Jump to content


ამ თემას აქვს 23 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაშ­ველ­თა რჩე­ვე­ბი ციკ­ლონ­თან და­კავ­ში­რე­ბით

ციკ­ლონის მოახლოებასთან ერთად გაძ­ლი­ერ­და სტი­ქი­ის შე­მო­ტე­ვის საფ­რთხე. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბია­ნად ჩა­ივ­ლის და აქ­ვე გთა­ვა­ზობთ მაშ­ველ­თა რჩე­ვებს, თუ რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი ამა თუ იმ სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­მო­ტე­ვი­სას. მაშ­ვე­ლე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ სტი­ქი­ის შე­მო­ტე­ვი­სას ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი მტე­რი პა­ნი­კა­ა.
4cb1b19b022ae48e627204ebe721301d.jpg
ძლი­ე­რი ქა­რი
თუ ძლი­ე­რი ქა­რი­სას შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, და­კე­ტოთ ფან­ჯრე­ბი, კა­რე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია შორს იდ­გეთ ფან­ჯრი­დან ან შეხ­ვი­დეთ ში­და ოთახ­ში, რო­მელ­საც არა აქვს ფან­ჯრე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს დე­რე­ფა­ნი ან აბა­ზა­ნა; გა­მორ­თეთ ყვე­ლა ელექ­ტრო­მოწყ­ო­ბი­ლო­ბა; დარ­ჩით სახ­ლში შტორ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე. გახ­სოვ­დეთ, რომ შტორ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს. თუ ქარ­მა ქუ­ჩა­ში მო­გის­წროთ, ერი­დეთ აივ­ნე­ბი­დან გად­მოც­ვე­ნილ საგ­ნებს. სას­წრა­ფოდ მო­ძებ­ნეთ თავ­შე­სა­ფა­რი მყარ შე­ნო­ბებ­ში. და­ი­ცა­ვით თა­ვი ჰა­ერ­ში ატა­ცე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­სა­გან; სა­ჭი­როა თვა­ლე­ბი­სა და ცხვირ­-პი­რის დაც­ვა მტვრი­სა­გან; გახ­სოვ­დეთ, შე­ნო­ბებს შო­რის ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლებ­ში ქა­რის სიჩ­ქა­რე კი­დევ უფ­რო იზ­რდე­ბა;

 

თუ ბუ­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, ეცა­დეთ, თა­ვი შე­ა­ფა­როთ მო­ფა­რე­ბულ ად­გილს. თუ ასე­თი ად­გი­ლი თქვენ გარ­შე­მო არ არ­სე­ბობს, მა­შინ და­წე­ქით და მი­ე­კა­რით მი­წას. თუ­კი ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბით, ჯო­ბი­ა, მან­ქა­ნა­ში დარ­ჩეთ და ფან­ჯრე­ბი და­ხუ­როთ. არ შე­ა­ფა­როთ მან­ქა­ნა არამ­დგრად ობი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლო­ა, ჩა­მო­ინ­გრეს.

სეტყ­ვა
თუ სეტყ­ვის დროს შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, სა­ჭი­რო­ა, ფან­ჯრებს მო­შორ­დეთ, რა­თა ჩამ­სხვრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში არ და­ზი­ან­დეთ. ხში­რად სეტყ­ვას თან ახ­ლავს ელ­ჭე­ქი და თავ­სხმა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ე­რი­დეთ ელექ­ტრომოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბას; თუ სეტყ­ვამ ქუ­ჩა­ში მო­გის­წროთ, სას­წრა­ფოდ მო­ძებ­ნეთ თავ­შე­სა­ფა­რი; თავ­შე­საფ­რის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­ზე გა­და­ი­ფა­რეთ ჩან­თა ან ტან­საც­მე­ლი; ერი­დეთ და­დაბ­ლე­ბულ ად­გი­ლებს, რად­გან ისი­ნი მცი­რე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ფა­როს წყლით ან სეტყ­ვის მარ­ცვლე­ბით; თუ ბუ­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, თა­ვი უნ­და შე­ა­ფა­როთ მო­ფა­რე­ბულ ალაგს. თუ სივ­რცე ღი­ა­ა, მა­შინ და­წე­ქით და მი­ე­კა­რით მი­წას, არ და­გა­ვიწყ­დეთ ამ დროს თა­ვი­სა და სა­ხის და­ფარ­ვა; თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბით, გა­ა­ჩე­რეთ და დარ­ჩით ად­გილ­ზე; სა­სურ­ვე­ლი­ა, იპო­ვოთ რა­ი­მე სა­ფა­რი, მა­გა­ლი­თად, ხი­დი, გა­და­ხუ­რუ­ლი სად­გო­მი; მო­ე­რი­დეთ სეტყ­ვის მარ­ცვლე­ბით და­ფა­რულ ად­გი­ლებს, სა­დაც მან­ქა­ნამ შე­საძ­ლოა მარ­თვა და­კარ­გოს. ფან­ჯრე­ბი და­ხუ­რეთ და ფან­ჯრის­კენ ზურ­გით დას­ხე­დით, რა­თა ჩამ­სხვრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, აი­რი­დოთ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

