Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რჩევები ახალბედა მონადირეს

 

 

 

47478592_screenshot002.jpg

 

არასოდეს არ შეეცადო დაჭრილ ნადირს ჩაარტყა კონდახი. ამ დროს შეიძლება გაიხლიჩოს კონდახი ან უარესი შეიძლება  გამოიწვიოს თვითნებური გასროლა თუ მეორე ლულაში არის დარჩენილი ტყვია

 

 

  1. თუ მოკლული ფრინველი ჩამოვარდა ბუჩქებში ან გაუვალ ადგილზე,  არ მოაცილო თვალი თორემ დიდი ალბათობაა რომ საერთოდ ვეღარ იპოვით.
  2. დაცემის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ იარაღის ლულა, ამ დროს ლულაში შესაძლოა მოხვდეს რაიმე სიბინძურე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ტყვიის თავისუფალ გამოსვლას და გამოიწვიოს ლულის გახეთქვა.
  3. სიარულით ნადირობისას ყოველთვის თან იქონიეთ ზურგჩანთა ნანადირების ჩასალაგებლად რომ ნანადირების ტარება არ გახდეს მოსაბეზრებელი და ხელი არ შეგიშალო სროლაში.
  4. თუ ხედავ რომ ფრინველი  დაჭრილია და ვარდება ბუჩქებში, შეეცადე მეორე სროლით ჰაერშივე მოკლა.  დაჭრილი  ფრინველი გაუვალ ადგილებში ადვილად იმალება განსაკუთრებით თუ ძაღლი არ გყავთ მისი ნახვის  ძალიან მცირე შანსი რჩება.
  5. დაჭრილ ცხოველს მიუახლოვდი აუცილებლად უკნიდან და დააკვირდი, თუ ყურები მიკრული(დაჭიმული) აქვს მაშინ ცხოველი ცოცხალია, არ შეგაცდინოთ მისმა უმოძრაობამ.
  6. როდასაც დაჭრილ ცხოველს უახლოვდები აუცილებლად გადატენე იარაი. გასროლის შემდეგ ცარიელი იარაღით მიახლოება სახიფათოა.
  7. როდესაც უახლოვდები ადამიანს, შენობას ან მანქანას აუცილებლად გადახსენი იარაღი.
  8. არ მიაწიდო იარაღი ლულით ადამიანისკენ,  არ აიღო იარაღი ლულით შენსკენ.
  9. თუ აირაღს  თუნდაც ერთი წუთით მოაშორეთ თვალი, როდესაც აიღებთ აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა ტყვია მასში. 
  10. როდესაც ჯგუფურად ერთად მიდიხართ ნადირობის ადგილისაკენ არასოდეს დატენო იარაღი ადგილზე მისვლამდე.
  11. თუ სასხლეტს გამოკარით და იარაღი არ გავარდა ნუ იჩქარებთ იარაღის გადახსნას,  დაელოდეთ 10 ან 20 წამი.  ამ დროს შესაძლოა მოხდეს დაგვიანებული გასროლა.  გადახსნისას კი შეეცადეთ იარაღი გვერძე მიაბრუნოთ და ისე გადახსნათ.
  12. გასროლის დროს მეთელი კონცენტრაცია მოახდინეთ სამიზნეზე. თუფის ლულაზე მოთავსებული სახაზავი კი მეორე ხარისხოვნად უნდა ხვდებოდეს მხედველობის არეში.
  13. ფრინველს ან ნადირს არ ესროლოთ თუ ის მოძრაობს თქვენი მეგობრის მიმართულებით.
  14. ნომერზე დადგომის შემდეგ აუცილებლად უნდა გაანთავისუფლოთ ადგილი თქვენს გარეშემო, მოაშორეთ ფოთლები და ხმელი ტოტები. საჭირო დროს შესაძლოა ფეხის დაბიჯებით გამოწვეულმა  ხმაურმა მსხვერპლი დააფრთხოს.
  15. ესროლედ მხოლოდ მაშინ როდესაც დარწმუნებული ხართ რომ ხედავთ მსხვერპლს.  არ შეიძლება ბუჩქებზე შრიალის გამოსროლა,  შესაძლოა ეს სხვა მონადირე იყოს.
  16. თუ გილზი ცუდად ჩადის თოფში ჯობია შეცვალოთ.  განსაკუთრებით ცხოველზე ნადირობისას.
  17. ხედავთ რომ მსხვერპლი მოძრაობს თქვენი მიმართულებით. არ გაინძრეთ, ზედმეტი მოძრაობით უფრო დააფრთხობთ.
  18. არასოდეს მიუშვირო იარაღი ადამიანს.
  19. სანამ ტყის ან ჭაობის  სიღრმეში შეხვალ იფიქრე როგორ გამოაქნებ გზას უკან,   აიღე საორიენტაციო წერტილები ან დატოვე ნიშნები გზადაგზა.
  20. თუ დაიკარგეთ პანიკას ნუ მიეცემით,  ეცადეთ გაიკვლიოთ გზა მზის ან ვარსკვლავების მიხედვით.  
  21. ნებისმიერი კოლექტიური ნადირობისას ყოველთვის იცოდეთ სად განლაგდენ მეგობრები და შეეცადეთ მათაც იცოდნენ თქვენი ადგილი.
  22. შეეცადეთ ყოველთვის თან იქონიოთ პატარა ზეთიანი ნაჭერი რომ საღამოთი გაუსვათ იარაღს

