Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართული იარაღი

 

საქართველოში მეიარაღეობს ისეთივე დიდი ისტორია აქვს როგორც თავად საქართველოს. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი თავისი არსებობის მანძილზე არ შეუწყვეტია ბრძოლა გადარჩენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისათვის, ამ პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ქართველებს გაგვაჩნია მახვილის (ხმლის) ფლობის ხელოვნება, ხევსურული ფარიკაობა, ანუ ქნევა-ფარება, რომელიც იაპონურ კენ-დოს არც ფილოსოფიით, არც რაინდულობით, არც ტექნიკით, არც სილამაზით და არც სიძლიერით არ ჩამოუვარდება; ამის დასტურად შეიძლება ერთი ისტორიული მაგალითი მოვიყვანოთ:
ისტორიულ ფაქტია, როცა ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს ფაქტი ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ალბათ ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მე-19 საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ეს უკანასკნელი თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმ ხანად, რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად თვალწინ შემდეგი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა “პრესტიჟის” ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისაკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ოთხად გაჭრილა. ბოლოს და ბოლოს ლიქოკელი ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ (?!), მაგრამ ერთი უბრალო ხევსური გლეხის ფარიკაობაში ამგვარი გაწაფულობა, ალბათ საყურადღებო ფაქტია...”.

დღეისათვის იარაღის დამზადების ხელოვნებას აგრძელებენ თანამედროვე ქართული იარაღის ოსტატები:
გოჩა ლაღიძე
კახა ზარნაძე
ზურაბ ბიჩინაგური
ზაზა ავალიანი
ლაშა ავალიანი
ბადრი ამაღლობელი
ალეკო აღდგომელაშვილი
ვახტანგ გორგაძე
არკადი დაბაკიანი
ამირან ბიჭაშვილი
ლევან ბუკია
ომარ გოგიშვილი
გიგა და ვალერ გორგიაშვილები
კახაბერ ზარნაძე
ბორის თათეშვილი
არნოლდ თეთრუაშვილი
მიშა მედვედევი
ზაქრო ნონიკაშვილი
როლანდ ოდიშელიძე
მამუკა ქაფიანიძე
გელა ხუციშვილი
გიორგი ჯინორიძე


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ise legionis saxelxe xom ar gamovaWedinoT??? და ჩვენ  ნიჭებს რომ ვაჟკაცები გაუჩნდებათ , მამის სამეგობროსაგან მათ სახელზე ექნებათ , მათთვის გამოჭედილი იარაღი. აბა ჰა რას იტყვით მივხედო მაგ საქმეს???? :ki:


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nachita

nachita

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 77 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:ყაზბეგი

:good: როგორ მიყვარს.მადლობა ბაბუ.

მეც დავამატებ ცოტას თქვენი ნებართვით.

 

ხევსურული ფარ-ხმალი ცივი იარაღის ერთ-ერთი იშვიათი სახეა, რომელიც გამოყენების ტექნიკით მკვეთრად განსხვავდება ხმლის ხმარების სხვა კლასიკური სკოლებისგან.

ხმალი სწორი ან ბოლოში (საშარე) ოდნავ მოხრილია და რაიმე პრინციპული განსხვავება არ აქვს. ფარი კი ზომით პატარაა და რკინის სალტეებითაა შეკრული.

ფარის ზომებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მცდარია. თუკი ხევსურულ ფარს სწორად იყენებ, იგი მთელ სხეულს ფარავს. და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სხვა ანალოგებთან შედარებით ბევრად უფრო მსუბუქი და ადვილად მოსახმარია, მის ეფექტურობაში დავრწმუნდებით.

ტექნიკის ძირითადი არსი იმაშია რომ ფარი მებრძოლს მაქსიმალურად წინ უჭირავს, ხოლო თავად მუხლებში ჩამჯდარი  ეფარება იმ სივრცეს, რომელსაც ფარი მოწინააღმდეგესთან მიმართებაში კეტავს. როგორც წესი, მებრძოლს ფარი და ხმალი ერთად უჭირავს, თუმცა მათი გაშლა დასაშვებია და ხშირად კარგი მანევრის საშუალებას იძლევა. დარტყმები სწრაფი და მოკლეა. ყოველი შეტევის შემდეგ შეერთებული ფარი და ხმალი ცენტრალურ თავდაცვით პოზიციას უბრუნდება. გადაადგილება ხდება მოკლე ნაბიჯებით და მიხტომით . გადაადგილებაში მთავარი მიწასთან მუდმივი კონტაქტი და წონასწორობაა 

ამგვარი ბრძოლის სტილის გაჩენის მიზეზი საქართველოს მთიანი და მიუვალი რელიეფია, სადაც მძიმე აღჭურვილობით გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. აღსანიშნავია რომ პატარა ზომის ფარები აქვთ ასევე შოტლანდიელ მთიელებს, სადაც იგივე რელიეფია და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს, თუმცა მისი გამოყენების სტილი განსხვავებულია.

 

პრაქტიკულობის თვალსაზრისით ხევსურული ფარი და ხმალი სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალებას იძლევა. უფრო მეტად მოსახერხებელია საშუალო ტანის ადამიანისთვის, რომელიც სისწრაფის და სიზუსტის იმედადაა და არა უხეში ძალის.

აღსანიშნავია რომ ამ იარაღით მებრძოლი ადამიანი შესაბამისი ჯავშნით იყო აღჭურვილი

 

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: კარგიაა, კარგი. და განაკუთრებულად სასიამოვნოა ასე რომ ერკვევი ნათი ....


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ესეც ნახე დაგაინტერესებს ჩემი აზრით ეს სტატია.

საქართველოს ისტორიული იარაღები
2012, 25 ოქტომბერი, 13:03

10921351152660.jpgყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველო დიადი წარსულის მქონე ქვეყანაა. ამჯერად შემოგთავაზებთ ცოტაოდენ ინფრომაციას ჩვენი წინაპრების საბრძოლო აღჭურვილობაზე.

10921351153675.jpg

მოგეხსენებათ, ჩვენი წინაპრები იარაღს მუდამ თან ატარებდნენ. ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ როგორ იყვნენ აღჭურვილები სხვადასხვა კუთხის შვილები. ახლა კი კონკრეტულად განვიხილოთ იარაღის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საქართველოში იყო გავრცელებული.

10921351153578.jpg

ჩვენამდე შემორჩენილი სატევრების სახეობებია:

ბაზალა – ხანჯლის სახეობა
თილიყამყამი – დიდი სატევარი
იამანი – ცივი იარაღი ხატის ენაზე
სატევარი – დიდი ხანჯალი
ყამა – გადრეკილი სატევარი
ყელე – დიდი სატევარი
ცხემლაიში – დიდი სატევარი
ხანჯალი – ცალღარი, ორღარი, სამღარი, სუკიანი, წვერამდი დაწერილი, შავხალი
ხანჯლის ძმა
ხანჯლისშვილა

 

საძგერებელი იარაღები:

