Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

ყველაზე მტირალა მთა

 

 

 

ეს ყველაზე ნალექიანი და მტირალა ადგილია ჩვენს ქვეყანაში. ამბობენ, აჭარის მთები ზღვის ტენიან ჰავას აკავებენ და ნალექების სიუხვესაც ეს ქმნისო. მტირალას მთაზე წლის მანძილზე იმდენი ნალექი მოდის, რაც არათუ აჭარის, მთელი საქართველოს მაჩვენებელსაც აჭარბებს. და ეს ნისლმოხვეული მთა და მისი შემოგარენი დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი ენდემური და რელიქტური სახეობების თავშესაფრად. თითქმის ხელუხლებელი კოლხური ტყე კი უნიკალური მერქნიანი მცენარეებით, მტირალას პარკის გლობალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს და მას პრიორიტეტს ანიჭებს ევროპის დაცულ ტერიტორიათა შორის.

ნისლში ჩაკარგულ ბილიკებს ელფების სამყაროში შეყავხართ, მიუყვებით მდინარე ჩაქვისთავის მარცხენა სანიპიროს და გზად გხვდებათ ნითელ ნიგნში შეტანილი ქართული ნიგოზი, კოლხური თხილი, უნგერნისა და პონტოს შქერი. სულ ადვილად შესაძლოა მურა დათვს, კვერნას, მელას, მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვსა და მტრედს გადაეყაროთ… დაახლოებით 2 კმ-ის გაელის შემდეგ, თუ სამხრეთ-დასავლეთით გადაუხვევთ, ბილიკი კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერამდე მიგიყვანთ, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება. ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით კი, კლდეებს შორის მიედინება მდინარე, რომელიც იქვე გამჭირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად იქცევა. მის ახლოს საპიკნიკე, საცეცხლე და საკარვე ადგილებია და ზღაპარიც ინყება

წყარო მონადირეინფო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მტირალა - მოგზაურობა სუბტროპიკებში

 
1++1.jpg
 
თავი National Geographic-ის ერთ-ერთი გადაცემის გმირი მეგონა, აი ის. სუბტროპიკულ ჯუნგლებში რომ დახეტიალობს, მდინარეებს, ჩანჩქერებს, ხევებს, ხიდებს რომ უკან იტოვებს და დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს.

ხო, აი დაახლოებით ეგ სიტუაცია იყო. იმ განსხვავებით რომ ჩვენ არც გადარჩენისთვის ვიბრძოდით, არც მხეცი მოგზვდევდა და არც გაშმაგებულ რიპტილიებს ვუძრებოდით ხახაში. დანარჩენი კი ზუსტად ისეთი იყო როგორც ნებისმიერ სუპტროპიკულ ტეში. ჩხრიალა, საოცრად ცივი მდინარეები, ხავსმოდებული უზარმაზარი ქვის ლოდები, ხავსშივე გაქხეული ცად აწვდენილი ხეები, წელამდე ამოზრდილი გვიმრის ბუჩქები და ნესტი. ეს ბოლო ალბათ ყველაზე მეტი იყო, გარშემო ყოვლის მომცველ სიმწვანეზე მეტიც კი.

5.jpg

ყველაფერი კი ახირებით დაიწყო. "ბათუმში ვართ - ვთქვით ჩვენ - და ჩვენგან რამოდენიმე კილომეტრში უზარმაზარი ტყეპარკია, სადაც ნამყოფიც კი არ ვართ. არადა ყველა ჩამომსვლელს გულმოდგინედ ვურჩევთ რომ წავიდეს და ნახოს. ავდგეთ და თავად ვნახოთ, იქნებ და მართლა ასეთი კარგია, როგორც ჩვენ სხვებს ვუყვებით"ო. ხოდა ავდექით ( ამ პროცესს მართალია მთელი ორი კვირა დასჭირდა სამუშაო გრაფიკების შეჯამება-შეთავსების გამო) და წავედით.

 
ავტობუსით ჩაქვამდე, ჩაქვიდან კი (სასუსნავით სათანადოდ დატვირთული) 30 ლარად მოთაფლული მძღოლის "გასანსალებული" ავტომობილით "მტირალასკენ" გავუყევით გზას. ბედნიერად ვჭუკჭუკებდით და ვტკბებოდით სიმწვანეში ჩაფლული მთების, მოჩხრიალე მდინარისა და ხასხასა ლურჯი ცის ხედებით. თუმცა მალე გზა დასრულდა, უფრო სწორედ ასფალტის საფარი. მძღოლმა ნიშნის მოგებით (ვაჭრობაში დაკლებული 10 ლარის სიმწარევერგადახარშულმა) გვითხრა - აი ახლა იწყევა გზაო. რა გითხრათ ?! 90 იანების საქართველოში ვისაც უცხოვრია და სოფლის გზებზე უვლია - აი ეგ იყო. ავტომობილის ფსკერზე, ფეხის გულებით ვგრძნობდით კენჭებს, ლოდებსა და ყველაფერ იმას, რაზეც ჩვენს საწყალ ტრანსპორტს გადახოხება უწევდა. რვა კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაჩუმებულებმა, სკამს და საკიდს ჩაფრენილებმა გაგებით გავიარეთ და ...

შეძახილმა - მივედით - გადაყარა ჭმუნვის ღრუბლები. ჩვენს წინ საკმაოდ ლამაზი, დასავლეთში გავრცელებული ხუროთმოძღვრების წესის თარგზე აგებული სასტუმრო-რესტორანი წამოიმართა. ავტომობილი გაჩერდა, ჩამოვლაგდით. აივანზე ბავშვები გამოცვივდნენ, შეგვათვალიერეს და სასტმროში გაწვვდნენ - ისინი ჩამოვიდნენ, ისინი.

mtirala+3.jpgეს "ისინი" ჩენ ვიყავით - ანუ წინასწარ დაჯავშნილი სასტუმროს ნომრების მფლობელები. ღიმილით მოგვესალმნენ, მიგვიღეს და დაგვაბინავეს. სიმართლე გითხრათ - ძალიან მომეწონა. უფრო სწორედ არ ველოდი თუ ასე მოწყობილი სასტუმროს ნომრები დაგვხდებოდა. იმ გზის შემდეგ ეგ ნამდვილი საჩუქარი იყო.

mtirala+1.jpg

ცოტათი მივლაგ-მოვლაგდით და სული აგვიწანწალდა. სასწრაფოდ დავეკითხეთ მარშრუტი, მოვიმარჯვეთ საწვიმარი ქურთუკები და გავუყევით გზას. რაკიღა მარშრუტი მოკლე და არც თუ ისე ძნელი იყო, ჩვენი ექსკურსი მძღოლობა იმ ორმა პატარა მიჭმა ითავა. საქმიანად გაგვიძღვნენ წინ და გზადაგზა პატარა რეპლიკებსაც კი გვახმარდნენ : "ეს მოკლე გზაა", " ეს წყლის წისფქვილია", "ეს ძველი ნამოსახლარია", "ჩანჩქერ აქეთაა". მოკლედ ძალიან საყვარელი და ზრდილობიანი გიდები გვყავდა. რაც შეეხება გარემოს. აი აქ უნდა ჩავისუნთქო.

mtirala+4.jpg

ბატონო ჩემო, თუ ოდესმე გიოცნებია ჯუნგლებში ხეტიალზე და გიწუწუნია რომ იმის სახსრები არ გაქვს ამაზონიის მწვანეში ჩაეფლო. აგერ ბატონო. თითქმის არანაირი განსხვავება. ტყის საცალფეხი ბილიკი ხან ხავსმოდებულ უზარმაზარი ხეების, ხან მწვანე ვეება ლოდების მიღმა იკლაკნება. თუ მანამდე ცის სილურჯე რამეში მაინც გეხმარებოდა დაბურული ტყე თავის ფერებში გიხატავს ყველაფერს. გაუთავებელ აღმართებს, რომელთა დალაშქვრსას გული გებჭინება ყელში, ასევე გაუთავებელი და ციცაბო დაღმართები ცვლის და ეს ყვეაფერი მწვანე ტყის საფარქვეშ ხდება. დროდადრო ხევის ცალ მხარეს ტყის საფარი შეთხელდება და მხოლოდ მაშინ დაინახავ გაღმა მთას და შესაძლოა მთის ფერდობზე ობლად შეხიზნულ ძველებურ ოდა სახლებსაც მოკრა თვალი. გაკვალულ და ნიშნულებით გაწყობილ ბილიკებზე თანაბრად ხვდები როგორც უკან მომავალ მგზავრს, ასევე მოხეტიალე ნისლის ქულებს.

6.jpg

მწვანე, მწვანეში, მწვანით და მწვანეზე - ყველგან ეს ფერი და მისი ათასნაირი გრადაციაა. ხავსი ეკიდება ყველაფერს რაც კი გაჩერებული და უძრავია. მწვანედ დაძონძილი ტყის სიღრმიდან ფანტაზია ძალაუნებურად იხმობს ოჩოკოჩსა, როკაპსა და ტეშმამფას. აი ეს ის ადგილია სადაც ქართული მითოსის პერსონაჟები სავსებით რეალურად შეიძლება რომ სახლობდნენ, ან სახლობენ კიდეც, ვინ იცის.

21.jpg

გზა გრძელდება, აღმართი და დაღმართი, მერე კიდევ აღმართი. ეს ყველაფერი ადვილი იქნებოდა რომ არა ნესტი. აქ ტენიანობა მაქსიმუმს აღწევს. არ წვიმს, მაგრამ სველი ხარ, სველი ხარ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ შრები. სუნთქვაც ჭირს. გაჩერება კი სასურველი ნამდვილად არ არის. სველი მაისურის ტანზე შეშრობისას შესაძლოა გაცივდე კიდეც. ამიტომ წინ, ჩანჭქერისკენ.

8.jpg

9.jpg

10.jpg

11.jpg

12.jpg

13.jpg

პირველად მისი ხმა გესმის და გულს გიხარებს. გიხარია იმის გააზრება რომ აჰა, სადაცაა მივალთ და დავისვენებთ. შემდეგ ხმაური ძლიერდება, პატარა დაღმართი და ... შხუილთან ერთად სახეზე მისი ცივი შხეფებიც გესხმება. არა, ეს არც ნიაგარაა და არც ვიქტორია. მაგრამ ამ ადგილზედ მისი უეცარი გამოჩენა, მიუხედავად იმისა რომ იცი საითკენაც მიდიხარ. მაინც ძალიან სასიამოვნოა. გვინდოდა ცოტახნით გავჩერებულიყავით და გვეცქირა, მაგრამ მტირალამ შეგვახსენა თავისი უპირველესი სტატუსი.

_DSC1725-001.JPG

წვიმა ისე უცებ დაიწყო რომ ფაციფუცი დავიწყეთ. საწვიმარი ქურთუკები თავზე წამოვიფარეთ და  ავწრიალდით. მხოლოდ მერე გაგვახსენდა რომ ნესტის წყალობით არც ისეთი მთრალები ვიყავით რომ წვიმას დავმალოდით და არც იმ ადგილზე ვიყავით -სადაც შეიძებოდა რაიმესთვის თავი შეგეფარებია. წვიმდა ყველგან. ღია ცის ქვეშაც და ხის ქვეშაც. ეს უკანასკნელი მაინც განსაკუთრებული იყო. დიდი, მსუყე წვეთებით გვიტყაპუნებდა ისედაც გაწუწულ თავზე.

წვიმის  გამო ისედაც არც თუ ნათელი ტყე კიდევ უფრო ჩამუქდა. ცივილიზაციას მოწყვეტილები ისე გადავერთეთ სხვა ტალღაზე რომ არც არავის გაგვხსენებია ჯიბეებში ჩამალული მობილური ტელეფონები საათი რომ შეგვემოწმებია - ჩამობნელდა და გადავწყვიტეთ - დროა ავჩქარდეთ. სიჩქარის რა მოგახსენოთ, მაგრამ ოდნავ მაინც მომატებული ტემპით გავყევით ქვემოდ, "ტბისკენ" მიმავალ ბილიკს. გზად კი ფრაზა " აუ, ნამდვილი სუბტროპიკებია რაა" ყოველ ხუთ ნაბიჯზე გვიტრიალებდა თავში. წვიმამ მალე გადაიღო.

15.jpg

16.jpg

17.jpg

"ტბის" ნაცვლად შეგუბებული მდინარე დაგვხდა. იქვე საპიკნიკე სუფრასთან ვიღაცეები ძალიან ცდილობდნენ წვიმაში მწვადის შეწვას. ჩენ კი, მომლოცველი ქურუმებივით, საწვიმარმოსხმულები მდუმარედ მივადექით ტბას. სიმბოლურად გავანადგურეთ თანწამოღებული მოხარშული სიმინდი ( რომლის ნაგულებიც სასტუმრომდე ვათრიეთ). მდუმარედ ჩავიძირეთ სიგარეტისა და მდინარის სიღრმეებში და ისევ წამოვიდა წვიმა.

18.jpgუკან მოსაბრუნებელი გზა გაცილებით იოლი და მოკლე გამოდგა. დავბრუნდით. ცხელი შხაპი მივიღეთ. სამოსი გამოვიცვალეთ და ღია ტერასაზე შთაბეჭდილების გასაზიარებლად შევიკრიბეთ. ტელეფონები, რომლებიც დროის უმეტეს მონაკვეთში დუმდნენ (ქსელის არქონის გამო) აწკრიალდნენ. მოკითხვები ძირითადად ბათმიდან მოდიოდა. როგორ ხართ ?! აქ ინგრევა წვიმით ქვეყანა, თუ ხართ ცოცხლები. გვიკვირდა კიდეც, ბათუმში თუ წვიმდა ასე ძლიერ, მტირალაზე - სადაც თითქმის სულ წვიმს მაშნაც კი როცა დანარჩენი კაცობრიობა გვალვაში იხრუკება - ჟინჟლავდა. ეგ იყო და ეგ. ჯერ ხნაური შემოგვესმა აივანზე გავიხედეთ და ... მტირალამ გული არ დაგვწყვიტა.

24.jpg

25.jpg

სეტყვა მალე დასრუდა, წვიმა კი დილამდე გაგრძელდა. ვისხედით აივანზე, ვუსმენდით წვიმის და მდინარის ხმას. ვბჭობდით აწმყოსა და მომავალზე, სამომავლო გეგმებზე, იმაზე რომ რა კარგია ქალაქს თავი რომ დავაღწიეთ, რომ ასე ხშირად უნდა მოვიქცეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია სადაც ჯერ არ ვყოფლვართ ერთად, რომ კარგია ეს ყველაფერი და საერთოდ - ცხოვრება მშვენიერია.

26.jpg

მეორე დილით მდუმარედ ჩავალაგეთ ჩანთები, ჩავხედით ჩვენს მიერ გამოძახებულ ტაქსში და უკან გადმოვიხოხეთ ჩაქვისკენ მომავალი გზა. კარგი იყო. აი ახლაც, როცა ამ პოსტს ვწერ და ფოტოებს ვტვირთავ, წარმოსახვა ისევ იქ მაბრუნებს. მწვანე, ნესტიან, სველ, წვიმიან და ძალიან ლამაზ "მტირალაზე"

23.jpg

მოკლედ, თავი რომ არ მოგაბეზროდ ბოლოსკენ რამოდენიმე რჩევას მოგცემთ.