f8e754d8c00847366666ccad14590007.jpg
წყალ­დი­დო­ბა
თუ ევა­კუ­ი­რე­ბას ვერ ას­წრებთ, უნ­და ახ­ვი­დეთ მყა­რი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ან მა­ღალ ხე­ზე და და­ე­ლო­დოთ დახ­მა­რე­ბას; შე­ნო­ბა­ში უნ­და და­ი­ხუ­როს კარ­-ფან­ჯა­რა; აუ­­ცი­ლე­ბე­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, წყლი­სა და ე­ლექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა; არ შე­იძ­ლე­ბა მდი­ნა­რეს­თან ან წყალ­სა­ცავ­თან მი­ახ­ლოე­ბა; სა­ჭი­როა ევა­კუ­ი­რე­ბა წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ ამაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, ან მყა­რი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ას­ვლა; მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნი­სას მძღო­ლი უნ­და გა­ე­რი­დოს წყალ­დი­დო­ბის წყა­როს; თუ მან­ქა­ნა ჩა­ეფ­ლო, არ შე­იძ­ლე­ბა მას­ში დარ­ჩე­ნა.

ღვარ­ცო­ფი
ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ ღვარ­ცოფ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ მის­გან თა­ვის არი­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა; მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დის შე­სა­ხებ გაფ­რთხი­ლე­ბა-­სიგ­ნა­ლის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (რა­დი­ო­თი, ტე­ლე­ფო­ნით ან რა­ი­მე სხვა წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით) ან მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხმა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც წა­ა­გავს დი­დი სის­წრა­ფით მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლის გრუ­ხუნს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, და­უ­ყო­ვნებ­ლივ ახ­ვი­დეთ ვა­კე-­დაბ­ლო­ბი­დან 50-100 მეტ­რით მაღ­ლა; უნ­და გახ­სოვ­დეთ, რომ მძვინ­ვა­რე ნა­კა­დი­დან შე­იძ­ლე­ბა ამო­იტყ­ორ­ცნოს დი­დი წო­ნის ქვე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი საფ­რთხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნებს.

მეწყ­ე­რი
მეწყ­რის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­ა: შე­ნო­ბა­თა კა­რი­სა და ფან­ჯრე­ბის გა­ჭედ­ვა, გზებ­ზე ბზა­რე­ბი­სა და

ნაპ­რა­ლე­ბის გა­ჩე­ნა, მეწყ­ერ­სა­შიშ ფერ­დო­ბებ­ზე წყლის გა­ჟონ­ვა; მეწყ­რის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის გა­ჩე­ნი­სას შე­ატყ­ო­ბი­ნეთ სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რებს, და­ე­ლო­დეთ შემ­დგომ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხო­ლო თა­ვად იმოქ­მე­დეთ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მეწყ­რის წარ­მოქ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სას გა­მორ­თეთ გა­ზის და ელექ­ტრო­ხელ­საწყ­ო­ე­ბი, წყალ­სა­დე­ნის ქსე­ლი, მო­ემ­ზა­დეთ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ევა­კუ­ი­რე­ბი­სთ­ვის.

წყარო: ambebi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამომადგა რამოდენიმე რჩევა.. ამ ცოტა ხნის წინ სტუმრად ვიყავი ლეჩხუმში და მაგარი ქარიშხალი ამოვარდა.

.დენმა დაიწყო თამაში I.

პატრონს ვურჩიე ელექტრო აპარატურა ქსელიდან გამოერთო.მოკლედ იმ ქუჩაზე ყველა დაზარალდა.  .  დაუზიანდათ და გადაეწვათ  ელექტრომოწყობილობები.

ჩემი მასპინძლის გარდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?
 

რყევა რომ ვიგრძენი, ჯერ ვიფიქრე, რომ ისევ შემაქანა, მაგრამ რომ გაგრძელდა, მივხვდი, ეს მიწისძვრა იყო. ვიდრე ადგილიდან დაძვრა მოვასწარი რყევებიც დასრულდა.

მიწისძვრა საქართველოში 13 საათსა და 17 წუთზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი ვანის რაიონის სოფელ კუკასრიდში დაფიქსირდა.

იქაურები ყვებიან, რომ პირველი ბიძგებისთანავე ბავშვებს ხელი დასტაცეს და სასწრაფოდ გარეთ გავარდნენ. მგონი ახლაც ეზოში არიან.

ამ მიწისძვრის დროს აღმოვაჩინე, რომ რაც აქამდე მსმენია, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვიქცე მიწისძვრის დროს, ყველაფერი არასწორი ყოფილა. ეს "რჩევები" ნაცნობ-ახლობლებისგან მაქვს მოსმენილი და ზუსტად მახსოვს, რომ წესები არც სკოლაში და არც იმ დროს ყველაზე რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელში ნადმვილად არ მისწავლია.

სეისმოლოგები და მაშველები კი დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასეთ რჩევებს იძლევიან

თუ შენობაში იმყოფებით

  • რყევის შემთხვევაში მოძრაობა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ, პატარ-პატარა ნაბიჯებით გადაადგილდეთ დაცულ ადგილისკენ . უნდა დარჩეთ შენობაში, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ მიწისძვრით გამოწვეული რყევა დასრულდა.

    სტატისტიკის თანახმად, ადამიანები მიწისძვრის დროს უმეტესწილად იმიტომ იღუპებიან, რომ შენობიდან გამორბიან და მისი ჩამოქცევის შემთხვევაში ნანგრევების ქვეშ ექცევიან.

  • დაწექით იატაკზე მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა არ შეწყდება.

  • იმ შემთხვევაში, თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც სხვა მსგავსი რამ, დაწექით შენობის შიდა კუთხეში და დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით.

  • ეცადეთ მოშორდეთ ფანჯარას, გასასვლელ კარს და ყველაფერს, რაც შეიძლება ჩამოვარდეს.

  • კარის შესასვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძველი და დარწმუნებული ხართ, რომ მის ქვეშ თავს დაცულად იგრძნობთ.

  • დარჩით შენობაში, ვიდრე რყევები არ დასრულდება

  • არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ლიფტში.

თუ მიწისძვრის დროს ქუჩაში ხართ

  • დარჩით გარეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ შენობებს, ქუჩის განათებებს და ელექტროსადენებს.

თუ მანქანით მოძრაობთ

  • გააჩერეთ მანქანა და დარჩით ავტომობილში.

  • ეცადეთ არ გაჩერდეთ შენობებთან, ხეებთან ან ელექტროსადენებთან ახლოს.

  • მიწისძვრის დასრულების შემდეგ ფრთხილად გააგრძელეთ მოძრაობა და მოერიდეთ ხიდებსა და პანდუსებს, რომლებიც შესაძლოა მიწისძვრით დაზიანდა.

თუ ნანგრევებში მოყევით:

  • არ აანთოთ ასანთი ან სანთებელა, რადგან შესაძლოა, დაზიანებული იყოს გაზის მილი და ცეცხლმა აფეთქება გამოიწვიოს.

  • არ გაინძრეთ და ნუ ეცდებით მტვრის გაფანტვას.

  • პირი დაიფარეთ ცხვირსახოცით ან ტანსაცმლით.

  • დააბრახუნეთ მილზე ან კედელზე, რომ მაშველებს გაუადვილდეთ თქვენი პოვნა. გამოიყენეთ სასტვენი, თუ გაქვთ.

  • დაიყვირეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ყვირილის დროს, შესაძლოა მომწავლელი მტვერი მოხვდეს თქვენს სასუნთქ სისტემაში.