აკინაკი – ლახვარი ორპირი, ბუნგრძელი
ალმანი – შუბის სახეობა
ბარჯი – ხოჭი, ჭვილთი, ხეჩაკალი, შაგამი
ბუნი – ტარი, ზრო
ბუნიკი – სათიხარი, ქობინი
გეონი – მოწლო, სამძგიდე, კაცის სიმაღლე
გმური – პირბრტყელი, ბუნგრძელი, გუმური
დუგლუგი – დიბლიგი, გამსხვილებული ბოლო
ზუფანი – მოკლე შუბი, ზუფნა
თრაში – წვერი (აჭარ.)
კინენი – დიდი შუბი
ლახვარი – გრძელტარა შუბი
ლაბაშა – ბუნკაჩო შუბი
ლიბანდა – ლიბარდა
მაზრაკი
მარწახი – სამთითა ბარჯი
მაცახი – ფიწალივით
ოთხფარგელი – ოთხწახნაგა
ოროლი
სათხედი – პირბრტყელი, ბუნზომიერი
ქიმარა – წვეტი
შმაგი – ხიშტივით
შუფი – შუბი (მეგრ.)
შუბაკი – მოკლე შუბი
შუბნაჯახი – საძგერ–საცემი
ჩალათა – შალითა, ბუდე
წათი – აფთშუბა
ხელშუბა – ჯირითივით
ხიშტი – პირგრძელი, ტარკოტა, ძგიდემახვილი
ჯირითი – მოკლე, ცხენიდანათალდი – ფართოპირიანი წერაქვი
არგუნი – ნაჯახი (მეგრ.)
ბურჭული – წალდი (მეგრ.)
კადა – ცული (სვან.)
კადოლ – მცირე ცული (სვან.)
კეკი – პატარა წერაქვი
კინა – ცულივით
ნაჯახი – მცირე ცული, ლანჯახი
ნიღრი – წალდის ცხვირი
ორთოხი – ორგნით სათხროლიანი
სათული – მცირე ნაჯახი
ტაბარი – ორპირი ნაჯახი
ტაბარძენი – უნაგირზე დასაკრავი ნაჯახი
ქარჩი – ცალწვერა ბრტყელპირა წერაქვი
ქუცუცა – ნაჯახის უკანა წვერი
ჩუგლუგი – მცირე წერაქვი ან გრძელტარა ნაჯახი
ცულაფთა –სწორკუთხა ნაჯახი
ცულდი – ცული
ცულთოხი – საჭრელ–სათხროლიანი
ცულკავი – ცულის სახეობა
ცულქარჩი – ნაჯახწერაქვა
წალდი – საჩეხი იარაღიწაკარტი – წერაქვი (მეგრ.)
წალკატი – ორწვერა წერაქვი
წერაქვი – სათხროლ–საჯგვერი

 

საცემნი:

ამუდა, ემუდა – ჯაჭვებიანი რკინის ჯოხი
გავაზის ლახტი – ირმის რქის ძირისა
გურზი – უფრთო ლახტი
ეკალბურთა – ჯაჭვიანი საცემი
კედა – რკინის გრძელი ჯოხი
კვერთხი – საცემი იარაღი
კინიკეტი – ქარცახი, რკინის ჯოხი
ლახტი – უმკვეთლო საცემი
ომბოხი – კვერთხისნაირი
სანგი – რკინის დიდი კვერი
ურატა – მომცრო ურო
ურო – რკინის ხვედა
ხეტი – კაუჭიანი კინიკეტი

10921351154328.jpg

ხმლების სახეობები:

აშურმა – მხარიღლივ დასაკიდი თასმა, ყაწიმი, ქაშქანი, სამრევლი

ბალთანი – ხმლის მოსართავნი
ბაწარაული – გრეხით ნაჭედი
ბერა – მომცრო, პირფართე, ცალლესულა
გველისპირული –
გოთურგა – ხმლის საკიდი თასმა
გორდა – მოკლე ხმალი
დავითფერული – თავითფერელი
დაშნა – მოკლე ხმალი, დაშლა
დაშნილ – დაშნა (სვან.)
დვარი – ხმლის ტარის ღილი
ვადი, ვადა – ხმლის ჯვარედი
ვადაჯვრიანი –
თალხანი – ხმლის თასმის წასაწევ–წამოსაწევი
თარანგი – ხმლის სალტე
იატაგანი – გადრეკილი, ორპირა
კაკუბაში – ცუდი ხმალი
კალმიდი – კალდიმი
კვრინჩხა – ხმალა (მთიულ.)
კოტა – თიკებად გაშლილი ტარი
კუდახმალი – მოკლე ხმალი
ლეკური – უვადაჯვრო ხმალი
მისრული –
ნაკუდაური –
ნიბჩა – მოკლე ხმალი
პირი – ბასრი მხარე, შუფრა
საბარკალი – უნაგირზე დასაკრავი მოკლე ხმალი
უვადაჯვრო
ფრანგული – დედალფრანგული რუსულია, მამალფრანგული – ევროპული
ქარქაში – სამკვეთლოთა ბუდე
ღარი – გასწვრივი ჩაღრმავება
ყუა – ხმლის ულესი მხარე
შაშარი – ნესტარსა და ნიღრს შუა
შიშნა –
წვერი – დაბოლოება
წვრილა – ხმლის სახეა
ჭარული –
ჭოლაური – გამჭოლგამკვეთი
ხიპი – დაშნაცუდა, რეცახმალი
ხმალჯოხა – ხელჯოხში


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

« ქართული აღჭურვილობა »

1)დამცავი აღჭურვილობა

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, ბრძოლისას ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის დამცავი საშუალებები: ჯაჭვის პერანგი, მუზარადი, ჩაჩქანი, საფუხარი, ხელნავი, საბარკლული, საწვივე. სულხან–საბას მიხედვით „აბჯარი – ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამად ჯაჭვთა“.

 

 

1371457240_abjaris.JPG

 

საქართველოში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჯაჭვის პერანგი, რომლის ხარისხზე ნაწილობრივ დამოკიდებული იყო მეომრის სიცოცხლე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა სხვადასხვა სახის ჯაჭვის პერანგი, რომელნიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულით. სულხან–საბას მიხედვით ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა ყოფილა საქართველოში გავრცელებული „ჯავშანი – არს აბჯარი რკინისა ტანსაცვამი ჯაჭვი, ხოლო ამა ჯავშანთა გვარნი არიან ხუთ: სამანქანი, ზეიადლი, ხოსროანი, ქირიფქა და ჯაბალა.“ ეს ხუთი სახეობა ერთმანეთისგან სხვასხვა ნიშნებით განსხვავდებოდა: ფარეშოვანი და უფარეშო, ნიკარტოვანი, გადაგრეხით ძნელად გადასატეხი, მრგვალ და ბრტყელ თვალიანი, ბასრთვალიანი და ა.შ. იქვე სულხან–საბას მოცემული აქვს თუ როგორი უნდა იყოს კარგი ხარისხის ჯაჭვის პერანგი: „გრძელი და ფართო, ჯაჭვის თვალი რაზმად და რაზმად დაწყობილი იყოს, ფარეშ–შვენიერი და ძნელად გასახსნელი, ნოტიოობაში ძნელად დაგესლდეს, ყრილი არა ჰქონდეს, კალთიდამ შედევნებით უსხო და უსხოსი იყოს, მკერდთა, ბეჭთა და ღლიათა უზრქელესი და მიყრილი იყოს“. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ქართველებს ჯაჭვის პერანგის გარეთაც სამოსი სცმიათ და რომელსაც იალმაგი (სულხან–საბა: იალმაგი – ესე სამოსელი საომარი გარეგან საცვამი) ქვია.

ჯაჭვის პერანგის უპირატესობა სხვა დამცავ აღჭურვილობასთან იყო ის რომ, იგი ბევრად უფრო მოქნილი და მსუბუქი იყო ვიდრე მთლიანი რკინის ფირფიტებისაგან შემდგარი აბჯარი, როგორიც იყო მაგალითად – „თორნი – არს მთელი რკინა პოლოტიკი (რკინის ფიცარი) ტანს ჩასაცმელი“.

