Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

ამ თემას აქვს 71 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გეოგრაფიული სახელწოდებებისათვის გამოყენებული ნადირ-ფრინველთა სახელები

ნანახია : 5209

მეთვრამეტე საუკუნის გამოჩენილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიუნი ყარაიის ველს ასე აღწერს: „ნაგების აღმოსავლეთით და სამხრით არს ველი დიდი ყარაიისა, სავსე ქურციკითა, რომელსა მოინადირებენ მეფენი წლით წლად“.

ამჟამად ქურციკი ამ ადგილებში აღარ არის. შემოგვრჩა მხოლოდ სახელწოდებები: ჯეირნის ველი – სამგორის ველის ნაწილი თბილისის აღმოსავლეთით და ჯეირნის ველი – წითელწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე. ასევე საჯერნე ანუ საჯეირნე – ადგილი სოფელ მაღაროში, სიღნაღის რაიონში.

 

ჩვენს ტოპონიმიკაში ბევრია ასეთი სახელწოდებები, მაგალითად:

არჩვების ტბა – ყაზბეგის რაიონში, ყელის ტბის მიდამოებში.

არწივის ხეობა – ხეობა სოფელ წითელწყაროში.

აფთრის წყაროსხევი – კუს ტბასთან, სოფელ ბაგების ახლოს.

ახიელა – ახმეტის რაონში (მდებარეობს თუშეთში) ეს სიტყვა ქისტურია და საჯიხვეს ნიშნავს.

ბატების ტბა – ყაზბეგის რაონში, ყელის ვულკანურ მთიანეთში. მეორე ასეთივე სახელწოდების ტბა არის ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედზე.

ბატებისწყალი – მდინარე ქარელის რაიონში, ძამას მარჯვენა შენაკადი.

ბორითი – სოფელი ხარაგაულის რაიონში, ძველქართულად ბორა მტაცებელი ფრინველია, აქედან წარმომდგარა გეოგრაფიული სახელი.

გავაზი – სოფელი ყვარლისა და ლენინგორის რაიონებში. სახელი წარმომდგარია მტაცებელი ფრინველიდან.

დათვის სოროები – ადგილი დაბა წყნეთთან.

დათვისღელე – მდინარე ახალციხის რაიონში.

დათვის ტბა – ლენინგორის რაიონში ყელის მთიანეთში.

დათვისჯვრის ღელე – უღელტეხილი დუშეთის რაიონში, ხევსურეთსა და თუშეთს შორის.

კაკაბეთი – სოფელი საგარეჯოს რაიონში.

კაჭკაჭისკალო – მთა გორის რაიონში, თრიალეთის ქედზე.

კურდღლის ჭალა – ადგილი თბილისში, ავლაბარში.

ლაკლაკეთი – სოფელი შუახევის რაიონში, სახელწოდება წარმომდგარია ფრინველის სახელიდან – ლაკლაკი.

ლახმული – სოფელი სვანეთში, ეს სიტყვა სვანურია და საღორია, ღორზე სანადირო ადგილს ნიშნავს.

ლომის მთა – ბორჯომისა და ხარაგაულის რაიონების საზღვარზე, მესხეთის ქედზე.

ლომისღელე – მდინარე თელავის რაიონში, კისისხევის მარცხენა შენაკადი.

მგლისკარი – ავლაბრის უბანი, წინანდელი ავლაბარი ტყიანი ყოფილა, სადაც ბევრი მგელი და კურდღელი იმალებოდა (იხ. კურდღლისჭალა).

მგლიანი – სოფელი დუშეთის რაიონში.

მგლისსაწოლი – მთა მახარაძის რაიონში, მესხეთის ქედზე.

მელაანი – სოფელი გურჯაანის რაიონში, ეწოდება მელიის სიმრავლის გამო.

მელაური – სოფელი სამტრედიის რაიონში.

მიმინოსხევი – სოფელი ზნაურის რაიონში.

მიმინოსწყარო – საჩხერის რაიონში, სოფელ ქორეთში.