1. მტირალას ეროვნულ პარკში სასურველია ჯიპით ან რაიმე ამდაგვარი, გამძლე ტრანსპორტით აბრძანდეთ. გზაც შედარებით კომფორტული იქნება და იოლად გასავლელი

2. სურსათ-სანოვაგით დიდად თავს ნუ დაიტვირთავთ, ეს იმ შემთხვევაში გამოგადგებათ თუ კარავში აპირბთ დასვენებას. თუ არადა სასტუმროც და კერძო - სასტუმროს ტიპის სახლებიც მშვენივრად დააკმაყოფილებენ თქვენს გამოღვიძებულ მადას. პლიუს ამას ადეკვარურ ფასებში.

3. კარგი იქნება თუ "მტირალას" მინიმუმ ორი დღით მაინც ეწვევით. გადარბენაზე ყოფნაც არ მოგიწევთ და ნორმალურად, გულიანადაც დაათვალიერებთ იქაურობას.

4. დაეკითხეთ ვიზიტორთა ცენტრში - ძალიან საინტერესო მარშრუტები აქვთ. მოირგეთ ფიზიკური შესაძლებლობებისდა დარად და შეირგეთ

5. დიდად ალკოჰოლს ნუ მიეძალებით. მართალია იქაც მშვეირი ჭაჭა და ღვინო აქვთ , მაგრამ ნაბახუსევზე სუბტროპიკებში, მთებში ... არც თუ ისე კარგი შეგრძნებაა

6. ნუ დაგავიწყდებათ - ეს "მტირალაა". წვიმას რომ თავი დავანებოთ აქ ტენიანობა 80-85% შეადგენს. საწვიმარი აუცილებელი ატრიბუტია. თუ კარვები, ზურგჩანთები და სხვა ინვენტარი დაგჭირდებათ, ადვილად იპოვით ვიზიტორთა ცენტრში

7. დაისვენეთ მობილურებისა და ინტერნეტისაგან - დაისვენეეთ

და კიდევ ერთი. ეს უკვე იმ ადამიანებს ეხება ვისაც ხელეწიფება შესაბამისი "საქმენი საგმირონია". თუ "მტირალამდე" მიმავალ გზის დარჩენილ იმ 8 კილომეტრიან მონაკვეთსაც მიხედავთ, გაცილებით გაუადვილებთ ვიზიტორებს ნაკრძალამდე მისვლას და შემდეგ იქ მიღებული შთაბეჭდილებებიც უკან მობრუნებულებს გზაში - ყანყალში არ გასვივდებათ.

28.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ არ ხართ აქ ნამყოფი , ყველას გირჩევთ დაათვალიეროთ! ზღაპარი ადგილებია


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

უფფ ნამდვილად სამოთხეა... აუცილებლად წავალ მოვავალში... 

მადლობა ბაბუ თემისთVის  :0025:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

სასწაულია, ყოველ წელს  2-3 ჟერ მაინც ვსტუმრობ მტირალას, უბრალოდ ბაბუ ესენი ჩაასწრორეე რააა

 

1. მტირალას ეროვნულ პარკში სასურველია ჯიპით ან რაიმე ამდაგვარი, გამძლე ტრანსპორტით აბრძანდეთ. გზაც შედარებით კომფორტული იქნება და იოლად გასავლელი

ამჟამად მიხვალ ნებისმიერი მანქანით...

 

და კიდევ ერთი. ეს უკვე იმ ადამიანებს ეხება ვისაც ხელეწიფება შესაბამისი "საქმენი საგმირონია". თუ "მტირალამდე" მიმავალ გზის დარჩენილ იმ 8 კილომეტრიან მონაკვეთსაც მიხედავთ, გაცილებით გაუადვილებთ ვიზიტორებს ნაკრძალამდე მისვლას და შემდეგ იქ მიღებული შთაბეჭდილებებიც უკან მობრუნებულებს გზაში - ყანყალში არ გასვივდებათ.

მიხედილ.... ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ გზ უკვე მოწესრიგებულია?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?