2)მათრახი

 

1371457267_7047288d784a.jpg

 

მათრახი საქართველოში ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ბარში ასევე მთაში. არსებობდა რამდენიმე სახეობის მათრახი, თუმცა საბრძოლოდ გამოიყენებოდა 7 მხარის სიგრძის ე.წ. საბრძოლო მათრახი (1 მხარი 25–30 სმ). ეს ზომა დოგმა არ იყო და მებრძოლის მოხერხების მიხედვით მზადდებოდა. მისი მთავარი მახასიათებელი იყო ის, რომ მას ბოლოში უმაგრებდნენ ფოლადის ბურთულებს, მცირე ზომის ორმხრივ ალესილ დანის პირებს და ასევე პატარ კაუჭებს. ასეთ იარაღს თავისუფლად შეეძლო ჯავშნიანი კაცის მოკვლა, მით უმეტეს რომ მათრახის მოქნევისას მისი მოლო (წვერი) ანვითარებს ზებგერით სიჩქარეს. საბრძოლო მათრახი გამოიყენებოდა ძირითადად შორ მანძილზე, თუმცა ახლო მანძილზეც შეიძლება მისი ხმარება (ეს უკანასკნელი მებრძოლის ოსტატობაზეა დამოკიდებული)

3)საცემი იარაღი

საქართველოში ფართოდ იყო გამოყენებული სხვადასხვა სახის საცემი იარაღები: ამუდა, გურზი, ლახტი, კვერთხი, ეკალბურთა და სხვ. იყენებდნენ როგორც ცხენოსნები, ასევე ქვეითი მეომრები. ყველა საცემი იარაღი იყო ძალზედ მასიური/მძიმე და მათი გამოყენება ეფექტური იყო მოწინააღმდეგის, თუნდაც ჯავშნიანის, გასანადგურებლად.
საცემი იარაღის გამოყენებისას სრულდება მხოლოდ წრიული და რვიანისებური მოძრაობები, რადგან ნებისმიერი მძიმე იარაღით ბრძოლისას თითქმის შეუძლებელია გარკვეული მოძრაობის შეწყვეტა და სხვაზე გადასვლა, როგორც ეს ხდება მაგალითად ფარიკაობის დროს, მაგრამ ყველა მასიურ, მძიმე იარაღს გააჩნია დიდი უპირატესობა – მათ თავისუფლად შეუძლიათ ჯავშნიანი მეომრის სწრაფი ლიკვიდაცია
.

4)ფარი

 

1371457293_phanguli.JPG

 

ფარი ოდითგანვე მეომრის აღჭურვილობის შემადგენელ ნაწილად გვევლინება, იგი წარმოადგენს არამარტო თავდაცვის საუკეთესო საშუალებას, მისი ბასრი კიდეები ასევე ეფექტურია შეტევითი მოქმედებების განსახორციელებლად და არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია მოწინაღმდეგესთვის ვიდრე სხვა იარაღს.
ფარის ზომები და ფორმები ვარირებს, არის დიდი ზომის ბიზანტიური ტიპის, რომელთა ნიმუშებს მრავლად ვხვდებით ძველ მართლმადიდებლურ ფრესკებზე წმინდანთა აღჭურვილობაში. არის ასევე მომცრო ზომის მრგვალი “ხევსურული ფარი” რომლის დიამეტრი წინამხრის ზომისაა. არის ასევე სულ მცირე ზომის ე.წ “უბის ფარი” რომელიც 10–15 სანტიმეტრს არ აღემატება და გულის ალაგას ინახება.
შემონახულია ძველი ხანის ფარები რომლებიც ტყავისგან არის დამზადებული.ოქროს ფონდის საცავში ინახება, ვახტანგ გორგასლის ტყავის ფარი.ამბობენ რომ იგი “ვიგრის” ტყავისაა. თავად ვიგრი არ იციან ზუსტად რა არის მაგრამ ვარაუდობენ რომ ან ნიანგის ან სპილოს ტყავისგანაა დამზადებული. საერთოდ საქართველოში მრავლად იყო ტყავის ფარები გავრცელებული, მაგალითად სვანური სხივებიანი ფარი. გვიან ხანაშიც ზოგიერთ ხევსურულ ფარს რკინის გირგოლებს უკან ტყავი ჰქონდა აკრული.

ფარის ყველაზე კარგი აღწერილობა “ხევსურული ფარის” შემოგვრჩა. ხევსურული ფარი მრგვალია და ზომით მცირე. მას ოსტატები ამზადებენ ფურცლოვანი რკინისგან. მასზე თითქმის ვერ ვხვდებით წარწერებს, დევიზებს, ოქროსა და ვერცხლით მოჭედულობებს. ხევსურულ ფარზე ხდება ჯვრებისა და სწორკუთხედების გამოჭედვა. ფარის საფუძველს – ფუძეს წარმოადგენს ხარის ქედის ტყავი, ფურცლოვანი რკინა, ან სპილენძი. ფარის წინა მხარეზე განლაგებულია ოთხი ჯვრისებური ზედსადები ე.წ. რკინის ხიდები – აუცილებელი პირობაა ფოლადის ბრტყელი კიდურა რგოლი. ამ ზოლოვან ზედსადებებზე დევს მრგვალი – გუმბათი, რომელიც გამობერილია და ეწოდება გუმბათის ვაშლი. ხევსურთა თქმით გუმბათი დარტყმების ამორტიზირებას ახდენს და წარმოადგენს ფარის დამჭერი ხელის საუკეთესო დამცველს. ფარის წინა მხარის კიდეებზე მოქლონებით შემოვლებულია და მაგრდება ერთი, ორი ან სამი რკინის მრგვალი ფირფიტა – გირგოლები, რომლებსაც გააჩნიათ ქუდოვანი მოქლონები.ხევსურულ ფარს შიგნიდან აქვს ქეჩისგან ან ნაბდისგან დამზადებული ბალიში – სადები. უკნიდან მაგრდება ღვედის გრძელი საკიდი და სახელური – საბღუჯი. ხევსურებმა შემოინახეს ტყავისაგან ფარის დამზადების თავისებური ხერხი. ახალდაკლული ხარის ტყავს ჯოხებით, სიფართით ასწორებდნენ. გასწორებული ტყავიდან ამოჭრიდნენ ფარისათვის ნაჭერს. მრგვალი ფორმის ნედლ ტყავს გაჟღინთავდნენ მურით – ხარშავდნენ მურთან ერთად რათა გაეშავებინათ – ამ ტყავს დღეღამის განმავლობაში ტოვებდნენ მურთან ერთად და შემდეგ აშრობდნენ.
ფარების დამზადება ითხოვდა ოსტობას და გამოცდილებას. ფარს ამზადებდა არა ნებისმიერი ხევსური, არამედ მხოლოდ მჭედელი – მესაჭურვლე, რომელიც გაწაფული იყო ამ საქმეში. მზა ფარს რამდენიმე დღით ჰკიდებდნენ ბუხრის ზემოთ, რათა იგი შებოლილიყო. ამ გარემოებამ ასახვა ჰპოვა ლიტერატურულ ძეგლებშიც, რომელთა თანახმადაც შუა საუკუნეებში ქართველ მთიელებს, კერძოდ, ხევსურებსა და ფშავებს ყარაკალგანელებს, ანუ შავფაროსნებს უწოდებდნენ.

5)სატევარი

1371457407_4_Texti_32___07.jpg

სატევარი ქართველი მებრძოლის განუყოფელი იარაღია. იგი ორლესულ სწორ იარაღს წარმოადგენს, ის სხვადასხვა ზომით, ფორმით და მოყვანილობით გამოირჩევა, ზოგი ეგზემპლარი რომაული გლადიუსის ზომის იყო, იგი უნივერსალური იარაგია. საქართველოში სატევრის ყველაზე უძველესს ბრინჯაოს ხანის ნიმუშები წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მუზეუმებშია დაცული


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nachita

nachita

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 77 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:ყაზბეგი

აი ეს ჭოლაური,გორდა და დავითფერული მომწონს.

