Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 35 გამოხმაურება

#1 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ჩემი პატარა ცოდნა-გამოცდილება გაგიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ეს რასაც დავწერ ჩემი აზრი არ გეგონოთ. რაც დამარიგეს და რჩევები მომცეს ვეტერინარებმა ჩემი ლეკვის გაზრდისას იმ ყველაფერს ვწერ. 0027.gif როცა ახალ ფორუმზე გადავალთ ჯაბა გაამდიდრებს ამ განყოფილებას, მანამდე კი ვინმე თუ შემოვა და დააინტერესებს ეს საკითხი წაიკითხავს და იმედი მაქვს გამომადგება. ზოგი რაღაც ინტერნეტითაც მოვიძიე. 

ძაღლების აცრა 45 დღის ასაკიდან იწყება. ეს აუცილებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან, მაღალკლასიფიცირებული ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს: ენტერიტის, ჰეპატიტის, ძაღლის ჭირი, პარაგრიპის, ლეპტოსპიროზისა და ძაღლსაშენების ხველების სინდრომის. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან, შიდსზე მეტად საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. ენტერიტი კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ენტეროვირუსები და გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით, რაც იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ, ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ, ცხოვრებაში აღარ შეგეშლებათ. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, აჩქარებული აქვს გულისცემა და თანდათან აპათიური ხდება.

რა დროის ინტერვალში უნდა გაუკეთდეს აცრები? 
როცა 1 თვის ლეკვი ჭიაზე დამუშავდება (ამ დროს მშრალ საკვებზე უნდა იყოს), ის უკვე მზად არის აცრებისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, სანამ მინიმუმ 2 აცრა არ გაუკეთდება კატეგორიულად დაუშვებელია ლეკვის ქუჩაში სეირნობა. იმდენი დაავადებაა გავრცელებული, ხელით ტარებაც არ არის წამდაუწუმ მიზანშეწონილი. როგორმე 2 თვემდე უნდა ვიყოლიოთ ჩვენთან. ვისაც ბინის პირობებში შეგიძლიათ, ვისაც არა კიდევ, სადაც გყავთ ვოლიერში, ძალიან დიდი სისუფთავე უნდა იყოს და სხვა ცხოველებისგან იზოლირებული. აცრები იწყება 1.5 თვის (45 დღის) ასაკიდან. არსებობს სხვადასხვა მედიკამენტი, ფასისა და ხარისხის განსხვავებებით. მე პირადად ჩემი ძაღლი ავცერი ამ დასახელების წამლით. PRO-VAC DHPP ესეც ბმული http://komilab.kompa...egory2=0&pnum=4 ჯაბას რჩევით. მითხრეს რომ ძალიან კარგი წამალია. 15 ლარი ღირს ერთი აცრის დოზა. 

მოკლეთ პირველი აცრა როცა გაუკეთდება 45 დღის ასაკში, ზუსტად 2 კვირის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეორეც. ზემოთაც მოგახსენეთ რომ მინიმუმ 2 აცრის ჩატარებამდე გარეთ გაყვანა არ შეიძლება ძაღლის მაგრამ ასევე ძაან დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე რომ პირველი აცრის მერე ძაღლის იმუნიტეტი მთლად ქვემოთ იწევს და სუსტდება. აცრამდე თუ იყო საფრთხე რაიმე დაავადების პოვნის, პირველი აცრიდან მეორემდე ეს საფრთხე ძალიან იზრდება. უკვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას რომ ძაღლის საკვების გარდა არაფერი ჭამოს. როცა მეორე აცრა გაუკეთდება 14 დღის შემდეგ, ანუ 2 თვის ასაკში, უკვე შესაძლებელია ქუჩაში სეირნობა დააწყებინოთ მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ბევრი რაღაც, ვინაიდან ჩვენი დედაქალაქი და ზოგადად ქალაქები ძალიან დაჭუჭყიანებულია, როცა ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ვატარებთ, (მარცხენა ხელით), რემენი მოკლეზე დავიჭიროთ ანუ თავი რომ აწეული ეჭიროს და ცხვირი არ ჩაყოს ნაგავში და იმფექციურ (სხვა აუცრელი ძაღლებისგან, დანადორბლ და შენახებ) საგნებს. ასევე სასურველია (ყოველშემთხვევაში რჩევების გათვალისწინებით მე ასე ვაკეთებ ხოლმე) როცა ქუჩიდან ბინაში შეგვყავს ჩვენი პატარა, ჰიგიენური სველი სალფეთქებით თათები გავუწმინდოთ, ეს კი იმით აიხსნება რომ სანამ ვაქცინაცია დასრულდება მაინც არის შანსი რაიმე იმფექციის პოვნის და როცა ძაღლი თამაშობს ოთახში ან დაწვება, ხშირად ილოკავს თათებს და მაინც უნდა გამოვრიცხოთ ეგ საშიშროება. კიდევ როცა 14 დღე გავა უკეთდება მესამე აცრა. (აცრები სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე უნდა იყოს). ანუ 2.5 თვის ასაკში გაუკეთდება მესამე აცრა. უკვე თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაცულია იმ დაავადებებისგან რომელსაც ეს ვაქცინა იცავს. მესამე ვაქცინიდან 10 დღის შემდეგ გავუკეთოთ ცოფის აცრა და ამით დასრულდება აცრები 0027.gif შემდეგ წელიწადში ერთხელ უნდა ცოფის აცრა და სულ ეგ არის 0027.gif თუ რამე შეკითხვები გაქვთ დაწერეთ და აუცილებლად გავცემთ პასუხს, რაც ჩვენ ვიცით მონადირეებმა და თუ ჩვენ არ ვიცით ჯაბა არის ვეტერინარი ამ სახელით - VETERINARI 

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. პატივისცემით, უბრალოდ თაზო


  • 1

#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33380 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რატომ არის აუცილებელი ძაღლის აცრა

 

%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%

 

 

მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს – იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს


  • 1

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33380 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაქცინაცია არ გამოგრჩეთ ძმებოო


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
zaqros nomeri minda kekelidzeze rom aris. momweret vinmem )
  • 0

#5 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
versad ver vshoulob am dedakata katozals ara da 10 grami minda.
  • 0

#6 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
სამო ეს არის.5 97 00 90 25
  • 0

#7 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33380 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საბურთალოზე აქვთ კლინიკა ბუნებაში...ზაქროს კითხე და მიგასწავლის


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#8 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
ar aqvt arc mand... ((( agarcert klinikashi ar darchao
  • 0

#9 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33380 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რეცეპტების გამოწერის გამო?


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#10 Share
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი

  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მალე ჩემს ლეკვს აცრა უწევს და რომელი ვაქცინით ავცრა? და რა ჯდება ხომ არ იცით?
  • 0

#11 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33380 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დუჩე ეხლა არჩევანის საშუალება არის , ამერიკულებში, ჰოლანდიურებში, ჩეხურებში და ა.შ. ჯობია ვეტერინართან გაიარო კონსულტაცია და მერე თვითონ გადაწყვიტო. იმიტომ რომ სხვადასხვა კომპლექსური აცრები სხვა დასხვა რაოდენობის ავადმყოფობების პრევენციას ახდენენ და სხვადასხვა ფასები ღირს , ასე რომ შენ უნდა გადაწყვიტო....ვეტერინარის  ტელ თუ დაგჭირდეს მითხარი და მოგცემ......


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#12 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 1006 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ვანგარდი და მისი ჯანი კარგია ძალიან 

3ჯერ აცრი და ეგაა


  • 0

#13 Share
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

:think:  :think:   რა მაინეტესებს.ანუ მე 20 ში მომყავს ძაღლი.ნუ რათქმა უნდა აცრებს რომ ჩავუტარებ.ეზოში მყავს ვეშაპი (ძაღლი ანუ) ვაკონტაკტო მაგ ძაღლთან 2 თვის მერე??


  • 0

#14 Share
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი

  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მადლობა ბაბუ.
მირზა მეც ვანგარდს ვფიქრობდი, რომელ კლინიკაში დაგყავს შენ და რამდენს იხდი აცრაში? რაღაც საბუთს რო უკეთებენ კლინიკაში ეგ რა ღირს!
  • 0

#15 Share
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი

  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
ხვალ მყავს ძაღლი ასაცრელი და არავინ იცით ვანგარდით აცრა რა ღიირს ვეტერინარულში? ან თვითონ ვაქცინას რამდენად ყიდიან?
  • 0





საკვანძო სიტყვები: ვაქცინაცია, ძაღლის, ცხვირი, ყურადღება, ჰიგიენური, მეგობარი, ოთხფეხა, ძაღლ, დედაქალაქი, VETERINARI, რჩევები

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 23 წევრს:

Saitebi.Net cat.allfilmi.com