Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ printButton.png emailButton.png ავტორი ვებ-მასტერი    შაბათი, 21 მარტი 2009 08:26

ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა.

ტფილისი.
სახელმწიფო სტამბა
1916.

«ხელოვნება», თბილისი, 1990.

ოსების ჩამოსახლება ქართლში

თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.

საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვებნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს.

ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ კოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი.

ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადომსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.

ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ.

ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართელთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავ-დადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული.

გიორგი ბრწყინვალემ თავის გამეფების დღიდგანვე (1313 წ.) დიდი ყურადღება მიაქცია ქართლის მდგომარეობას და ნამეტურ ოსების თავგასულობას. გიორგი ბრწყინვალეს ჯერეთ საქართველოს დაგლეჯ-დაფლეთა ადარდებდა და ამიტომ ოსებს წყნარათ ექცეოდა, თან ავალებდა, რომ ქართველთ ცარცვა-გლეჯას თავი დაანებეთო. მაგრამ ოსები მეფის დავალებას არ ასრულებდენ და უფრო უარეს შვრებოდენ, ამიტომ გონიერნმა მეფემ დროებით ოსების ალაგმვა იქით გადასდო.

გირგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და მის შემდეგ საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ ნაწილათ დაყოფილ სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას ყველა ესენი მას ძრიელ ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ზოგიერთი მთავარი და ერისთავი ეწინააღმდეგებოდა სასტიკათ. ამ მოწინააღმდეგეთა რიცხვს გიორგი ბრწყინვალე კარგად იხსომებდა, მან მალე გაიცნო ყველა ის პირნი, თუ ვინ იყო მისი მტერი და საქართველოს გაერთიანების არ მოსურნე და ვინ ერთგული და მსურველი საქართველოს გაძლიერების, მოწინააღმდეგე მტერთა რიცხვში მოჰყვა ოსების ბელადიც, რომელიც ოსებთან ერთად ქართლში სცხოვრობდა და ცხოვრებას და თავის ბელადობას ოსების წინაშე ქართველების გაქუცვით და გაცარცვით ასრულებდა. ეს ბელადი იყო მფარველი ოსების ქურდობის და ავაზაკობის.

გიორგი ბრწყინვალემ ამ ოსების ბელადის და ოსების ალაგმვა დროებით უბურადღებოდ დასტოვა, შეუდგა ჯერეთ დანაწილებულ და დაგლეჯილ, ანუ საერისთაოებათ და სამთავროებათ დაყოფილ საქართველოს გაერთიანებას და მათ დამოჩილებას, ზოგი დაიმორჩილა და ზოგი ვერა, ამიტომ მან ახა კვალათ შესცვალა თავის გეგმა.

ვინც ვერ დაიმორჩილა, იმათ ოჯახებში ეწვია, გაუმასპინძლდა, დაუმეგობრდა, სიყვარული და ერთობა გაუმართა, რასაკვირველია ყველა ამათ ოსტატურათ ექცეოდა, ამაოებაში გიორგიმ დაიპყრო შირვანა, ადრაბადაგანი, (დღეს ადრიბეჟანი), ჰაისტანის ბევრი ქვეყნები და მის შემდეგ იგი შემობრუნდა ქართლში და თავის მტერ მოყვარებს სალამი გაუმართა, ყველას ესტუმრა, მეფე გიორგი ფიქრობდა, რომ იქმნება ეხლა დამოჩილდნენ, მაგრამ ლაპარაკში ყველას უმედობა შეატყო.

მაგრამ მეფეს გული არ გაუტყდა, იგი მაინც ცდას მიეცა და განიძრახა ამ შინაურ მტერთა მოსპობა, ამისთვის მან შეკრიბა დიდი ძალი ჯარი და მერე მიეცა სამზადის და დიდის ნადიმის გადახდას და ყველა თავის მტრის ან ნადიმზედ მოწვევას. ეს ნადიმი თურმე ისეთის სახელოვნებით მზადდებოდა, რომ გიორგი მეფის ყველა მტრებმაც კარგად შეიტყეს, მათ ეს დიდათაც უკვირდათ.

ბერვის სამზადისის და დიდის მზადების შემდეგ მეფემ გადასწყვიტა ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზედ, სადაც უფრო სიამოვნებით მივიდოდნენ მისი სტუმრები, მალე გონიერმა გიორგიმ მიმართა ყველა თავის მტრებს და დაპატიჟებით დაავალა ნადიმზე მისვლა და პატვისი ცემა გიორგისა. დაპატიჟება ყველ სიამოვნებით მიიღო და დანიშნულს დღეს მართლაც ყველა დაპატიჟებულნი ეწვივნენ მეფე გიორგის. ამათშივე იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც.

გიორგიმ აქაც განიძრახა ყველას დალოლიება და სისხლ დაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოსჩნდა, ამიტომ მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი და იგი სხვა საგანზედ გადავიდა, ამ დროს, მათ უკვე გადაკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი აქვნდათ გულში გიორგის წინააღმდეგ, ყველაფერი სთქვეს, ამით გიორგიმ შეიტყო მათი ბოროტების საბუთები და ისიც, რომ ისინი უსისხლოთ არასფერს დასთმობდნენ.

ამიტომ გიორგიმ იხმარა თავისი გეგმის თანახმად წადილის შესრულება და რაკი ყველა ეს მტრები ვერ დაიყოლია და არც დაყოლიების მიზეზები შეუტყო, ამიტომ მან თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ სტუმრები, თვით ამ დიდ სანადიმო სუფრაზედ ისე ამოაწყვეტინა, რომ იქ მათში ერთი მტერიც აღარ დარჩა, აქვე ამათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც.

გიორგი ბრწყინვალემ ბრწყინვალეთ და ხალხის სისხლის დაუღვრელად მოსპო თვისი მტრები და მათი სამფლობელნიც შეიერთა გაერთიანებულ საქართველოსთან სისხლ დაუღვრელათ, ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ მიმართა ქართლში შემოსეულ ოსებს და აუწყა თვისი ბრძანება, რომ დღეის შემდეგ თქვენ ქართველთა ცარცვა, გლეჯას თავი დაანებეთო, თორემ მე არ შეგარჩენთ და დაგსჯით სასტიკათაო. ახლა ველური ოსები ამაზედ უფრ გაბრაზდენ და სთქვეს, რომ გიორგიმ ცივზედ ჩვენი ბელადი მოკლაო და ჩვენ დაწყნარებასა და დაშოშმინებას გთხოვსო, ეს ჩვენგან არ იქნება, ჩვენ სისხლის აღება ვიცითო. გიორგი ბრწყინვალემ მალე სცნო ოსების აზრები, სთქვა: რაკი საქმე ასე არის, მაშინ მე ვასწავლი მათ ჭკუასაო. გიორგი ბრწყინვალე ბრწყინველეთ შეუდგა ქართლიდამ ოსების გარეკვის სამზადის და ეს მან ერთობ მალეც დაიწყო.

მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი.

გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ ჟასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკაც დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს და სთქვეს, რომ დღეიდან ჩვენი ფეხი ქართლში აღარ შემოვაო. მხოლოდ ოსებმა სთხოვეს გიორგი ბრწყინვალეს, რომ ჩვენ თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, თქვენც ერთი სიკეთე გვიყავითო, ჩვენს ქვეყანაში, ოსებს არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე, მექალამანე, არც ჭონი, არც თერძი, ფეიქარი, არა გვყავს და დალაქი და სხვაც ასეთი საჭირო ხელოსნები, ეგება გვიშველოთ თქვენა, თფილისიდამ გვიბოძოთ სა სამი კაცით თითო ხელობის, რომ მათ დაიწყონ აქ მუშაობა და ჩვენც გვექმნეს ყველა საჭირო სახმარებლიო.

გონიერმა გიორგი ბრწყინვალემ ამ დავალებას თავისებურის კეთილის თვალით შეხედა, იგი მალე ჩამოვიდა ოსეთიდან თფილისში, შეკრიბა ყველა ხელოსნები, ყველა მათ მისცა დახმარება, ულუფა და მალე გაბრუნდა ოსეთში და ყველა ეს ხელოსნებიც თან წაიყვანა, მალე ჩავიდა ოსეთში, ყველა ესენი დაამკვიდრა იქ, ამათ გაუხსნა სახელოსნოები და ამ გვარით შემოსა ტიტვილიკანა და ფეხშიშველე ოსები.

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ ოსებს გარდა მიმართა კავკასიის მთის სხვა და სხვა ხალხებსაც და გააცნო თვის მეფობა და ძლიერება, მათაც აუწყა და დაავალა, რომ თქვენ ზედამხედველობა იქონიეთ ოსებზედ და მათ თუ კიდევ გაბედონ ქართველებზე შემოსევა, თქვენ მათ ხელი არ შეუწყოთ. მათაც მისცეს ამის პირობა.

ამ გარემოებას ვახუშტი ასე ამოწმებს: «მერე შევიდა და შემუსრნა კავკასიასა შინა მყოფნი მოსრნა და დაიმოჩილა და მოხარკე ჰყვნა ყველა იგი დამშვიდდა ქართლი ოსტთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვირ დაიპყრნა».

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ეწვია თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევებს, აუწყა ოსების დამარცხება და მასთან პირობის ჩამორთმევა, რომ დღეის შემდეგ, იგინი ქართლში ფეხს ვეღარ შემოდგამენო. ამიტომაც ამ მთის ხალხს აჩუქა საკუთრებათ ყველა მათი საცხოვრებელი ადგილები, ამას გარდა მათვე დაუწერა «ძეგლის დება», და დაუმტკიცა, სხვაც ბევრი წყალობა უბოძა ამის სანაცვლოდ მათ დაავალა ის სამსახური, რომ მთელი კავკასიის გზები ეხლა მე დავიპყარი და თქვენ ამ გზებზე ყარაულები იყოლიეთ და უყურეთ, რომ ქართლში ოსები აღარ შემოიპარონ. მოხევებმა ამის ფითცი და პირობა მისცეს და მას შემდეგ გიორგი ბრწყინვალე თფილისში დაბრუნდა და მთიელებმაც ხსენებულ გზებზედ დააყენა მცველები, მის შემდეგ ანუ 1330 წ, თითქმის გავიდა ორი საუკუნე და ქართლში ერთი ოსის ფეხით აღარ შემოსულა, ერთს კაცს არ შემოუდგამს ქართლში ფეხი, არც იმერეთში და კახეთში.

ოსეთის ერის ისტორია მეტის მეტი სიბნელით არის გარემოცული. ოსებმა არც თვისი უძველესი დროის ისტოია იციან, არც შემდეგ დროის, არც საშუალო საუკუნის და არც უახლოესის საუკუნების.

ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს ისტორიის წყაროებს და ამ წაყროების მწერლებს, რაც მკვიდრად და მტკიცედ არის დაცული ქართულს წიგნებსა და სიგელ-გურჯებში. აი ეხლაც, მე წარმოვადგენ ოსების საგულისხმოთ, ერთ ისტორიულ გერემოებათა აღნუსხვას, ე.ი. ოსების ჩამოსახლების მიზეზებს ქართლში, რაც არ იქმნება მეტი და მნიშვნელობას მოკლებული.

ეს ისტორიული მასალა მე მოვიპოვე 1884 წ. ქვათახევის მონასტერში მცხორებ, მღ. მონაზ. ნიკონ ჯობინაშვილის ძველს საწიგნობელში ეს აღწერა მე მოვათავსე «ოსეთის ისტორიაში», რომელ წიგნიც ცალკე მოგვეცი 1914 წ. ხოლო ამ წიგნში ეს აღწერა ვერ მოვათავსე, რადგანაც წიგნი თავდება მეცამეტე საუკუნის დამდეგს, ანუ თამარ მეფით და ეს გადმოცემა კი ეხება მეხუთმეტე საუკუნის დამლევს.