მოხევეები რატო გამომიტოვე?

ალ.ყაზბეგის იარაღები:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე დიდი კომპეტენციით ამ საკითხში ვერ დავიკვეხნი,მე როგორც ვიცი.... მაგრამ მოხევეს და ხევსურს ერთი და იგივე იარაღი ეჭირა .


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართული იარაღი // სამხედრო საქმე

 

 

სტატიები ქართულ იარაღზე

 

xv1.jpg

ბრინჯაოს ფოთლისებური სატევარი საფურცლის სამაროვნიდან (ჩვ.წ–მდე XV ს.)

img052ji.jpg

ბრინჯაოს სატევარი - ახალგორის მუზეუმიდან, ძვ.წ. აღ. - 2000-1500 წწ.

normal_satevari__muxat60gverdis_samarova
სატევარი. მუხათგვერდის სამაროვანი. ძვ.წ. VIII-VII სს. / Dagger. Mukhatgverdi burial ground. VIII-VII c. B.C //დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ფოტო.//Great Mtskheta Archaeology state museum-reserve

 

normal_shubuspiri_sop60el_qulevidan2C_z2

  • შუბისპირი სოფელ ყულევიდან, ძვ.წ. VIII-VII სს
  • Spearhead from Khulevi, VIII-VII century B.C.

ფოტოს წყარო: http://www.facebook.com/ArchaeoTour

normal_Shlem__Zapadnaya_Gruziya_I_tys__d

ჩაჩქანი - დას.საქართველოდან, ძვ.წ.-აღ-ის I ათასწლ., მოსკოვის ისტორიის მუზეუმი

brinjaos_mt60lianadsxmuli_satevari_t60re

ბრინჯაოს მთლიანადსხმული სატევარი თრელის სამაროვნიდან (ჩვ.წ–მდე XIII სს.)

brinjaos_rapira_lilos_qorg27anidan_28ch6

 

ბრინჯაოს რაპირა ლილოს ყორღანიდან (ჩვ.წ. მდე II ათასწლეულის დასაწყისი) - Bronze rapier from Lilo Kurgan(Tbilisi, Georgia), beginning of II mil. BC

brinjaos_sabrz27olo_c60uli_g27rmag27elid

Bronze axe from Grmagele (Tbilisi,Georgia), begining of II mil. BC - ბრინჯაოს საბრძოლო ცული ღრმაღელიდან (ჩვ.წ–მდე II ათასწლეულის დასაწყისი)

Colchian_Axe_from_Koban2C_I_mil__BC__-_k

Colchian Axe from Koban, I mil. BC. - კოლხური ცული ირმის, ძაღლისა და ისრის გამოსახულებით

           

saunje.ge


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.<<<ქართული იარაღი>>>

 

 

xmali.jpg

რკინის მადნები, ლითონის დამუშავება და ცივი იარაღის წარმოება საქართველოში

სტატიის წყარო: http://www.georgians.../sxvadasxva.htm

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, ლითონის დამუშავება ქრისტესშობამდე VI-V ათასწლეულების მიჯნაზე იწყება. ამას ხელს უწყობდა სამხრეთ კავკასიაში არსებული ხელსაყრელი პირობები: ლითონის გამადნებების მრავალგვაროვნება და ნაირსახეობები (ოქრო, საპილენძი, დარიშხანი, ტყვია, თუთია, ვერცხლი, რკინა, ვოლფრამი, მოლიბდენი, მანგანუმი, პოლიმეტალური საბადოები), საწვავი მასალის სიუხვე (სხვადასხვა ჯიშის ხის ჯიშები და ნახშირი), წყლის უზომოდ დიდი რესურსები და რა თქმა უნდა ხელოსანთა ის მაღალი დონე, რომელიც ნელ-ნელა, საუკუნეების მანძილძე მუდმივად იხვეწებოდა. გეოლოგიური მონაცემებით საქართველოში ცნობილია 200-ზე მეტი სპილენძის, დარიშხანის, ანთიმონის, რკინისა და პოლიმეტალური საბადოებისა და ზედაპირული გამოვლინებების ადგილები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა უმთავრეს საბადოზე აღმოჩენილია მადნის მოპოვებისა და დამუშავების კვალი. დასაწყისში ლითონის დამუშავება წარმოებდა თვითნაბადი ოქროსა და სპილენძის ცივი წესით გამოჭედვის სახით. უკვე მომდევნო პერიოდში, ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. IV-II ათასწ.) ფერადი ლითონების მადნის ათვისებამ გაიარა განვითარების ყველა კლასიკური საფეხური - ჟანგეული მადნების ათვისებიდან დაწყებული, ვიდრე სულფიდური მადნების მოპოვება-დამუშავებისას წარმოებაში რთული ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვით დამთავრებული (ირ.ღამბაშიძე, ბ.მინდიაშვილი, ბ.გოგოჭური, კ.კახიანი, ი.ჯაფარიძე - უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში. გამომცემლობა "მწიგნობარი". თბილისი, 2010. 592გვ.). ტექნოლოგიურად - ხელოსნები სპილენძში უმატებდნებ დარიშხანს და იღებდნენ ბრინჯაოს, ეს ფაქტი დამახასიათებელია საქართველოს მელითონეებისათვის, რადგან სხვა ქვეყნებში, სპილენძს ძირითადად კალას (Sn - Stannum) უმატებდნენ. სპილენძის მოპოვების, მათი გამოდნობისა და მათგან მიღებული ბრინჯაოს ნივთებისა და იარაღის დამზადების უმაღლეს დონეს ძველქართულმა ტომებმა III-II ათასწლეულების მიჯნაზე მიაღწიეს. კერძოდ ასეთ ლითონის მომპოვებელ და გადამამუშავებელ რეგიონებს ძირითადად განეკუთვნებოდნენ კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ: აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის, სამაჩაბლოსა და კახეთის, ხოლო მცირე კავკასიონზე და აჭარა -თრიალეთში: ქვემო და შიდა ქართლის და აჭარა-გურიის სამთო-მეტალურგიული კერები; აგრეთვე სამეგრელოსა და იმერეთის მცირე გამოვლენები. როგორც ავღნიშნეთ, ჩვ.წ.-მდე II ათასწლეულის დასაწყისი საქართველოში აღინიშნა ლითონის - ჯერ სილენძისა და ბრინჯაოს, ხოლო შემდეგ კი - რკინის მასიური წარმოებით. ასე მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო და მატერიალური კულტურის ძეგლებისა და ლითონთა გამოდნობის ცენტრების მრავალრიცხოვნებით, არქეოლოგები როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანს გამოყოფენ რაჭის რეგიონს. აქ, მეცნიერისა და არქეოლოგის, ბ-ნი გელა გობეჯიშვილის აზრით, მარტო ბრილის სამაროვანში (საერთო ფართი 700 კვ.მ.) აღმოჩენილი და შესწავლილი იყო 250 სამარხი. მეცნიერთა აზრით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ჯერჯერობით გვიმალავს მრავალსაუკუნოვანი მიწაყრილები. მთელი ეს ტერიტორიები, სადაც ჩატარებული იყო არქეოლოგიური სამუშაოები, მოფენილია ლითონის ნიმუშებით (როგორც ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის). ეს ნანახი არტეფაქტები (სურ.1) მიგვანიშნებენ აქაური მოსახლეების საკმაოდ მაღალი განვითარების დონეზე და აგრეთვე შორეულ ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტებზე (რაზეც მიგვითითებს სამარხებში ნაპოვნი დიდი რაოდენობის ეგვიპტური მინის მძივები).

satevrebi2C_shubis_piri2C_najaxi_da_b29tsxvada2.jpg

(სურ.1. ა) სატევრები, შუბის პირი, ნაჯახი და ბ) თმის ქინძისთავი ბრილის სამარხიდან (რაჭა). ქრისტესშობამდე მე-18 საუკუნე. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.