53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

22 ალბათ ნადირობის დამთავრებას უფრო მიესადაგება


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო კახა ნადირობის შემდგ უნდა 22 პუნქტის შესრულება და თან განსაკუთრებით საჭიროა როცა წვიმიან ამინდში ნადრიობს ადამინაი.

რადგან ერთი წვითიც რომ დარჩეს რამოდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება იმ ადგილი კოროზია გმაოიწვიოს...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მართლაც ძალიან კარგი თემაა..

ბევრის დამატება შეიძლებ ამაგრამ მაგას პრაქთიკა გვასწავლის.. :ki:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:ki:


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
badri624

badri624

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 232 პოსტი
  • მისამართი:ბაღდათი
  • წარმოშობა:ბაღდათი

:good:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ წესების გადამეორება არ აწყენდა ზოგ ზოგიერთებს (არა ლეგიონერებს ვგულისხმობ).

ისე ერთი აზრი მომივიდა თავში , ყველა რატომღაც უსაფრთხოების წესებს ეძახის , მაგრამ ამ წესების გარდა არსებობს კიდევ ნადირობის ეთიკის და საზოგადოთ კაცური მოქცევის წესები. რატომღაც ამ წესებს არც არავინ არკვევს (ალბათ არც არის დაწერილი) და ამიტომაცაა რომ არც არავინ სავალდებულოდ არ მიიჩნევს (ლეგიონერებს არ ვგულისხმობ. ჩვენთან , პირიქით მემგონი ზედმეტათაც კი ზედმიწევნით ვიცავთ).

   ვფიქრობ ხომ არ ჩამოგვეწერათქო, თან იმასაც ვფიქრობ რომ ყველა ლეგიონერმა ისედაც ალილუიასავით იცის და უცხოსთვის რაღა აზრი აქვს? ისე ხომ გეუბნებით , იმ დღეს აკაკი ,აბდულა, მე და კიდევ რამოდენიმე კაცი ვსაუბრობდით. ადრე ხალხი ამ ეთიკას და შესაბამისად კაცური საქციელის ნორმებს იცავდა. ეხლა ვიგოდნიკობა , შუსტრობა და ეგოისტობა , ძალიან თვალში საცემი გახდა. ამას დაამატეთ ვირეშმაკობა , ცოტა უზრდელობაში რომ გადადის და მივიღებთ იმას რასაც სამწუხაროდ დღევანდელობას ვუძახით. ნუ ჩემი გულსტკივილი ყველას არ ეხება და ბუნებრივია ჯიგრიან და გულიან ხალხს რა გამოლევს , მაგრამ უხამსობა , მაინც ძალიან თვალშისაცემია . 


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4265 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

eg babu zogadad eris problemaა, kultura gvakliა yvela saqemshi da yvelafers titqmis daufiqreblad vaketebt da shedegebze ar vfiqrobt. es problema xalxma tviton unda dainaxos da yvela adamianma tavis tavshi agmofxvras, tore chven veravis ver sheucvlit azrovneabs mitumetes isetebs visac chventan mudmivi kavshiri ar aqvs . me ese vfiqrob 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაბო ისეთ ელემენტარულ უხეირობებს ვაწყდები , რომ ....ნუ ძალიან თვალში მეჩხირება. ავიღოთ თუნდაც დაგვიანებები. ერთ ერთ ნადირობაზე დამპატიჟეს და ჩვენი ეკიპაჟის გარდა , ყველა 20-30 წუთის დაგვიანებით მოვიდა....

-ელემენტარული ურთიერთპატივისცემაა როდესაც ერთმანეთს გააცნობს ნადირობის ორგანიზატორი. ესეც სასწავლია?

ერთმანეთს რომ არ ელოდებიან და ცალ-ცალკე გარბიან ეს რაღაა? 

მერე შუა ტრასიდან იწყება რეკვები და გამოკითხვები შენ სადა ხარ და ის სად არის.

მერე იწყება "იქ შევიკრიბოთ, აქ დაგელოდები, რომელი გადასახვევია " და ეგეთები.

 ვერ გამიგია თუ ვიკრიბებით , მაშინ ერთად ვიაროთ , ეგება და ვინმეს რამე დახმარება დასჭირდეს. ამას რა სამონადირეო ეთიკა დ მორალი სჭირდება ? და ესეთ ი მილიონი ნიუანსია...


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
ბაბუ იმას რასაც ადამიანობა, მეგობრობა, კაცობა და ურთიერთ პატივისცემა ჰქვია არც არსად დაწერილა და ჩემი აზრით ვერც დაიწერება, ეს ყველაფერი გულიდან და ტვინიდან ერთდროულად უნდა მოდიოდეს და ზასეპიროებად არ უნდა ისწავლებოდეს.

ვერც იმას ვიტყვი, რომ შეუცდომელი და უცოდველია ამ ქვეყნად ვინმე, მაგრამ უნებლიედ შეცდომას თუ დაუშვებს კაცი ამის გააზრება და აღიარებაც უნდა შეეძლოს და თუ საჭიროა ვფიქრობ ბოდიშიც უნდა მოიხადოს, მაგრამ შეგნებულად და გააზრებულად, რომ რამეს მოიმოქმედებ და მერე სირაქლემას პოზიციაში ჩადგები და ვითომ ვერაფერს ხვდები ამას არანაირი გამართლება და ახსნა არა აქვს, ეს უკვე შეცდომა არაა და სხვა სახელი ჰქვია.

რათქმაუნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია !!!

აი უსაფრთხოების წესები კი ხშირად უნდა გავიმეოროდ და ზეტმეტი არასდროს იქნება :) :)

ჩამსწორებელი Oto, 07 February 2016 - 08:46 PM.