ოსები ვალდებულნი არიან ზენეობრივათ, რომ ქართველ ერს და მათს და ისტორიას ისე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვრიფას საუჯნეს თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკაგიანობა და ისტორიული ცნობებიც.

ნიკ. ჯობინაშვილის ხელთნაწერი განიყოფა ასე: I ნაწილში აღნუსხულია საქართველოს აოხრება მტერთაგან, ეს ნაწილი მე გამოვეცი ცალკე წიგნათ 1889 წ. მეორე ნაწილი კი ოსებს და ოსების ჩამოსახლებას შეეხება, ეს ნაწილი კი დავტოვე, არ დავბეჭდე, რადგანაც არ მაინტერესებდა, ახლა კი, როცა საჭირო გახდა, ამიტომ წარმოვადგენ როგორც ჩვენთვის საცოდნელათ ისევე ჩვენ მეზობელ მეტერთათვის.

როგორც მოწმობენ ქართველთ ისტორიის წყაროები, მეხუთმეტე საუკუნის დამლევს, ოსებს მეურნეობა ძრიელ სუსტად სცოდნიათ, თვით პურის თესვაც კი არა სცოდნიათ, მათში თურმე მარტო ქერს სთესავდნენ და ისიც როგორც მიწის მოხვნაც კი არ ყოფილა მათში წესად მიღებული, ბარითა და ნიჩბით მიწას სჩიჩქნიდნენ და ასე სთესავდნენ ქერს.

ამ გვარად მეხუთმეტე საუკუნეში, კარგად სჩანს, რომ ოსებში მარტო ქერი მოდიოდა, ამას გარდა არც პურის, არც სიმინდის და ბრინჯის ხომ სანახვობაც არ ყოფილა მთელი ოსეთის ერი ქერის ქარჯინათი იკვებებოდა. ეს იყო სულ მათი საცხოვრებელი ავლადიდება, ამიდამა ხდიდნენ ლუდს, არაყს და მით ირჩენდნენ თავს, ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ.

მოხდა ასეთი უბედურება, რომ ოსეთის ერთ ნაწილში და უფრო კი ქართლის მოსახღვრე ოსებში, 1580 წლიდან, ქერის მოსავალმა გამუდებით სასტიკად იკლო. ქერი თითქმის სულ აღარ მოდიოდა, ამ უბედურების მიზეზი ის იყო თურმე, რომ 1580 წ. ქერის ყანები დიდმა წვიმებმა და ნიაღვრებმა სულ წაიღო და მოსპო თურმე. მეორე წელიწადს ასევე მოსპო დიდი ქარებისაგან, მესამე წელს, თურმე იქმნა ისეთი ცხელი მზე, რომ ყანები თურმე სულ გადაიწვა, ასე და ამ გვარად გასტანა თურმე. ამ უბედურებამ, რაც ოსების ერთი ნაწილი ერისა და დიდს განსაცდელში ჩააგდო.

ოსეთში ჩამოვარდა დიდი სიმშილობა. ამ სმიშილობას, ქართელი მემატიანე ასე აღნუსხავს: «1580 წელს, ოსეთში, იქმნა სიყმილი ფრიად დიდი, მრავალნი სწყდებოდნენ სიყმილითა, ვინაიდგან ოსნი იკვებებოდნენ მდელოთი».

ბალახის ჭამამ დიდად ავნო ხალხს და მრავალი გაწყდა. იგივე მატიანე ამბობს, რომ მკვდრები დაუფლელნი დარჩნენ.

ამ გარემოებამ ოსებზე იქონია თურმე მეტად დიდი გავლენა. ამ დამშეულ ოსებმა იწყეს აქეთ იქით გარდახვეწა და დღიური ლუკმის ძებნა მათხოვრობით, ასეთის დამშეულის ოსების ერთი ნაწილიგადასახლდა შაირვანში, ერთი ნაწილი ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც გადმოსახლდა ქართლში.

გარდახვეწილნი ყველგან მიეცნენ მათხოვრობას, მაგრამ შვონით კი ზოგ ალაგას სულ ვერაფერს შოულობდნენ, მაგალითად ასეთი იყო შირვანი, ლეკეთი და ჩერქეზეთი, სადაც ოსები ბევრს ვერისფერს შოულობდნენ, შოულობდნენ იმდენს, რაც მარტო მათ ჰყოფნიდათ იქვე დღიურად და შინაურთათვის წასაღებით კი აღარა რჩებოდათ-რა, ქართლში გარდახვეწილი ოსები კი, ამ პურის და ქერის ქვეყანაში, შოულობდნენ იმდენს ქერს, პურს, სიმინდს, ლობიოს და სხვას, რაც თვითონაც ჰყოფნიდათ საზრდოთ დღიურად, და თანაც ბევრი მონაგროვი მიჰქონდათ.

ამ გვარად რაც ხანი გადიოდა, ქართლის სოფლები მათხოვარ ოსებით უფრო ივსებოდა, რაკი ოსებმა ნახეს, რომ ქართლში უფრო ადვილად ვშოულოთ პურსაო, სვხა კუთხეებში წასვლა შესწყვიტეს და მთლად ქართლისკენ იწყეს გადმოხვეწა და მათხოვრობა. საქმე ისე მოეწყო, რომ ქართლის სოფლები მალე გაივსო მათხოვარ ოსებით. ყველა სოფელში მუდამდღე ოსის რამდენიმე მათხოვარს მხარზედ გუდა ეკიდა, ხელში პარკი და დაიარებოდა და მათხოვრად.

ამ გარემოებამ საქმე იქამდის მაიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს მიზეზები მათის სიგლახაკის და ქართლის სოფლებში ასე გამოსვლის და გლახაობის, ოსებმა აუწყეს ქართველთ ყოველვე თავიანთი ქვეყნის მოუსავლობის მიზეზები. აიღეს-დაიღეს და ეს ამბები ერისთავებმა და მაჩაბლებმა სიმონ მეფეს მოახსენეს ამ მეფემ ერისთავებს ნება მისცა ასე:

რაკი ოსები მაგისთანა გაჭირვებაში ჩავარდნილან, ამიტომ აუწყეთ მათ, რომ თუ ისურვებენ და ქართლში გადმოსახლდებიან, მაშინ თქვენ მიიღეთ იგინი ხიზნებად და თქვენს მამულზე დაასახლეთ, ერისთავებმა სიმონ მეფის ნებართვა და წადილი გაჭირვებულ ოსებს მალე აუწყეს. ასეთი ამბავი ოსებს დიდად გაეხარდათ ამათ მალე თანხმობა და მადლობა გაუცხადეს ქართველთ და ამის შემდეგ მათ მართლაც იწყეს ქართლში გადმოსახლება, ასე და ამგვარად, საქმე ისე მოეწყო, რომ მეხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ან მეთექვსმეტე საუკ. დამდეგს, ქართლში უკვე იმდენი ოსი იყო, რომ თითქმის კაცი მათ ყოველს სოფელში ნახავდი.

ამგვარად, ოსების ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო დიად სიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქმნენ ქსნის ერისთავის მამულზე, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფალავანდიშვილის, ფურცელაძეების და ზოგიც სხვა თავად-აზნაურების მიწაზე, სადაც ოსები დღემდე მოსახლეობენ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამწუხაროდ, ოსების გადმოსახლების დროს, ქართლში, თან სულ არასფერი მოჰქონდათ და თითქმის სულ ცარიელ-ტარიელები მოდიოდნენ: ფეხშიშველი, ტანშიშველიც კი, თავშიშველი, ერთი სიტყვით ყველა ოსი იყო ჩავარდნილი წყალ-წაღებულს მდგომარეობაში.

გადმოსახლებულ ოსებს არ ჰქონდათ ლოგინი, ტანსაცმელი, ბარგი, ჭურჭელი, არ ჰყავდათ საქონელი და ფრინველი. დღიური პურის ლუკმაც კი არ გააჩნდათ თურმე. ოსებმა მიმართეს სიმონ მეფეს და დახმარება სთხოვეს. ამ მეფემ ინება და ქართველთ თავადაზნაურებს დაავალა ოსების დახმარების მიცემა. ამ დროს, ოსებს დაეხმარა ის გარემოება, რომ სიმონ მეფემ ქალაქი გორი ოსმალებს წართვა და ამიტომ უფრო ინებეს ოსების დახმარება. ოსებს ქართლის თავად-აზნაურებმა აი როგორც და რითი დაუწყეს დახმარების აღმოჩენა.

გადმოსულ ოსებს მიუჩინეს სახლის გასაკეთებელი ალაგი, სახლისთვის ასაშენებელი ხე-ტყე და სხვა მასალაც. საქმე ისე მოეწყო, რომ მოკლე დროის განმვლობაში, ოსების გადმოხვეწილებს ყველას გაუკეთდა თავის საკუთარი ქოხები, რადგანაც ოსებს არა ჰქონდათ დღიური საზრდო, ამიტომ ეს საზრდო მათ მისცეს ქართლის თავად აზნაურება, არ ჰქონდათ სათესათ ქუერი და პური, ესეც მისცეს თავად აზნაურებმა, რომელთა მამულებზედაც ოსები ხიზნად დასახლდნენ, არ ჰქონდათ ბარი, ნიჩაბი და სხვა იარაღი, ესეც ქართველებმა მისცეს.

მაგრამ საქმე მარტო ასეთის დახმარებით არ გათავდა, ასეთ დიდს დახმარებას გარდა ოსებისათვის საჭირო იყო სხვა დახმარების აღმოჩენაც, რაც თავს იდვა ქართლის გლეხობამ.

ზოგ გლეხ კაცის ოჯახმა ოსებს აჩუქა ტანთსაცმელი, ზოგმა ლოგინი, ზოზმა ფარგადი, ზოგმა ჭილობი და სხვა ასათებიც.

ზოგმა მისცა ჯამ-ჭურჭელი, ზოგმა კოკები, ლიტრები, ქვაები და ასეთი საჭიროვბანი.

ქართლის გლეხები დაეხმარნენ ოსებს აგრედვე შინაური საქონლით და ფრინველით. ზოგმა ქათაი აჩუქა, ზოგმა ბატი, იხვი, ინდოური, ზოგმა ცხენი, ზოგმა ძროხა, ხარ კამეჩი, თხა, ცხვარი და სხვაც კიდევ ასეთნი.

ზოგმა ამბა აჩუქა ნართი, სოფლის ფეიქრაიც დაჰპირდა მუქთათ მოქსოვას ასეთის დახმარებით, ქართველებმა ოსები ფეხზე დააყენეს, ასე და ამ გვარით, ქართლის სოფლებში მოშენდა და შეიქმნა ოსთა გლეხთა მოსახლეობა. ეს აღორძინების ხანა უწევს მე-16 საუკუ. დამგედს. ასეთის დახმარებით ოსები მოშენდნენ და სოფლებში ფეხი გაიმაგრეს.

ოსები რომელნიც ქართველებთან კარგად მიეცნენ ცხოვრებას და ამათ მალე დამსახურეს ქართველთ სიყვარული და თანაგრძნობათ. ამიტომ ქართლის გლეხები ოსებს ეხმარებოდნენ ყანაში მუშაობისთაც. მალე საქმე ისე მოეწყო, რომ ოსებმა ქართლის გლეხებისაგან ისწავლეს პურის და მის მოყვანაც, ისწავლეს მებაღებაც კი, ნამეტურ ვაზის გამრავლება და ღვინის დაწურვაც, რასაც ოსები თვითაც ერთობ კარგად ეწყობოდნენ.