რაჭის ამავე რაიონში იქნა ნანახი ლითონის მადნების დაახლოებით 150 გამონამუშევარი და გამოსადნობი და დასამუშავებელი სახელოსნოების დიდი რაოდენობა. როგორც ჩანს რკინის გამოდნობა და მისგან ნაკეთობის დამზადება II ათალწკეულის დასაწყისში საკმაოდ პრობლემატური იყო, რადგან ჯერ ერთი ხელოსნებს უჭირდათ მაღალი ტემპერატურის მიღება და მეორეც- სუფთა რკინა იმდენად რბილია, რომ მისგან შეუძლებელი იყო მტკიცე ცულის ან თუნდაც დანის დამზადებაც კი. ამიტომ ლითონური ნაკეთობის დამზადებას შენადნობების დამატება სჭირდებოდა. ამ დამატებებმა წარმოშვა ფოლადიცა და თუჯიც. ჩვეულებრივი რკინა საიარაღო მასალად გადააქცია - ჭვარტლმა. სწორედ ჭვარტლს ან ხის ნახშირს ძალუძს რბილი რკინა მტკიცე თუჯად ან ფოლადად გარდაქმნას. რკინის ზოგიერთი „სახეობა“ იწრთობოდა გახურებული მდგომარეობიდან წყალში გაცივებით, ზოგიერთი კი - არა. ფოლადის ეს თვისება - იწრთოს წყალში გაცივებისას, მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანს რკინასა და ფოლადს შორის. ქართველი არქეოლოგების მრავალრიცხოვანმა ექსპედიციებმა ცხადყო, რომ მე-II ათასწლეულის ბოლოსათვის (მე-12 საუკუნე ჩვ.წ-მდე) მკვეთრად გაიზარდა რკინის ნაკეთობათა რაოდენობა, რაც თავისთავად შეუძლებელი იყო მოპოვებული მადნებისა და გამოდნობილი რკინის ნაკეთობათა მოცულობის გაზრდის გარეშე. მაგრამ ამის მიუხედავად, მკვეთრი ნახტომი რკინის მოპოვებისა და დამუშავებისა შეიმჩნევა ცოტა მოგვიანებით (X-IX საუკუნეები ჩვ.წ.). რკინის მადნების ადგილობრივი რესურსები მოიხმარებოდნენ უხსოვარი დროიდან. ეს საბადოები და მადანგამოვლინებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მადნების მარაგე¬ბითა და წარმოშობის პირობებით. საქართველოს ტერიტორიაზე რკინის მეტალურგია და "რკინის ხანის" დასაწყისი თანდათანობით ძლიერდებოდა, თუმცა იგი არ ჩამოყალიბებულა როგორც ცალკე, დამოუკიდებელი მიმდევრობა. მეტალის დამუშავების ხელოსნები მუდამ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციები და გაემეორად ბრინჯაოში უკვე აპრობირებული ფორმები, რაც დასტურდება უხვი არქეოლოგიური მასალებით სამთავ¬როდან, ღები, ვანი, ურეკი, ჭითახევი და ლარილარიდან(სურ.2).

 

k60art60uli_satevrebis_pirebi-zeda_surat

 

სურ.2. ქართული სატევრების პირები: ზედა სურათზე- რკინა (ბრილი, რაჭა); ქვედა - ბრინჯაო (ნიგოზეთი, იმერეთი). ჩვ.წ-მდე პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი.

იმ დროის რკინის სადნობი სახელოსნოები, როგორც წესი, შესდგებოდა ერთი ან ორი სადნობი ღუმელისაგან, ქვის მაგიდისაგან და სპეციალურად გამოყოფილი ფართისაგან, სადაც ინახებოდა ცეცხლგამძლე თიხის მარაგები (სურ. 3). კოლხეთის ტერიტორიაზე უძველესი სადნობი ღუმელები წარმოადგენდნენ ორმოს, რომელშიც ეწყობოდა მადანი და ხის ნახშირი. ორმოს თავზე იქმნებოდა თაღი მოკლე მილით; გვერდიდან - კი მოწყობილი იყო სპეციალური საბერველი. ამ ორმოს ფსკერი ნახევრადსფერიული იყო და გვერდები კი მოპირკეთებული ქვით. წიდის (სურ. 4) ამოღება არ ხდებოდა. იგი ღუმელის ძირში გროვდებოდა. წარმოების ნარჩენები - წიდის დიდი რაოდენობა, ღუმელის გადახურებული თიხის იზოლაცია და ჭურჭელი იყრებოდა მთის ფერდობებზე.

sxvada4.jpgsxvada5.jpg

ა) ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ფორმები. (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი). ბ) ქურაში ჟანგბადის მისაწოდებელი თიხის მილი მაღალი ტემპერატურის შესანარჩუ-ნებლად.

sxvada6.jpg

გ) მეტალურგიული ცენტრი ამირანის გორა (by Kavtaradze G.L.The Importance of Metallurgical Data for the formation of a Central Transcaucasian achronology. In: Hauptmann A., Pernicka E., Rehren T. & Yalcin U. (eds.), The begin­nings of Metallurgy, Der Anschnitt 9, 1995. P.67-101, Deutsches bergau Museum, Bochum) სურ. 3.

საქართველოს ისტორიის განვითარების მთელი ამ პერიოდისათვის, ლითონის სადნობი ღუმელების ფორმები, პრაქტიკულად შეუცვლელნი რჩებოდნენ მთელი ამ საუკუნეებისათვის. ხელოსნების გამოცდილებამ (რკინის მადნების გალღობა და მისგან პროდუქციის შექმნა) გამოიწვია სადნობი ღუმელის მუდმივი პარამეტრების არსებობის აუცილებლობა. წლების, საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა, რომ მაღალხარიასხიანი ლითონის დასამუშავებლად საჭიროა ღუმელი, რომლის მშენებლობისათვის აუცილებელია მისი ზედა რკალისათვის მუდმივი სიდიდეები (G.Inanishvili. About the History of Iron Production in Georgia. “METALLA”, #14. 1/2, Bochum, 2007).ადრეული პერიოდის (ჩვ.წ-მდე XII-V საუკუნები) მცირე ზომის ღუმელებისათვის დამახასიათებელი იყო : Н = 0.7-1.0 მ., D = 0.6-0.8 მ., ხოლო შემდგომი მოგვიანებითი პერიოდისათვის კი - Н = 0.9-1.2 მ. და D = 0.8-1.0 მ.).

sxvada7.jpg

სურ.4. რკინის წიდები, რომელიც რჩებოდა ლითონის გადამუშავების შედეგად.

ამავე პერიოდის არქეოლოგიური მონაცემები ყურადღებას იპყრობენ იმით, რომ საქართველოში ფიქსირდება ლითონის გამოლღობისა და დამუშავების ძალიან მაღალი დონე. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ თუნდაც მხოლოდ სამთავრო (მცხეთის რ-ნი). ამ ადგილებში იყო განლაგებული რკინის წარმოებები, აქვე იყიდებოდა და შესაძლებელია, რომ აქედანვე ხდებოდა ამ ნაკეთობათა ექსპორტირება (სურ. 5).  ამ ნაკეთობების ულამაზესი დიზაინი და შესრულების ხარისხი გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რაც თავისთავად ხელს უწყობდა ადგილობრივი მადნის მომპოვებელთა, მეტალურგებისა და ხელოსნების მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებას. საერთოდ უნდა ავღნიშნოთ რომ, როგორც ჩანს, ქართველური ტომებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იარაღის არსებობა და აქედან გამომდინარე მისი დამზადებაც. ეს ტომები უძველესი დროიდან სხვადასხვა სახეობის შუბებს (სურ.1) ამზადებდნენ და იყენებდნენ. ბერძენი ისტორიკოსების მონაცემების მიხედვით, კოლხებს მოკლე შუბები ჰქონდქათ, ხოლო მოსხებს (მესხებს) და ხალიბებს (ქართველური ტომებია) კი -გრძელი.

sxvada8.jpg

სურ. 5. ხმალი. II ათასწლეულის მეორე ნახევარი. სამთავრო. მცხეთის რაიონი.

