Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 80 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
legion.ge-82-1515484751.jpg 
 
შაშხანის ოპტიკური სამიზნე. 
 
თანამედროვე სნაიპერული შაშხანა ოპტიკური სამიზნის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.ოპტიკური სამიზნე შაშხანის განუყოფელი ნაწილია. მოხერხებული, სწრაფი და ზუსტი დამიზნებისთვის ეს მოწყობილობა, მართლაც რომ, შეუცვლელია. მხოლოდ მისი საშუალებით შეუძლია სნაიპერს შორ მანძილზე მიზნის დაზიანება. ოპტიკური სამიზნის შუქძალისა და გამოსახულების გადიდების წყალობით ცეცხლის წარმოება შესაძლებელია არა მარტო შორსმყოფი მიზნის, არამედ მცირე ზომის, ცუდად შესამჩნევი და მენიღბული მიზნების მიმართაც. ასევე, შესაძლებელია შეიარაღებული თვალისთვის შეუმჩნეველი მიზნის დაზიანებაც.
ოჰტიკური სამიზნის თვისებები საშუალებას იძლევა, წარმატებულად წარმოებდეს სროლა ცუდი განათების პირობებში.
შაშხანის ოპტიკური სამიზნე არის საჭვრეტი მილი (ჭოგრიტი),დამიზნების კუთხის დასადგენი და გვერდითი შესწორებების აღმრიცხველი მექანიზმებით. მსის შემადგენელი ნაწილებია: კორპუსი, ობიექტური და ოკულარის მილები. კორპუსზე არის განლაგებული დამიზნების კუთხის მექანიზმი კოჭობით (მბრუნავი მექანიზმი) და დისტანციის დანაყოფებიანი შკალით, რომლის ორ დანაყოფს შორის მანძილი 100 მეტრს უდრის; კორპუსზე ასევე განთავსებულია გვერდითი შესწორებების მექანიზმი კოჭობითა და შკალით. მათი დანაყოფები დისტანციის მეათასედს უდრის.
სამიზნის შიგნით განთავსებულია ოჰტიკური ნაწილი და სამიზნე ძაფები. ძველ ოპტიკურ სამიზნეებში სამიზნე ბადე იქმნება ფოლადის ელემენტებით – სამიზნე პალოთი და გვერდითი გამათანაბრებელი ძაფებით. ჩვენს დროში ლითონის ძაფები შეცვალა ერთ-ერთი ლინზის ზედაპირზე დატანებული სამიზნე ბადემ. ოპტიკური ნაწილის მადგენლობაა: ობიექტივი, დასაყენებელი მბრუნავი სისტემა და ოკულარი. ობიექტივი და ოკულარი თავიანთ ჩარჩოებთან ერთად სამიზნეში უძრავად არის ჩამაგრებული. დასაყენებელი სისტემა თავისი ჩარჩოთი და შიდა მილი მოძრაობს სამიზნის ღერძის გასწვრივ.
კლასიკურ სამიზნეებში ვერტიკალურ სამიზნე ძაფს, რომელსაც მსხვილი ბოლო აქვს, უწოდებენ სამიზნე პალოს. როცა შაშხანა სწორად არის დამიზნებული, ძაფის მსხვილი წვერი უნდა ემთხვეოდეს მოხვედრის სასურველ წერტილს. ამასთანავე, მსროლელის წარმოსახვით ტყვია სამიზნე პალოს წვერზე უნდა .„ვარდებოდეს”. სამიზნე პალოს გვერდებზე განთავსებულ ძაფებს გვერდითი გამათანაბრებელი ძაფები ქვია და მათი დანიშნულება გახლავთ იარაღის სწორი ორიენტაცია ჰორიზონტისადმი, შაშხანის გვერდზე გადახრის თავიდან ასაცილებლად და მიზნამდე მანძილის განსაზღვრა. სამიზნე ძაფები სამიზნის მხედველობის არეალში შეიძლება გადაადგილდეს ოთხივე მხარეს(ზემოთ, ქვემოთ, მარჯვენა და მარცხენა მხარეს).
 