იორემე – სოფელი სუგდიდის რაიონში, მეგრული სახელწიდებაა და საირმეს ნიშნავს. აქ სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა შემოაღობინა ტყე და სასახლის ბაღიდან გადააყვანინა ირმები.

ოლეჯე – მთა აბაშის რაიონში. მეგრული ღეჯე – ღორი, ოლეჯე – საღორე.

საირმე – კურორტი მაიაკოვსკის რაიონში. აქ მინერალურ წყლებზე მოდიოდნენ ირმები, რის გამოც ეწოდა ეს სახელი.

საირმის ფერდობი – მთა სოფელ ბაგებთან, უძოს ახლოს.

სამგლეთი – მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი საჩხერის რაიონში სოფელ ქორეთთან.

სამგლეგორი – გარდაბნის რაიონში, ხევი თელეთის ქედზე.

საორბე – მთა დუშეთის რაიონში, დუშეთის ქედზე.

საქორია – მთა გორის რაიონში.

სასირეთი – სოფელი კასპისა და ქარელის რაიონებში. ძველქართულად სირი ფრინველს ნიშნავს.

საფსიტე ტბა – ტყე გლდანის დასავლეთით, მცხეთის რაიონში წინათ აქ თურმე ფსიტები (არჩვები) ბინადრობდნენ.

საჯიხვე – საძოვარი ადგილი დუშეთის რაიონში.

საჯიხვე – მთა დუშეთის რაიონში, ბურსაჭირთან.

ტურისხევი – მცხეთის რაიონში, გლდანისწყლის შენაკადი.

ქორეთი – სოფლები საჩხერისა და ახმეტის რაიონებში.

ღორისნამკალი – მთა ხაშურის რაიონში, თრიალეთის ქედზე.

შავარდენა – მთა ადიგენის რაიონში, არსიანის ქედზე.

შვლისსარეველა – სოფელი საჩხერის რაიონში.

ჯეირანთველი – ვაკე წითელწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე.

ჯეირნის ველი – სამგორის ველის ნაწილი, თბილისის აღმოსავლეთით.

ჯოლეჯიანი – ამჟამად ინგირის რკინიგზის სადგური ზუგდიდის რაიონში, აქ წინათ ტყე ყოფილა, სადაც გარეული ღორი ბინადრობდა , ღეჯი – მეგრულად ღორს ნიშნავს.

ზემოთ დასახელებულ ადგილებში ამჟამად თითქმის აღარსად არის ნადირ-ფრინველი. ცნობილი ამერიკელი ეკოლოგის ოლდო მორის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ბუნების დაცვა ნიშნავს ჰარმონიას მიწისა და ადამიანს შორის, „მიწის“ ცნებაში შედის ყოველი ცოცხალი მასზე, მის ზემოთ და მასში. მიწასთან ურთიერთობის ჰარმონია იგივეა, რაც ჰარმონია მეგობართან ურთიერთობაში“.

                                                                                შოთა გოგატიშვილი

                                                                                              ჟურნალი მონადირე და მეთევზე

0665664.png
სიახლის ავტორი: TEDO


 

53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

12.jpg

აკვარიუმისტიკა – საკმაოდ გავრცელებულ ჰობად იქცა ჩვენს დღევანდელ ყოფაში. ამ საქმიანობით გატაცებული ადამიანები ცდილობენ შექმნან ულამაზესი ცოცხალი სამყარო სხვადასხვაგვარი წყლის მცენარეებით, თევზებით და ორნამენტირებული ვიზუალებით.

უკვე ხელოვნებად ქცეული მიმდინარეობის სულის ჩამდგმელი გახლავთ ტაკაში ამანო. სწორედ ამ ადამიანმა შექმნა 2001 წელს კონტესტი, რომელშიც ყველა წყალქვეშა სამყარო მოყვარულს შეეძლო მონაწილეობის მიღება. დღეს IAPLC – ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია. ამ წელს მსოფლიოს 47 ქვეყნიდან მასში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა პრეტენდენტმა მიიღო.

