Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33335 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯიხვი — კავკასიის ენდემი

ჯოგი

ჯიხვი — კავკასიის ენდემია. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური(Capra caucasica) და აღმოსავლეთკავკასიური(Capra cylindricornis). ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის

 სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. . ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. გავრცელებულია  კავკასიონზე მწ.შხარადან უკიდურეს ნაწილამდე. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში.გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრემდე.  

ჯიხვებისთვის დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს,  ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.

ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს.

უკანასკნელ წლებში მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჯიხვისა და განსაკუთრებით ნიამორის რაოდეობის კლება ბრაკონიერობას უკავშირდება, რომლის დონე უკანასკნელ პერიოდში არნახულ მასშტაბებს აღწევს. უცხოელი თუ ადგილობრივი ბრაკონიერების სამიზნეს უმეტესად ჯიხვი წარმოადგენს. ჯიხვებზე არალეგალური სატროფეო ნადირობის ძირითადი ობიექტებია ასაკოვანი (დიდრქიანი) ხარჯიხვები და ნიამორები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობები საქართველოს წითელ ნუსხაში არიან შეტანილები, მათ დასაცავად არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება. უახლოეს მომავალში ისინი შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდნენ.

347937917_bce613ea50_o.300a.jpg

 "ადრე თუშეთში ჯიხვზე ნადირობა დაკავშირებული იყო "მეკდეურობასთან"-კლდეზე ცოცვის ხელოვნებასთან, რაც მენაპირეთა(მესაძღვრეთა) ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გზას წარმოედგენდა. ნადირობის დაუწერელი კანონი ზღვარს უდებდა მონადირის თავისუფალ ნებას და უზრუნვლველყოფდა ბიოლოგიურ წონასწორობას, თუნდაც მონარიდე ხელმოცარული ყოფილიყო წესად არ იყო ციკნებიანი ნადირისთვის(შუნი,თხა ფურირემი) სროლა. ასევე წესად არ იყო ფრინველზე ნადირობა."

ნამდვილი მონადირე ის არის, ვინც ნადირობის დაუწერელ კანონებს ემორჩილება, კანონებს, რომლის დარღვევითაც ზიანი ადგება ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა ჯიხვი, ნიამორი და კიდევ ბევრი მთის ენდემი ცხოველი. ნადირის გაფრთხილების სურვილი, შენი ბუნებიდან უნდა მოდიოდეს და სხვას მისი სწავლება არ უნდა სჭირდებოდეს, უნდა იცოდე სად გაჩერდე(რამდენი მოკლა), რათა მომავალში ისევ მოხვიდე იმ ადგილზე და ინადირო. ჩემი დევიზია:–გაამრავლე და შემდეგ ინადირე. იმედია თვითოეული თქვენგანი, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, იფიქრებს, როგორ ინადიროს მომავალში.

wl_m_t_055.jpg

რა სჯობია ჯიხვების ფარას რო დაჰყურებ მაღლიდან და არჩევ რომელი წააქციო. ასეთი ადრენალინი მხოლოდ საჯიხვეებში შეიძლება განიცადო, ასე რომ მხოლოდ ყურებით ნადირობის მეათედ სიამოვნებას იღებ . ეს ყველაფერი ოცნებად დარჩება თუ არ გავუფრთხილდებით.

პატივიცემით თუში მონადირე:  გიორგი ბაკურიძე

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33335 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ახალგაზრდობაში ვარ ერთხელ ნამყოფი ჯიხვზე სანადიროთ. :good:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3706 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ძალიან მაგარი სანადირო ობიექტია , ჩემთვის პირადად ჯიხვზე ნადირობა ალბათ აუხდენელ ოცნებად დამრჩება , ერთადერთი რაც გაგრიდან შემომრჩა ბაბუას მოკლული ბოლო ჯიხვის ყანწებია, ისტორია ასე მოხდა სანამ არეულ დარეულობა დაიწყებოდა იქ ვისვენებდი 6 წლის ვიყავი (მერეც იქ ვიყავი მაგრამ ეს სხვა ისტორიაა)  . ბაბუა სანადიროდ წავიდა და გავსკდი ტირილიტ მეც წამიყვანეთქო , ნუ სად წამიყვანდა მაშინ და შემპირდა ჯიხვის რქებს ჩამოგიტან აუცილებლად , მოკლედ ღამე გამეპარა სანადიროდ და 1 კვირის შემდეგ დაბრუნდა. არც დაუსვენია მომკიდა ხელი და ეგრევე ყანწების ხელოსანთან წამიყვანა  . გააკეტებინა ყანწების ჩემს სახელზე, მას მერე ამ ყანწებიტ მხოლოდ ჩემი სადრეგრძელო ისმეოდა ჩვენს ოჯახში სანამ მამაცემი ცოცხალი იყო. ნუ მე ტრადიაციას არ ვურალატე და ჩემი შვილის დაბადების დღეზე მაგ ყანწით დავლიე მის დაბადების სადრეგრძელო (მას ბაბუის სახელი ჰქვია იმ ბაბუის ვინც ტრადიცია ოჯახში დაამკვიდრა )

 

უუფ ძალიან ლამაზი ყანწია , რაც მე ბავშობაში ჯიხვის კუბდარების მიჭამია ეეჰ ნეტავ იმ დროს  

 

 


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#4 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33335 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთხელ ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე, ჯიხვზე სანადიროთ. ცოლის სანათესაომ დამპატიჟა აწი მე მაგაზე წამსვლელი აღარ ვარ. ახალგაზრდების საქმეა. (ლიცენზირებულს ვგულისხმობ. აბა თქვენ რა იგულისხმეთ????) ;) 1370456_125.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#5 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ჩემმა ძაან ახლო ნათესავმა მოიყვანა ეხლა ცოლი. ის გოგო საინგილოდან არის წარმოშობით. საზღვარგარეთის პასპორტი არ მქონდა და მაყარში ვერ წავედი მე. ვაბშე ქართული იყო ყველაფერი. მაგრაად გამისწორდააა ეს რო გავიგე :) მარააა ისიც არანაკლებად გამისწორდაა ჯიხვები არის ძაან ბევრიო იქაურ ოჯახის წვრს უთქვამს და დავუპატიჟებივარ... შაშხანებზე უნდა დავიწყო ახლა ვარჯიში :D
  • 0





საკვანძო სიტყვები: ჯიხვი, კავკასიის ენდემი, Capra caucasica, Capra cylindricornis, ტყე, ალპური, სუბალპური, სარტყელი, წითელი წიგნი, საკვები, მიგრაცია, ფრთხილი ცხოველი, მაკეობა, თიკანს, დოლი, შუნი, ვაცები, ბრაკონიერობა, სატროფეო ნადირობა, ნიამორი, ხარჯიხვი, გადასენების საფრთხე, ბიოლოგია, ფურირემი, ბუნება, მომავალი

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 0 წევრს:


TOP-RATING.UCOZ.COM Saitebi.Net cat.allfilmi.com