Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს ისტორიიდან ნადირობის შესახებ

 

 

 

 9_58018.jpg

 

 

 

  არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა
პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის

დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი

. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი;
ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს
ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ.

თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და
სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ
მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით

 

ვახუშტის თხზულებებში.ca212.jpg

 

     ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–
ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა.

    გვარცელებული იყო ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. 

მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია.

  როგორც ჩანს მან შეისწავლა სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და შემდეგ სანადიროდ იყენებენ.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი“– წერს იგი.

მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით
იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ.
მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში.

მიმინოებს აქ ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ.

ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი შეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი –ჩხარტისფერი.

ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო
მამალს –გეზელა ექოდებოდა. 

ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ
ფრინველს ენიჭებოდა.
   ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და
ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას
.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

"ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–
ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა."

ეს თემა ძალიან მაინტერესებს, ხო არ მოგვეპოვება რაიმე მასალა ხლხური წესით დამზადებულ მშვილდ-ისარზე ? რითი არის განსხვავებული ?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოვძებნი ბაბულიკო. რამეს გადავაწყდები ალბათ


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჟორჟიკ მივაგენი იმ ხალხს ვინც აღადგინა ქართული მშვილდის დამზადების ტექნოლოგია და თუ დაგჭირდება დაგაკონტაქტებ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მშვილდი საინტერესო ნივთია 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ჩემმა მეგობარმა უზუსტესი ასლი დაამზადა სვანური სამკაპა მშვილდის . წლები სწავლობდა საარქივო მასალებს და გადმოცემებს მისი დამზადების ტექნოლოგიის. 6 თვე დაჭირდა წესისამებრ ერთი მშვილდის დამზადებას. აღარ ვამბობ მის მიერ დამზადებულ ქარტულ ფარებს , აბჯარს (უნაკერო) და უმაგრეს დანებს. ერთხელ გაგაცნობთ ყველას



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ჩვენი ისტორიის და ტრადიციის ნაწილია მტაცებელი ფრინველით ნადირობა და ამ ყველაფრის აკრძალვა, რომ უნდათ როგორ არის ამის საქმე ? 

 

ბრაკონიერებს და მანოკისტებს რომ ცოტა მეტი დრო დაუთმონ არ ჯობია ვიდრე ამ ტრადიციის მოსპობას, თანაც ეს ისეთი რამ არის  ყოველი მეორე ვერ შეძლებს ამ ყველაფრის გაკეთებას და ის თითო ოროლა კაცი, რომელიც ამ ტრადიციას ინახავს და დიდ შრომას დებს ამ ყველაფერში მემგონი ბუნებრივ კატაკლიზმებს ვერ გამოიწვევენ,  სამინისტრომ და მისმა უწყებებმა  უფრო მნიშვნელოვან და გლობალურ საკითხებს მიხედონ აჯობებს ! 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემმა მეგობარმა უზუსტესი ასლი დაამზადა სვანური სამკაპა მშვილდის . წლები სწავლობდა საარქივო მასალებს და გადმოცემებს მისი დამზადების ტექნოლოგიის. 6 თვე დაჭირდა წესისამებრ ერთი მშვილდის დამზადებას. აღარ ვამბობ მის მიერ დამზადებულ ქარტულ ფარებს , აბჯარს (უნაკერო) და უმაგრეს დანებს. ერთხელ გაგაცნობთ ყველას

ვაა მაგრად მეინტერესება ესეთი ადამიანები. კარგი საქმის მიმდევრები არიან. ღმერთმა გაუმარჯოთ. სიამოვნებით გავიცნობდი.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?