ვისურვებდი, რომ არასოდეს არ დაგვჭირდეს ამ რჩევები გამოყენება


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გურიაში ხშირად ვაკეთებდით ადრე ეგრე სანამ კაბელების პრობკემას მოაგვარებდნენ. ახლა იშვიათად ხდება.. აუცილებელია თავის დაზღვევა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბუკას მადლობა. ენერჰოპრო მუშაობს ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს არის საუკუნის რჩევა... :)))



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
IL FORNELLETTO SPECIALE

Come avere un fornelletto "intelligente" quando si è in montagnaSegui Video Incredibili :D

Posted by Video Incredibili on 2015 წლის 21 ნოემბერი, შაბათი

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საინტერესო რჩევებია...

მგონი ამ თემას აქვს ასებობოის უფლება...

აბა გავაქტიურდეთ ცოტა და დადოთ რამე კაი კაი "სავეტები" :)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Berikakha

Berikakha

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 102 პოსტი
  • მისამართი:აბაშიძის #51
  • წარმოშობა:რაჭა

ვახ ძააან კარგი მოფიქრებაა



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცეცხლის ასანთებად საუკეთესო მასალაა: კვარი, წიწვოვნის ხმელი ტოტების შეკვრა, ხმელი ბალახის კონა, xis qerqi. ასევე შეგვიძლია გამხმარი ხის მორის გაჩეხვა და მისი შუაგულიდან მშრალი ნაწილის დაTლა პატარა ჩხირებად(მოსანთებად). ხმელი ხე სწორად აღმართული უნდა იყოს, რადგან ასეთი მცენარე უკეთ შრება და თვით წვიmაშიც კი შესაძლებელია მისგან მშრალი გულის ამოRება. ხის დიameტრი ისეთი უნდა იყოს, რომ ორივე ხელიs ცერა და შუათითით ვერ შემოწვდე. უფრო პატარა დიამეტრის ხე ღრმად ვერ ინარჩუნებს სიმშრალეს. მოსანთები ჩხირების(დაახლოებით ცერის სიმსხო) სიგრძე, იდაყვიდან თითის წვერამდე უნდა იყოს. ასეთი ცხირის ბოლოში კარგად ალესილი დანით ვაკეტებთ ''ბურბუშელას''(ზემოდან ქვემოთ ცავთლით ჩიჩილაკის). ეს ბურბუშელა რაც უფრო ნაზი და Cახუჭუჭებულიa, მით უფრო ადვილად ინთება. ცეცხლის მოსანტებად, ათი ასეთი ჩხირი მაინც გვჭირდება. მერე ვამატებთ ორ მაჯისსიმsხო ჯოხს. ცეცხლი რომ მოინთება, შეგვიძლია უკვე ჩვენი გაშლილი მკლავების სიგრძის მორები მივამატოთ. განსაკუთრებით დიდ სითბოს ღამის გათევის დროს სიგრძეზე გაწყობილი კოცონი იძლევა. 
საწოლი(მინიმუმ 30 სმ სისქის-წიწვოვნის ტოტებისგან) ცეცხლიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით შეგვიძლია მოვიწყოთ. საწოლის უკან რაც შეიძლება ახლოs და რაც შეიძლება ვერტიკალურად, ხის მორებისგან კედელი უნდა შევქმნათ, რაც ქარისგანაც დაგვიცავს და სითბოსაც აირეკლავს. სითბოს ამრეკლი ცეცხლის მეორე მხარესაც საჭიროა, ამისათვისიც სამარაგო მორებიც გამოგვადგება. საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ რომ ქარის პარალელური იყოს-კვამლი აღარ შეგვაწუხებს. სითბოს ამრეკლების ღარები შეგვიძლია წიწვოვნის ტოტებით ან ხავსით(ან ბალახით) ამოვავსოთ. კარგად მონთებულ ცეცხლში ნედლი შეშაც იწვის. 

ღამის გასათევი საფარის მოწყობა მიზანშეწონილია დიდ ლოდთან, წამოქცეულ ხესთან, ან ისეთ ადგილზე სადაც ბუნებრივი ფაქტორი საშუალებას მოგვცემს საფარი ადვილად მოვაწყოთ. წყალგაუმტარი ქსოვილი საიმედოდ დაგვიცავს წვიმისგან. თუ ასეთი არ გაგვაჩნია, წიწვოვანი ხეების ტოტები უნდა გამოვიყენოთ სახურაvaდ, დაქანებით, წიწვის ქვედა მხარე ზემოთ უნდა იყოს მოქცეული. 30 სმ სისქის წიწვოვნის ტოტები წყალს საიმედოდ აკავებს.