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოთო საუბარი იცი რაზეა , რომ მგონი უკანასკნელი მოჰიკანებივით ვართ. სხვებს რომ ვუყურებ(ნუ ბუნებრივია ყველას არ ეხება მეგობარო , მაჰრამ ძალიან დიდ ნაწილს ნამდვილად ეშლება რაღაც რაღაცეები)

 ბაბუაჩემი მასწალიდა , მწყერზე გამოსულს თუ მინდორში მანქანა და შესაბამისად მონადირე და ძაღლებს დაინახავ მოერიდე იქაურობასო, პატივი ეცი , შენზე ადრე ამდგარა , თადარიგი დაუჭერია და მინდორიც დაუბევებიაო. ეხლა რა ხდება? რომ დაგინახავენ  რამოდენიმე კაცს , არიქა ეტყობა მწყერი არისო და ყველა იმ მინდორში ეტენება. ესეთი ხალხი თავს მონადირეს უწოდებს და შედეგად ის ხდება რომ გახსნაზე ჩვენს ბუკას ნეკნებში დააჭედეს საფანტი. ჰა რავარია?

 მაგიტომ იყო წალკაში რომ დვინახე ვიღაც ანანისტები ჯერ კიდევ ბინდ ბუნდში სროლა რომ ატეხეს ჩვენს მხარეს და ნაბიჯ ნაბიჯ დაიწყეს მოახლოება, ჯერ იყო და დავუძახე რას შვებითთქო. ხოდა რა პასუხი გამცეს იცი? ნუ გეშინიათ ჰხედავთო. ხო და ბევრი არც მიფიქრია , დავიჭირე 4-5 ვაზნა და იმათ მხარეს (ისე რომ იმათ არ მოხვედროდათ) სროლა-სროლით იმათკენ წავედი. ეგრძნოთ ერთი რავარია , შენსკენ რომ ისვრის ვიღაცა და შხოილით რომ ცვივა საფანტი. იცოცხლე ზუსტად 5 წუთში უკვე მანქანაში ისხდნენ და ბღუილ ბღუილთ მოძუძგეს , თან ისეთი მტვერი დააყენეს საერთოდ აღარც ჩანდნენ. სამაგიეროდ ჩვენ ვინადირეთ მშვიდათ და უსაფრთხოთ. ეხლა ვკითხულობ ეს ნორმალურია. რომ ხედავ 20 კაცია მინდორში შესული კიდე იქ უნდა შეეტენო და იმათ მიმართულებით დაიწყო სროლა ტო? მონადირეები კი არა სირები იყვნენ. და ასეთი იცი რამდენია . ეს რა არის ელემენტარული ზრდილობის პრობლემა აქვს ხალხს.


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
გეთანხმები ბაბუ, სწორედ ეგეთი მომივიდა ერთი სამი წლის წინ, კავთისხევში ვნადირობ, ერთ პატარა სიმინდის ყანაში ვარ შესული და ორი თუ სამი მწყერი ავიყვანე შუა ყანაში ვარ და თან არც ისე დიდი და მაღალი ყანა იყო რომ კაცი ვერ დაინახო, თან რამოდენიმეჯერაც გავისროლე, ვეგრდით მინდორში სამი შორტებიანი ტიპი ნადირობს რა (შორტებიანი სიტყვის მასალად არ გამომიყენებია მართლა შორტები ეცვათ), როგორც ჩანს სროლის ხმა რომ გაიგეს იფიქრეს ყანაში ზის ალბათ მწყერიო და ცემს საპირისპირო მხრიდან შემოვიდნენ, ეგრევე გავიფიქრე ჩემსკენ არ ისროლონთქო და თოფი ავწიე მაღლა და ძაღსაც ხმამაგლა შემოვუძახე რომ იქნებ შემამჩნიონ, ყველაფერი კარგი ისე აგვიხდეს 2-3 წუთში ეგრევე პირდაპირ მომაყარა საფანტი შუბლში, რას შვები ბიჭო შ...გ ხომ არ გაქ მეთქი რომ დავუძახე რა მკითხა იცით? რა იყო მოგხვდაო? აი ესეთი " მონადირეებიც"არიან სამწუხაროდ

ხო მართლა ის გვერდით მინდორი ეკლიანი იყო, გაგონილი ჰქონდათ ალბათ ეკლიანში იცის მწყერიო :) :)

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უნდა  ურტყა ეგეთებს  წკეპლა , რა ..... 

