Jump to content


ამ თემას აქვს 84 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ლეკვის შერჩევა

cda68a24eb91.jpg

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გადაწყვეტთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ბუნებას და გემოვნებას, მაშინვე იწყებთ ფიქრს იმაზე, რომელი სქესის ლეკვი აიყვანოთ - ძუ თუ ხვადი?

ძუ ძაღლი მოსასვლელად უფრო ადვილია. მშვიდი, რბილი და თვინიერი ხასიათისაა. თავის ადგილს მყარად და სწრაფად ეჩვევა. ბინიდან არ გარბის, ადვილად იწაფება და იგეშება. მინდორში დამჯერია. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხურვადობის, მაკეობის და ლეკვიანობის პერიოდში. ამ დროს მისი მინდორში გაყვანა და ნადირობა მიზანშეწონილი არ არის.

ხვადი ძაღლი ბინაში შესანახად შედარებით ძნელია. სქესობრივი ლტოლვის დროს ხშირად სახლიდან გარბის. სისუფთავეს ბინაში უფრო გვიან ეჩვევა. ზოგჯერ ავლენს ჯიუტ და ურჩ ხასიათს, მინდორში აზარტულია. აქვს ძლევამოსილი დაუოკებელი ნადირობის ჟინი და აზარტი. მთელი წლის განმავლობაში შესაზლებელია სანადიროდ წაყვანა.

სქესს რომ გადაწყვეტთ ჯერი უკვე თვითონ ლეკვის არჩევაზეა. რით ვიხემძღვანელოთ? მხოლოდ და მხოლოდ სამი ძირითადი პრინციპით: 
პირველი – ლეკვი უნდა იყოს ჯიშიანი, წმინდა სისხლის. გულდასმით და ზედმიწევნით უნდა გადაისინჯოს და შესწავლილ იქნეს მისი საგვარეულო - უშუალო შორეული წინაპრების ექსტერიელური მონაცემები და სანადირო თვისებების მაჩვენებელი. სასურველია საველე გამოცდის ქულათა ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყნოსვის გრაფებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიახლოებით მაინც წარმოდგენა ვიქონიოთ ლეკვის მომავალ ყნოსვაზე. 

აუცილებელია დავადგინოთ ლეკვის მშობლების და წინაპრების ხასიათი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მინდვრად. რადგან ლეკვს ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა ესა თუ ის ცუდი ზნე, მაგალითად, თოფის გასროლის შიში. როცა ასეთი ან სხვა მავნე ზნის მატარებელია მშობლები, მაშინ ლეკვის აღზრდისას განსაკუტრებით უნა გამახვილდეს ყურადღება და მიღებულ იქნას პროფილაქტუკური საგანგებო ზომები მათი განვითარების საწინააღმდეგოდ. 

ყოვლად დასაგმობია და დაუშვებელი სანადირო ძაღლის ლეკვის აყვანა უცნობი მწარმოებლიდან ან მეტისისა, როგორი კარგი სამონადირეო თვისებებით არ უნდა იყვნენ მისი მშობლები დაჯილდოებული, რადგანაც მეტად საეჭვოა ამგვარ ლეკვს გამოჰყვეს მშობლების დადებიტი თვისებები. ექსტერიერზე საერთოდ არ ღირს საუბარი; რადგან არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასეთი ლეკვის გაზრდა მხოლდ „ წყლის ნაყვაა“. 

მეორე – ლეკვი უნდა იყოს თავისი ჯიშის ტიპური წარმომადგენელი. იგი გარეგნუკად მინიატურულ ფორმებში უნდა ატარებდეს კონკრეტული ჯიშის ყველა დამაასიათებელ ექსტერიერულ ნიშანთვისებებს. მართალია, ლეკვს არ შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჩამოყალიბებული სხეულის ნაკვთები, მაგრამ ასაკტან შეფარდბით ყოველ მხრივ პროპორციული უნდა იყოს. ლეკვის კარგ განვითარებაზე მეტყველებს მისი მეტ-ნაკლებად ჩასუქებულობა, სადა და მზინავბეწვიანი ფაფუკი საფარი, თან ნაოჭებს რომ იკეთებს ისეთი. 

ლეკვებში სხეულის აგებუელბით საკმაოდ კარგად უნდა განირჩეოდეს ძუები ხვადებისაგან. ხვადები უფრო დიდი, მასიური, ჩაფსკვნილი ტანისანი არიან, ძუები კი პირიქით, მომცრონი, ტანად პატარა, ნაზი, სუსტი აგებულების. საერთოდ ლეკვის ტანის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს მომავალი ძაღლის ჩამოყალიბებაში. ბუდობაში ყველაზე დიდი ლეკვი ზოგჯერ ისე ჩამორჩება ხოლმე ზრდაში და მომცრო ძაღლად გაიზრდება და, პირიქით, პატარა, სუსტი ლეკვისაგან ტანმაღალი ჩაფსკვნილი ძაღლი ჩამოყალიბდება. ეჭვგარეშეა ძაღლად ფორმირებაში, მის ზრდაზე და ექტერიერული მონაცემების გამოკვეთაში, შთამომავლობითი გენების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონალური მოვლაპატრონობა. 

ლეკვის არჩევისას ყურადსაღებია მისი ბეწვის საფარველის ფერი. ნებისმიერი ჯიშის ლეკვი თუ არასტანდარტული ფერისაა დაწუნებული უნდა იყოს და აღსაზრდელად არ უნდა აიყვანოთ, რა რიგ გამოცენილი საგვარეულოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. 

ლეკვის ფერის მიხედვით არჩევა მთლიანად მომავალი პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია ლეკვი ფერით ჯიშს შეესაბამებოდეს. საერთოდ ლეკვის ტანზე ფერადი ლაქების განლაგება არ უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, გამოფენაზე ამას არვითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა სიმეტრიულად განლაგებული სხვადასხვა მოყვანილობის ფოთლები თავისებურად ლამაზია და მნახველის თვალს ახარებს. ძაღლის ფერს გარკვეული მნიშვნელობა ნადირობისას აქვს. მაგალითად, ღია და ამლაყი ფერი უფრო შესამჩნევია მინდორ-ველად, ბუჩქნარ-ჯაგებში, მითუმეტეს ბინდში. ბინაში მოსასვლელად კი მუქი ფერის სჯობია, რადგან ნაკლებად ჭუჭყიანდება. 

საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ლეკვს ფერი ზრდასთან ერთად ეცვლება, ღია ფერის ლაქები უფრო მუქი ხდება, თეთრ ფონზე ხშირად პატარა ლაქები და ქინქკლები ჩნდება. ზრდასთან ერთად ლეკვს თვალის ფერიც ეცვლება. ორი წლის ასაკამდე თანდათან უმუქდება. ამიტომ მარტო თვალის ფერის გამო მისი დაწუნება არ ღირს. 

მესამე – ჯანმრთელი ლეკვი კარგი ძაღლის ჩამოყალიბების საწინდარია, ხოლო უსუსური რა გაიზრდება არავინ იცის. ამიტომ ლეკვი უნდა იყოს ყოველმხრივ ჯანმრთელი, ფიზიკურად კარგად განვითარებული, თავისი ასაკის შესაბამისი ზომა-წონის, სიცოცხლით სავსე, მოძრაობაში მოქნილი, მარდი, ღორმუცელა და მსუქანი. 

ლეკვის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თანდაყოლილ სიმახინჯეებზე ან ლეკვობისას შეძენილ ტრამვულ დაზიანებებზე. გულდასმით უნდა გაისინჯოს კბილთაყრა, ყბების მდგომარეობა. დედისგან მოსაცილებლად გამზადებულ ლეკვს ამოსული აქვს ყველა სარძევე კბილი, ამიტომ კარგად ჩანს მათი დაბრეცილობა და ოკრო-ბოკრო განლაგება, ყბების არასწორი განვითარება, ეს ისეთი სიმახინჯეებია, რომ მათი გამოაშკარავების შემთხვევაში ლეკვის გაზრდაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უფრო მეტიც ასეთი ლეკვი უნდა განადგურდეს. ასევე არ შეიძლება კუდმოტეხილი ლეკვის აყვანა. 

ჭიპის თიაქარი ბევრ ლეკვს აქვს. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ მისი მორჩენა ადვილია, ამიტომ მხოლოდ ამ მიზეზით ლეკვი არ დაიწუნება. გაცილებით პრობლემურია რაქიტი, თუმცა მისი მკურნალობაც შეიძლება კარგი ნოყიერი კვებით და პროფილაქტიკური ზომების მიღების შედეგად. თუ ლეკვი ყოველმხრივ მოგეწონათ კარგი საგვარეულოს მქონეა, რაქიტის დაწყებითი ფორმების გამო ნუ დაიწუნებთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება. 

ლეკვის შეძენის მსურველს როგოც წესი, ბევრი მრჩეველი, მრავალნაცადი, ყოვლისმცოდნე დამხმარე აღმოუჩნდება ხოლმე. ყველა მათგანმა ლეკვის ამორჩევის განსაკუთრებული მეთოდი იცის, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი მათგანი მთელ ბუდობას სკამზე დასვამს და ხელის მსუბუქი კვრით პარტყა-პურტყით სკამიდან სათითაოდ გადმოყრის. ამ დროს შესაძლებელია რომელიმე ლეკვი შემთხვევით სკამის კიდეს წაეპოტინოს და ჩამოეკიდოს. თურმე ეს ყველაზე კარგი ლეკვია ბუდობაში და არჩევანიც მასზე უნდა გაკეტდეს. მეორე განსწავლული ლეკვის სასას და ხახას ათვალიერებს გულდასმით და ამტკიცებს, რომ ლეკვად ის სჯობს, რომელსაც სასა და ხახა მუქი აქვს. მესამე ტაშს უკრავს ან გასაღებს აჩხაკუნებს და თუ რომელიმე ლეკვმა ყურები დაცქვიტა, სწორედ მას ურჩევს გასაზრდელად. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგის რჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით. 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რამდენი ძაღლი მყოლია . რამდენი ჯიშის. ვერავინ დამაჯერებს რომ არსებობს მეთოდი და რამოდენიმე წუთში არჯვევენ თვენახევარ-2 თვის ლეკვებში რომელი როგორი გაიზრდება? აბსოლუტური ბლეფია. ლეკვი გამოდგომაზეა , მეგობრებო.ხოლო არჩევა რაღაც უცნაურ იმპულსებზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ პრაქტიკაში ასე იყო. და მეც ასე მგონია  . დერტრუდა თავის ბუდობაში არაფრით გამორჩეული ლეკვი არ იყო(ფერის გამო ავარჩიე) მაგრამ 8 დედმამისშვილში არც ერთი ასეთი არ გამოდგა.ამასთან ახლოსაც კი ვერ მოდიან .

რინგზე გაყვანის წინ

gertrudaoeypm.jpg.

.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს

.i0h5a.jpg

 

ესეც შთამომავლობაააა. კოპიო დედამისი ლეკვობაში . დღეს უკვე მირზახანის ეზოში დაკუნტრუშობს. მალე დედამისთან ერთად ინადირებს, და დიდი იმედი მაქვს აჯობებს კიდეც. ის ურჩევნია მამულსა , რომ შვილი სჯობდეს დედასა. (კურცხარებში ესეა) ;)

bb8b1995655d.jpgკუდი ბოლომდე თმით ჯერ არ აქვს დაფარული.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

ეს ლეკვი რა ჯიშისაა თქვენი აზრით? ჰასკის და ლაიკის ნაჯვარია, მაინტერესებს დაახლოებით რომელ ქვე ჯიშს განეკუთვნება. და შეიძლება  დაიგეშოს?

 

 

<img src='https://legion.ge/up...70820148105.jpg' alt='270820148105.jpg' />



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნინიკას გაუმარჯოს.....არ მოგატყუებ და დიდი გამოცდილება პირადად ამ ჯიშთან მიმარზტებაში არ მაქვს,სამოა მაგარი  კინოლოგიაში


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნინიკას გაუმარჯოს. ძმობილო ერთი შემიძლია გითხრა რომ არის ნადირობის სხვადასხვა მეთოდი, სარეკიდან დაწყებული და მიპარვით დამთავრებული.

ლაიკა გამოიყენება როგორც რუსული ტერმინი გვამცნობს ს პადხოდა , ანუ მისვლით. საქმე მდგომარეობს შემდგომში . ეს ძაღლი მუშაობს შეკავების პრინცპით, ანუ თუ იპოვის დათვს , ან ტახს, ცდილობს გარშემო წრეებზე სირბილით და ყეფით იმდენად მიიპყროს მსხვერპლის ყურადღებას , რომ გადაადგილების მაგივრად , ადგილზე დატოვოს. ამავე დროს , თავიი ყეფით მონადირეს ამცნობს  მსხვერპლის ადგილ სამყოფელს. 

მაგ. როჭოს თუ აღმოაჩენს ხეზე (გამოცდილი ძაღლი) ისეთი მხრიდან უყეფს როჭოს , რომლის მოპირდაპირე მხრიდანაც ელოდება მონადირის გამოჩენას , რათა ამ უკანასკნელს მისცეს აუჩქარებლად  სროლის საშუალება.

დაგეშვით ჩემმა ნათესავმა დაგეშა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"ეს ლეკვი რა ჯიშისაა თქვენი აზრით? ჰასკის და ლაიკის ნაჯვარია,"

 

-ჯიშთაშორის დართვის შედეგად მიღებულ ნამატს -მეტისი ქვია


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

მადლობა პასუხისთვის ბაბუ :) დიდი, ძლიერი და ლამაზი ძაღლები მიყვარს და თან ნადირობაც ამიტომ ეს მემგონი ყველაზე კაი ვარიანტია. ვიცი ლაიკა ნადირობს და როგორი სტილიც აქვს მაგრამ რადგანაც ჰასკთანაა ნაჯვარი მაგიტო ვიკითხე.



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ცხოველზე გინდა დაგეშო?

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

რავი არ ვარ კარგად გარკვეული მაგ საკითხში და იმაზე მირჩევნია დაიგეშოს რაც უფრო მეტია საქართველოში ანუ ვგულისხმობ ფრინველებს, მაგრამ თუ ცხოველებზე ნადირობა ნებადართულია რატომაც არა . 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ცხოველებზე კერძო სამონადირეო მეურნეობაშია ნებადარტული..ასევე ისეთი ფრინველი რისი დაგეშცავ მაგაზე შეიძლება (ხოხობი,როჭო და ასე შემდეგ)მაგათზეც კერძო სამონადირეო მეურნეობაშია ნებადართული..

 

ამდენი ხარჯის გაწევა თუ შეგიძლია რომ ყოველ ნადირობაზე ტროფეიში საკმაოდ მსუყე თანხა გადაიხადო რატომაც არა ...დაიგეშება..

მაგრამ ასეთი ნადირობა რამდენად მისაღებია შენთვის?

მე პირრადად ამ ლეკვის სანადიროდ დაგეშვას არ გირჩევ..არა იმიტომ რომ არ ივარგებს..იმიტო რომ მაგ ჯიშის ძაღლების სანადირო აქ არ არის ჩვენთან..

დანარჩენი გემოვნების თემაა

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნინიკა , საქმე რაშია იცი ...საქართველოს კანონმდებლობით , ფაქტიურად ყველა ცხოველებზე , აკრძალულია ნადირობა.თუ კაცი არ ბრაკონიერობს. ნებადართულია მხოლოდ სანადირო მეურნეობაში, სადაც ძალიან ძვირია ეს სიამოვნებ და ხშირად ვერ ივლი.რაც Aშეეხება ნადირზე ნადირობას ესეთი მდგომარეობაა  , ხოლო , რაც შეეხება ფრინველებზე ნადირობას  მაგ ძაღლს ფრინველზე ვერ დაგეშავ (ანუ ნაბულს ვერ გააკეთებს).  


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

გასაგებია მადლობა 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წარმატებები


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ისე ლეკვის შერჩევა კარგი პროცესია.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

"ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია"







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?