გთავაზობთ საუკეთესო ნამუშევრებს აკვარიუმების საერთაშორისო ფესტივალიდან, რომელიც კონკურსის დაარსების დღიდან დაგროვდა.

 

 

 

2.jpg

ტრონგ ტინ ნგო, ვიეტნამი. გრან-პრი 2013/14 წელი.

3.jpg

ტაკაუკი ფუკადა, იაპონია. 1 ადგილი 2013 წლის კონკურსზე

4.jpg

ზანგ ჯაფენგი, ჩინეთი. გრან-პრი 2012 წლის კონკურსზე.

5.jpg

ლონგ ტრან ჰონგი, ვიეტნამი. გრან-პრი 2011 წლის კონკურსზე.

6.jpg

პაველ ბაუტინი, რუსეთი. გრან-პრი 2010 წლის კონკურსზე.

7.jpg

ნგუენ ტენ დანგი, ვიეტნამი. გრან-პრი 2009 წლის კონკურსზე.

8.jpg

ჩენგ სუ ვაი, ჰონკონგი. გრან-პრი 2008 წლის კონკურსზე.

9.jpg

ჩოუ ვაი სუნ, ჰონკონგი. გრან-პრი 2007 წლის კონკურსზე.

10.jpg

ჩენ იუ ლინი, ტაივანი. გრან-პრი 2006 წლის კონკურსზე.

11.jpg

ლი ჯონგ კი, კორეა. გრან-პრი 2004 წლის კონკურსზე.

12.jpg

ჩოუ ვაი სუნ, ჰონკონგი. გრან-პრი 2001 წლის კონკურსზე.

13.jpg

დიმიტრი პარშინი, რუსეთი.

14.jpg

შინტარო მატსუი, იაპონია. მე-5 ადგილი 2013 წლის კონკურსზე.

15.jpg

სერკან ცეტილოვი, თურქეთი. ნამუშევარი მოხვდა 2013 წლის “ტოპ-27″-ში.

16.jpg

ლონგ ტრან ჰონგი, ვიეტნამი. 3 ადგილი 2012 წლის კონკურსზე.

17.jpg

ფრანცისკ ბაი, ესპანეთი. ნამუშევარი მოხვდა 2012 წლის “ტოპ-100″-ში.

18.jpg

გეოგრგი ჩაუშევი, ბულგარეთი. ნამუშევარი მოხვდა 2013 წლის “ტოპ-100″-ში.

19.jpg

სტეფან ერდელჟიჩი, ხორვატია.


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იცით თუ არა რომ?? მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული ავტომობილია ford f650, მისი წონა 12 ტონაზე მეტია, მისი ფასია 80000$

306651_286619001443702_1394983858_n.jpg
 
20 ივლისს კენიაში ბრაკონიერობისა და კონტრაბანდის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა – მთავრობამ საჯაროდ დაწვა 5 ტონა სპილოს ძვალი: 335 ეშვი და 40 ნაკეთობა, რისი საბაზრო ფასიც 16 მლნ დოლარს აღწევდა. კონტრაბანდა სინგაპურში დააკავეს და კენიას დაუბრუნეს. ქალაქგარეთ, მოედანზე დაზვინულ ბენზინმოსხმულ კონტრაბანდულ საქონელს ცეცხლი თავად კენიის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ წაუკიდა. აფრიკაში ნახევარ მილიონამდე სპილო ბინადრობს. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მტკიცებით, ეშვებზე მონადირენი სპილოებს სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან. სპილოს ეშვებით ვაჭრობა საერთაშორისო კონვენციით, 1989 წლიდან აკრძალულია. ჩამორთმეული ეშვები კენიაში პირველად სწორედ 1989 წელს გაანადგურეს. კენიას სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს.
552526_286617571443845_967738619_n.jpg
 