უკიდურეს შემთხვევაში თოვლშიც შესაძლებელია საფარის გაკეტება ქარ-ყინვისგან თავის დასაცავად(თოვლის თბოიზოლატორული თვისებების გათვალისწინებით). თოვლში გაკეტებული ''გვირაბის'' შესასვლელი უნდა იყო რაც შეიძლება დაბლა, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგოს. საწოლი შედარებით მაღლა უნდა გაკეTდეს და წიწვოვნის ტოტებით მოიფინოს. ჭერში აუცილებელია სავენტილაციო ხვრელი. თუ სანთელი გვაქვს, აუცილებლად უნდა დავანთოთ სინესტის მოსაცილებლად. შემოსასვლelში შეგვიძლია ზურგჩანთაც ავაფაროთ ხვრელს.

წყურვილის და შიმშილის დაძლევა


არ ჭამოთ თოვლი, უმჯობესია მუჭში გაადნოთ და გამდნარი წყალი დალიოთ. თუ ალუმინის ქაღალდი გაქვთ, ადვილია ქვაბის გაკეთება, რომელშიც წყალს აადუღებთ , ან პირდაპირ დაამუშავებთ იოდის ტაბლეტებით. თუ საკვები მარაგი გაქვთ, გაანაწილეთ პატარა პორციებად. ასევე შესაძლებელია პატარა ცხოველების ან თევზის დაჭერაც. ზაფხულ-შემოდგომით ადვილია სხვადასხვა კენკრის მოპოვება. არასდროს გასინჯოT ნაყოფი(ან ზოგადად მცენარე), რომელსაც ვერ ცნობT, რამდენიმე კალორიის საფასურად თქვენ შეიძლება მძიმედ მოიწამლოთ.




დაკარგვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მძებნელებს შენს ადგილსამყოფელზე მიანიშნო სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. ამრეკლავ საშუალებებში შედის: სარკე, მინა, მეტალის ნაჭერი(დანის პირი). ეს საგნები მზეზე ადვილად ირეკლავენ სინათლეს, რაც აადვილებს მძებნელებისთვის ნიშნის მიცემას. ხშირად ტანსაცმელზეც ამრეკლავი ან ფლუორესცირებადი ზოლიa დაკერებული, რისი გამოყენებაც შეიძლება. Rამე პატარა ფანარის სინათლეც კი ადვილად შესამჩნევია. ძალიან კარგი საშუალებაა კოცონი, რომელზეც ნედლ ან სველ, ჩამოცვენილ ფოთლებს დავაყრით(სამკუთხედის ფორმის ცეცხლი უფრო ეფექტურია). თუ მდინარესთან ახლოს ვიმყოფებით, პატარა ტივი უნდა შეიკრას, მასზე დაინთოს კვამლიანი ცეცხლი და ტივი მდინარის ორივე მხრიდან ბაწრით დაფიქსირდეს დინების შუაგულში(კვამლი, ჰაერიდან ბევრად ადვილი შესამჩნევი იქნება). თუ განმარტოებით პატარა ხე ვნახეთ, შეიძლება მისთვის ცეცხლის მოკიდებაც(ტყის ხანძრის საშიშროება არ უნდა შევქმნათ). ასევე ცნობილია რომ კვამლის გამოყოფით, კარგად იწვის ნებისმიერი პლასტიკური მასალაც(თუნდაც მავთულის იზოლაცია). თუ ზამთარია, შესაძლებებლია ''სოს'' სიგნალის თოვლზე დაწერაც(ჰაერიდან ადვილად შესამჩნევად).
გადაადგილებისას აუცილებლად უნდა დავტოვოთ აღებული მიმართულების აღმნიშვნელი სიგნალები(ჯოხით, ქვით, ნაჭრით..).


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ უნდა გავიგოთ დაახლოებითი დრო ხელების და მზის საშუალებით 1f914.png

მოვათავსოთ ოთხი თითი როგორც სურათზეა ნაჩვენები ჰორიზონტსა და მზეს შორის, თითოეული თითი გვიჩვენებს დაახლოებით 15 წუთს.თუ თქვენი ბოლო თითი გადაფარავს მზეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოძებნოთ ადგილი კემპინგისთვის. 26fa.png
Hike Georgia - აღმოაჩინე სიახლეები. 
#ესუნდაიცოდე #HikeGeorgia #საინტერესოფაქტები

18222085_1305941392853170_71644095545923
 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?