Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 847 გამოხმაურება

#826 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2340 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ისე მაგომაც არ ვნერვიულობ ამ ფაქტზე რადგან 7-8 თვის ასაკში რო დამყავდა მწყერზე სანადიროდ, რა მწყერი რის მწყერი, მეგობრის ძაღლს დასდევდა კუდში და არც იმაც აცლიდა ნადირობას ეღლიცინებოდა, ქათმის სეზონი რო მოვიდა (მართალია ქათამი ვერ ნახა) საერთოდ არ მიაქცია სხვა ძაღლებს ყურადღება და უფრო ძებნაზე იყო გადართული, ეხლა ჩემთვის მთავარია გამიმართლოს მინდორში და ნახოს რამე რო გაიგოს რისთვის დადის მინდორში  :0024:



#827 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ძაღლს მიტანებას ვერ ასწავლი, გენეტიკური აქვს გაჩერებას ასწავლი....

 

ასწავლი, გაჩერებასაც და მიტანებასაც. 

უბრალოდ საჭიროა ამაზე (და არა მარტო ამაზე) ყურადღების გამახვილება მანამდე, სანამ ძაღლს მინდორში გაიყვან ფრინველის სანახავად



#828 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

 

... ფრანგი მგეშავები და სერთაშორისო პოინტერ კლუბის  ყოფილი პრეზიდენტი ჯან-კლოდ დარიგადეც კი იმას იძახის რომ ძაღლის გეშვა 1,3-1,5 წლიდან უნდა დაიწყოსო ამას თვლიან ისინი ყველაზე ოპტიმალურ ასაკად, იმიტომ რომ ,,ბავშვურ-ლეკვური" თავქარიანობისგან მეტ- ნაკლებად თავისუფალია ამ ასაკში!.. .

აბსოლიტურად სწორი პოზიციაა. ერთადერთი ის შემიძლია დავუმატო, რომ, ძუ ძაღლები უფრო ადრე "მწიფდებიან" და უფრო ადრე იწყებენ სერიოზული გაკვეთილების ათვისებას.  

 

 

მიუხედავად დიდი პატივისცემისა ზემოთმოხსენიებულ "გვამთა"  ანუ ივანე კლოდი დარიგადე და ასე შემდეგ, სპორტული ძაღლები 1,3 - 1,5  წლის ასაკში უკვე გაყიდულია მონადირედ ან ტიტულები აქვს შესაბამის კლასში ფილდთრაილზე FCI ის წესებით

 


ჩამსწორებელი Panteleimon, 26 January 2018 - 02:25 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#829 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ისე მაგომაც არ ვნერვიულობ ამ ფაქტზე რადგან 7-8 თვის ასაკში რო დამყავდა მწყერზე სანადიროდ, რა მწყერი რის მწყერი, მეგობრის ძაღლს დასდევდა კუდში და არც იმაც აცლიდა ნადირობას ეღლიცინებოდა, ქათმის სეზონი რო მოვიდა (მართალია ქათამი ვერ ნახა) საერთოდ არ მიაქცია სხვა ძაღლებს ყურადღება და უფრო ძებნაზე იყო გადართული, ეხლა ჩემთვის მთავარია გამიმართლოს მინდორში და ნახოს რამე რო გაიგოს რისთვის დადის მინდორში  :0024:

 

არც ინერვიულო, მაგრამ ეცადე აწი არ დაკარგო დრო. წელს თუ არ (ვერ) გამოასწორე ის შეცდომები, რასაც ძაღლს, და პირველ რიგში შენ თავს (როგორც წინამძღოლს ) ატყობ, შემდეგ გაგიჭირდება.

 

ჩემი სამივე ძაღლი, ეხლანდელი 9 თვის ჯესიკას ჩათვლით, 5–6 თვის ასაკში ნაბულით ამუშავებდნენ ფრინველს. კარმენი 8 თვის ასაკში, როცა უკვე შეიძლებოდა წესით საველეზე გასვლა, 2 საველე იპლომს ფლობდა გნოლზე, რომელთაგანაც პირველი მეორე ხარისხის იყო, მაღალი, 80 ქულით. ეს იმის შედეგი იყო, რომ, ძაღლი (ფაქტიურად ლეკვი), ამ დრომდე თითქმის 2 თვე დაბოდიალობდა დედამისთან ერთად, რომელსაც უმთავრესად ხელს უშლიდა ნადირობაში.  

მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს პერიოდი იყო მხოლოდ პირველი და .... :think: გასაცნობი, გასაცნობიერებელი...(დამეხმარეთ,  ზუსტ სიტყვას ვერ ვიხსენებ :DD , რუსულად "ознакомительный"). ასევე ვიქცევი ეხლა  ჯესიკას მიმართაც. მთავარ მუშაობას დაგეშვის (არ აგერიოთ გაწვრთნაში) პროცესში ვიწყებ ძაღლის მეორე წლის დასაწყისში, როდესაც ვცდილობ შევასწორო ის უარყოფითი, რაც მანამდე შევამჩნიე და ვასწავლო ის, რაც აუცილებლად მიმაჩნია.

რაც შეეხება გაწვრთნას, ეს პროცესი იწყება ლეკვის აყვანის პირველივე დღიდან და უმთავრესად სახლში, საჭმლის თასთან ხდება :)  



#830 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1508 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

ღლიცინი რიჩის მოგონილია :D ეხლაც ეგრეა სხვა ძაღლს თუ ხედავს და ის ძაღლი გაუზრდელია (ანუ ბევრი მითითება ჭირდება და ძახილი ყურადღება მისკენ გადააქვს) რა ნადირობა რის ნადირობა და ამიტომ დავიწყე სულ მარტო სიარული 5 თვის ლეკვმა ნაბულებით მანადირა. მანამდე საშინაო დავალებებს ვაკეთებდით ანკესზე გამობმული ნაჭრის მეშვეობით მერე მტრედებზე გაავედით და რა თქმა უნდა მოტანა დადება და ეგეთი რამეები კიდევ 

 

აი აღდგომები რომ გადაივლის და ზღვაზე დაჯდება მწყერი ვატაროთ ხოლმე შენი ძაღლი და ნახე რეებს იზავს

 

მე ჩემი ძაღლის აღზრდაში ბევრი შეცდომები დავუშვი რადგან პირველი მონადირე ძაღლი იყო ჩემთვის თან ვზარმაცობდი სადამდეც იქნება ეს იქნება და სხვა რომ მეყოლება (ისევ პოინტერი) იმას ვეფხისტყაოსანსაც ვასწავლი :D



#831 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2340 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

აბა შენ იცი სუფრებზე მოაყოლე ხოლმე   :good:  :DDD  :DDD



#832 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 626 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

სპორტული ძაღლები 1,3 - 1,5  წლის ასაკში უკვე გაყიდულია მონადირედ ან ტიტულები აქვს შესაბამის კლასში ფილდთრაილზე FCI ის წესებით  

 

მართალი ხარ ხო იცი?!.. ახლა დავფიქრდი !!..არა და მაგ ჩემის ,,დარიგადემ" სადღაც რუსეთში თქვა რომელიღაც შეჯიბრზე!!!...ალბათ ,,მოკვდავ" ძაღლებს გულისხმობდა!!!



#833 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მიუხედავად დიდი პატივისცემისა ზემოთმოხსენიებულ "გვამთა"  ანუ ივანე კლოდი დარიგადე და ასე შემდეგ, სპორტული ძაღლები 1,3 - 1,5  წლის ასაკში უკვე გაყიდულია მონადირედ ან ტიტულები აქვს შესაბამის კლასში ფილდთრაილზე FCI ის წესებით

 

მე თქვენი პოსტი არ მინახავს, როცა ჩემი წინა პოსტი დავდე. ეხლა შემიძლია კიდევ დავუმატო, რომ ჩემს კარმენს 1,4 წლის ასაკში 7 საველე დიპლომი ქონდა, იყო პრესტიჟული შეჯიბრების გამარჯვებული, პრიზიორი და რამოდენიმე დიდი შეჯიბრის საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლი. ამასთან ერთად იყო ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი ფცი–ს ეგიდით.1,6 წლის ასაკში 11 დიპლომი ქონდა.

ჩემი და თქვენგან ზევით მოყვანილი ინფორმაცია, არც თუ ასე მისაღებია ახალგაზრდა და დამწყები მეძაღლე–მონადირეებისათვის (გამონაკლისის გარეშე). მაგ სპორტიული ძაღლების დამყენები სუპერ პროფესიონალები არიან და დიდ ფულს შოულობენ ან საქმიდან. მეც, როცა კარმენს ვაყნებდი, უკვე მქონდა გარკვეული ცოდნა და პრაქტიკა (კარმენის დედა, ჩემი პირველი ძაღლი მერი, მინდვრის ჩემპიონი (ალბათ იცით ეს რას ნიშნავს ეს, ჩვენი, არა ფსი–ს საველე წესებით) და რამოდენიმე შეჯიბრის გამარჯვებული იყო (პრიზიორობაზე არაფერს ვამბობ).



#834 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

სპორტული ძაღლები 1,3 - 1,5  წლის ასაკში უკვე გაყიდულია მონადირედ ან ტიტულები აქვს შესაბამის კლასში ფილდთრაილზე FCI ის წესებით  

 

მართალი ხარ ხო იცი?!.. ახლა დავფიქრდი !!..არა და მაგ ჩემის ,,დარიგადემ" სადღაც რუსეთში თქვა რომელიღაც შეჯიბრზე!!!...ალბათ ,,მოკვდავ" ძაღლებს გულისხმობდა!!!

 

ზუსტად არ მახსოვს, ან კრასნოდარში იქნებოდა ან, იმ დროს უკრაინის ყირიმში 

 

მინდა დავსძინო, რომ მაგ ძაღლებს, სანამ "პენსიაზე" არ გაუშვებენ (სპორტიდან არ ჩამოწერენ) იშვიათად იყენებენ სანადიროდ. დევიზიც შესაბამისია "ნადირობა აფუჭებს ძაღლებს" :)


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 26 January 2018 - 03:18 PM.


#835 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37834 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"შემოვირბინე" აქ ერთი წუთით და ამას წავაწყდი – 

 

... და მცნება რომ რომელიმე ჯიში სხვას ჯობია ეს არასერიოზულია. ჯიშის ცალკეული ეგზემპლარებით მსჯელობა და მისი პირადული თვისებებით განზოგადებულად ჯიშის ავკარგიანობაზე საუარი საზოგადოთ  - უბრალოდ არასწორია. არის მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ეგზემპლარის გენეტიკა , ხასიათი და გარეშე ფაქტორები.

ამიტომ კურცხარი, პოინტერი, ვეიმარანერი, ვიჟლა , ეპანიოლ ბრეტონი, ერთადაც მუშაობდნენ(ხროვაში) , ცალკეც,, და სეკუნდირებაზეც იდეალურად ....

 

ბაბუ, კურცების თემაში დაწერე.... 

ვეღირსე როგორც იქნა თანამოაზრის გამოჩენას.

 

...ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ, მართლა მასეა  :good:  :bravo:

ეგრეა კობა ნამდვილად. უბრალოდ საქართველოში მენტალობის პრობლემააა. ამას ცოტა არაპროფესიონალიზმს, სხვისი აზრის არ მოსმენას და საერთო ჯამში დელეტანტიზმს თუ მივამატებთ მივიღებთ არასახარბიელო სიტუაციას.   თოფზე კითხულობს ადამიანი რჩევას და რუსული თოფის მფლობელი ყველაფერს არარუსულს აგინებს, თურქულის პატრონი თურქულის გარდა აღარაფერს სხვას არ ცნობს და ევროპუი იარაღის პატრონის ცინიზმს ხომ საზღვარი არ აქვს. იგივეა კინოლოგიაშიც და ასევე სამონადირეო კინოლოგიაში. 