 
 
დამიზნება
 
დამიზნების ხედვითი პროცესი ოპტიკით ძალზედ რთულია და კარგი მიჩვევა ჭირდება, რაც გულმოდგინე ვარჯიშის შედეგად წარმატებით მიიღწევა. დამწყებთათვის რეკომენდირეებულია შხედველობის ველის პარამეტრის დადგენის პრაქტიკული ხერხი: დამიზნებისას ოკულარს თვალი თანდათანობით უნდა მიუახლოვოთ. შევიწროვებული მხედველობის ველი, რომელსაც ამ დროს ვხედავთ, ფართოვდება მანამ, სანამ მკაფიოდ არ დაინახავთ მის ეგრეთწოდებულ წინა საზღვარს. ეს მსროლელისთვის არის მუშა მანძილი თვალსა და მიზანს შორის. ამ მდგომარეობაში მუდმივად გააკონტროლეთ ეს საზღვარი, რომ ის მკვეთრად ჩანდეს. დამიზნების პროცესში ეს ყველაზე მნივნელოვანი ელემენტია. თუ გსურთ ეს ჩვევა სწრაფად გამოიმუშაოთ, მოხსენით შაშხანას ოპტიკური სამიზნე და რამოდენიმე დღე როგორც დურბინდი ისე გამოიყენეთ.
ოპტიკური სამიზნით სროლა უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სამიზნე ოპტიკის გადაჭარბებული შეფასებით მოხიბლულ-მოტყუებული გამოუცდელი ადამიანები ცდილობენ, თავიანთ იარაღზე დააყენონ სამიზნე, რაც შეიძლება დიდი გადიდებით და ხშირად, მათთვის სამწუხაროდ, უფრო ცუდად ახვედრებენ მიზანს, ვიდრე ღია სამიზნით. მოდით, გავერკვეთ, რატომ ხდება ასე. რაც უფრო ადიდებს სამიზნეს მით უფრო ხტის მხედველობის არეალში მიზანი და მით
უფრო რთულია მისი დაჭერა.რაც უფრო მეტად ხტის მიზანი, მით მეტად ცდილობს მსროლელი მისი გამოჭერას და რაც უფრო ცდილობს, მით უფრო ხტის მიზანი. სხეულის ბუნებრივი პულსაცია აძლიერებს ამ პროცესს. მსროლელი დამიზნებას დიდ დროს ანდომებს. მიზანი :ცოცხლდება” სამიზნის მხედველობის ველში და თავისებურად “ერევა” დამიზნების პროცესში. საბოლოოდ იკვრება “მომაჟადოებელი წრე” და მიზანში მოხვედრა შეუძლებელი ხდება
სროლა სამიზნის დიდი გადიდებით შეუძლია მხოლოდ კარგად ნავარჯიშებ ადამიანს.
 
 
სროლის ტექნიკა
 
 
ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ხდება სასხლეტზე თითის დაჭერა. გასროლის მომენტში, ჩახმახს “რბილად” უნდა დააწვეთ. სასხლეტზე დაწოლისას აუცილებელია თითის მოძრაობა შაშხანის ღერძის მიმართულებას დაემთხვეს. მოძრაობის სწორად შესასრულებლად საჭიროა, ის თითი რომელსაც სასხლეტზე დასაჭერად ვიყენებთ, მხოლოდ სასხლეტს ეხებოდეს და არა კორპუსს. ასევე აუცილებელია სასხლეტ მექანიზმს თითის ბალიშით შევეხოთ.გასროლისას ისეთი მდგომარეობა უნდა მიიღოთ, რომ იარაღი რაც შეიძლება უძრავად გეჭიროთ. შაშხანა სწორად დაიჭირეთ და ლოყა მჭიდროდ მიადეთ კონდახს. რეაგირება მოახდინოთ სისხლში ადრენალინის მოზღვავებაზე.
წყარო მონადირეინფო

ჩამსწორებელი Qartvela™, 09 January 2018 - 12:01 PM.