 ერთმა მოარტყა , ყანჩაველს რამოდენიმე წლის წინ არტურასთან ვიყავით სეზონის გახსნაზე. ხო და ზურამ და ბიჭებმა ერთი ორი წაუთაქეს . ხო და ის სირბანჯო რას გვეუბნებოდა იცი? ძალით ხო არ მინდოდა მომიხვდაო. რა უნდა ელაპარაკო. აი გამწარდნენ ბიჭები მაშინ თუ გამწარება ქვია მაგას. შე დედაბნელო , გაუფრთხილებლობით რომ მოგივიდა იმიტომაც მოგვხვდა ლაითადო. აბა აფხაზები და ჩეჩნები რო დამიზნებით გვესროდნენ , კიდეც ვხოცავდით მაგათო.

 

გესმის რა სირია ზოგი? არ მინდოდაო. არადა მწყერი რომ დაინახოს , შენ კი ვერ გამჩნევს ამხელა ადამიანს ტო/ . არ მინდოდაო.

 ე ბიჯო ეგ უფრო ახალგაზრდებს მოსდით მარა ზოგ სტარიკს რომ ელემენტარული ზრდილობა არა აქ. ვს?

ამას წინათ სანადიროთ ვართ და მანქანასთან (კაპოტზე ) დილის წაზაკუსკებაა. ხო და ერთი ჭაღარა მოდგა და მხარზე თოფგადაკიდებული მოვარდა ძ"სუფრასთან"/ .   ჩაუნამიოკეთ ხუმრობით , რა იყო შე კაცო რუსული დესანტის ან დივერსიული ჯგუფის შემოსვლის ინფორმაცია გაქვსთქო? უცსაბედი თავდასხმისათვის ხარ მზად თუ რაა მაგი ფიშტო რომ სულ თან გაქვს გადაკიდებულითქო? 

  შენც არ მომიკვდე იმან ვერაფერი გაიგო, ხან ერთს მოარტყა ლულა , ხან მანქანას. სირი რო იქნება კაცი სირია და მორჩა არაფერი ეშველება იმას. დადგა ბიჯო მანქანასთან ჯორივით , იცოხნება , ერთს არ მოიფიქრებს რომ გვერდზე გადგეს და სხვასაც დაუთმოს ადგილი. რო გამოიტენა ორივე ყბა საჭმელით და შეგვამჩნია გვერდზე ვიდექით ხალხი,

 მერე შემოგვიტრიალდა და მერე გვითხრა , მოდით რამე ჭამეთო. ხო და ერთმა კარგად უთხრა . "კი მსარა გადაგირჩათ კიდო რამეო>"

ეე რა გითხრა ოტო ესეთი მილიონი ხდება , მარა რას გააგებინებ ზოგიერთს? 

  ბიჯო სარეკის ბიჭები რო თოვლში წელამდე სველები , დაღამებულს რომ მოდიან და იმათ არ დაელოდები და შენ ნასუფრალ სუფრას რომ დაახვედრებ , და თან კაცობის სადღეგრძელოებს რომ გულში მჯიღის დაკვრით სვამ. თფუი ასეთ კაცს რა ვუთხარი?  ეეჰ . მონადირის ეთიკაო. რა ეთიკა უნდა ბიჯო , უბრალოდ ერთმანეთზე რომ იზრუნოს ხალხმა და ერთმანეთს სცენ პატივი? ერთი ესეთი კაცი უნდა ჩააგდო იმ სარეკის ადგილას და მერე ჩაიხედოს გულში. მარა ესეთები ყოველთვის შუსტრობენ და ესეთ სიტუაციაში არასდროს ჩავარდებიან.?


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36343 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://www.youtube.com/channel/UC8sQ60uwhpdcn5xiB_xLwqg


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4265 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი