიცია. მარტო თბილისზე არ ვართ მიჯაჭვულები”.

“შავფაროსნების” ფედერაციის დოქტრინაა: სიბრძნე, სიმართლე, ძალა. ქართული საბრძოლო ხელოვნება მართლმადიდებლობის საფუძველზე დგას და მისი ზნეობრივი კოდექსი, მორალური მხარე, ფაქტობრივად, მართლმადიდებლობის ზნეობრივი და მორალური მხარის ტოლფასია:

“ყოველ საბრძოლო ხელოვნებას აქვს თავისი იდეოლოგიური საფუძველი. ამის გარეშე, უბრალოდ, ეს იქნებოდა ერთმანეთისთვის ცხვირ-პირის დალურჯება. ჩვენი იდეოლოგიური საყრდენი მართლმადიდებლურია. ადამიანს როცა მებრძოლად ზრდი, მას, უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს სიყვარული უნდა ჩაუნერგო. სამშობლო კი მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს.

73.jpg სიბრძნე, სიმართლე, ძალა, – ეს არის უნივერსალური ფორმულა, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება. დავუშვათ, რაღაც არჩევანის წინაშე ვდგავარ. მე თუ სიბრძნე მაქვს, რომ მოვიფიქრო ეს, გავაანალიზო, გამაჩნია სიმართლე, ანუ მეკუთვნის ამ პრობლემის გადაჭრა და თუ მოვიფიქრე და მეკუთვნის, მაქვს ძალა, რომ რაც მოვიფიქრე და მეკუთვნის, ის განვახორციელო. ეს სამი კომპონენტი თუ ერთმანეთს ემთხვევა, ხდება სწორი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი სიბრძნეა ამაზე დაფუძნებული და ჩვენ ვცდილობთ, მას მივყვეთ.

შეძლებისდაგვარად ვთანამშრომლობთ ეკლესიასთან, საპატრიარქოსთან. გვიმონაწილევია ტაძრის მშენებლობაში. ყოველ კვირას მეუფე სტეფანესთან, რომელიც ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია, შეხვედრებს ვმართავთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე. გვსურს, პატარა სემინარები გაკეთდეს, ინფორმაცია მიეწოდოს ხალხს. ძალიან დიდი თეორიული ცოდნა დაგროვდა და გვინდა, ლექციების კურსის ფორმა მივცეთ. ბაქარ ნათენაძე ამაზე აქტიურად მუშაობს, მასწავლებელია სკოლაში. საკმაო მასალა გვაქვს იმისთვის, რომ სერიოზული მოხსენება წავიკითხოთ, თუნდაც იგივე დიდგორის ბრძოლაზე… რა ტაქტიკური ილეთები იქნა გამოყენებული, რა პრინციპებზე იყო დაყრდნობილი, როგორი იყო დავით მეფის სტრატეგია და ა.შ.

აღნიშნული საქმიანობის დაწყებამდე პატრიარქმა გვაკურთხა. ეპისკოპოსმა ჩვენი დროშაც აკურთხა ძველი წესით და ლოცვებიც წაიკითხა. პატარებთან ვარჯიშს ლოცვით ვიწყებთ და ლოცვით ვამთავრებთ, თუმცა სარწმუნოების მხრივ შეზღუდვა არ გვაქვს, მუსლიმანებიც არიან და ვარჯიშობენ, უბრალოდ, მართლმადიდებლურ ხაზს მტკიცედ მივყვებით და პირველ რიგში, იმ პრინციპებსა და იდეალებს ვიცავთ, რასაც მართლმადიდებლობა გვკარნახობს”.

დაბოლოს, მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი თვალით იხილოს “შავფაროსნების” მიერ დადგმული თეატრალიზებული საბრძოლო-საჩვენებელი წარმოდგენები:

ზურა მახარაძე: “ასეთი გადმოცემა არსებობს ძველთაგანვე: იარაღი არის მებრძოლის სხეულის გაგრძელება. თუ მართლა მეომარი ხარ, ხმალი, რომელიც ხელში გიჭირავს, შენი სხეულის ნაწილია. ჩვენი წევრები იარაღს იმ დონეზე ფლობენ, რომ ამის საშიშროება არ არსებობს. ორთაბრძოლისას ჩემს მეწყვილეს იმდენად ვენდობი, რომ მჯერა, თუ ვერ ავირიდებ მის მოქნეულ ხმალს, ის სახესთან გამიჩერებს იარაღს და დამანახებს, რეალურად რომ ვერკინებოდეთ, მე მოვკვდებოდი. ამით ვსაზღვრავთ გამარჯვებულსა და დამარცხებულს. ანუ ერთმანეთს ვანდობთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასე რომ, მაყურებლებსაც შეუძლიათ თავისუფლად გვენდონ, რადგან არაფერი დაუშავდებათ, მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია, რომ ვინმეს რამე დაზიანებოდეს”


  • rep_up.png
  • rep_down.png
  • 0

Reply to this topic


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლაშა ამ მაგარი კაცების ტელეფონი თუ დაგჭირდეს მითხარი და მოგაწვდი. ქართული მშვილდ ისრის საქმეში ესენი დაგეხმარებიან.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ამ ძველ ქათულ სპორტზე ჩემი ბიჭი აუცილებლად უნდა ვატარო ( აუ რა ვაჟკაცური თემაა) ერთხელ მაქვს ლაივში ნანახი ჩარგალში არტგენის ფესტივალზე ძალიან მაგარი იყო 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემიც უნდა მივიყვანო

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

გენაცვალე აბა რაა ნამდვილი ქართული საბრძოლო ხელოვნებას ეზიარო პატარა საქმე არაა დრევანდელ საქართველოში 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნეტე რამდენი წლიდან შეიძლება მიყვანა???


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ნეტე რამდენი წლიდან შეიძლება მიყვანა???

 

 

ეხლა ვეძებდი ამ თემას მეც იგივე მინდოდა მეკითხა :) 

 

შენ ხომ იცი ბაბულიკ ამ მაგარი კაცების ნომრები ? შეგიძლია გამირკვიო რამდდე3ნი წლიდან შეიძლება შეყვანა და თვეში გადასახდელი თანხა რა არის ?

 

თუ არ შეწუხდები :)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მოკლედ გავარკვიე ბაბულიკ 6–7 წელი არის მინიმალური ასაკი . 

 

ჩემი ბიჭს 2016 წლის ივნისში მივიყვან აუცილებლად :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?