იამალზე, პოლარული მეტეოსადგურის დასახლებაში, მშიერი თეთრი დათვი ნაგვის სუნმა მიიზიდა. სანაგვე კონტეინერებში რომ ვერაფერი იპოვა, მტაცებელი საჭმლის საშოვნელად ადგილობრივების სახლებისკენ გაემართა, თუმცა ძაღლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი "ადამიანის საუკეთესო მეგობრები” არიან – ძალიან დიდი საშიშროების მიუხედავად, სამმა ძაღლმა იგი მიზანთან არ მიუშვა!თეთრი დათვის თავდასხმის დროს ადგილობრივები საშიში გოლიათისგან თოფებით იცავენ ხოლმე თავს, თუმცა ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
540822_286595708112698_851129052_n.jpg
 
ადამიანის ცოცხალი ტვინი, გასაოცარი ფოტოა
 408669_286579408114328_1759084606_n.jpg
 
2005 წელს ავსტრალიურმა ახალი ამბების გადაცემამ ABC Far North Queensland-მა გაავრცელა ფოტო, რომელზეც მსხვილი ზეთისხილის პითონი წყლიდან კენგურუს მიათრევს. 2007 წელს ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს, თუმცა მცდარი აღწერა ჰქონდა, რომ ეს ცხოველი ძროხა იყო. ზეთისხილის პითონი ავსტრალიაში მობინადრე სიდიდით რიგით მეორე გველია და მსხვილ ცხოველებზე ნადირობითაა ცნობილი. მისი სიდიდე ამ ფოტოზეც ჩანს – თუ კარგად დააკვირდებით, გველის სხეული მთელ მარჯვენა ნახევარზე გრძელდება. თუმცა ერთი შეხედვით შემჩნევა ძნელია, რადგან კლდესთან კამუფლაჟს ახდენს. 
72070_286559398116329_174451263_n.jpg
 
შერეული ტყუპები
2006 წლის თებერვალში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია უცნაური შემთხვევის შესახებ, როცა ერთი და იგივე მშობლის ტყუპები სხვადასხვა რასის იყვნენ. გოგონები 2005 წელს დაიბადნენ, მათი სახელებია კაილი და რემი ჰორდერები. მათი რასობრივი სხვაობის მიზეზი ისაა, რომ მამა შავკანიანია, დედა კი თეთრკანიანი. ეს შემთხვევა უნიკალურია, რადგან ბავშვებს ერთი მამა ჰყავთ. მსგავსი შემთხვევები შიგადაშიგ ფიქსირდება, მაგრამ ამ დროს ტყუპები სხვადასხვა მამისგან ჩნდებიან. Daily Mail-ის მიხედვით, ასეთი მოვლენის მოხდენის ალბათობა მილიონიდან ერთია. 
283549_286558361449766_1303434786_n.jpg
 
მეგობრული ვეშაპი
2009 წელს ოპერატორმა მარკო ქუერალმა რამდენიმე გასაოცარი ფოტო გადაიღო 15 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას მდედრ კუზიან ვეშაპთან ერთად ჰავაის სიახლოვეს. ქუერალმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი შეალია ვეშაპების გადაღებას. მისი თქმით, ეს ცხოველები "არიან ძალიან ჭკვიანები, ისევე როგორც ადამიანები, გააჩნიათ გონება და ინდივიდუალურობის შეგრძნება”. ყველაზე ცნობილ ფოტოზე მარკო ვეშაპისკენ მიიწევს, თ
ითქოს ხელი უნდა ჩამოართვას.

ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს და თან დაურთეს ისტორია, რომ ეს იყო ვეშაპისა და მეთევზეების კონტაქტი ფარალონის კუნძულებზე, რომელიც სან-ფრანცისკოდან 30 კმ-ითაა დაშორებული. ამ ამბის მიხედვით, ვეშაპი კიბორჩხალების მახეებს შორის გაიჭედა, მეთევზე კი ჩახტა და დაიხსნა. მადლიერების ნიშნად ვეშაპმა წყლის ზედაპირისკენ აიწია და მეთევზეების ნავს ცხვირით გაეხახუნა. ის, ვინც თოკი გადაჭრა, ამბობდა, რომ ვეშაპი თვალს არ აცილებდა მას და ეს მზერა არასდროს დაავიწყდება.

ასეთი რამ მართლაც მოხდა და ეს ისტორია სავსებით რეალურია, თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს მარკოს ფოტოსთან. 
420968_286556921449910_1208743660_n.jpg
 
ალიგატორი 
2004 წელს პოპულარული გახდა ფოტო, რომელზეც გადმოცემით ქროსის ტბაში (შრივეპორტი, ლუიზიანას შტატი) ალიგატორი მიცურავდა და პირში მოზრდილი ირემი ჰქონდა. ამან მნახველები შოკში ჩააგდო, რადგან ტბა პოპულარული წერტილი იყო მეთევზეობისა და ნავით სეირნობის მხრივ. სხვა საიტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს გადაღებული იყო მარტინის ტბაში ალაბამას ან სამხრეთ კაროლინას შტატში. 2004 წლის აგვისტოში აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების სამსახურმა განაცხადა, რომ ფოტო გადაღებული იყო სამხრეთ ჯორჯიაში, კაროლინას საზღვართან ახლოს ოფიცრის მიერ, რომელიც ვერტმფრენით ათვალიერებდა გარემოს
317541_286555474783388_938298179_n.jpg

წყარო: http://iazrovne.com

 


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
:bravo:

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

a5a96d4a6018.jpg


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
იცით თუ არა რომ..
წელიწადის ზუსტი ხანგრძლივობა 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,51 წამია

53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ მოტყუვდეთ...

იაპონური ბაღის მინი წყალსატევი ასეთივე ხეებით.(იხვიც კი მოხიბლულია)

 

aba-Tu-dainaxavT-ulamazes-Cits-xeze-rom-


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

aba-Tu-dainaxavT-ulamazes-Cits-xeze-rom-


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ყველაზე დიდი ხე მსოფლიოში (5 ფოტო)
ამერიკის ნაციონალურ პარკში «სეკვოია» შესაძლებელია ნახოთ ბუნების ნამდვილი საოცრებები – გიგნტური სეკვოია დაახლოებით 1500 მეტრ კუბისა. ეს ყველაზე ძველი ცოცხალი არსებაა ჩვენს პლანეტაზე. ეს წოდება ხემ არა მისი სიმაღლის გამო, არამედ წლოვანების გამო მიიღო. 1879 წლიდან ხე ატარებს ცნობილი სამოქალაქო ომის გმირის – გენერალ შერმანის სახელს. დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები ვერ იგებდნენ ხის ნამდვილ წლოვანებას, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს შეძლეს და გენერალი შერმანი, 24 მეტრიანი დიამეტრის მქონე ხე – თითქმის ორიათასი წლისაა. ყოველდღიურად მერქნის მოცულობა ნახევარი სანტიმეტრით იზრდება. ყოველწლიურად «სეკვოიას» ნაციონალურ პარკს, რომელიც ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ათობით ათასი ტურისტი ნახულობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბევრი მათგანი აქ მხოლოდ იმის გამო ჩამოდის, რომ ნახოს უხუცესი გენერალი შერმანი და მის გვერდით გადაიღოს სამახსოვრო ფოტოსურათი.
0b16cef245fb.jpg
Resized to 90% (was 800 x 569) - Click image to enlarge12d4c87dac1d.jpg

Resized to 90% (was 800 x 604) - Click image to enlarge8b541aacf291.jpg

Resized to 90% (was 800 x 532) - Click image to enlarge625d25da708d.jpg

Resized to 90% (was 800 x 532) - Click image to enlargec75b95a385a7.jpg

53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
საინტერესო ფაქტები,რომლებიც შესაძლოა არ იცოდით
30 მაისი, 17:12

201405301702516227.jpg
1-მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება სამხედრო მისალმება მარცხენა ხელით.

2-დასავლეთაფრიკული ერთ-ერთი ტომი ფეხბურთს ადამიანის თავის ქალით თამაშობენ.