  რუსული სპანიელიდან დაწყებული აბსოლუტურად ყვეა ძაღლი გვყავდა ოჯახში. ორივე ბაბუა ნადირობდა , ბიძაჩემი, მამაჩემი , მეც და იმედია ჩემი შვილიშვილიც ინადირებს, ყოველი შემთხვევსთვის მის სახელზე უკვე გავამზადებინე კაკლის კონდახით მამა-პაპისეული თოფი. ხო და "პროფებს" რომ ვუსმინე და ჯიშთაშორისი დადარებები რომ ვნახე და მოვისმინე ამაზე გაოცება გამოვთქვი. მერე ის ვთქვი რომ ბოლო ბოლო აღმატებული თვისებებით აჯობებდა საუბარი რაღა უარყოფით კონტექსტში საუბრობთთქო. მერე ის რომ გერმანული და ბრიტანული ჯიშების გარდა სხვა ჯიშებს არა სცნობენ ესეც არ მომწონს. ერთერთი პირველები ვიყავით თუ პირველები არა ვინც ეპანიოლ ბრეტონები და მადიარ ვიჟლები შემოვიყვანეთ. იმდენი აგინეს ეს ჯიშები და თან ისეთმა ხალხმა...რომ ვკითხე კი მაგრამ სად გინადირიათ მეთქი (მაშინ საქართველოში ეს ჯიშები არ იყო და ვიფიქრე საზღვარგარეთ ინადირესთქო). არ გეტკინოთ რამე არც არანაირად არ ქონდათ ნანახი მაგრამ რაც მტავარია თავიანთ "მტკიცე უარყოფითი" პოზიცია კი ნამდვილად ქონდათ.  ასევე სხვადასხვა ჯიშების ერთად ნადირობის და მითუმეტეს სეკუნდირებაზე მომისმენია იმდენი იდიოტობა რმ მართალი გითხრათ საერთოდ აღარ ვერთვები ხოლმე დისპუტეში.საქართველოში ყველამ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის და რატომ აუშალო ვინმეს ნერვი ან მე სად მაქვს ამდენი დრო ?

  უბრალოდ ერთ ისტორიას მოგიყვებით და ოტას გაგახალისებთ. უშუალოდ პოინტერებს და კინოლოგიას არ ეხება მაგრამ, ...მოკლედ ჩემი უცხოელი პარტნიორი რომელიც შეყვარებულია საქართველოზე და აქ სახლიც კი იყიდა სიღნაღში ერთხელ მეუბნება რესტორანში.

ბაბუ რამოდენიმე   სიმართლე რომ გითხრა ევროპელის თვალით დანახული ქართველებზე ხო არ გეწყინებაო. მიდითქო. ხო და ერთ ერთს აქ დავწერ ეხლა 

ევროპელი რიდესაც იწყებს მსჯელობას და კამათში, დისპუტში ერთვება იცის მთავარი . რომ "ჭეშმარიტება  კამათში იბადება"  და ამიტომ მზადაა რომ სხვისი პოზიციაც მოისმინოს , შეაფასოს , გაანალიზოს და -  შესაბამისად მიიღოს.

 

ამიტომ ევროპელი საუბარს იწყებს ჯადოსნური სიტყვებით.: 

"აი სინქ"  (მე ვფიქრობ, ჩემი აზრით , მგონია რომ და ა.შ.) 

"მე ვფიქრობ ეს თეთრია......"

ანუ ადამიანი იწყებს მსჯელობას მაგრამ უკან დასახევ გზასაც იტოვებს უფრო დამაჯერებელი არგუმენტების მოსმენისას რომ ოპონენტის აზრიც გითვალისწინოს და შესაძლებლად მიიჩნევს თავისი პოზიციის კორექტირებასაც. ანუ აღმოჩნდეს რომ მთლად თეთრიც არ აღმოჩნდეს ის რაზეც ეგონა რომ თეთრი იყო. 

 

 

ეხლა როგორ იწყებს მსჯელობას ქართველი?:

   "ჩემი დედა მ...ნ ეს იმენნა შავია ბიჯო და აქ ბაზარი   დამთავრდა.  რო ვამბობ ეგრეა და ვციოოო" ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება თქვა. კითხვის ნიშანი როგორ შეიძლება ვინმემ დასვას? "იმენნნა ეგრეა და ვსიოოო ბიჯოო"  რაის თეთრი და რაის სერაბურამალინოვი???. შავია ბრაატ და მოყომარდეს აქანა ბაზარი სიმონ. 

;) 

ჰა რავარი სწორად შეამჩნია ევროპელმა ქართველს ეს თვისება? ხო და მეუბნება არ გეწყინოს მაგრამ არასდროს მიყვარს ქართველთან კამათიო. მოესიყვარულე დაუთმე მეფერე და ნურაფერზე ეკამათები -აზრი არ აქვსო. აი ეს გვჭირს ქართვეკლებს და იქნებ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს ჩვენი ეროვნულ -ნაციონალური ხარვეზები. :0025: 

ისე ძველებისგან (ბაბუებისგან ) დასწავლული მაქვს მონადირის რამოდენიმე დაუწერელი კანონი. ხო და მეორე კანონია -"არადროს უძაგო მონადირეს ძაღლიო."

ეხლა რაც შეეხება სეკუნდირებას....

 

legion.ge-8-1516967675.jpg

 

ეს დედაშვილი . კურცები . გერდა და ემი

 

 

legion.ge-8-1516967740.jpg

 

ეს გორდას რიჩი და ჩემი ვიკი

 

legion.ge-8-1516967941.jpg

 

ესეც ჩემი  ლაიზა მინელი და მისი ძმა  პერი  და

 

pre_1431513235__120520153216_2.jpg

ესეც ჩემი გოგოები მიმი და ჯოლი

 

9959daaa7125.jpg

 

ჩემი გოგოები გაბი და მიმი.....ხო და აღარ გავაგრძელებ....

 

 

 


53c8c0d32f03.jpg


#836 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2340 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ეეჰ ბაბუ ჭირივით მეზარება ესეთ ადამიანთან საუბარი სადღაც რომ გაუგია, არამცთუ წაუკითხავს და გადაჭრით რომ გეუბნება, ნამდვილად სწორი მიდგომა შეურჩევია თქვენ უცხოელ მეგობარს მსგავს ადამიანთან საუბრისას. 100%-ით ვეთანხმები 



#837 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

საქართველოში ყველამ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის და რატომ აუშალო ვინმეს ნერვი ან მე სად მაქვს ამდენი დრო ?

:good:

 

უბრალოდ ერთ ისტორიას მოგიყვებით და ოტას გაგახალისებთ

მართლა გაგვახალისეთ შენ და შენმა პარტნიორმა  :bravo:  :good:

 

ხლა როგორ იწყებს მსჯელობას ქართველი?:    "ჩემი დედა მ...ნ ეს იმენნა შავია ბიჯო და აქ ბაზარი   დამთავრდა.  რო ვამბობ ეგრეა და ვციოოო" ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება თქვა. კითხვის ნიშანი როგორ შეიძლება ვინმემ დასვას? "იმენნნა ეგრეა და ვსიოოო ბიჯოო"  რაის თეთრი და რაის სერაბურამალინოვი???. შავია ბრაატ და მოყომარდეს აქანა ბაზარი სიმონ.    ჰა რავარი სწორად შეამჩნია ევროპელმა ქართველს ეს თვისება?

 

100%–ა შენი ევროპელი და ზუსტად ესაა ჩვენი უბედურება – ერთმანეთის პოზიციის მიღება კი არა, დაჟე მოსმენაც არ გვინდა ერთმანეთის.  რო ვამბობ ეგრეა და ვციოოო  :@ 



#838 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2340 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

მეგობრებო ჩემი თავი გენაცვალოთ მე ყველას მოგისმენთ, ყველას აზრს გაგვიგონებ, მერე მეთვითონ გამოვცდი ჩემ სიტვაციაში და მივხვდები ჩემთვის რომლის თეორია იყო დაშვებული, ხოლო ამნაიხალხს რაც არ უნდა ჭკუა დაარიგო აზრი არ აქვს, რადგან იმათ უკვე საკმარისი აქვთ



#839 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1508 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

legion.ge-841-1517161476.jpg

 

 

legion.ge-841-1517161546.jpg



#840 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1508 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

legion.ge-841-1517161606.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?