მოხდა ის, რომ ოსეთის დამშეული გლეხ-კაცობა, ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, ფეხიც და წელიც გაიმაგრა ამით საქმე ისე მოეწყო და ისე მოღონიერდნენ, რომ ზოგი მათში ოჯახის შვილათაც კი გახდა, ამიტომ ამათ გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების: ვაი თუ ოდესმე ჩვენმა მემამულეებმა აღარ დაგვაყენონ ამ მამულებზე და აყრა დავგიპირონ, მაშინ სადღა წავიდეთ. ამიტომ ოსებმა ითათბირეს და ერთმანეთში დაადგინეს ასე, რომ მივმართოთ ჩვენს მემამულეებს და ვსთხოვოთ, რომ ეგები მათ გვიყმონ ჩვენაო. რაკი ჩვენი მყობა მოხდება, მაშინ აყრის შიში აღარ გვექნებაო.

ამიტომაც ოსებმა მიმართეს ქართლის თავადებს და სთხოვეს გვიყმეთო, თ.-აზ-ბმა უარი უთხრა: თქვენი ყმობა არგვინდა, თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, თქვენ ჩვენს ქვაყანაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ, ასე ელაპარაკებოდნენ ქართველ მებატონენი, მაგრამ ოსები მაინც თავიანთსას სჩადიოდნენ და ევედრებოდნენ ყმობას.

ბევრის დავალებით მობეზრდნენ ქართველ თავად-აზნაურები და ოსებს განუცხადეს თანხმობა, ამის შემდეგ მათი ყმობაც მოხდა, ესე და ამ გვარად, ოსები ქართველ მებატონეებს ეყმნენ მე-16 საუკუნის დამლევს და მას შემდეგ მართლაც ოსები ქართლის სოფლებში სხცოვრობენ უვნებლად, მას შემდეგ რაც ესენი ქართველ მებატონეებს ეყმნენ, იგინი ამის გამო, ქართველ გლეხებს უფრო დაუახლოვდნენ.

დაახლოვება ისე მოიმართა, რომ მათში მალე ნათესავობაც დაიწყო, ერთმანეთში ქალების მითხოვება, გახშირდა ნათელ-მირონობა, მეჯვარეობა და სვხაც ბევრი ამ გვარები, რაც ამ ორს ერს მარტივად აკავშირებდა ერთმანეთან და მასთან მათთი ურთიერთისადმი სიყვრულის სხივებიც არსდებოდა. ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ მას შემდეგ, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს, ან ქართელებს ერთმანეთისათვის ეღალატნოთ და რამე ბოროტება ჩაედინოთ. ასეთი ბოროტება ძველად ოსთა და ქართველთ შორის აბმათაც არ გაგონილა, ნაცვლად მტრობის, ოსები ქართლში გადმოსახლების შემდეგ, ქართველებთან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, ბრძოლის დროს არას დროს არ უღალატნიათ, უკან არ დამდგარან.

ამიტომ უფრო გვწყინს ეს ბოროტებმა, ამ გარემოებას ჩვენ ვსთვლით დიდს ცოდვად და ოსების მთელის ისტორიული ღირსების შეგნებად, ეს ბოროტება ოსებისაგან ნაქნარია საქართველოს მტრების ჩაგონებით, რომელთაც ქართული რესპუბლიკური მთავრობის სისხლი სწყურიათ და რესპუბლიკის დამხობას ელტვიან. ამას ვფიქრობთ ჩვენ და ეს ასეც უნდა გახლდეთ. მხოლოთ ოსებს კი არ ეკადრებათ ქართველების მტრობა და შეძულება, ამას იგინი სასტიკად უნდა ერიდებოდნენ, რადგანაც ქართველთა შეგინება იქნება მათ მამა-პაპათა საფლავების შეგინება.

ასეთ შეგინებას ოსები უნდა მოერიდონ. მასთანვე მათ აუცილებლად უნდა გასცენ ის ბოროტი პირები, რომელთაც იგინი შეაგულიანეს, გააბრიყვეს და თავიანთ მეზობელ ქვართველ ერის წინააღმდეგ ხელში ხმალი ააღებინეს. ოსებს თუ ადამიანური ნამუსი და სირცხვილი სულ არ დაუკარგავთ, მაშინ მათ ჩვენი და მათი მტრები უსათუოდ უნდა გამოაშკარავონ. ეს გამოაშკარავება იქნება ის, რომ იგინი ჩვენი ამაგის დაწიხვლასთავს დაანებებენ, ჩვენს პურმარილს და სიკეთეს არ დაივიწყებენ, მასთან არც თვის მამა-პაპათა ღირსებას შეაგინებენ.

ძველ დროს და საშუალო საუკუნეთა ამბებს ჩვენ არ შევეხებით, მოვიყვანთ მხოლოდ უახლოეს საკუნეთა დროის ამბებს და იმედია რომ ესეც ეყოფათ ოსებს იმის საფუძვლად, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ აჰყვნენ თვის დამღუპველს და საქართველოს რესპუბლიკური მთავრობის მტერებს.

იქ სადაც მათ მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არაას დროს ეპატიებათ, ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველის დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგელოდ ჩაუდენიათ ხოლმე.

1496 წ. შაჰ-ისმაილი ტფილისში ქართველებმა დაამხეს და გააძევეს, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1536 წ. შაჰ-თამაზი საქართველოდან ქართველებმა განდევნეს, ტფილისის განთავისუფლებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1556 წ. სულთან სულეიმანი ქართველებმა დამხეს და გააძევეს საქართველოდან ოსმალთა ჯარი, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1562 წ. გიორგი მეფემ ოსმალოებზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1578 წ. ოსმალეთმა აოხრა ქართლი და ოსეთიც, მერე ქართველებმა სძლიეს, ოსეთიდან გამორეკეს და გარეკეს, ამ ბრძოლაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1583 წ. სიმონ მეფემ გორი აიღო, ოსმალნი განდევნა, დამონებული ოსეთი სულ გააანთავისუფლა, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1617 წ. შაჰაბაზმა კახეთი აიკლო, ამ აკლების დროს ოსეთიდან ოსები ჩამოვიდნენ და ფიცი მისცეს კახელებს და მის შემდეგ მტერს ერთად ებრძოლეს.

1634 წ. ოსებიშეუერთდნენ ქართველებს და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სასტიკად იბრძოლეს. ყიზილბაშნი ტფილისიდან სულ გარეკეს.

1640 წ. თეიმურაზ კახთა მეფემ ოსეთში შეაფარა თავი, ოსებში ამ დროს, მან შეადგინა ოსთა ძეთა დასი და მათ მიუჩინა წერა-კითხვის მასწავლებელნი, რომელთაც ოსეთში დახსნეს სკოლები.

1690 წ. არჩილ მეფემ ოსებში შეაფარა თავი, ოსთა მოწინავე პირნი შეჰყარა და მათ უქადაგა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და თვალის გახილება. ოსებმა თანხმობა განუცხადეს. მერე არჩილ მეფემ რამდენიმე ოსი რუსეთში გაიყოლა და 1706 წ. მოსკოვში მათ გააცნო რუსული სასტამბო საქმეები და მასთანვე მათ აჩვენა ახლად ჩამოსხმული ქართული ასოების ყალიბები. ოსებს ქართული საბეჭდი ასოების ნახვა დიდად მოეწონათ.

ეს ამბებიც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ ის ჭეშმარიტება და ისტორიული პირობები, თუ ძველად ქართველთა და ოსებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და დღეს კი ამ მეოცე საუკუნეში, როცა მოვესწარით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაარსებას, რას სჩადიან და რა ლაფით სვრიან დიდს ისტორიულ წარსულსა და ქართველების ამაგს.



პასუხისმგებელი გამოცემაზე: ე. ნადარეიშვილი
გამოცემის ტექნიკური ხელმძღვანელი: რ. კოხრეიძე

გამომცემლობა «ხელოვნება», 1990
თბილისი, დავით აღმაშენებლის პრ. 179.
1990

Last Updated on შაბათი, 21 მარტი 2009 08:30

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თემა აქ უნდა იყოს თუ?...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?! ოსების ჩამოსახლება საქართველოში და მათი განსახლების არეალი

საქართველოს არ შემოუერთებია სხვისი მიწები. არ მოუნათლავს უცხოელები თავის რჯულზე. არ გაუჭრია ფანჯარა ევროპასა და აზიაში, არ უსწავლებია სხვა ქვეყნის ხალხებისათვის ქართულად ლაპარაკი. არ ცდილა სხვა მიწაწყლის ხალხების სიმდიდრე მიეთვისებინა.

მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს იმაზეც ითქვას, რომ ქართველი მემამულენიც სამშობლოს მიწაწყლისადმი დაუფიქრებელი დამოკიდებულებით ხშირად ხელს უწყობდნენ სხვა ტომელებზე მის გასხვისებას. გროშების ფასად ნაყიდ ქართულ მიწებზე დასახლებულ გადამთიელთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მფლობელის [62]

პრეტენზია უჩნდებოდათ. ასე იკარგებოდა ეროვნული თვითმყოფადობის მაჩვენებელი უპირველესი საყრდენი _ “მამული” რომელიც შემდეგ მომდევნო ორის _ “ენისა და სარწმუნოების” დაკარგვის რეალურ შესაძლებლობას ქმნიდა. ამიტომ იყო, რომ ხიზნად მოსული ჯაყოები და კარაპეტები ჩვენი ეროვნული ღირსების ყველა კუთხეკუნჭულს თავხედურად შეურაცხყოფდნენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, გამკითხველი კი არავინ იყო.

XX საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ქართლში გამოჩენილ საგვარეულოთა სამფლობელოები, მათი მეპატრონეების გულგრილობისა და იოლი ცხოვრების დაშურების გამო მთლიანად, ან ნაწილობრივ სხვა რჯულის ხალხის ხელში იყო გადასული. ასე მაგალითად, საციციანოს, საჯავახოს, სათარხნოს, ქვემო საციციანოს, დიღმის ველის, სკრის ხეობის (შალიკაშვილების), საამირეჯიბოს, საფალავანდოს, ფრონის ხეობის _ კალატოზიანთ, სამაჩაბლოს, საამილახვროს, სამუხრანბატონოს, საგურამოს, საორბელიანოს, საბარათიანოს, თუ სამელიქიშვილოს კუთვნილი ტერიტორიების ბედი; რომ იმ დროისათვის სკრის ხეობა “მთლიანად დაკარგული ჰქონდათ თავად შალიკაშვილებს… დიდი წილი ამ სათავადოსი ქართველ კათოლიკეთა ხელში იყო, ხოლო დანარჩენი კი ფრიდონოვსა და ავსარქისოვს დაესაკუთრებია”. იგივე ბედს იზიარებდა ატენის ხეობის ერისთავთა სავარგულები, სადაც მიწების დიდი ნაწილი რუს პოლკოვნიკ სიბონოვს შეეძინა, დანარჩენი სახელმწიფო ბანკს, ხოლო მისგან _ ლეკ ჯამათ ჰაჯიევს. ჯავახიშვილთა საგვარეულო მიწაწყლის დიდი ნაწილი [63]

ვიღაც რუს პროფესორს დაენარჩუნებინა, ზოგი კი ოსობას. სათარხნოში გასაყიდი მამულები რომ აღარ დარჩენოდათ, საშენ მასალად ჰყიდდნენ დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ციხედარბაზის ნანგრევებს სოფელ ნოსტეში. დიღმის ველის დიდი ნაწილი ალ. ხატისოვის პარტიას, ე. ი. დაშნაკცუთიუნს ჰქონდა შესყიდული.

ფრონის ხეობაში მაცხოვრებელი ფალავანდიშვილები, ხერხეულიძეები, კალატოზიშვილები სულ აყრილიყვნენ იმ ადგილებიდან. ერთი კომლი თავადიშვილი დარჩენილიყო სოფელ ყორნისში და ისიც ისე იყო გაოსებული, ქართულ ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებდა და დანარჩენი ოსებისაგან აღარ გაირჩეოდა61.

საერთოდ, ოსეთი ყმების ყიდვის ერთგვარ ბაზარს წარმოადგენდა, სადაც შეძლებული ქართველები და თავადაზნაურობა ყმების შესაძენად დადიოდნენ. მაგალითად, XVIII საუკუნის 50იან წლებში იესე ბარათაშვილი, როდესაც ეკონომიკურად მომძლავრდა შვილებისათვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ოსი ეროვნების ყმებს ეძებს. ანდერძში შვილებს მოუთხრობს: `ოსეთში კაცი გავგზავნე ოსების საშოვნელად. ბევრი დამეხარჯა, მეპირებიან და ჯერ არა ჩანს რა. ეგების ყმა გაგიმრავლდესთ. თქვენთვის, თორემ მე რაღას მარგებს~62.

როგორც ბერძნებს აქვთ თქმულებები მათ ტერიტორიაზე არაბერძნული წინარემოსახლეობის შესახებ, ისე

64

ოსებსაც. მათი გადმოცემების მიხედვით შიდა ქართლში `ცარციათები (შარშათ) ცხოვრობდნენ ნართებამდე, ირებამდე (ირონებამდე) _ ოსებამდე ამ მიდამოებშიო~63. სოფელ სთირფაზში (დიდი ვაკე), რომელიც ხვწის სასოფლო საბჭოში შედიოდა, არსებულ ბორცვზე ცარციათ კაძახზე (ცარციათების კლდეზე) ნაპოვნ საგნებს არქეოლოგები აკუთვნებენ გვიანი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას და იბერიულკავკასიური მოდგმის ტომის ნივთებად მიიჩნევენ. სთირფაზის კერამიკისა და ბრინჯაოს ინვენტარს პარალელები ეძებნება ნულის, ქვასათალის, მცხეთის, თრიალეთისა და სხვა სამარო

სთირფაზის საფლავებში გვხვდება მსხვილ და წვრილფეხა საქონელთა ძვლები, რაც მოწმობს, რომ ძვ. წ. XIIIIX საუკუნეებში აქ მესაქონლეობა იყო განვითარებული64.

ოსების საქართველოში ჩამოსახლებას ამაგრებს ის ბუნდოვანი გადმოცემები, რაც აქ მცხოვრები ოსების მეხსიერებაში, ზეპირსიტყვიერებაში დარჩა. ჰაკსტჰაუზენი, რომელმაც იმოგზაურა ოსებით დასახლებულ ქართლის ტერიტორიაზე, აღნიშნავდა, რომ ოსებს მეტად ძუნწი ცნობები მოეპოვებათ მათი ჩამომავლობის, გადმოსახლებისა და ისტორიის შესახებ. ამბობდნენ, რომ მათ წინათ სხვა ქვეყანა ეჭირათ, რომ ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან, კავკასიონის მთავარი ქედის გადმოლახვით, რომ წინათ ცხოვრობდნენ ქვეყანაში, რომელიც

65

ახლა ჩერქეზებს უკავიათ, ისინი იქიდან გამოდევნეს სხვა ხალხებმა და დასახლდნენ `ახლანდელ ოსეთში~. ამ ბუნდოვან გადმოცემას, _ ასკვნიდა ჰაკსტჰაუზენი, _ აქვს ისტორიული საფუძველი, რამდენადაც ქართული მატიანენი ადასტურებენ, რომ ოსები ახლანდელ თავიანთ ადგილსამყოფელზე გადმოვიდნენ ლონდონიდანო. `ოსებს, _ დასძენდა პფაფი, ყველას ახსოვს, რომ აქ გადმოსახლდნენ ჩრდილოეთიდან~.

გადმოსახლებული ოსები უმთავრესად სახლდებოდნენ დიდი და პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობაში. ამის გამო შემდეგში მოსული მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დასახლებული აღმოჩნდა გორისა და დუშეთის მაზრებში, ხოლო შედარებით მცირე რიცხვი რაჭისა და შორაპნის მაზრებში65.

რაჭის სოფელი კუდარო, რომლის ნამდვილი სახელწოდება არის ჩასავალი, თავდაპირველად ქართველებით იყო დასახლებული. XVII საკუნიდან აქ ოსები სახლობდნენ. ეს პროცესი, როგორც ჩანს მშვიდობიანად მოხდა. რაჭველების ბარში გადმოსვლის შემდეგ, ოსებმა მიტოვებული ქართული ტერიტორია უმტკივნეულოდ დაიკავეს66.

ქართლის მთიანეთში, შიდა ქართლში, ოსური კომპაქტური მოსახლეობა წარმოიშვა არა ერთდროული ჩამოსახლების შედეგად, არამედ თანდათანობით, XVI XVIII საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც საქართველოსა და ცენტრალური კავკასიონის მთის რაიონებში

66

თავისებური სოციალურპოლიტიკური სიტუაცია, მიგრაციული მოვლენებისათვის ხელისშემწყობი ვითარება შეიქმნა67.

სარჩოსაბადებლის მძებნელი ოსები ქართველ მთიელთა სოფლებში იკვლევდნენ გზას, ხშირად კი აქაურ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე სახლდებოდნენ. ამას, ერთი მხრივ, ისიც უწყობდა ხელს, რომ ქართველი მოსახლეობა საგარეო მტრების შემოსევათა შედეგად ძალზე შემცირებული იყო ან კიდევ ბარის ეკონომიკური ზემოქმედების წყალობით დაბლობისაკენ ინაცვლებდა.

ოსთა ჩამოსახლების პროცესი ყოველთვის მშვიდობიანი როდი იყო. ფეოდალიზაციის გზაზე მდგარ ოსთა ზედაფენის ინიციატივით ქართლის სოფლებზე თავდასხმები ეწყობოდა და ამ გზითაც იკავებდნენ ისინი დასახლებულ ადგილებს68. 200მდე ოსი უკვე ჩანს დასახლებული XVII საუკუნის დამდეგისათვის ქართლის მთიანეთში. ბუნებრივია ჩამოსახლებული ოსები იბრძოდნენ მიწებისათვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის და ამდენად უპირისპირდებოდნენ ქართველ მოსახლეობას. მათ დამკვიდრებას ზოგიერთი ქართველი ფეოდალი ხელს უწყობდა69. ეს პროცესი სათანადო წყაროებითაც დასტურდება. კერძოდ, XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელის მიხედვით ზემო ჯავის მოსახლეობა ამოწყვეტილი ჩანს, რომელიც შემდეგში მაჩაბლებმა ოსებით დაასახლეს. აღნიშნული

67

ფაქტი არც ვახუშტი ბაგრატიონს გამორჩენია მხედველობიდან: `ამ მთის ადგილებთა შინა რაოდენი ოვსნი დავწერეთ, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გადმოსახლებულან ოსნი და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაიდან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან~.

მაჩაბლები მეფის მოურავებად იყვნენ ლიახვის ხეობაში. მათ ეკუთვნოდათ მდინარე ლიახვის თითქმის ორივე ნაპირი. კერძოდ, ლიახვის მარჯვენა ნაპირზე _ ნიქოზი, ცხინვალი, აჩაბეთი, მონასტერი, ქურთა, კეხვი, მსხლები, ჯავის ხეობა მთლიანად, მუგუთის ხევი: ლიახვის მარცხენა ნაპირზე _ მეღვრეკისი, ხეითი, საბაწმინდა, სვერის ხეობა და სხვა.

ალექსანდრე ცაგარელის გამოანგარიშებით, 1771 წელს მაჩაბელს 800 კომლი მარტო ოსი ეკუთვნოდა; მასვე ქართველი გლეხებიც ჰყავდა.

1772 წელს მოსახლეობისადმი, განსაკუთრებით ჯავის ხეობის ოსთადმი (მაჩაბლის ხიზნებად ითვლებოდნენ) სასტიკი მოპყრობისა და აუტანელი გადასახადების მოთხოვნის გამო, მეფე ერეკლემ მაჩაბელს ჯავის ხეობა ჩამოართვა და ის უფლისწულ გიორგის დაუმტკიცა70.

ქართულოსური კონფლიქტის დროს, როდესაც საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ე. წ. `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის~ აღსანიშნავად შიდა ქართლის ამ მხარეს სამაჩაბლოთი მოიხსენიებდნენ, ოსების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა; [68] თითქოს აღნიშნული ტერმინი ახლად იქნა გამოგონილი ოსების საწინააღმდეგოდ.

მართალია საისტორიო წყაროებში ტერმინი `სამაჩაბლო~ ნაკლებად გვხვდება. მას არ ხმარობს ვახუშტი ბაგრატიონი. მაგრამ ვფიქრობთ საკმარისია ის ფაქტი, რომ პაპუნა ორბელიანი 1747 წლის ისტორიული მოვლენების გადმოცემისას ახსენებს `მაჩაბლის ქვეყანას~. ომან ხერხეულიძე 1759 წლის ამბის თხრობასთან დაკავშირებით, ახსენებს სამაჩაბლოს71. იესე ბარათაშვილი 1758 წლის მოვლენებთან დაკავშრებით, რომლის უშუალო მოწმე თავად იყო, აღნიშნავს: `მეფე თეიმურაზ და დედოფალი ანახანუმ სამაჩაბლოს ბრძანდებოდნენ~72.

როგორც ცნობილია შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ფეოდალური საქართველოს დაშლის პერიოდში დიდი ლიახვის შუა წელზე ყალიბდება მოზრდილი ფეოდალური ერთეული _ სამაჩაბლო. ეს სათავადო წარმოიშვა XV საუკუნეში ადრეფეოდალური ხანის აჩაბეთის ხევის საფუძველზე73.

 

https://iberiana.wor...gulashvili/as5/

 

1 ნაწ

 

გაგრძელება 2 ნაწ-ში

 

ლიახვის ხეობის პოლიტიკურადმინისტრაციულ ცენტრს აჩაბეთი წარმოადგენდა. აჩაბეთიდან მომდინარეობს ლიახვის ხეობის ფეოდალთა გვარი მაჩაბელი. მაჩაბელის გვარი პირველად გვხვდება XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგთან ბრძოლებში. მაჩაბელი მეორედ მოიხსენიება 1484 წლის არადეთის ბრძოლაში. ცნობა მაჩაბლის ბრძოლაზე შალიკაშვილის წინააღმდეგ დაცულია ახალი ქართლის ცხოვრების ყველა ნუსხაში74.

სამაჩაბლო, როგორც სათავადო, გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა75.

დიდი ლიახვის სათავეებიდან ოსები თანდათანობით ვრცელდებიან სამხრეთისაკენ, გადადიან მდინარეების: მცირე ლიახვისა და ქსნის ვიწრობებში. ვახუშტის აღწერილობის მიხედვით, XVIII საუკუნის პირველ ათეულ წლებში მათ უკავიათ მიწები სოფელ გუფთადან დიდი ლიახვის გასწვრივ მის სათავეებამდე. გერის ხეობა, ვანათს რომ ეკვრის, მცირე ლიახვის ზემო დინება, ჟამური (ქსნის სათავე), ოსთა ცალკეული დასახლებანი ჩანან ჭურთას, ისროლისხევის, ქოლოთქვითკირის ხეობებში და სხვ. როგორც ჩანს, ქსნის სათავეებში მათ შეაღწიეს შედარებით უფრო გვიან, ვიდრე მცირე ლიახვის სათავეებში. ვახუშტის რუკის მიხედვით, XVIII საუკუნის 30იან წლებში ოსურ ახალშენებს უკვე ეკავათ დვალეთი (ნარ მამისონის ქვაბული), ჯეჯორის, ლიახვისა და ქსნის სათავეები. აღნიშნული რაიონების რიგ სოფლებში ოსები ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობასთან შერევით ცხოვრობდნენ, რომლებიც ეწაფებოდნენ [70]და ითვისებდნენ ქართველთა განვითარებულ სამეურნეო და სამწერლობო კულტურას76.

ირანის შაჰის მიერ ქართლში გიორგი XIის ნაცვლად ერეკლე Iის (ნაზარალიხანი) ვალის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქართლის დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ერეკლე I ნაკლებად ზრუნავდა ქართლზე. მის გეგმებში ძირითადად კახეთის აშენება შედიოდა. ბატონიშვილი ვახუშტის თანახმად ერეკლემ `აღამაღლნა კახნი,… მერმე გადვა ხიდი ნაგებს _ მტკვარსა ზედა და ეტყოდა შეჭირვებულთა ქართველთა გლეხთა: განვედით, აჰა კახეთი მშვიდობისა~. და აღივსებოდა კახეთი ესრეთ~. კახეთში ქართლის მოსახლეობის ჩასახლებამ კახეთი კი ააშენა, მაგრამ ქართლი გაავერანა. ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს კახეთში გადასახლდა ქსნის საერისთავოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რამაც შექმნა შემდგომში კარგი პირობები ოსთა ჩამოსახლებისა ქსნის საერისთავოში77.

შანშე ქსნის ერისთავის ანტიირანული გამოსვლების დამარცხების (1741 წ.) შემდეგ საერისთავოში მრავალი ადამიანი დაიღუპა, ბევრმა ოსმალეთს მიაშურა და გათურქდა. 900 სული ავღანელმა ჯარისკაცებმა დახოცეს, ნაწილი გაყიდეს. ყოველივე ამის შედეგად ქართველებისაგან დაიცალა ქსნის საერისთავო. სამაგიეროდ აქ ოსების ახალი ნაკადი იწყებს ეტაპობრივად ჩამოსახლებას.

71

შანშე ერისთავმა ქართველი მოსახლეობისაგან დაცლილ ჟამურის ხეობასა და საფერშეთში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 30იან წლებში, ჩამოასახლა გაოსებული დვალები. იგივე გაიმეორა 40იან წლებში ლიახვის ხეობაში78.

XVIII საუკუნის 70იან წლებში ქართლში ოსების რაოდენობა იზრდება. სწორედ XVIII საუკუნის შუა წლები უნდა იქნეს მიჩნეული ქართლში ოსთა მნიშვნელოვანი ჩამოსახლების ხანად. ამ პერიოდში ოს მოახალშენეთა რაოდენობამ უკვე 5000მდე კომლი შეადგინა79.

ერეკლე IIის დავალებით შედგენილ 1770 წლის მოსახლეობის მიახლოებითი აღწერის მიხედვით, არაგვის საერისთავოს ოსნი ზახაში, თრუსოში, ჭერივში, ხადასა და ღუდაში შეადგენდა 1200 კომლს, ქსნის საერისთავოს ოსნი _ 2000 კომლს, სამაჩაბლოს ოსნი _ 860 კომლს. ამ აღწერის მიხედვით ოსები აღმოსავლეთ საქართველოში სხვაგან არ ჩანან80.

ოსები, რომ საქართველოში მხოლოდ გლეხები იყვნენ და ოსი მემამულე სავსებით კანონზომიერად არ არსებობდა თავად აღნიშნავდა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის ე. წ. წარმომადგენელი ზურაბ ჯიოევი. მისი სიტყვებით `ოსებში არ არის მემამულე. მათ მემამულეებად ქართველები არიან~81.

72

ენოხინის 1803 წლის აღწერის მიხედვით, სოფელი კეხვი მთლიანად ქართული სოფელი იყო. ცხინვალში კი, არა მარტო ამ პერიოდში, არამედ მთელი XIX საუკუნის განმავლობაში არცერთი ოსი არ ცხოვრობდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მონაცემები რუსული წყაროებიდანაა მოყვანილი82.

ოსების მასობრივი ჩამოსახლება შიდა ქართლში, უფრო სწორად ახალი ტალღა იწყება 1860 წლიდან. ამ პერიოდში `ჩრდილო ოსეთში~ ცხოვრობდა 47 ათასი ოსი, ხოლო ქართლის მთიან ნაწილში 19 ათასი. ე. ი. ჩრდილო ოსეთში აღირიცხებოდა 2,5ჯერ მეტი ოსი, ვიდრე საქართველოში. ასევე ცნობილია, რომ 1833 წელს რუსეთის იმპერიაში 36 ათასი ოსია დაფიქსირებული. თუ ასეთ პროპორციას ავიღებთ საქართველოში 14 ათასი ოსი ფიგურირებს.

1880 წელს ჩრდილო ოსეთში ოსების რაოდენობამ 59 ათასს მიაღწია. ხოლო საქართველოში 52 ათასი აღირიცხა. ამდენად, 20 წლის განმავლობაში _ 18601880 წლებში ოსების რიცხვი ჩრდილო ოსეთში 12 ათასით გაიზარდა, ანუ 1,2ჯერ. საქართველოში 33 ათასით ანუ 2,7ჯერ.

ხაზგასასმელია, რომ კაცობრიობის ისტორიის მთელ მანძილზე, არცერთ ქვეყანაში მოსახლეობის ბუნებრივი მატების ზრდა ასეთი მოკლე პერიოდის მანძილზე არ ყოფილა. ეს ფაქტი მიანიშნებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩრდილო ოსე

73

თიდან ოსების დიდი რაოდენობა ჩამოსახლდა საქართველოში საცხოვრებლად83.

XIX საუკუნის 80იან წლებში ოსთა კომპაქტური დასახლებები ჩნდება მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ახლანდელი ქარელის რაიონში, ბორჯომის რაიონში (მაგალითად, ბაკურიანში 1885 წელს 71 ოსი ცხოვრობდა) და სხვ.

ლარგვისთან მდინარე ქსანს მარჯვნიდან ერთვის ჭურთის ხევი. ჭურთა ვახუშტის რუკაზე ცალკე სტრუქტურული ერთეულია, სადაც აღნიშნულია 9 სოფელი. იოანე ბაგრატიონს 10 დასახლებული პუნქტი აქვს მოცემული. ეს დასახლებები აღნიშნულია სახელწოდებების გარეშე. მაგრამ ვახუშტი 6 ქართულ სოფელს ასახელებს, იმ დროს როცა იოანე ბაგრატიონი უვე 2 ქართულ სოფელს იხსენიებს. გამოდის, რომ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის მანძილზე 4 ქართული სოფელი გარდაიქმნა ოსურ დასახლებად და დამატებით კიდევ შეიქმნა ერთი ახალი ოსებით დასახლებული სოფელი84.

მთიულეთში დასახლებულ ოსთა უშუალო კონტაქტი ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან (ე. ი. მთიულებთან) თავდაპირველად ღუდის ტერიტორიაზე განხორციელდა85. შემდეგში ხიზანი ოსები ქართული მიწის მითვისებას იარაღის ძალითაც ცდილობდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში მთიულეთზე ოსების 7000იანი ლაშ

74

ქრის თავდასხმისა და დიდველზე (გამოღმა ხადის ტერიტორიაზე) გადახდილი ომის შესახებ, მოგვითხრობს ფოლკლორული გადმოცემები. ამასთან, ადგილზე ფიქსირებული მასალის მიხედვით ოსების ჯარი თრუსოში შეკრებილა და ჯვარის უღელტეხილზე გადმოსვლით დასცემია მთიულებს, რომლებიც წინასწარ მომზადებული დაუხვდნენ მომხვდურთ და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს86.

ოსები რომ ხიზნები იყვნენ ღუდაში იქიდანაც ჩანს, რომ ისინი ადგილობრივ მოურავს მამულის საფასურს აძლევდნენ. `მაყვლის ღვინოს უზიდავდნენ კულუხად ნაზღაიძეებს დღეობებზე87.

2 ნაწ დასასრული.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როლანდ თოფჩიშვილი   ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი

 

ბოლო ორი-სამი ათეული წელიწადია არაქართველთა მიერ მიზანმიმართულად ხდება საქართველოში ოსთა მიგრაციის ისტორიის გაყალბება, ქართულ-ოსური ეთნოისტორიული ურთიერთობების დამახინჯება. წინამდებარე წიგნის ავტორმა აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე ნაშრომი (მათ შორის, სამი წიგნი) მიუძღვნა. დადგენილია, რომ ოსური ეთნოსის გადმოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში მოხდა: დვალეთში _ XVII საუკუნეში და შიდა ქართლის მთიანეთში _ XVIII საუკუნის შუა ხანებიდან. სად განხორციელდა ოსთა წინაპარი ალანების ეთნოგენეზი? სად მკვიდრობდნენ ისინი საქართველოში მიგრაციამდე? _ ამ კითხვებზე პასუხს მკითხველი წინამდებარე ნაშრომში იპოვის.

სამეცნიერო რედაქტორი: აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯონი კვიციანი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სალომე ბახია-ოქრუაშვილი

წიგნს დანართის სახით ერთვის სქემები ლევ გუმილიოვის წიგნებიდან:

Этносфера: история людей и история природы. С-П. М.: 2002;

Открытие Хазарии. _ М.: 2003;  Ритмы Евразии: эпохи и цивилизации. _ М.: 2003.

* * *

ქართველი ხალხი მძიმე განსაცდელის წინაშე იმყოფება. რუსეთის იმპერია საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიტაცებას სეპარატისტი ოსებისა და აფხაზების საშუალებით ახდენს. ტერიტორიების მიტაცებას კი როგორც ოსები და აფხაზები, ისე მათი წამქეზებლები ისტორიულ დასაბუთებასაც “უძებნიან” _ ისტორიას აყალბებენ, მითოლოგემებს ქმნიან. ისტორიის მიზანმიმართული გაყალბება უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია მიმდინარეობს. ქართველი მეცნიერები სათანადო პასუხს არ აყოვნებდნენ, მაგრამ მათი ნაშრომები, თუ ორიოდ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, ძირითადად ქართულ ენაზე იწერებოდა. რუსულ ენაზეა ქართულ-ოსურ ურთიერთობებისადმი მიძღვნილი წიგნი (Грузино-осетинские этноисторические очерки), რომელიც პატრიოტის შალვა კირთაძის ხელშეწყობით დაიბეჭდა. მაგრამ მისი ტირაჟი (200 ცალი), ბუნებრივია, ფართოდ გავრცელების საშუალებას არ იძლევა. ქართველი ხალხის მტრებს კი ინფორმაციის გავრცელების დიდი საშუალებები გააჩნიათ. ქართულ ენაზეა დასტამბული აგრეთვე მონოგრაფია, რომელიც ოსთა საქართველოში მიგრაციას შეეხება და რომელიც თავის დროზე (1997 წელს) ასევე პატრიოტმა და მოღვაწემ როსტომ ჩხეიძემ დასტამბა. დღეს, რამდენადაც ცნობილია, საქართველოში ოსური ეთნოსის დასახლების საკითხებით და ქართულ-ოსური ურთიერთობებით ევროპაშიც არიან დაინტერესებული, თუმცა მათი ინტერესის დაკმაყოფილება, ფაქტობრივად, არ ხერხდება, რადგან ინგლისურ ენაზე არაფერი გაგვაჩნია. ამ მხრივ კი ხელისუფლების გარკვეულმა წრეებმა უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი.

იმდენად ხელშესახებია ოსების საქართველოში გვიან (თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე XVII საუკუნის შუა ხანებიდან) მოსვლის ფაქტი, რომ თავის დროზე ქართველი მეცნიერები მის შესწავლას საჭიროდაც კი არ თვლიდნენ. მას შემდეგ, რაც ისტორიის გაყალბებაში რუსეთის სახელისუფლო წრეებიც უშუალოდ ჩაებნენ, ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებაც არ უნდა გადგეს განზე და თავისი სამოქალაქო ვალი იმითაც უნდა მოიხადოს, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა ინგლისურ ენაზე (და რუსულ ენაზეც) თარგმნოს.

წინამდებარე წიგნში ოსთა წინაპარი ალანი ტომების თავდაპირველი განსახლების არეალებია გამოვლენილი. ამ მხრივ დიდი სამსახური გაგვიწია კატალონიელი ისტორიკოსის აგუსტი ალემანის ნაღვაწმა, რომელმაც ალანებისა და მათი მონათესავე ტომების შესახებ მსოფლიოში არსებული ყველაენოვანი წყარო მოიძია, თარგმნა და სათანადო კომენტარებით გამოსცა. ასე რომ, ალანების შესახებ ყველა წყარო ერთ წიგნშია თავმოყრილი. კატალანურ ენაზე სქელტანიანი წიგნის გამოსვლისთანავე ის ინგლისურადაც გამოიცა. სამი წლის შემდეგ, 2003 წელს წიგნი რუსულ ენაზედაც ითარგმნა (Агусти Алемань. Аланы в древних и средневековых письменных источниках. _ М.: Издательство «Менеджер». _ 608 с.). თითქოს ჩვენთვის უშრომია აუგუსტი ალემანს. ყველა წყაროს თანახმად ალანთა ეთნოგენეზი კავკასიიდან ძალიან შორს მოხდა და ჰუნთა შემოსევებამდე მათი განსახლების არეალი მხოლოდ ევრაზიის ვრცელი სტეპები იყო, შემდეგ კი _ ჩრდილოეთ კავკასიის ველები. წიგნში დაწვრილებითაა ამ პრობლემაზე საუბარი.

* * *

თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა (თოფჩიშვილი. 1997). ისინი აქ ჩრდილოეთ კავკასიის მთებიდან გადმოსახლდნენ. დადგენილია, რომ ირანულენოვანი ოსები კავკასიის ოდინდელი მკვიდრნი არ არიან; ისევე როგორც თურქულენოვანი ხალხები, ოსებიც კავკასიაში მოსული არიან. უტყუარი წყაროების მიუხედავად, ოსურ ისტორიოგრაფიაში არის მცდელობა ოსთა წინაპრების კავკასიაში (და, მათი აზრით, საქართველოშიც) დასახლება ძალიან ძველ პერიოდში გადატანისა. უფრო მეტიც, აქ აღმოჩენილ სხვადასხვა ეპოქის მატერიალურ-არქეოლოგიურ კულტურას ირანულენოვანი ხალხის, ანუ ოსების წინაპართა კუთვნილებად აცხადებენ.

ქართველ მეცნიერთა მიერ გარკვეულია, რომ ოსების კავკასიის მთებში შემოხიზვნა მონღოლთა შემოსევების დროს მოხდა; ამ დროს “სტეპნიაკი” ოსები მთიელებად იქცნენ. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, უფრო ადრეც, ოღონდ კავკასიის მთიანეთის სხვა მონაკვეთში, ოსთა წინაპარი ალანები დასავლეთით, თანამედროვე ბალყარეთისა და ყარაჩაის ტერიტორიებზეც იყვნენ შემოსახლებულნი. აქ ისინი უშუალოდ ემეზობლებოდნენ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს: აფხაზეთსა და სვანეთს. ოსთა წინაპარი ალანების კავკასიელებად ქცევა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დაძრული ჰუნების თარეშებთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე ოსეთის ოთხი საზოგადებიდან (ხეობიდან) ადრე შუა საუკუნეებში ალან-ოსები მხოლოდ დიგორიაში ცხოვრობდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ალან-ოსების განსახლების არეალი ახლანდელი ბალყარეთი და ყარაჩაიც იყო. მაგრამ იალბუზის ირგვლივ, ანუ ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ალან-ოსები მონღოლთა შემოსევების დროს კავკასიის ბარიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მიგრირებული თურქულენოვანი ყივჩაყების მიერ იქნენ ასიმილირებულნი. ასიმილაციას დიგორელები გადაურჩნენ, თუმცა თურქული მინარევი მათში საკმაოდ არის წარმოდგენილი (კალოევი 1999). ფაქტი თანამედროვე ყარაჩაის და ბალყარეთის ტერიტორიაზე (დასავლეთ კავკასიაში) ალან-ოსების ცხოვრებისა ქართული საისტორიო წყაროებითაც დასტურდება. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, დასავლეთ კავკასიის მთიანეთში ალან-ოსების დასახლკარება ჰუნთა შემოსევების დროს მოხდა, ე. ი. ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლების შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში ალან-ოსები ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ნამდვილად სახლდებიან, მაგრამ მათი ნაწილი მთაში, იალბუზის მიდამოებშიც მაშინვე დასახლდა თუ არა ამის დამადასტურებელი წერილობითი მონაცემები არ არსებობს. ჩვენი ვარაუდით, აქ მათი შემოსვლა ოდნავ მოგვიანებით, VI-VII საუკუნეებში უნდა მომხდარიყო.

ამ დროს, ალან-ოსებთან ერთად, სხვა ეთნოსებიც შემოსახლებულან, კერძოდ თურქულენოვანი ჰუნების მონათესავე სავირები, რომლებიც ალან-ოსებში მალე გაითქვიფნენ. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ბალყარელთათვის ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის _ სვანების მიერ “სავიარებად” სახელდება. იმ პერიოდში ნარევი ეთნიკური ელემენტების ერთად მიგრაცია და დასახლება იშვიათი არ იყო. მოგვიანო პერიოდშიც, მონღოლთა შემოსევების დროს, ჩრდილოეთ კავკასიის ალაგირის, ქურთაულისა და თაგაურის ხეობებში შემოსული ოსები ნოღაელებთან ერთად დასახლდნენ. თუმცა ნოღაელები არცთუ ისე დიდი ხნის გასვლის შემდეგ თავიანთ სამომთაბარეო არეალს ისევ დაუბრუნდნენ. ნოღაელთა რაღაც ნაწილი კი კავკასიის მთებში ოსებს შეერია. ოსებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მონღოლოიდური ელემენტი სწორედ მაშინდელი წარმონაქმნია.

ერთი რამ გარკვევით და დაბეჯითებით უნდა ითქვას: ქართული და უცხოური წყაროებით, საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებამდე ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. მათი მიგრაცია კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე განპირობებული იყო იმ პოლიტიკური მოვლენებით, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდა. ამავე დროს, გადმოსახლების მიზეზი ბუნებრივ-გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორებიც იყო.

საიდან მოვიდნენ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი ტომები კავკასიაში? მიგრაციის რა გზა და მიმართულება გაიარეს? აი, კითხვები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენთაგანის წინაშე ისმის და რომლებსაც ოსური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები საერთოდ არ სვამენ, რადგან მიიჩნევენ, რომ კავკასიაც ჯერ კიდევ ძვ. წ. II-I ათასწლეულებში ირანულენოვანი ტომების სამკვიდრებელი იყო. ობიექტური მკვლევრისათვის ეს პრობლემები ნათელია. მაგრამ, იმის გამო, რომ ისტორია დღეს პოლიტიზირებულია და ხდება მისი გაყალბება და მითოლოგემების შექმნა, რომლის მიზანიც სხვათა ეთნიკური ტერიტორიების მიტაცება და მისაკუთრებაა, ამიტომ ჩვენი ვალია აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცეს. ოსი ისტორიკოსები იქამდეც კი მივიდნენ და იმის “მტკიცება” დაიწყეს, თიღქოს ოსები კავკასიაში ვაინახებზე ადრე მკვიდრობდნენ, რომ ჩაჩნები და ინგუშები (იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი) აქ მიგრირებული არიან. უფრო მეტიც, შიდა ქართლში ალან-ოსები თურმე ქართველებზე ადრე მოსახლეობდნენ (ბლიევი 2006).

მეცნიერთათვის დღემდე აღნიშნულ პრობლემაზე პასუხი არსებობდა, მაგრამ ის მაინც გართულებული იყო იმის გამო, რომ საისტორიო წყაროები, რომლებშიც ოსთა წინაპრებად მიჩნეული ირანულენოვანი ხალხები (ალანები, სარმატები, როქსოლანები, აორსები და სხვები) არიან მოხსენიებულნი, ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. ალანები და სხვა ირანულენოვანი ტომები არაერთ დასავლურ და აღმოსავლურ წყაროში არიან მოხსენიებულნი. საბედნიეროდ, ბოლო დროს აღმოჩნდა მკვლევარი, რომელმაც თავი მოუყარა ირანულენოვანი ეთნოსების შესახებ არსებულ საისტორიო წყაროებს. წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევის ავტორია კატალონიელი ისტორიკოსი აგუსტი ალემანი, რომლის წიგნიც XXI საუკუნის დასაწყისში მალევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე (“Sources on the Alans”). ეს გამოცემა რუსულ ენაზეც დაიბეჭდა (ალემანი 2003).

აგუსტი ალემანის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა ეყრდნობა ადრეული და შუა საუკუნეების პერიოდის ლათინურ (რომაულ), ძველ ბერძნულ, შუა საუკუნეების ლათინურ, ბიზანტიურ, არაბულ, სომხურ, კატალანურ, ქართულ (სამწუხაროდ, არასრულყოფილად), ებრაულ, ირანულ, მონღოლურ, ჩინურ, სირიულ და რუსულ წყაროებს. რა თქმა უნდა, ყველა წყარო ერთნაირი დანიშნულების, მნიშვნელობისა და ღირებულების არ არის. წყაროთმცოდნეობით ნაშრომში ავტორს ზოგიერთი წყარო გამორჩა, არ იცნობს ზოგიერთ სამეცნიერო გამოკვლევასაც. მაგალითად, აგუსტი ალემანს სამეცნიერო მიმოქცევაში არ შემოაქვს ვახუშტი ბაგრატიონის თხზულების მნიშვნელოვანი მონაცემები ოსების შესახებ, ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ავტორის არსებობის შესახებ იცის და ერთ ადგილას მისი წიგნი ციტირებულიც აქვს.

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი მოსახლეობა ალანების სახელს ატარებდა. ეს მოსაზრება XX საუკუნეში გამოცემულ ყველა ნაშრომშია გატარებული, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ რუსეთის ფედერაციის ავტონომიურ- სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს _ ჩრდილოეთ ოსეთს დამატებით “ალანიაც” უწოდეს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოსებისათვის ეთნონიმი “ალანი” მთლად უცნობი იყო. ამ ტერმინით მათ არც სხვა ხალხები იცნობდნენ. ამავე დროს, მეცნიერებაში ისიც ხშირადაა აღნიშნული, რომ ალანები ეთნიკური თვალსაზრისით ერთგვაროვანნი არ იყვნენ. გამოთქმულია სხვა შეხედულებაც, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად, ალანები სრულიადაც არ იყვნენ ირანულენოვანნი და რომ ისინი ერთ-ერთი თურქული მოდგმის ხალხი იყო (მიზიევი 1986). ისიც აღიარებულია, რომ ალანები მომთაბარე ტომთა დიდ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც წყაროებში პირველად მოხსენიებული არიან ძვ. წ. II საუკუნეში ხანის დინასტიის ჩინურ ანალებში კავკასიდან საკმაოდ შორს, აღმოსავლეთით. ჩინურ წყაროებში ალანების მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ თავიანთი განსახლების არეალით ისინი ჩინელთა თვალსაწიერში შედიოდნენ. ჩინური დასახელებული წყარო კავკასიის არც ერთ ხალხს არ ახსენებს; მისი თვალსაწიერის უკიდურესი დასავლეთი წერტილი კასპიის ზღვის აღმოსავლეთი მხარეა. ირანული მოდგმის ეთნოსების ეთნოგენეზი და ეთნიკური ისტორია არალისა და კასპიის მხარეში რომ მიმდინარეობდა ეს ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მაგალითი შეიძლება ცნობილი ისტორიკოსის, ეთნოლოგის და გეოგრაფის ლევ გუმილიოვის მონოგრაფიდან მოვიყვანოთ: “Во II вв. до н. э. на берегах Каспийского моря жили сарматы, а во II в. н. э. это была восточная окраина союза племен, возглавленых аланами, которых около 158 г. хуны оттеснили на запад, за Волгу” (გუმილიოვი 202: 284). რაც შეეხება კლასიკურ ავტორთა ნაშრომებს, ალანები მხოლოდ ახ. წ. I საუკუნიდან იხსენიებიან რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომთაბარე ბარბაროს ტომებს შორის. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ყველა საისტორიო წყაროთი, რომაელებთან კონტაქტში შესვლის მომენტისათვის, ალანებს ეკავათ სტეპები შავი, კასპიისა და არალის ზღვების ჩრდილოეთ მონაკვეთებს შორის. ყურადღებამისაქცევია, რომ წყაროებში აღნიშნული სტეპების ზოლში მრავალი სხვა ეთნოსიც მოიხსენიება, რომელთა შორის დასახელებული არიან აგრეთვე სხვა ირანულენოვანი ეთნოსები (ტომები თუ ტომთა გაერთიანებები): სკვითები, სარმატები, აორსები, როქსოლანები, რომლებთანაც ალანები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ.

გერმანელი მეცნიერი იუდიგერ შმიტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჰუნების და, შემდეგ, მონღოლების ზეწოლით, ალანები თანდათან შერეკილ იქნენ კავკასიის მთებში: «Под натиском народов, двигавшихся в западном направлени (сначала гунов, позднее монголов и других), аланы со временем были постепно оттеснены в горные районы Кавказа, где они под именем осетин проживавают до сих пор» (ალემანი 2003: 18).

ამჯერად ჩვენს ინტერესებში არ შედის ყველა იმ წყაროს მითითება და დასახელება, რომელშიც ალანები არიან სახელდებული. მაგრამ მოკლედ უნდა შევჩერდეთ ეთნონიმის _ “ალანი” _ შესახებ. ამ საკითხით ა. ალემანიც დაინტერესდა. ეთნონიმის ეტიმოლოგიზაციას ის მონოგრაფიის გამოკვლევით ნაწილში იძლევა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ეთნონიმით მათ იცნობდნენ როგორც დასავლური (ლათინი, ბერძენი), ისე აღმოსავლური (ჩინური) წყაროები. ერთ-ერთი მონაცემით, ტერმინ “ალანს” თურქულ-მონღოლური ახსნა აქვს და აღნიშნავს “მთას”. მკვლევარ ჰარმატის მონაცემებით, თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დღესაც ცხოვრობს ტომი, რომლებიც გადმოცემის მიხედვით გადმოსახლებულნი არიან მანგიშლაყის ნახევარკუნძულიდან (კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც იყო ციხე-სიმაგრე “ალან-ყალა”. ეთნონიმ “ალანის” თურქული ახსნის შესახებ სხვათა გამოთქმული შეხედულებები თავმოყრილი აქვს ვ. ტომაშეკს. მაგრამ აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ დღეს უკვე უარყოფილი სხვა შეხედულებაც, რომელიც ეთნონიმს სანსკრიტულ “არანას” უკავშირებენ, რაც უცხოს, დაშორებულს აღნიშნავს და რომელიც ძველი ინდოევროპული სიტყვიდან _ “ელენ” _ მომდინარეობდა. მიგვაჩნია, რომ ეს მოსაზრება მთლად უგულებელსაყოფი არ არის. ერთი რამ კი აშკარად ცხადია, რომ ალანები ჰეტეროგენული წარმოშობისანი იყვნენ და რაშიც, მართლაც, შეუძლებელია აგუსტი ალემანს არ დაეთანხმო: «аланы возникли как гетерогенная племенная конфедерация благодаря объединению ряда североиранских групп под кличем общего «арийского» происхождения» (ალემანი 2003: 31). კატალონიელი ავტორი ვრცლად ჩერდება ეთნონიმის “ასის” შესახებაც. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიტყვის ეტიმოლოგია გაურკვეველია, თუმცა მოყვანილი აქვს რამდენიმე დაკვირვება, რომლებიც სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნით და რომლებიც წყაროებშია დაფიქსირებული. მაგალითად, იოსებ ფლავიუსი “ებრაული ომების” ისტორიაში წერს: «язык же ясьский ведом есть, яко от печенежского рода родися, живуща подле Тани и Меотьскаго моря». ინტერესმოკლებული არაა “როქსოლანების” ეტიმოლოგიაც, რომლებიც ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე დნეპრის აღმოსავლეთით იყვნენ ლოკალიზებულნი, შემდეგ _ დნეპრსა და დუნაის შორის, ბოლოს კი _ რომაული დაკიისა და მეზიის საზღვრებთან. ერთი მოსაზრებით, ის ვოლგელ ალანებს აღნიშნავს და მიღებულია ორი სიტყვის შეერთების შეგეგად; “როქსი” მდინარე ვოლგის ძველი სახელწოდება ყოფილა. მეორე მოსაზრებით ის “თეთრ ალანებს” აღნიშნავს, რადგან ოსური ენის დიგორულ დიალექტში, რომელიც არქაიზმებით ხასიათდება, “როქს” სინათლეს ნიშნავს.

t11.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზემოთ აღინიშნა, რომ ალანები მსოფლიოს ხალხთა მრავალ წყაროებში არიან დასახელებული. მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით. პირველ რიგში ლათინური წყაროები უნდა დავასახელოთ, რომლებშიც დღევანდელ ოსთა სავარაუდო წინაპრები: ალანები, აორსები და როქსოლანები არიან მოხსენიებულნი, მხოლოდ ახ. წ. I-II საუკუნეებს მიეკუთვნებიან. ახ. წ. დაახლოებით 350-360 წლებში ე. წ. პეიტინგერის ტაბულაზე ალანები კავკასიის ჩრდილოეთით, სამხრეთ რუსეთის სტეპებში არიან დატანილი. უფრო ადრინდელ ახ. წ. 23/4-79 წლებში მცხოვრები ავტორის გაიუს პლინიუს სეკუნდუსის თხზულების ერთი პასაჟის მიხედვით სხვადასხვა ირანული ტომები _ სარმატები, აორსები, ალანები და როქსოლანები _ მდინარე დუნაის აღმოსავლეთით ბინადრობდნენ. იმავე პერიოდის რომაელი მწერალი სენეკაც ალანებს დუნაის რაიონში მოიხსენიებს (ალემანი 2003: 54). ჩვენი აზრით, იმდროისათვის მდინარე დუნაი იყო უკიდურესი დასავლეთი საზღვარი, სადამდეც მომთაბარე ალანთა ტომები აღწევდნენ.

IV-V საუკუნეების ლათინური ლიტერატურული წყაროები ძირითადად ალანების დიდ თარეშებში მონაწილეობის შესახებ მოგვითხრობს. იგულისხმება ალანების ჰუნებისადმი დაქვემდებარება და დასავლეთით, ჰუნებთან ერთად, მათი ცალკეული ჯგუფების მიგრაცია. ამ თვალაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია მარცელინის, ამბროსის და ავზონის თხზულებები. ისინი ძირითადად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ალანები რომის იმპერიის დაქირავებულ მებრძოლთა შორის იყვნენ და ისინი ჩრდილოეთ იტალიასა და ესპანეთში ლაშქრობდნენ. ამბროსიუსი (დაახლოებით 339-397 წლები) შემდეგს წერდა: “ჩვენ გაგვიგია მრავალი ბრძოლის შესახებ! ჰუნები მიისწრაფიან ალანების წინააღმდეგ, ალანები _ გუთების წინააღმდეგ, გუთები _ თაიფალების და სარმატების წინააღმდეგ; ილირიკში გუთებმა, რომლებიც თავიანთი მიწებიდან იყვნენ გამოყრილი, თავის მხრივ, ჩვენ გაგვაძევეს და ეს ჯერ კიდევ ბოლო არაა” (ალემანი 2003: 66). ამ წყაროდანაც კარგად ჩანს, რომ ოსთა წინაპრებად მიჩნეული ალანები საქართველოდან (და კავკასიიდანაც) ძალიან შორს არიან მოხსენიებული. ციტატიდან ირკვევა, რომ ისინი გუთების ამოძრავებელნი ყოფილან. გუთები კი, როგორც ცნობილია, მაშინ ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე იყვნენ განსახლებულნი.

ლათინურ ენაზეა დაწერილი ანტიოქიაში დაბადებული მწერლის ამიან მარცელინის თხზულება. ალანების შესახებ მარცელინის თხზულება ყველაზე სრულყოფილ წყა-როდ არის მიჩნეული, რომელშიც ვხვდებით არა მხოლოდ ისტორიულ ცნობებს (375-378 წლების მონაკვეთის შესახებ), არამედ გეოგრაფიულ მონაცემებსა და ეთნოგრაფიულ ექსკურსს. აზოვის ზღვის (palus Maeotis) შესახებ ამიან მარცელინი წერს: “ამ უკიდურესი და დაშორებული ჭაობის ირგვლივ მრავალი ხალხი მკვიდრობს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ენებისა და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებით: იქსომატები, მეოტები, იაზიგები, როქსოლანები, ალანები, მელანქლები და გელონები” (ალემანი 2003: 67). მარცელინი ალანებს, მასაგეტებსა და სარგეტებთან ერთად, უფრო შორს, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთითაც ასახელებს. სხვა პასაჟში ა. მარცელინი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მოღუნულ სკვითურ მშვილდს ადარებს და წერს: “ამ მშვილდის შუაში, რომელიც წარმოადგენს ძალიან ვრცელ ტერიტორიას, ფეხით კარგად მოსიარულე მგზავრის 15 დღის სავალში, ცხოვრობენ ევროპელი ალანები, კოსტობოლები და სკვითთა უთვალავი ტომები. მათი უმნიშვნელო ნაწილი მინდვრის ნაყოფით იკვებება, ყველა დანარჩენი ფართო სტეპებში მომთაბარეობს, რომლებმაც კავი (სახვნელი) რა არის, არ იციან, არ იციან თესვა, რადგან მინდვრები გაველურებულია და დაფარულია თრთვილით (ჭირხლით). ისინი იკვებებიან მხეცებივით, თავიანთ ოჯახობას, საცხოვრებელს და ღარიბ საოჯახო ბარგიბარხანას ისინი ათავსებენ კიბიტებზე (დახურული ჩარდახიანი ურმები), რომლებიც გადაფარებული აქვთ ქერქით და როდესაც სურვილი გაუჩნდებათ დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან, და თავიანთ საზიდავს მიმართავენ საითკენაც მოესურვებათ” (ალემანი 2003: 68).

ამრიგად, ამიანე მარცელინის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ბევრი რამაა საყურადღებო: ალანების განსახლების არეალი, სამეურნეო ყოფა, წეს-ჩვეულებები. მათი განსახლების არეალი კკლავ შავი და კასპიის ზღვების ჩრდილოეთი მონაკვეთია. ამ ვრცელ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ისინი. წყაროდან აშკარად ჩანს, რომ ალანები მომთაბარეები არიან და მიწას არ ამუშავებენ. უფრო მეტიც, მათი ნაწილი შემგროვებლობით ცხოვრობს. არა აქვთ საცხოვრებელი სახლები და, როგორც ყველა მომთაბარისათვის, მათთვისაც საცხოვრებელი ჩარდახიანი ურემია. ალანები ჩრდილოეთით შორს ვრცელდებიან, რადგან იმ მინდვრებში, სადაც მომთაბარეობენ სიცივე ადრე დგება. მარცელინის თხზულებაში კიდევ ერთი რამაა საყურადღებო: ის საუბრობს ევროპელ ალანებზე, ე. ი. იყვნენ აზიელი ალანებიც, რის დამადასტურებელ წყაროებს ქვემოთ შევეხებით.

 ამიანე მარცელინი საუბრობს ბაქტრიელების, სოგდიელებისა და საკების შესახებ, რომლებიც შუა აზიელი ირანულენოვანი მოდგმის ეთნოსები იყვნენ. ამ ხალხების აღწერის შემდეგ რომაელი ისტორიკოსი მოგვითხრობს: “ადგილებში, სადაც მთავრდება მთები, რომლებსაც იმავის და აპურის მთებს უწოდებენ, სპარსეთის მხარეში ცხოვრობენ სკვითები, რომლებსაც ესაზღვრებიან აზიელი სარმატები და [რომლებიც] უკიდურეს ფარგლებში ეხებიან (ესაზღვრებიან) ალანთა მიწებს. დედამიწის დაშორებულ კუთხეში მიგდებულები მიჩვეულნი არიან უდაბნოს, ისინი ცხოვრობენ ერთმანეთისაგან შორს მდებარე სადგომებში და კმაყოფილდებიან ღარიბი და მწირი საკვებით” (ალემანი 2003: 69). ამრიგად, ამ პასაჟში ა. მარცელინი უკვე აზიელი ალანების შესახებ საუბრობს.

ისტორიკოსისათვის მათი განსახლების არეალი “დედამიწის მიგდებული” მხარეა. ასე რომ, ალანები ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლებში ვრცელ ტერიტორიაზე _ შავიზღვისპირეთის სტეპებიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ, მდინარეების პრეგოლისა და ვისტულის მიდამოებამდე და კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ (მომთაბარეობდნენ).

ირანულენოვანი მოსახლეობის შესახებ ა. მარცელინი თხზულების სხვა მონაკვეთშიც საუბრობს: “ისტრი, რომელიც შენაკადებისაგან საზრდოობს სავრომატების გვერდით მიედინება, რომელთა ოლქიც ტანაისამდე ვრცელდება და რომელიც განაცალკევებს აზიას ევროპისაგან. ამ მდინარეზე ალანებს სკვითეთის უდაბნოს (სავანის) უზომოდ დიდი სივრცე უკავიათ. მათი სახელი მომდინარეობს მთის სახელწოდებიდან. თანდათანობით მათ (ალანებმა) გამარჯვებით დაიქვემდებარეს მრავალრიცხოვანი მეზობელი ხალხები, რომლებზედაც თავიანთი სახელი გაავრცელეს, როგორც ამას სპარსელები აკეთებდნენ” (ალემანი 2003: 71). ამრიგად, აღნიშნული პასაჟითაც აშკარაა, რომ ალანები ევრაზიის სივრცეში მომთაბარეობდნენ. ისინი არ იყვნენ მონოეთნიკური წარმოშობისანი; შემადგენლობით ჰეტეროგენური იყვნენ. ალანების სახელწოდებით, გარდა ალანებისა, სხვა ხალხებიც იყვნენ ცნობილი. ალანები დამორჩილებული ხალხების ალანიზაციას ახდენდნენ. კიდევ ერთი პასაჟი უნდა მოვიყვანოთ: “სამყაროს ორ ნაწილში განაწილებული ალანები მრავალ ტომად არიან დაყოფილი, რომელთა ჩამოთვლის საჭიროებას ვერ ვხედავ. თუმცა ისინი როგორც ნომადები მომთაბარეობენ ვრცელ ტერიტორიაზე, რომლებიც ერთმანეთისაგან შორი მანძილით არის დაშორებული, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ისინი ერთი სახელის ქვეშ ერთიანდებიან და ყველას ეწოდებათ ალანები წეს-ჩვეულებების ერთგვაროვნების, ცხოვრების ველური წესის და ერთნაირი შეიარაღების გამო. არა აქვთ მათ ქოხები, არავინ მათგან არ ხნავს, იკვებებიან ისინი ხორცით და რძით, ცხოვრობენ კიბიტებში, რომლებიც გადახურულია ხის ქერქის მოღუნული ნაჭრებით და გადაადგილდებიან უსასრულო სტეპებში. მიაღწევენ რა ბალახით მდიდარ ადგილებს, ისინი თავიანთ კიბიტებს წრეში აჩერებენ და იკვებებიან როგორც მხეცები, და, როდესაც საძოვარს გამოსჭამენ, თავიანთ “ქალაქებს” კიბიტებზე ტვირთავენ და აგრძელებენ მოძრაობას. კიბიტებში ხვდებიან (ეყრებიან) ერთმანეთს კაცები და ქალები, აქვე იბადებიან და იზრდებიან ბავშვები, ესაა მათი მუდმივი საცხოვრებელი, და საითკენაც არ უნდა წავიდნენ, იქაა მათი მშობლიური სახლი” (ალემანი 2003: 71). “ყველა, ვინც ასაკითა და სქესით ომისათვის გამოუსადეგარია, კიბიტების ირგვლივ არიან თავმოყრილი და ისინი დაკავებული არიან საოჯახო საქმიანობით, ახალგაზრდები კი ადრეული ასაკიდან ცხენთან არიან შეზრდილი, მამაკაცებისათვის სირცხვილად თვლიან ფეხით სიარულს” (ალემანი 2003: 72). ა. მარცელინი ისევ და ისევ ალანების ისეთ ყოფასა და კულტურაზე საუბრობს, რომელიც მხოლოდ მომთაბარე ხალხებისა და არა ბინადრებისათვის იყო დამახასიათებელი. ცხენიც ხომ მომთაბარეთა საყვარელი ცხოველი იყო, რომელზედაც ფაქტობრივად შეზრდილნი იყვნენ. გავაგრძელოთ ამიანე მარაცელინისეული ალანების დახასიათება: “თითქმის ყველა ალანი მაღალი და ლამაზი შესახედაობისაა, თმები აქვთ ქერა, გამოხედვა _ მრისხანე, თუმცა არც თუ ისე საშიში. ისინი, შეიარაღების სიმსუბუქის გამო, ძალიან მოძრავნი არიან; ყველაფერში ჰგვანან ჰუნებს (ბუნებრივია, აქ ისტორიკოსი მათ ანთროპოლოგიურ ტიპს არ გულისხმობს _ რ. თ.), მაგრამ თავიანთი წეს-ჩვეულებებითა და ცხოვრების წესით რამდენადმე რბილნი არიან. ყაჩაღობისას, ავაზაკობისას და ნადირობასას ისინი მეოტის ზღვამდე და კიმირიის ბოსფორამდე მიდიან სომხეთსა და მიდიამდე” (ალემანი 2003: 72). მოყვანილ ციტატაში კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა წინ წამოწეული. ა. მარცელინი ვრცელ სალაშქრო რეგიონს შემოწერს _ სამხრეთით საავაზაკოდ ისინი სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიამდე აღწევდნენ. აშკარაა, რომ ალანები კოლხეთსა და იბერიაში ვერ (არ) ლაშქრობდნენ, რადგან მიდიასა და სომხეთში ისინი კასპიის ზღვის მხრიდან შედიოდნენ და არა დარიალით, რომლის სიახლოვეს ახ. წ. IV საუკუნეში ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოჩენილი. “წყნარი და მშვიდობიანი ადამიანებისათვის თუ სიწყნარეა მისაღები, ისინი (ალანები) სიამოვნებას ომებსა და საშიშროებაში ხედავენ. მათში ბედნიერად ითვლება ის, ვინც ბრძოლაში კვდება, ის კი ვინც მოხუცებულობას მიაღწევს და ბუნებრივი სიკვდილით კვდება, მას მოსვენებას არ აძლევენ, მკაცრად ექცევიან, დასცინიან, გადაგვარებულებსა და მშიშრებს უწოდებენ. არაფრით ისინი ისე არ ამაყობენ, როგორც კაცის კვლით და თავიანთ საბრძოლო ცხე-ნებზე, როგორც სასახელო ტროფეას, კიდებენ მოკლულის თავის ქალის გადამძვრალ კანს. არა აქვთ მათ არც ტაძრები და არც სალოცავები; ვერ ნახავთ ჩალით გადახურულ ქოხებს” (ალემანი 2003: 72). მოყვანილ ციტატას, ვფიქრობთ, კომენტარი არ სჭირდება, მომთაბარე ხალხს, ბუნებრივია, არც ტაძრები, არც სხვა სალოცავები და არც საცხოვრებელი სახლები არ ექნებოდა. ალანების სალოცავი ყოფილა მიწაში ჩარჭობილი მახვილი, რასაც მოწიწებით ეთაყვანებოდნენ და რომელსაც იმ ქვეყნის (მიწა-წყლის) მფარველად თვლიდნენ, სადაც ისინი მომთაბარეობდნენ. მომავალს შემდეგნაირად წინასწარმეტყველებდნენ: “ერთ კონად კრავდნენ ტირიფის წნელს, გარკვეული ხნის შემდეგ, რაღაც საიდუმლო შელოცვითა და თილისმით ხსნიდნენ და იღებდნენ გარკვეულ მითითებას იმის შესახებ, თუ რა ელოდათ. სამუშაოზე მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ, ყველა კეთილშობილური წარმოშობისად თვლიდა თავს, ხოლო ხელმძღვანელად კი ახლაც მას ირჩევენ, ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრძოლაში გამოიჩინა თავი” (ალემანი. 2003: 72). აღნიშნული პასაჟიდან კარგად ჩანს, რომ ალანები რწმენა-წარმოდგენით წარმართები არიან, მათი სალოცავი მხოლოდ მახვილია, რომლითაც თავს ირჩენენ. ალანებს შორის IV საუკუნეში არავითარი სოციალური დიფერენციაცია არ იყო და ბელადად იმას ირჩევდნენ, ვინც დარბევებსა და ლაშქრობებში ყველაზე უფრო მოხერხებული და გეზის მიმცემი იქნებოდა.

 

t2.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?