გამორჩეულნი იყო აგრეთვე იარაღის სხვა სახეობებიც, რომლებიც მკვეთელი იარაღების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ (ხათუნა იოსელიანი. ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღი. მეომრის ბიბლიოთეკა, №21. თბილისი, 2008). ესენი იყო: ხმალი, მახვილი, ხანჯალი, დაშნა, დიდი სატევარი, სატევარი (სურ. 2) და ცული. როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, ძველ დროში ყველაზე მეტად გავრცელებული ხმალი (სურ. 5) ყოფილა. იგი სხვადასვა მოყვანილობის იყო და რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა: პირი, კოტა (ხელის მოსაკიდებელი), ვადა ან ჯვარედი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, ქართული კლასიკური ხმალი სწორი ფორმის იყო და მას „შვეტი“ ერქვა. საეკლესიო მხატვრობიდან ჩანს, რომ ასეთი ფორმის ხმლები საქართველოში XII საუკუნემდე იყო გავრცელებული, ხოლო XIII საუკუნიდან ხმლის ფორმა ოდნავ იცვლის სახეს და იხრება. ხმალი ორპირად მჭრელი იარაღი არ იყო, მას ერთ მხარეზე ჰქონდა ფხა, ხოლო მეორეზე - ყუა, ანუ გნდე. საქართველოში საუკეთესო ფოლადი (ე.წ. დამასკოს ან ბულატი) VII—XII საუკუნეებში იწარმოებდა. იარაღის დამზადების საიდუმლოებები თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ეს ცოდნა ინახებოდა როგორც ოჯახური რელიქვია. მეტალის მოხარშვისა და მისგან იარაღის გამოჭედვის გამოცდილებები თვით ხელოსანისა და მისი შვილების გარდა არავის გაეზიარებოდა. ასე მაგალითად, შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში რამოდენჯერმე მოიხსენიებს იარაღს, მაგრამ არასდროს მის შექმნის პირობებს. დაწყებული მე-14 საუკუნიდან ფოლადის და განსაკუთრებით ბულატის დამუშავება საქართველოში (ჩვენი ცნობით მთელ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთშიც) ორი-სამი საუკუნის განმავლობაში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, ფაქტიურად მივიწყებას მიეცა. სამაგიეროდ უნდა აღვნიშნოდ, რომ ამ ხელობის ამობრწყინება საქართველოში ხდება XVIII საუკუნის დასაწყისში და თავის პიკს აღწევს XIX საუკუნეში. ამ პერიოდში საქართველოში, და განსაკუთრებით თბილისში იქმნება ბულატის იარაღი, რომელიც წარმოუდგენლად დიდ მოწონებას იმსახურებენ მთელ კავკასიაში, რუსეთსა და ევროპაში (ეს ექსპონატები დღესაც დაცულია ერმიტაჟში, მოსკოვის ისტორიულ და გერმანიის მუზეუმებში). აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ბულატის წარმომავლობის შესახებ. იმ ლეგენდებიდან, რომელნიც გვიამბობენ ბულატის გასაოცარ თვისებებზე, ბულატის დაბადება ბურუსით არის შენიღბული. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ 1300 წლის წინ ჩვენს ერამდე მას უკვე ამუშავებდნენ ინდოეთში, სპარსეთში, სირიასა და ეგვიპტეში. ფოლადის ჭედვის საიდუმლოებას ფლობდა იაპონიაც - ეს არის ცნობილი სამურაის ხმლები. თვით ეს სახელი „ბულატი“ წარმოშობილია არაბულიდან - ელ-ფულადი ან სპარსული فولاد -ფულადი ან თურქული „ბოლოტ“-ისაგან. ყველა ეს სახელი ფოლადს ნიშნავს. აქედანვეა წარმოშობილი ქართული სიტყვა - ფოლადი და ინდური „ვუტცის“ შესატყვისი - პულადი. არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც ეკუთვნის აკადემიკოს გ.მელიქიშვილს. მისი აზრით, უძველეს დროს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რკინის დასამუშავებელი კერას წარმოადგენდა ადგილი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე თურქეთის, საქართველოს, სომხეთის, ირანისა და სირიის ნაწილის ტერიტორიებს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე XII-XI საუკუნეებში ეს რაიონი წარმოადგენდა ძველი სახელმწიფოს - ფულუადიის შემადგენელ ნაწილს. სწორედ ამ სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული მაღალი ხარისხის ლითონის სახელი. ლითონის ნაყში და მოხატულობა წარმოადგენდა ბულატის ფოლადისაგან დამზადებული ნაკეთობის ყველაზე მთავარ, გარეგნულ განმასხვავებელ ნიშანს. ოსტატები გულდასმით ინახავდნენ ბულატის წარმოების საიდუმლეობას და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. დამზადების რეცეპტი უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული. საიდუმლოს გათქმისათვის მკაცრი სასჯელი იყო დადგენილი. ბულატის დამზადების რამოდენიმე ცნობილი ცენტრი არსებობდა. განსაკუთრებით განთქმული იყო სირიის ქალაქი დამასკო. იქ ჯერ კიდევ 1800 წლის წინ არსებობდა ფოლადის წარმოების პირველი მსხვილი სახელოსნო. „დამასკური ფოლადი“ მოგვიანებით ბულატის ფოლადის კრებით ცნებად გადაიქვა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მზადდებოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბულატის წარმოება საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა XVIII-XIX საუკუნეებში. ამ საქმის ოსტატების ჩამონათვალი მოცემულია წიგნში: Э.Аствацатурян-Оружие народов Кавказа. История Оружия. თბილისში წარმოებული იარაღი განთქმული იყო კავკასიის ფარგლებს გარეთაც. არსებობს ცნობები, რომ XVIII საუკუნეში კავკასიის მთიელ ხალხებს და ირანს ხმლები და ხანჯლები მიეწოდებოდათ თბილისიდან. ამ იარაღის ხარისხზე და მის პოპულარობაზე 1827 წელს წერდა ა.ს.პუშკინი თავის ლექსში "ოქრო და ბულატი":

"Все мое, сказало злато;

Все мое, сказал булат.

Все куплю, сказало злато;

Все возьму, сказал булат."

ათწლეულების მანძილზე ბულატის წარმოებით გამოირჩეოდა ელიაზაროშვილების (მოგვი¬ა¬ნებით მოხდა ამ გვარის რუსიფიცირება- ელიაზაროვად) გვარი. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და ფოლადის წარმოების სპეციალისტმა ბ-მა კ.ჩოლოყაშვილმა თავისი კვლევებით დაადგინა, რომ ამ ოჯახმა ბულატის წარმოების საიდუმლოება შთანმომავლობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. იმ პერიოდში განსაკუთრებულ პოპულარობას სარგებლობდა ამ იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი გიორგი ელიაზაროშვილი, რომლის ხელობითაც აღრფთოვანებულმა მ.ი.ლერმონტოვმა მას თავის ლექსში „პოეტი“ მიუძღვნა შემდეგი სიტყვები: «В серебряных ножнах блистает мой кинжал, Геурга старого изделье. Булат его хранит таинственный закал, Для нас давно утраченное зелье». გიორგის შვილმა -ყარამან ელიაზაროშვილმა გააგრძელა მამის საქმე და ამზადებდა ბულატის იარაღს ქართული ნალებისაგან, თურქული ფოლადის ნაქლიბისაგან, თუჯისაგან და რკინისაგან. ეს იარაღი გამოირჩეოდა ისეთი მაღალი ხარისხით, რომ როგორც პ.ანოსოვი წერდა "ამ სატევრების გამოცდისას მათი მეშვეობით, ხარებს ერთი დარტყმით აჭრიდნენ თავებს". ამავე პერიოდის რკინის დამუშავების წესებზე მიგვითითებს რაჭაში, წედისში მადანის მოპოვებისა და მისი გადამუშავების თავისებურებები. აქ ძველ დროში ძირითად საქმიანობას შეადგენდა მეტალურგობა. მათ ჰქონდათ საკუთარი რკინის საბადო ველუანთას “ქვა-წითელას” სახელწოდებით. ადგილობრივი მოსახლეობა რკინის ამ მადნებს ოდითგანვე ამუშავებდა. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით რკინის მწარმოებელ მთელ ხეობას “სარკინეთი” ეწოდებოდა. რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ამ რკინის გადამუშავებით იყო დაკავებული, მათ რკინის კაცებს ეძახდნენ. ისინი თავიანთი საქმიანობის მიხედვით იყოფოდნენ რამდენიმე ჯგუფად: მაძიებელნი, რომელნიც აწარმოებდნენ საბადოს მიგნებას; ამომცნობნი, რომელნიც მადნეულის ხარისხს და მის რკინად გამომავლობას ამოწმებდნენ; მთხრელნი – რომელნიც საბადოდან მადნეულის გამოწველას აწარმოებდნენ; მზიდავნი – რომელთაც ევალებოდათ მადნეულის გადაზიდვა დანიშნულ ადგილას; მკაზმავები – რომელთაც ევალებოდათ მადნის გაკაზმვა და მისი შემზადება დასაწურად; მწურავები, რომელნიც აწარმოებდნენ დაკაზმული რკინის მადნის დარიგებას საწურ “ბოვში” და წურვის მსვლელობის წესიერად წარმართვას; მბერავები – რომლებიც უსხდნენ საბერველს და ხელაწყობით უბერავდნენ განუწყვეტლად; მეუროვენი – რომელნიც ბოვიდან ამოღებულ დაწურულ რკინის ლუგვს ხის დიდი უროებით ბეგვდნენ ქვის ბრტყელ გრდემლზე – საბეგვ ქვაზე; მენახშირენი – რომელთა უშუალო საქმეს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის ხის ნახშირის დაწვა – დამზადება; მჭედლები ანუ “კვერით ხურონი” – რომელთა მიერ წარმოებდა სხვადასხვა სახისა და დანიშნულების რკინის გაჭედვა; მადანს რკინის კაცები უწოდებდნენ ლითონს, ხოლო მადნეულის საბადოს სალითონეს. რაჭის სარკინეთში, მაღალი ხარისხის რკინის დამზადებაში დიდ როლს თამაშობდა ერთის მხრივ მადნეულის გარჩევა, სხვადასხვა ხასიათის ხის ნახშირი, სადუღი მიწა, წრთობის წესი, ხოლო მეორე მხრივ რკინის მადნეულში სარევი ლითონის “ფაშას”’ (შავი ქვა) მირთვა. მადანში გარკვეული პროპორციით შავი ქვის დამატება, რომელიც ძველი წესი ყოფილა და ცნობილი იყო როგორც ხალიბური რკინის დამზადების წესი, ჰქმნიდა რკინისაგან ჭედურ საფოლადე მასალას. ჩვენი აზრით, ეს შავი ქვა მანგანუმის მადანს უნდა წარმოადგენდეს. რკინის დამუშავების პრაქტიკაში ფართო გამოყენება ჰქონდა ერთგვარ მიწას, რომელსაც “სადუღი” ეწოდებოდა, რომლის ხმარებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხიანი რკინის დაყენების საქმეში. წურვის დროს იგი იცავდა რკინას ცეცხლში ჩაწვისა და გამოფიტვისაგან, ხელს უწყობდა დნობის ნორმალურ მსვლელობას და ნელნელა სათანადოდ წურავდა ლითონს. მჭედლები რკინის გახურების მსვლელობისას აყალო მიწას, კაჟს, სილას, ქვაკაჟას ხმარობდნენ. რკინის დამუშავება სპეციალურ ქურებში ხდებოდა. 1820 წლისათვის წედისში 20 ასეთი ქურა იდგა. თვით სოფლის სახელიც - წედისი- რკინის მეტალურგიასთან არის დაკავშირებული. აკაკი წერეთელი მიუთითებდა: "დღესაც არის ჩვენში, რაჭის მაზრაში ერთი მთა. გული რკინის მადნისა აქვს და უხსოვარი დროიდან ირგვლივ მცხოვრებნი მჭედლობის მეტს არას აკეთებენ. ამ მთას ჰქვია წედისი ანუ “ჭედისი” (აკ. წერეთლის კრებული, 1897 წ). იმ დროს წედისის რკინა მოიხმარებოდა არა მარტო რაჭაში, არამედ ის გაჰქონდათ როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, ასევე ჩრდილო კავკასიაშიც. დამახასიათებელია ის ვითარებაც, რომ წედისის რკინის წარმოებისას ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე სხვა სოფლებიდან მოსული ხალხი. დამუშავების პროცესი ატარებდა სეზონურ ხასიათს (ძირითად სამუშაო პერიოდს წარმოადგენდა შემოდ-გომა და ზამთარი). დაახლოებით იგივე სურათს ვაწყდებით ზემო იმერეთშიც, სადაც სოფ. ტყიბული, საწირი და სორმონის მიდამოებში არსებობს რკინის მცირე საბადოები. ტყიბულთან ძირითად საწარმოო ობიექტს რკინის ოხრა წარმოადგენდა, რომელიც იმ ტერიტორიაზე გვხვდება დიდი ქვარგვალების სახით. აქ მადნის დამუშავება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდულობით. ცალკეული მცირე საბადოების გამომუშავება ხდებოდა 3-4 წელიწადში. ამ სოფლებში მადნის მოპოვება ხდებოდა ერთდროულად დაახლოებით 30 ოჯახის მეშვეობით, წლის იმ დროს, როდესაც ისინი არ იყვნენ დაკავებულნი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. რკინის გამოლღობა ხდებოდა მწირე მადნებიდან, სადაც რკინის შემცველობა არ აღემატებოდა 17%. XVIII-XIX საუკუნეებში რკინის მადნების დამუშავება დაახლოებით იგივე წესით ხდებოდა თითქმის მთელ საქართველოში (რამოდენიმე რეგიონის გარდა). XIX საუკუნის ბოლოში კი, მაშინ როდესაც საკმაოდ გავრცელდა ცეცხლსასროლი იარაღი, რკინის გამოდნობა და მისგან ბულატის მიღება ფაქტიურად შეწყდა. ამას დაემთხვა ის, რომ იმპორტირებული ფოლადი (მართალია გაცილებით უხარისხო) შეუდარებლად უფრო იაფი იყო. ასე მაგალითად, ამ პერიოდში, არა მარტო საქართველოში, არამედ ინდოეთსა და სირიაშიც კი ცივი იარაღის წარმოება უკვე ხდებოდა ინგლისური და შვედური უბრალო ფოლადის გამოყენებით. სიამაყით უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს-დღეობით საქართველოში ენტუზიასტი ხელოსნების და ზოგიერთი ამ საქმეს შეყვარებული სხვა პირის მეშვეობით აღდგენილია მაღალხარისხოვანი ფოლადის - ბულატის წარმოება. თუმცა, აქვე ავღნიშნავთ, რომ ამ ხელობის განახლებას მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდაბა სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში, რკინის დამუშავების შედეგების განხილვის დასკვნით ნაწილში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საკითხი: ის რომ ჩვენ წინაპრებს გააჩნდათ მაღალი ტექნოლოგიური დონე - ეს დღეს უკვე გასაგებია, მაგრამ საკითხავია თუ კონკრეტულად სად მოიპოვებდნენ ისინი ნედლეულს (ძირითადი საბადოები) და საიდან ხდებოდა მათი ტრანსპორტირება? მაგალითისათვის, ჩვენთვის ლიტერატურული ცნობებით ცნობილია, რომ დამასკოს მახლობლად არსებობდა მთა, რომელიც შესდგებოდა ბუნებრივი რკინისაგან, ნახშირბადისაგან (0,9-1%), ვოლფრამიტისაგან (8-9%), ცოტა გოგირდისა და ფოსფორისაგან. უძველესი ხელოსნები უბრლოდ ატეხავდნენ ნატეხებს ამ ქანებს და მისგან ამზადებდნენ ხმლებს და ხანჯლებს. მოგვიანებით მისგან მიიღეს ვოლფრამიტული ბულატი. პოლონელი სპეციალისტის ი.პისკოვსკის მიხედვით, მე-18 საუკუნის ბოლოში ეს მთა ბოლომდე იქნა გამომუშავებული. ვთქვათ ჩვენთვის გასაგებია, თუ რა იყო დამასკოს ფოლადის წყრო, მაგრამ ამ შემთხვევაში იბადება კითხვა - საიდან მოჰქონდათ მადანი ძველქართულ ტომებს, რას ხმარობდნენ ნედლეულად? ჩვენი აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე, ესეთი მადნის მოსაპოვებელი ადგილები შეიძლება ყოფილიყო რამოდენიმე:

1. ყველაზე ადვილად მოსაძიებელ და მოსაპოვებელ ნედლეულს, რომელიც როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით მიწის ზედაპირზე იდო, წარმოადგენდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და მდ.ჭოროხის ხეობაში გავრცელებული მაგნეტიტური ქვიშები. ეს ნედლეული, ბაზალტური ქანების დაშლის პროდუქტს წარმოადგენს. ისინი თავის შემადგენლობაში დაახლოებით 11% მაგნეტიტს შეიცავენ. ეს რკინისშემცველი ქვიშები მრავალრიცხოვან მდინარეებს ჩამოჰქონდათ და ილექებოდნენ შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ზუსტად ის მასალაა, რისგანაც ჩვენი აზრით, მიიღებოდა ცნობილი ხალიბური რკინა. ამ ქვიშებისაგან დამზადებულ ლითონს (არისტოტელეს აზრით) ჰქონდა ვერცხლის ფერი და ითვლებოდა დაუჟანგავად. ალბათ ამ მაგნეტიტური ქვიშების გამდიდრებასთანაა დაკავშირებული კოლხეთის დაბლობის ძველი ქართველური ტომების სადგომებში ნანახი დიდი მოცულობის აბაზანები, რომლებიც დამზადებულნი იყო უხეში თიხისაგან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რკინის ოთხი ძირითადი ქანთმაშენი მინერალიდან, კოლხეთის ტერიტორიის ამ ქვიშებში გვხვდება სამი. ესენია -ჰემატიტი, მაგნეტიტი და ლიმონიტი. პირველი ორი მათგანი შეიცავს 65-70% სუფთა რკინას. მადანსალღობი სახელოსნოების მაღალ კონცენტრაციას ვაწყდებით მდ.ჩოლოკის შუა წელში, სადაც დაფიქსირებულია ჩვ.წ.-მდე VI—II საუკუნეების დიდი ნაქალაქარი. ასეთივე სახელოსნოებია ნანახი მდ.ხობისა და ოჩხამურის აუზებში, რომელთაგან ყველაზე ძველი მათგანი დათარიღებულია როგორც ჩვ.წ.-მდე IX საუკუნის ძეგლი.

2. აგრეთვე გამორჩეულად უნდა აღინიშნოს მცირე კავკასიონის მეტალმატარებელი ზონა, და განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილი (მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და ნაწილობრივ დმანისის რ-ები), რომელზედაც განლაგებულია მრავალრიცხოვანი ლითონური გამადნებები. მათ რიცხვშია რკინის გამადნებებიც. ამ მადნიანი ველის გეოლოგიურმა შესწავლამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ აქ არის კონცენტრირებული როგორც ჰემატიტური (ჩათახი, მადნის-წყარო და სხვა), ასევე მანგანუმ-ჰემატიტური (თეთრიწყარო, მადნის სერი, სოშები და სხვა) საბადოები. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რაიონშია განლაგებული კოლჩედანური, სპილენძის, ოქროსა და პოლიმეტალური საბადოები, რომლებიც შეიცავენ არც თუ ისე მცირე ვერცხლის რაოდენო¬ბებსაც. რკინის უძველესი მეტალურგიისათვის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ტერიტორიაზე განლაგებული იყო ჰემატიტური და მანგანუმ-ჰემატიტური მრავალრიცხოვანი გამადნებები. არ არის გამორიცხული, რომ ძველი მეტალურგები მაღალხარისხიანი ფოლადის მისაღებად მადანს მანგამუმს უმატებდნენ. თუმცა ისინი იგივე შედეგს მიიღებდნენ მანგანუმ-ჰემატიტური მადნების უბრალო დამუშავებით. ცნობისათვის აქვე ავღნიშნავთ, რომ ჩათახის საბადოს წარმოება XX საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა.

3. საქართველოს ლითონის დამუშავების ისტორიაში არც თუ მცირე როლს თამაშობდა ძამის სკარნული რკინის საბადო ოქროთი (აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალური სეგმენტი. სოფ. ტყემლოვანას მიდამოები). აქ გასული საუკუნის 40-60-იან წლებში აღმოჩენილი იყო ლითონის სახარში უძველესი ღუმელები და წიდების აუარებელი რაოდენობა. სამწუხაროდ, ეს ნანახი სახელოსნოები განადგურებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და დროის მეშვეობით.

4. ეს არის მცირე გამადნებები აფხაზეთის, სვანეთისა და ზემო სამეგრელოს ტერიტორი-ებზე, სადაც მადანში Fე3O4-ის შემცველობა 91-95% აღწევს. აგრეთვე რაჭისა და ზემო იმერეთის მადანგამოვლინებები, სადაც აგრეთვე მოძიებული იყო უძველესი მეტალურგიული კერები.

დავით ყუფარაძე

გეოლოგ. მინერ. მეცნიერებათა დოქტორი

saunje


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"საქართველოს ლითონის დამუშავების ისტორიაში არც თუ მცირე როლს თამაშობდა ძამის სკარნული რკინის საბადო ოქროთი (აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალური სეგმენტი. სოფ. ტყემლოვანას მიდამოები). აქ გასული საუკუნის 40-60-იან წლებში აღმოჩენილი იყო ლითონის სახარში უძველესი ღუმელები და წიდების აუარებელი რაოდენობა. სამწუხაროდ, ეს ნანახი სახელოსნოები განადგურებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და დროის მეშვეობით."

 

იგივეს ეხლა ყაჩაღიანზე იმეორებს მთავრობა. (კონკრეტულად კულტურის სამინისტრო) :bravo: :bravo: :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაინც გადაანგრიეს. თფუ ამათი. ....

 ფულის გულისთვის საკუთარ დედის საფლავსაც ამოთხრიან და  გადააქოთებენ ....


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი