Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38959 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

     


kolxetis erovnuli Parki / კოლხეთის ეროვნული პარკი

2014073014321140171.parki-900x0-c-center

aQRGm1Nj6F3l6Ub-900x0-c-center.jpg


 

kolxetis erovnuli Parki / კოლხეთის ეროვნული პარკი


 

 
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქარათველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით.

კოლხეთის დაბლობი სპარკი

ხობი
სენაკი
ყურე
ლაგუნა
აერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა.



2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო.
კოლხეთის ეროვნულ პარკი არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებისგან - უბნებისგან შედგება. პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების ჭურიისა და ხობისწყლის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების ხობისწყლის და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების რიონის და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ გეოგრაფიულ უბნებად. ეს ის ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი. ამას გარდა, ეროვნულ პარკში შედის მდინარეების რიონსა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. ანაკლია-ჭურიის უბნის ფართობი შეადგენს 13 713 ჰექტარს; ნაბადის უბნის სიდიდე 10 697 ჰექტარია, ხოლო იმნათის უბნის – 19 903 ჰექტარი. სულ კოლხეთის ეროვნული პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდე 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიის – 15 742 ჰექტარია. ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ნამდვილი მშვენებაა პალიასტომის ტბა






პალისტომის ტბა რამდენიმე ათასი წლის წინ შავი ზღვის ყურე იყო. საუკუნეების მანძილზე ზღვის ტალღების მიერ სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, ხოლო მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და წყლის უხერხემლოებითა და პლანქტონით მდიდარ, სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის მრავალი სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.

კოლხეთის ეროვნული პარკის ფლორა

კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. კოლხეთის დაბლობს სხვა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს.



kolxetis_parki.jpg40b8ebb3d4db.jpg112245ba6252.jpg49fb73867bdb.jpg1592db05ca61.jpg4f22711e69f4.jpg
 

 


 
 
 
 
 
 
კოლხეთის დაბლობი
 
 
 
კოლხეთის დაბლობის ხსენებისას, პირველ რიგში, ხშირი წვიმები, ჭაობები და პალიასტომის თავზე მოყაპყაპე ფრინველთა გუნდები გვახსენდება. მისი უნიკალურობაც სწორედ ესაა: ეს ჭარბტენიანი ეკოსისტემა მსოფლიო ყურადღების ცენტრში სწორედ ჭაობის მცენარეებისა და წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების გამო მოექცა.
კოლხეთის პარკი რელიქტური მცენარეების სამშობლოა, იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტის ნაშთია, 10 მილიონი ნლის წინ, კაინოზოური ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უნყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. ამ ადგილს გამყინვარება არ შეხებია. მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ისპანის, იმნათის, ნაბადასა და ანაკლია-ჭურიის სფაგნუმის ხავსები, თავისზე 25-ჯერ მეტი წყლის შეწოვა რომ შეუძლიათ, ათასწლეულების განმავლობაში აწესრიგებდნენ კოლხეთის ნიადაგს,წ ვიდრე 20-ე საუკუნეში ადამიანები მის განადგურებას დაიწყებდნენ. ეს ჭაობები ევრაზია-აფრიკაში მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია შემოდგომასა და გაზაფხულზე. კოლხეთის დაბლობში 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს.
მათი ნახვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, აქ არა მხოლოდ მობუდარ, შორეულ მოგზაურობაში დაძრულ ფრინველთა უზარმაზარ გუნდებსაც შეხვდებით. ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, თეთრკუდები, ველისა და ბექობის არწივები ზღვის ნაპირს მიუყვებიან. მდინარეების ზღვასთან შესართავებში კი შეიძლება გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობაც ნახოთ.
თუკი ჰალიასტომზე, მდინარე ფიჩორზე ან ქჩერიაზე ნავით მოგზაურობთ, ის ტყის მასივიც კი, რაც დღემდე შემორჩა, სუროებითა და ლიანებით, გაუვალ კედლად აღმართული ბინის ბუჩქნარით, იელით და შქერით სამხრეთამერიკული ჯუნგლების ასოციაციას გიქმნით. გზად დანახული ველური ბინადრები კი ამ ასოციაციას უფრო ამძაფრებენ: მზეს ეფიცხებიან წყლიდან ამოშვერილ ხის მორებზე მოკალათებული ჭაობის კუები და წყლის ანკარა გველები, წყლის პატარა ქათამურები წყალზე ფრთების დგაფუნით იმალებიან ლელიანში, ხიდან ხეზე გადაფრინდებიან დამფრთხალი მტაცებლები და ყანჩები, თქვენს კატერს კი წინ თითქოს თამაშ-თამაშით ლურჯი ალკუნი მიუძღვის.
წყარო მონადირეინფო


ჩამსწორებელი Qartvela™, 19 February 2019 - 10:10 AM.

53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38959 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პალიასტომზე ნადირობის აკრძალვა , დროებით შეჩერებულია.....წლის ბოლომდე


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38959 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პალიასტომზე რაიმე სიახლე არის თუ იცით?


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2479 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2479 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული
მონადირეების საპროტესტო აქცია ფოთში - შეკრებილები კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ
დღეს, 15:20
soc1.png 
118
  
gnome_printer.png
 
 
 
 

მონადირეების საპროტესტო აქცია ფოთში. შეკრებილები კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ, რომელის მიხედვითაც, მათ კოლხეთის ეროვნული პარკისმიმდებარე ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება ექნებათ.

ამ მოთხოვნით შეიკრიბა 300-მდე მონადირე კოლხეთის ეროვნულ პარკთან. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

„ქალაქის ხელმძღვანელების პოზიცია არის, რომ მივმართოთ სამინისტროს, გამოყონ წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, გაეცნობიან ამ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის გადაწვეტილებას. ქალაქი მოკლებულია იმ შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩარევის და რაიმე ცვლილების შეტანის,“ - აცხადებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი.

 მონადირეები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2277 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ისე ფოთელები ცუდ დღეში არიან.სანადირო ადგილები აღარ დაუტოვეს ხალხს


          DUDU

          LEGION.GE


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38959 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ფოთელები ცუდ დღეში არიან.სანადირო ადგილები აღარ დაუტოვეს ხალხს

ხო. მართალია


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?