53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

Leupold VX-1 2-7x33mm LR Duplex

 ეხლახანს ვიყიდე და რამოდენიმე დღეში ჩამომივა, დახასიათებასაც შემდეგ დავწერ, ჯერჯერობით სურათებს გთავაზობთ.

მიმაგრებული გალერეა

  • $_3 (1).JPG
  • $_3.JPG
  • reticle_262_ts.gif


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მშვიდობაში :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ უყიდია კი არა უკვე ჩამოუვიდა დიდი ხანია და ხმარობს კიდევაც ;)


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1878 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყურშას აქვს 4 ერთში. კალიმატორი, ოპტიკა ,  დალნამერი და ღამის ხედვაც. რომ დაუმიზნებ ქარს და მანჯილის კორექტირებით სამიზნეს ჯვარედინს საჭირო ცვლილებას მიანიჭებს როგორც ამ ვიდეოშია და პრაქტიკულად აცდენა გამორიცხულია.


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Este tipo de productos esta prohibido en España para la caza, parece un videojuego

Posted by HUNT SPAIN on 2016 წლის 13 იანვარი, ოთხშაბათი

53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცდომილებას და კორექტირებას დააკვირდით?


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Alex

Alex

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 103 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ისე წავიდა წინ ტექნოლოგიები, რომ მალე მონადირის ფუქნცია მხოლოდ ნადირის სამიზნეში ამოღება იქნება და დანარჩენს ყველაფერს იარაღი გააკეთებს.

 

აი პირველი მერცხალიც - Tracking-point precision guided bolt action .338.

 

ამ ფირმის შაშხანებს აქვს თავისი ოპტიკა, მანძილის საზომი, wi-fi და კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ავტომატურად აკეთებს გათვლებს. მონადირე ჯერ წითელ წერტილს ასვამს ნადირს და შემდეგ იარაღი თავად აკეთებს ავტომატურ გასროლას, როცა მონადირე მიუახლოებს სამიზნეს ამ წერტილს.

 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაროჩე რა. და მონადირეს რაღა რჩება გასაკეთებელი?


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

ეს არის კლასიკური სამხედრო იარაღი, კალიბრიც და ოპტიკაც. უბრალოდ რეკლამირება ადამიანებზე და ტერორისტებზე არაესტეტიურია და ამიტომაც ანტილოპებს ესვრიან :) :) :) 

ისე ერთი კილომეტრიდან ცხოველზე სროლაც ცოტა არ იყოს ვანდალიზმი უფრო ვიდრე ნადირობა ...  რა ჯობია ოც მეტრში რო ჩაგირბენს ტახი , ადრენალინი ყურებიდან გადმოგდის :)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37125 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო აბდულ , მეც შენსავით ვფიქრობ, ალბათ შანსი უნდა ქონდეს ნადირს . როცა 100% შენსკენაა , რაღაც აზარტი იკრგება და მკვლელობას გავს და არა ნადირობას


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

მეც ვეთახმები აბდულას,ეს არარი სანადირო იარაღი, ეს იარაღი ბევრი სნაიპერის ოცნება უფროა ვიდრე მონადირის,თან ტყიან რელიეფზე  და ნომერში ამას ვერ გამოიყენებ,მაგარი კი არის ძალიან.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1578 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
აუუ :(

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4973 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ეს თუ ნადირობაა და.....

ისე წავიდა წინ ტექნოლოგიები, რომ მალე მონადირის ფუქნცია მხოლოდ ნადირის სამიზნეში ამოღება იქნება და დანარჩენს ყველაფერს იარაღი გააკეთებს.

 

აი პირველი მერცხალიც - Tracking-point precision guided bolt action .338.

 

ამ ფირმის შაშხანებს აქვს თავისი ოპტიკა, მანძილის საზომი, wi-fi და კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ავტომატურად აკეთებს გათვლებს. მონადირე ჯერ წითელ წერტილს ასვამს ნადირს და შემდეგ იარაღი თავად აკეთებს ავტომატურ გასროლას, როცა მონადირე მიუახლოებს სამიზნეს ამ წერტილს.

 

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი