Jump to content

ძაღლის ჭირი

ძაღლის ჭირი ვირუსი აცრა ვეტერინარის რჩევები იმუნიტეტი

ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

dzaglis_chiri_monadirecom.jpg



ჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.
ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში.
ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე.
ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ.
ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.
ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში.
ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე.
ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ.
ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეზერვუარია გარეული ცხოველები(განსაკუთრებით ენოტი და მელია), ასევე მაწანწალა ძაღლი.
ჭირი შეიძლება აღინიშნოს წლის ყველა დროს, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება ხშირად ეპიზოოტიის სახით. ძაღლში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭიის ინვაზიის არსებობა, მოციონის უქონლობა და ნათესაური მოშენება, ავიტამინოზი, ცივი ნესტიანი ამინდი, უხარისხო კვება.
ძაღლში ბუნებრივი დასნებოვნებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14-21 დღე და მეტი. ბეწვიან ნადირში( მელა, ყარსაღი, წაულა)-9-30 დღე და ზოგჯერ 90 დღე.
კლინიკურად ჭირი ვლინდება მრავალფეროვნად, არჩევენ: ფილტვის, ნაწლავის, ნერვულ, კანის და შერეულ ფორმებს. ჭირი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიურად და ატიპიურად.
ჭირის “კლასიკური” ფორმისას პირველი ნიშნებია ჩირქიანი კონიუქტივიტი, მშრალი ხველა, რინიტი; ექსუდატი ხმება თვალებსა და ცხვირის გარშემო ქერქის სახით. სხეულის ტემპერატურის ამაღლება (>40°), ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საკვებზე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას ამას ემატება ღებინება და დიარეა. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ დასენიანებიბიდან 3 კვირაში. ნერვული სიმპტომები (კრუნჩხხვები, მიოკლონუსი, ატაქსია, პარალიჩი) ვითარდება უცაბედად ან თანდათანობით და შეიძლება პროგრესირებდნენ.

ძაღლებს, რომლებმაც გადაიტანეს ჭირი, აღენიშნებათ ცხვირისა და თათების ბალიშების ჰიპერკერატოზი, კბილის ემალის განუვითარებლობა.
ჭირით ავადმყოფ ძაღლის მკურნალობის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის , რომ ყველა ქიმიოთერაპიულ საშუალებას არ აქვს ვირუციდული მოქმედება, მაგრამ შეუძლიათ ორგანიზმის ზოგადი ტონუსის ამაღლება და სეკუნდარული ბაქტერიული ინფექციის თავიდან არიდება.
ავადმყოფობის დასაწყისში საჭიროა კუნთში კალციუმის გლუკონატის შეყვანა 1-5 მლ. დოზით ცხოველის მასის შესაბამისად.ვიტამინოთერაპია, პროტეინოთერაპია, ინფუზიო-გლუკოზა5%, რინგერი, იზოტონური ხსნარი.
პარეზის თავიდან ასაცილებლად ცხოველში შეჰყავთ 0,05%-იანი პროზერინი 1 მლ, კანქვეშ, 10 და მეტი დღის განმავლობაში. ღრმა პარეზის დროს -1%-იანი
სტრიქნინის ხსნარი სამკურნალო დოზით.
კუნთების დამბლის დროს კარგია მასაჟი, ფიზიოთერაპია.
ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კუნთში 1 მლ ცერებროლიზინის შეყვანა, ყოველდღე, 20-30 დღის განმავლობაში.ზერვუარია გარეული ცხოველები(განსაკუთრებით ენოტი და მელია), ასევე მაწანწალა ძაღლი.
ჭირი შეიძლება აღინიშნოს წლის ყველა დროს, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება ხშირად ეპიზოოტიის სახით. ძაღლში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭიის ინვაზიის არსებობა, მოციონის უქონლობა და ნათესაური მოშენება, ავიტამინოზი, ცივი ნესტიანი ამინდი, უხარისხო კვება.
ძაღლში ბუნებრივი დასნებოვნებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14-21 დღე და მეტი. ბეწვიან ნადირში( მელა, ყარსაღი, წაულა)-9-30 დღე და ზოგჯერ 90 დღე.
კლინიკურად ჭირი ვლინდება მრავალფეროვნად, არჩევენ: ფილტვის, ნაწლავის, ნერვულ, კანის და შერეულ ფორმებს. ჭირი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიურად და ატიპიურად.
ჭირის “კლასიკური” ფორმისას პირველი ნიშნებია ჩირქიანი კონიუქტივიტი, მშრალი ხველა, რინიტი; ექსუდატი ხმება თვალებსა და ცხვირის გარშემო ქერქის სახით. სხეულის ტემპერატურის ამაღლება (>40°), ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საკვებზე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას ამას ემატება ღებინება და დიარეა. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ დასენიანებიბიდან 3 კვირაში. ნერვული სიმპტომები (კრუნჩხხვები, მიოკლონუსი, ატაქსია, პარალიჩი) ვითარდება უცაბედად ან თანდათანობით და შეიძლება პროგრესირებდნენ.

ავადმყოფობის დასაწყისში საჭიროა კუნთში კალციუმის გლუკონატის შეყვანა 1-5 მლ. დოზით ცხოველის მასის შესაბამისად.ვიტამინოთერაპია, პროტეინოთერაპია, ინფუზიო-გლუკოზა5%, რინგერი, იზოტონური ხსნარი.
პარეზის თავიდან ასაცილებლად ცხოველში შეჰყავთ 0,05%-იანი პროზერინი 1 მლ, კანქვეშ, 10 და მეტი დღის განმავლობაში. ღრმა პარეზის დროს -1%-იანი
სტრიქნინის ხსნარი სამკურნალო დოზით.
კუნთების დამბლის დროს კარგია მასაჟი, ფიზიოთერაპია.
ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კუნთში 1 მლ ცერებროლიზინის შეყვანა, ყოველდღე, 20-30 დღის განმავლობაში.

წყარო: vet-express.ge

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჩემს ძაღლს დაემართა ჭირმეხუთე თვეში...აცრის შემდგომ.ვადაგასული წამალი ვიყიდე არდავაკვირდი ..და ყნოსვა დაუქვეითდა მას შემდგომ..აცრებიმართლაც დროულადდა ყურადღებით უნდა ჩავატაროთ. ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რომელ კლინიკაში?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაყბაყდევო დაამატე რა. ხო მიმიხვდი რაც,  და მერე ეს პოსტიც წაშალე ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
davit123

davit123

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:didi digomi
  • წარმოშობა:surami

გამარჯობათ იქნებ ვინმე დამეხმაროთ მყავს სამი წლის პოინტერი ერთი წლის რომ იყო რაღაც დაავადება შეხვდა საჭმელს არ ჭამდა სულ იწვა ერთი სიტყვით ძალიან ცუდად იყო და რა არ გაუკეთე რო გადამერჩნინა და ძლივს გამოკეთდა მაგრამ შევამჩნიე რო ყნოსვა დაკარგა იმიტო რო სანადიროდ რომ გამყავს მწყერს ნახევარ მეტრში თუ არ ჩაუარა ისე ვერ პოულობს და თან სტოიკასაც ვერ ასწრებს სანამ ცხვირს არ დაადებს მწყერს ან არ დაინახავს სტოიკას არ აკეთებს და არ ეშველება რამე რამე წამალი არ არის რომ ყნოსვა დაუბრუნდეს



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დავით შეამოწმე ყნოსვა დაკარგა თუ "ცხვირი გამორთო"?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sirena

sirena

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi
Gamarjobat mainteresebs raime cxovelta dacvis organizacia tu arsebobs romelic krdzalavs matze dzaladobas da rogor davukavshirde mat

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რამდენადაც ვიცი საქართველოში ფუნქციონირებს  ცხოველთა დაცვის ოფისი


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 
stars_alpha.png
თბილისი. ცინცაძის ქ. 28  
299 52 50,   (599) 50 05 80
bloknot
 
   
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარრგი ინფოა  :good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sirena

sirena

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi
madloba

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Senc maდლობა კეთილი სიტყვებისთვიდს


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?