3-ავტრალიაში თავიდან გამოშვებულ 50 ცენტიანში..2$-ის ღირებულების ვერცხლი იყო.

4-ყველაზე ხშირად ინგლისის ბიბლიოთეკებიდან იპარავენ გინესის რეკორდების წიგნს.

5-საჰარის უდაბნოში ერთადერთხელ წამოვიდა თოვლი..ეს იყო 1979 წლის 18 თებერვალს.

6-1983 წელს ვატიკანი იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში სადაც ბავშვი არ დაიბადა.

7-სიენაში(იტალია) ქალი არ შეიძლება იყოს მეძავი, თუ მარია ჰქვია.

7-ძველ რომში თუ ექიმის ხელში, ოპერაციის დროს პაციენტი მოკვდებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.

8-კინოინდუსტრიაში არსებობს მხოლოდ ერთადერთი ვესტერნი, რომელიც ქალმა გადაიღო-"The ballad little jo"-1993 წელს. 201405301706386227.png

9-მე-12 სართულიდან გადმოვარდნილ კატას უფრო დიდი შანსი აქვს გადარჩეს, ვიდრე მე-7 სართულიდან.

10-ტანთან თანაფარდობით ყველაზე დიდი ტვინი მსოფლიოში ჭიანჭველას აქვს.

11-დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების 70% ბაქტერიებია.

12-დედალი ძაღლები უფრო ხშირად იკბინებიან ვიდრე მამლები.

13-ყველაზე დიდხანს უწყლოდ გაძლება ვირთხას შეუძლია.

14-მომღერალი ნიკ კეივი კუდიანი დაიბადა.(კეილი მინუოგი)

 

 

15-ორი დიდი გენიოსი-შექსპირი და სერვანტესი ერთ დღეს და ერთ წელს გარდაიცვალნენ:1616 წლის 23 აპრილს.

16-ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა მაღვიძარა, რომელიც მძინარეს ფეხის გულებზე უღუტუნებდა.

17-ერთი ადამიანის ორგანიზმში უფრო მეტი მიკროორგანიზმი ცხოვრობს, ვიდრე მთლიანად ადამიანები დედამიწის ზურგზე.

18-შიმპანზე ერთადერთი ცხოველია, რომელსაც საკუთარი თავის ამოცნობა შეუძლია სარკეში.

201405301709076227.jpg



19-კატა ერთადერთი შინაური ცხოველია, რომელიც ბიბლიაში არაა მოხსენიებული.


20-ღორის ორგაზმი 30 წუთი გრძელდება.


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სიყვარულისთვის ოკეანეც კი არ არის დაბრკოლება

1991 წლის ზაფხულში იაპონიის ერთ-ერთი პროვინციის გაზეთში ფოტოესსე გამოქვეყნდა, სადაც ძაღლის სიყვარულის მგრძნობიარე ამბავი იყო მოთხრობილი .

მეთევზე ნაკამურას, აკოს კუნძულიდან ჰყავდა ძაღლი სახელად შირო. 1991 წლის იანვარში ნაკამურა სხვა კუნძულზე, სახელად ზამამი, გადავიდა.

"ერთ დილას, - ჰყვება ნაკამურა, - რამოდენიმე დღის მერე, რაც კუნძულ ზამამიზე დავსახლდი, დავინახე, რომ შირო დგას ნაპირზე და თვალმოუშორებლად გაჰყურებს შორს, კუნძულ აკოს კლდის სილუეტებს. მის თვალებში ისეთი სევდა იყო, რომ ძალიან შემეშინდა: მე ძალიან მიყვარდა ჩემი ძაღლი. ვერ გავიგე რა შეიძლება მომხარიყო. შირო ასე გაუნძრევვლად იდგა თითქმის ერთი საათი. შემდეგ დღეს კი გაქრა. ის გამოჩნდა მხოლოდ საღამოსკენ - დაღლილი და სველი".

ძაღლი ყოველ დღე ქრებოდა. მაგრამ საღამოს ის ყოველთვის ბრუნდებოდა პატრონთან. მეთევზემ გადაწყვიტა გაჰყოლოდა და გაერკვია, სად ქრებოდა მისი ძაღლი.

"მე დავინახე, რომ ადრიან დილით შირო მივიდა პირსზე, რამოდენიმე ხანის თვალმოუშორებლად დააკვირდა შორეულ კუნძულს, უეცრად მოწყდა ადგილს, ყინულოვან წყალში გადახტა და გაცურა. გაოგნებული ვიყავი. კუნძულ აკომდე ორნახევარი მილი იყო. ნუთუ მან კუნძულისკენ გაცურა? და რატომ? რადიოტელეფონით დავურეკე მეგობარს აკოზე და ვთხოვე გაერკვია იქითკენ გაცურა შირომ თუ არა და რისთვის".

მეგობარმა გამოიძია ძაღლის გზა და გაირკვა, რომ ყოველ დღე ის თავისი მეგობარ დედალ ძაღლთან მიდიოდა, რომელიც მეთევზის კუნძულიდან გამგზავრებამდე მათ მეზობლად ცხოვრობდა. ძაღლს მერელინი ერქვა. მასთან პაემნის შემდეგ შირო ისევ თავის პატრონთან ბრუნდებოდა, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა.

ძაღლების რომანს მთელი იაპონია ადევნებდა თვალყურს. ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა კუნძულ აკოზე სპეციალურად, რომ საკუთარი თვალით ენახათ სახელგანთქმული ძაღლი.

შირო 2000 წელს 17 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიყვარულის ისტორია უკვდავყვეს ძეგლში.
http://www.zooclub.ge/


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Zმებო ეს ბოლო პოსტი ძაღლების განყოფილებაში.... ძაღკლი-ერთგულების სიმბოლო-ში გადაიტანეთ რა


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

« ანაკონდა შეჭამს მეცნიერს Discovery_ის პირდაპირ ეთერში » ანაკონდა შეჭამს მეცნიერს Discovery_ის პირდაპირ ეთერში

 

 

 

 

video_undefined_22_E4811000000578_905_63

ტელეარხი Discovery გვიჩვენებს პირდაპირ ეთერში, თუ როგორ შეჭამს ცოცხალ ადამიანს ანაკონდა. ამერიკელ მეცნიერს პოლ როზილს სურს თავის თავზე გამოსცადოს, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც ცოცხლად გჭამს გიგანტური გველი. ეს ადამიანი დაცული იქნება სპეციალური კოსტუმით.  გადაცემა "ცოცხლად შეჭმული" პირდაპირ ეთერში გავა 2014 წლის 7 დეკემბერს.

http://evpatori.ge


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1649 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

1788 წელს ლონდონში გამოჩნდა მანიაკი, რომელიც თავს ესხმოდა ქალებს, სტილეტის გამოყენებით საჯდომის არეში ჭრილობას აყენებდა და გარბოდა. ორი წლის განმავლობაში ის 50-ზე მეტ ქალს დაესხა თავს, მაგრამ მისი მსხვეპლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. საქმე იმაშია, რომ მანიაკი საკმაოდ გემოვნებიანი აღმოჩნდა და მისი პირველი მსხვერპლები ლონდონის მთავარი ლამაზმანები იყვნენ. ლონდონელმა ქალებმა, რომლებიც სილამაზით არ გამოირჩეოდნენ თვითონ დაიწყეს საჯდომის არეში ჭრილობების მიყენება პოპულარობისა და ლამაზი ქალის იმიჯის მოპოვების მიზნით. მესამე წელს დაპატიმრებულ იქნა ვინმე რინვიკ უილიამში, მაგრამ მან მხოლოდ პირველი 14 თავდასხმა აღიარა.

მიმაგრებული გალერეა

  • 12489272_472630426257525_4319747653011905520_o.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2302 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მაგარია ბიჭებო, ბაბუ , ბექა  :bravo:  :bravo:  :bravo:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?